პოლიტიკა

27

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:58-ზე, მთვარე ლომშია – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების ზრდა. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. არ არის რეკომენდებული ახალი საქმეების დაწყება. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. საკვები არ უნდა იყოს ცხიმიანი. კარგია ბოსტნეული, სალათები; დამამშვიდებელი ბალახებისგან დამზადებული მცენარეული ჩაი.
მსოფლიო
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დღე, რომელსაც ირინა ონაშვილი საკუთარი წარსულიდან სიამოვნებით ამოშლიდა
დღე, რომელსაც ირინა ონაშვილი საკუთარი წარსულიდან სიამოვნებით ამოშლიდა

"სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში თავს მო­ხერ­ხე­ბუ­ლად ვერ გრძნობს, რად­გან ბუ­ნე­ბით მარ­ტო­სუ­ლია. ცხოვ­რე­ბის დი­ნე­ბას მის­თვის კომ­ფორ­ტულ და მი­სა­ღებ რიტ­მში მიჰ­ყვე­ბა, სიჩ­ქა­რე და უაზ­რო ფა­ცი­ფუ­ცი მისი სტი­ლი არ გახ­ლავთ. გარ­შე­მო მყო­ფე­ბი პა­სი­უ­რო­ბის გამო საყ­ვე­დუ­რო­ბენ. იმ­დე­ნად რე­ა­ლის­ტია, ილუ­ზი­ებს შეყ­ვა­რე­ბუ­ლიც კი არ აჰ­ყვე­ბა", - ასე ახა­სი­ა­თე­ბენ ას­ტრო­ლო­გე­ბი ხა­რის წელ­ში და­ბა­დე­ბულ ქალ­წულს, ეს კი მო­დელ ირი­ნა ონაშ­ვი­ლის ზო­დი­ა­ქოს ნი­შა­ნია.

- ვიდ­რე შენს ას­ტრო­პორ­ტრეტ­ზე ვი­ლა­პა­რა­კებთ, მინ­და შო­უ­ზე - "ორი ვარ­სკვლა­ვი" გკი­თხო. შენი და გი­ორ­გის წყვი­ლი ჟი­უ­რი­სა და მა­ყუ­რებ­ლის სიმ­პა­თი­ას იმ­სა­ხუ­რებს; შემ­დგა­რი მომ­ღე­რა­ლიც კი გი­წო­დეს. ამას ელო­დი?

- ადა­მი­ა­ნე­ბის კე­თილ­გან­წყო­ბას ბავ­შვო­ბი­დან­ვე მიჩ­ვე­უ­ლი ვარ. ჩემ­თვის ყო­ვე­ლი თბი­ლი სი­ტყვა დიდი სტი­მუ­ლია. ვიდ­რე ამ პრო­ექ­ტში ჩა­ვერ­თვე­ბო­დი, "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბი­დან" მქონ­და შე­მო­თა­ვა­ზე­ბა, მაგ­რამ უარი ვთქვი. ცეკ­ვას ვერ შევ­ძლებ­დი, ამ შემ­თხვე­ვა­ში კი დიდი ფიქ­რი არ დამ­ჭირ­ვე­ბია, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მარ­ტი­ვად მი­ვი­ღე და არც ვნა­ნობ. სიმ­ღე­რა ძა­ლი­ან მიყ­ვარს. აქ საქ­მეს ყვე­ლა პრო­ფე­სი­უ­ლად უდ­გე­ბა, მე კი მგო­ნი, ჩემი თავი აღ­მო­ვა­ჩი­ნე.

- რას გუ­ლის­ხმობ?

- არ მე­გო­ნა, ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რის შეს­რუ­ლე­ბას ისე თუ შევ­ძლებ­დი, რო­გორც გა­მო­მი­ვი­და. ამ ტუ­რის ყვე­ლა­ზე მე­ტად მე­ში­ნო­და. გა­მო­უს­წო­რე­ბე­ლი კომ­პლექ­სი­ა­ნი ვარ. მე­გო­ნა, ცო­ტა­თი გავ­თა­მამ­დე­ბო­დი, მაგ­რამ...

- რისი კომ­პლექ­სი გაქვს?

- არ ვიცი, სა­ხე­ლი ვერ და­მირ­ქმე­ვია, შე­ბო­ჭი­ლო­ბა მჭირს. სახ­ლში, მე­გობ­რებ­თან, და­ბა­დე­ბის დღე­ებ­ზე უფრო მე­ტად გახ­სნი­ლი ვარ, ვცეკ­ვავ, ვერ­თო­ბი, მაგ­რამ სცე­ნა­ზე გავ­დი­ვარ თუ არა, ჩემი სი­თა­მა­მე სა­დღაც იკარ­გე­ბა, რაც ძა­ლი­ან არ მომ­წონს. ადრე ხმის ბო­ლომ­დე ამოშ­ვე­ბის კომ­პლექ­სიც მქონ­და.

- ოჯა­ხის წევ­რე­ბის­გან რო­გორ შე­ფა­სე­ბებს იღებ?

- რა თქმა უნდა, მგულ­შე­მატ­კივ­რო­ბენ, მაგ­რამ თან - მსაყ­ვე­დუ­რო­ბენ. მათ ხომ იცი­ან, სი­ნამ­დვი­ლე­ში რო­გო­რი ვარ და რა შე­მიძ­ლია?! ჰოდა, ბრა­ზო­ბენ, - სცე­ნა­ზე რომ გა­დი­ხარ, რა გე­მარ­თე­ბაო?

- ლადო (მე­უღ­ლე ლადო ვარ­ძე­ლაშ­ვი­ლი) კონ­ცერ­ტებს ეს­წრე­ბა?

- არა, ჩემს გა­მოს­ვლებს სხვა კონ­ცერ­ტებ­ზეც არას­დროს დას­წრე­ბია. ამ დროს სახ­ლში ზის და ტე­ლე­ვი­ზორს გა­და­რე­უ­ლი უყუ­რებს. მე­უბ­ნე­ბა, აუტ­სა­ი­დე­რებ­ში რომ გნა­ხო, ისე ვი­ნერ­ვი­უ­ლებ, გული გა­მის­კდე­ბაო. სა­ბაც მი­ყუ­რებს, მაგ­რამ ჯერ ვერ აც­ნო­ბი­ე­რებს, რა ხდე­ბა. დე­და­ჩემს ეუბ­ნე­ბა: "ინი­ნას ვუ­ყუ­რე­ბო".

- ას­ტრო­ლო­გი­ის გჯე­რა?

- ყუ­რა­დღე­ბას დი­დად არ ვაქ­ცევ. ვიცი, რომ ხა­რის წელ­ში ვარ და­ბა­დე­ბუ­ლი. ხარი მშრო­მე­ლია.

- ეს თვი­სე­ბა შენს ხა­სი­ათ­შიც არის?

- თუ მუ­შა­ო­ბა და­ვი­წყე ან ახა­ლი პრო­ექ­ტი წა­მო­ვი­წყე, ყვე­ლა დე­ტალს დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით ვუდ­გე­ბი. რომ ვთქვა, - მთე­ლი ცხოვ­რე­ბა მუხლჩა­უხ­რე­ლად ვშრო­მობ-მეთ­ქი, ტყუ­ი­ლი იქ­ნე­ბა. ზარ­მა­ცი ვარ. რომ არა ეს თვი­სე­ბა, შე­იძ­ლე­ბა, უფრო მე­ტის­თვის მი­მეღ­წია.

- მი­ზან­სწრა­ფუ­ლი არ ხარ?

- ზო­მი­ე­რად. ზოგ­ჯერ სი­ზარ­მა­ცე მძლევს, მაგ­რამ საქ­მეს ხელს თუ მოვ­კი­დებ, ხა­რის­ხი­ა­ნად ვა­კე­თებ.

- "ყო­ველ­თვის მუ­ყა­ი­თად შრო­მობს, თა­ვის საქ­მეს სხვას არას­დროს გა­ა­კე­თე­ბი­ნებს", - ვკი­თხუ­ლობთ შენი ნიშ­ნის და­ხა­სი­ა­თე­ბა­ში.

- ჩემი საქ­მის სხვის­თვის გა­და­ბა­რე­ბა მარ­თლა არ მჩვე­ვია. ზოგ­ჯერ იმ საქ­მე­საც ვა­კე­თებ, რო­მე­ლიც ჩემს მო­ვა­ლე­ო­ბა­ში არ შე­დის.

- "გარ­შე­მო მყო­ფე­ბი პა­სი­უ­რო­ბის გამო საყ­ვე­დუ­რო­ბენ".

- მარ­თა­ლია, სულ მსაყ­ვე­დუ­რო­ბენ: რა­ტომ არ გვი­რე­კავ? რა­ტომ არ გა­მო­მი­ა­რე? ჩემ­თვის რო­გორ ვერ მო­ი­ცა­ლე?

- "ცხოვ­რე­ბის დი­ნე­ბას მის­თვის კომ­ფორ­ტულ და მი­სა­ღებ რიტ­მში მიჰ­ყვე­ბა, სიჩ­ქა­რე და უაზ­რო ფა­ცი­ფუ­ცი მისი სტი­ლი არ გახ­ლავთ".

- მშვი­დი და იმ­დე­ნად უკონ­ფლიქ­ტო ვარ, შე­მიძ­ლია, წყე­ნა გა­დავყლა­პო. ჩხუ­ბი არ მიყ­ვარს.

- "რო­მან­ტი­კას არ სწყა­ლობს. მისი სიყ­ვა­რუ­ლი მი­წი­ერ, ყო­ველ­გვარ "აფეთ­ქე­ბებს" მოკ­ლე­ბულ ემო­ცი­ებს ეფუძ­ნე­ბა. სა­მა­გი­ე­როდ, სტა­ბი­ლუ­რი და მუდ­მი­ვია".

- (იცი­ნის) ჩემი და ლა­დოს ურ­თი­ერ­თო­ბას რო­მან­ტიზ­მი მარ­თლა აკ­ლია. ვერ ვი­ტყვი, სულ იმა­ზე ვფიქ­რობთ, ერ­თმა­ნეთს რო­გო­რი სი­ურპრი­ზი მო­ვუ­წყოთ-მეთ­ქი. შე­იძ­ლე­ბა, ძნე­ლი და­სა­ჯე­რე­ბე­ლია, მაგ­რამ უც­ნა­უ­რი ხა­სი­ა­თი მაქვს. გო­გო­ნებს მოს­წონთ მა­მა­კა­ცე­ბი, რომ­ლე­ბიც მათ თავ­ბრუს ახ­ვე­ვენ და ყვე­ლა­ფერს აკე­თე­ბენ იმის­თვის, რომ რჩე­უ­ლის გული მო­ი­გონ. მე კი ლადო იმი­ტომ მო­მე­წო­ნა, რომ მსგავ­სი არა­ფე­რი გა­უ­კე­თე­ბია. ჩვე­უ­ლებ­რი­ვად იქ­ცე­ო­და.

- მი­იჩ­ნევ, რომ ამ დროს კა­ცე­ბი თა­მა­შო­ბენ?

- რა გა­საკ­ვი­რია, რომ რა­ღაც დო­ზით თა­მა­შო­ბენ კი­დეც?! რომ მკი­თხო, - სა­ჩუქ­რებ­საც არ გი­ძღვნი­დაო? გი­პა­სუ­ხებ: ვერ ვიხ­სე­ნებ, ვიდ­რე ცო­ლად გავ­ყვე­ბო­დი, რა­ი­მე მა­ჩუ­ქა თუ არა-მეთ­ქი.

- შენც არ აქ­ტი­უ­რობ­დი?

- რა­ტომ უნდა მე­აქ­ტი­უ­რა? მაგ­რამ არც ის მეს­მის, ადა­მი­ა­ნი თუ გიყ­ვარს, მის­კენ პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯი ქალ­მა რა­ტომ არ უნდა გა­დად­გას? ხომ შე­იძ­ლე­ბა, და­ურ­ე­კოს, მე­სი­ჯი მის­წე­როს. ქედ­მა­ღა­ლი არ ვარ, მაგ­რამ არას­დროს არც ერთ ბი­ჭთან არ მი­აქ­ტი­უ­რია. როცა ადა­მი­ან­თან ურ­თი­ერ­თო­ბას მე­გობ­რო­ბით იწყებ, მის შე­სა­ხებ ბევ­რი რამ იცი. მე და ლადო გაც­ნო­ბი­დან 8 თვე­ში და­ვო­ჯახ­დით.

- ურ­თი­ერ­თო­ბას სა­გულ­და­გუ­ლოდ მა­ლავ­დით...

- არ ვმა­ლავ­დით. უბ­რა­ლოდ, ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი იმ დროს მი­რე­კავ­დნენ და მე­კი­თხე­ბოდ­ნენ, თქვენ შო­რის რა ხდე­ბაო? როცა მარ­თლა მხო­ლოდ მე­გობ­რე­ბი ვი­ყა­ვით და რა უნდა მე­პა­სუ­ხა?

- კომ­პრო­მის­ზე ხში­რად მი­დი­ხარ?

- მარ­ტი­ვად ვერ ვთმობ. მინ­და თუ არა, სი­კე­თეც და ბო­რო­ტე­ბაც მა­მახ­სოვ­რდე­ბა. ბოღ­მა ვარ, ალ­ბათ (იცი­ნის).

- და­ა­სა­ხე­ლე დღე, რო­მელ­საც შენი ცხოვ­რე­ბი­დან სი­ა­მოვ­ნე­ბით ამოშ­ლი­დი.

- და­ვა­სა­ხე­ლებ იმ დღეს, როცა ჩვენს ოჯახ­ში ტრა­გე­დია მოხ­და. სამ­წუ­ხა­როდ, შემ­თხვე­ვი­თო­ბის­გან და­ზღვე­უ­ლი არა­ვინ არის. რამ­დე­ნი წე­ლიც უნდა გა­ვი­დეს, ეს ტკი­ვი­ლი მუდ­მი­ვად დარ­ჩე­ბა.

- ის ბინა გა­ყი­დეთ, არა?

- კი. ბი­ნის გა­ყიდ­ვას მა­ნამ­დეც ვა­პი­რებ­დით.

- გარ­დაც­ვლი­ლის ოჯახ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა გაქვთ?

- რა თქმა უნდა, ლადო მათ ყუ­რა­დღე­ბას აქ­ცევს.

- ლადო ამ­ჟა­მად რას საქ­მი­ა­ნობს?

- უმუ­შე­ვა­რია.

- "სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში თავს მო­ხერ­ხე­ბუ­ლად ვერ გრძნობს, რად­გან ბუ­ნე­ბით მარ­ტო­სუ­ლია".

- არა, რას ამ­ბობ, მარ­ტო რომ ვრჩე­ბი, მე­გობ­რებს, ოჯა­ხის წევ­რებს ვუ­რე­კავ, - მო­დით-მეთ­ქი. მარ­ტო ყოფ­ნა კი - არა, გან­მარ­ტო­ე­ბაც არ მიყ­ვარს, ასეთ დროს ის­ტე­რი­კა მე­მარ­თე­ბა.

- "არას­დროს აგებს ოც­ნე­ბის კოშ­კებს".

- რე­ა­ლის­ტი ვარ. ცაში ფრე­ნა არ მჩვე­ვია.

- "იმ­დე­ნად რე­ა­ლის­ტია, ილუ­ზი­ებს შეყ­ვა­რე­ბუ­ლიც კი არ ჰყვე­ბა".

- მარ­თა­ლია.

- ეგო­ის­ტი ხარ?

- ვა­ღი­ა­რებ, ცო­ტა­თი ეგო­ის­ტი ვარ.

- "ცვა­ლე­ბა­დი ნიშ­ნე­ბის კა­ტე­გო­რი­ას გა­ნე­კუთ­ვნე­ბა".

- ხა­სი­ა­თი ხში­რად მეცვ­ლება, მაგ­რამ გან­წყო­ბა ყო­ველ­თვის სა­ხე­ზე მა­წე­რია. სიმ­ღე­რის დრო­საც კი რო­მე­ლი­მე ნოტს არას­წო­რად თუ ავი­ღებ ან გი­ორ­გის შე­ეშ­ლე­ბა რა­ი­მე, ეგ­რე­ვე "ვი­ლე­წე­ბი". არ მინ­და შე­ვიმ­ჩნიო, მაგ­რამ თა­მა­ში არ გა­მომ­დის. ადა­მი­ა­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­შიც ასე ვარ. თუ პი­როვ­ნე­ბა არ მომ­წონს, შეხ­ვედ­რის დროს ვერ მი­ვე­სიყ­ვა­რუ­ლე­ბი და ვერ ვე­ტყვი, რომ მისი ნახ­ვა ძა­ლი­ან გა­მი­ხარ­და.

- "ჩვე­ვად აქვს, გარ­შე­მო ყვე­ლა და ყვე­ლა­ფე­რი გა­აკ­რი­ტი­კოს".

- უი, არა! ვინ­მე ეგე­თი თუ შემ­ხვდე­ბა, მას ვაკ­რი­ტი­კებ და თა­ვად ეგრე რო­გორ მო­ვიქ­ცე­ვი?!

- როცა სხვა გაკ­რი­ტი­კებს...

- თუ დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლია, ვუს­მენ და ვი­ღებ. სა­სარ­გებ­ლო და­რი­გე­ბე­ბიც მო­მის­მე­ნია. როცა კრი­ტი­კის დროს გა­და­ჭარ­ბე­ბა ხდე­ბა, ასეთ დროს მოს­მე­ნაც კი გა­მა­ღი­ზი­ა­ნე­ბე­ლია.

- "მისი მის­წრა­ფე­ბაა ყვე­ლა­ფე­რი იდე­ა­ლუ­რად ან იდე­ა­ლურ­თან მი­ახ­ლო­ე­ბულ ხა­რისხში აკე­თოს".

- ამი­ტო­მაა, რომ სა­კუ­თარ საქ­მეს სხვას არას­დროს ვან­დობ.

- "ქალ­წუ­ლი ლი­დე­რად არ იბა­დე­ბა".

- მარ­თა­ლია, ლი­დე­რის თვი­სე­ბე­ბი არ მაქვს. წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მივ­ხვდი, რომ ჩემ­გან უფ­რო­სი, მმარ­თვე­ლი არას­დროს დად­გე­ბა. რო­გორც კი ხვდე­ბი­ან, რო­გო­რი ხა­სი­ა­თი მაქვს, ჩემი აღა­რა­ფე­რი ეს­მით. ჩემი სი­ტყვა რომ კა­ნო­ნი იყოს, თვა­ლე­ბის ბრი­ა­ლი და სიმ­კაც­რე არ გა­მომ­დის. სა­მა­გი­ე­როდ შე­მიძ­ლია, სამ­სა­ხურ­ში დამ­ლა­გე­ბელს და­ვეხ­მა­რო ია­ტა­კის დაგ­ვა­სა და მო­ხეხ­ვა­ში. უმე­ტეს შემ­თხვე­ვა­ში, ჩემი ეს ხა­სი­ა­თი უკან ცუ­დად მიბ­რუნ­დე­ბა. ჩემს შე­ნიშ­ვნა­საც აღა­რა­ვინ ით­ვა­ლის­წი­ნებს. სა­კუ­თარ თავს ვსაყ­ვე­დუ­რობ: ირი­ნა, ცო­ტა­თი დის­ტან­ცია და­ი­კა­ვე, მეტი სიმ­კაც­რე გა­მო­ი­ჩი­ნე-მეთ­ქი, მაგ­რამ ვერა და ვერ გა­მოვსწორ­დი.

თა­მუ­ნა კვი­ნი­კა­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ირანის შეტევის შედეგად ისრაელის 6 კვლევითი ლაბორატორია განადგურდა და 9 დაზიანდა

დღე, რომელსაც ირინა ონაშვილი საკუთარი წარსულიდან სიამოვნებით ამოშლიდა

დღე, რომელსაც ირინა ონაშვილი საკუთარი წარსულიდან სიამოვნებით ამოშლიდა

"საზოგადოებაში თავს მოხერხებულად ვერ გრძნობს, რადგან ბუნებით მარტოსულია. ცხოვრების დინებას მისთვის კომფორტულ და მისაღებ რიტმში მიჰყვება, სიჩქარე და უაზრო ფაციფუცი მისი სტილი არ გახლავთ. გარშემო მყოფები პასიურობის გამო საყვედურობენ. იმდენად რეალისტია, ილუზიებს შეყვარებულიც კი არ აჰყვება", - ასე ახასიათებენ ასტროლოგები ხარის წელში დაბადებულ ქალწულს, ეს კი მოდელ ირინა ონაშვილის ზოდიაქოს ნიშანია.

- ვიდრე შენს ასტროპორტრეტზე ვილაპარაკებთ, მინდა შოუზე - "ორი ვარსკვლავი" გკითხო. შენი და გიორგის წყვილი ჟიურისა და მაყურებლის სიმპათიას იმსახურებს; შემდგარი მომღერალიც კი გიწოდეს. ამას ელოდი?

- ადამიანების კეთილგანწყობას ბავშვობიდანვე მიჩვეული ვარ. ჩემთვის ყოველი თბილი სიტყვა დიდი სტიმულია. ვიდრე ამ პროექტში ჩავერთვებოდი, "ცეკვავენ ვარსკვლავებიდან" მქონდა შემოთავაზება, მაგრამ უარი ვთქვი. ცეკვას ვერ შევძლებდი, ამ შემთხვევაში კი დიდი ფიქრი არ დამჭირვებია, გადაწყვეტილება მარტივად მივიღე და არც ვნანობ. სიმღერა ძალიან მიყვარს. აქ საქმეს ყველა პროფესიულად უდგება, მე კი მგონი, ჩემი თავი აღმოვაჩინე.

- რას გულისხმობ?

- არ მეგონა, ქართული სიმღერის შესრულებას ისე თუ შევძლებდი, როგორც გამომივიდა. ამ ტურის ყველაზე მეტად მეშინოდა. გამოუსწორებელი კომპლექსიანი ვარ. მეგონა, ცოტათი გავთამამდებოდი, მაგრამ...

- რისი კომპლექსი გაქვს?

- არ ვიცი, სახელი ვერ დამირქმევია, შებოჭილობა მჭირს. სახლში, მეგობრებთან, დაბადების დღეებზე უფრო მეტად გახსნილი ვარ, ვცეკვავ, ვერთობი, მაგრამ სცენაზე გავდივარ თუ არა, ჩემი სითამამე სადღაც იკარგება, რაც ძალიან არ მომწონს. ადრე ხმის ბოლომდე ამოშვების კომპლექსიც მქონდა.

- ოჯახის წევრებისგან როგორ შეფასებებს იღებ?

- რა თქმა უნდა, მგულშემატკივრობენ, მაგრამ თან - მსაყვედურობენ. მათ ხომ იციან, სინამდვილეში როგორი ვარ და რა შემიძლია?! ჰოდა, ბრაზობენ, - სცენაზე რომ გადიხარ, რა გემართებაო?

- ლადო (მეუღლე ლადო ვარძელაშვილი) კონცერტებს ესწრება?

- არა, ჩემს გამოსვლებს სხვა კონცერტებზეც არასდროს დასწრებია. ამ დროს სახლში ზის და ტელევიზორს გადარეული უყურებს. მეუბნება, აუტსაიდერებში რომ გნახო, ისე ვინერვიულებ, გული გამისკდებაო. საბაც მიყურებს, მაგრამ ჯერ ვერ აცნობიერებს, რა ხდება. დედაჩემს ეუბნება: "ინინას ვუყურებო".

- ასტროლოგიის გჯერა?

- ყურადღებას დიდად არ ვაქცევ. ვიცი, რომ ხარის წელში ვარ დაბადებული. ხარი მშრომელია.

- ეს თვისება შენს ხასიათშიც არის?

- თუ მუშაობა დავიწყე ან ახალი პროექტი წამოვიწყე, ყველა დეტალს დიდი პასუხისმგებლობით ვუდგები. რომ ვთქვა, - მთელი ცხოვრება მუხლჩაუხრელად ვშრომობ-მეთქი, ტყუილი იქნება. ზარმაცი ვარ. რომ არა ეს თვისება, შეიძლება, უფრო მეტისთვის მიმეღწია.

- მიზანსწრაფული არ ხარ?

- ზომიერად. ზოგჯერ სიზარმაცე მძლევს, მაგრამ საქმეს ხელს თუ მოვკიდებ, ხარისხიანად ვაკეთებ.

- "ყოველთვის მუყაითად შრომობს, თავის საქმეს სხვას არასდროს გააკეთებინებს", - ვკითხულობთ შენი ნიშნის დახასიათებაში.

- ჩემი საქმის სხვისთვის გადაბარება მართლა არ მჩვევია. ზოგჯერ იმ საქმესაც ვაკეთებ, რომელიც ჩემს მოვალეობაში არ შედის.

- "გარშემო მყოფები პასიურობის გამო საყვედურობენ".

- მართალია, სულ მსაყვედურობენ: რატომ არ გვირეკავ? რატომ არ გამომიარე? ჩემთვის როგორ ვერ მოიცალე?

- "ცხოვრების დინებას მისთვის კომფორტულ და მისაღებ რიტმში მიჰყვება, სიჩქარე და უაზრო ფაციფუცი მისი სტილი არ გახლავთ".

- მშვიდი და იმდენად უკონფლიქტო ვარ, შემიძლია, წყენა გადავყლაპო. ჩხუბი არ მიყვარს.

- "რომანტიკას არ სწყალობს. მისი სიყვარული მიწიერ, ყოველგვარ "აფეთქებებს" მოკლებულ ემოციებს ეფუძნება. სამაგიეროდ, სტაბილური და მუდმივია".

- (იცინის) ჩემი და ლადოს ურთიერთობას რომანტიზმი მართლა აკლია. ვერ ვიტყვი, სულ იმაზე ვფიქრობთ, ერთმანეთს როგორი სიურპრიზი მოვუწყოთ-მეთქი. შეიძლება, ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ უცნაური ხასიათი მაქვს. გოგონებს მოსწონთ მამაკაცები, რომლებიც მათ თავბრუს ახვევენ და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ რჩეულის გული მოიგონ. მე კი ლადო იმიტომ მომეწონა, რომ მსგავსი არაფერი გაუკეთებია. ჩვეულებრივად იქცეოდა.

- მიიჩნევ, რომ ამ დროს კაცები თამაშობენ?

- რა გასაკვირია, რომ რაღაც დოზით თამაშობენ კიდეც?! რომ მკითხო, - საჩუქრებსაც არ გიძღვნიდაო? გიპასუხებ: ვერ ვიხსენებ, ვიდრე ცოლად გავყვებოდი, რაიმე მაჩუქა თუ არა-მეთქი.

- შენც არ აქტიურობდი?

- რატომ უნდა მეაქტიურა? მაგრამ არც ის მესმის, ადამიანი თუ გიყვარს, მისკენ პირველი ნაბიჯი ქალმა რატომ არ უნდა გადადგას? ხომ შეიძლება, დაურეკოს, მესიჯი მისწეროს. ქედმაღალი არ ვარ, მაგრამ არასდროს არც ერთ ბიჭთან არ მიაქტიურია. როცა ადამიანთან ურთიერთობას მეგობრობით იწყებ, მის შესახებ ბევრი რამ იცი. მე და ლადო გაცნობიდან 8 თვეში დავოჯახდით.

- ურთიერთობას საგულდაგულოდ მალავდით...

- არ ვმალავდით. უბრალოდ, ჟურნალისტები იმ დროს მირეკავდნენ და მეკითხებოდნენ, თქვენ შორის რა ხდებაო? როცა მართლა მხოლოდ მეგობრები ვიყავით და რა უნდა მეპასუხა?

- კომპრომისზე ხშირად მიდიხარ?

- მარტივად ვერ ვთმობ. მინდა თუ არა, სიკეთეც და ბოროტებაც მამახსოვრდება. ბოღმა ვარ, ალბათ (იცინის).

- დაასახელე დღე, რომელსაც შენი ცხოვრებიდან სიამოვნებით ამოშლიდი.

- დავასახელებ იმ დღეს, როცა ჩვენს ოჯახში ტრაგედია მოხდა. სამწუხაროდ, შემთხვევითობისგან დაზღვეული არავინ არის. რამდენი წელიც უნდა გავიდეს, ეს ტკივილი მუდმივად დარჩება.

- ის ბინა გაყიდეთ, არა?

- კი. ბინის გაყიდვას მანამდეც ვა­პირებდით.

- გარდაცვლილის ოჯახთან ურთიერთობა გაქვთ?

- რა თქმა უნდა, ლადო მათ ყურადღებას აქცევს.

- ლადო ამჟამად რას საქმიანობს?

- უმუშევარია.

- "საზოგადოებაში თავს მოხერხებულად ვერ გრძნობს, რადგან ბუნებით მარტოსულია".

- არა, რას ამბობ, მარტო რომ ვრჩე­ბი, მეგობრებს, ოჯახის წევრებს ვურეკავ, - მოდით-მეთქი. მარტო ყოფნა კი - არა, განმარტოებაც არ მიყვარს, ასეთ დროს ისტერიკა მემართება.

- "არასდროს აგებს ოცნების კოშკებს".

- რეალისტი ვარ. ცაში ფრენა არ მჩვევია.

- "იმდენად რეალისტია, ილუზიებს შეყვარებულიც კი არ ჰყვება".

- მართალია.

- ეგოისტი ხარ?

- ვაღიარებ, ცოტათი ეგოისტი ვარ.

- "ცვალებადი ნიშნების კატეგორიას განეკუთვნება".

- ხასიათი ხშირად მეცვ­ლება, მაგრამ განწყობა ყოველთვის სახეზე მაწერია. სიმღერის დროსაც კი რომელიმე ნოტს არასწორად თუ ავიღებ ან გიორგის შეეშლება რაიმე, ეგრევე "ვილეწები". არ მინდა შევიმჩნიო, მაგრამ თამაში არ გამომდის. ადამიანებთან ურთიერთობაშიც ასე ვარ. თუ პიროვნება არ მომწონს, შეხვედრის დროს ვერ მივესიყვარულები და ვერ ვეტყვი, რომ მისი ნახვა ძალიან გამიხარდა.

- "ჩვევად აქვს, გარშემო ყველა და ყველაფერი გააკრიტიკოს".

- უი, არა! ვინმე ეგეთი თუ შემხვდება, მას ვაკრიტიკებ და თავად ეგრე როგორ მოვიქცევი?!

- როცა სხვა გაკრიტიკებს...

- თუ დამსახურებულია, ვუსმენ და ვიღებ. სასარგებლო დარიგებებიც მომისმენია. როცა კრიტიკის დროს გადაჭარბება ხდება, ასეთ დროს მოსმენაც კი გამაღიზიანებელია.

- "მისი მისწრაფებაა ყველაფერი იდეალურად ან იდეალურთან მიახლოებულ ხარისხში აკეთოს".

- ამიტომაა, რომ საკუთარ საქმეს სხვას არასდროს ვანდობ.

- "ქალწული ლიდერად არ იბადება".

- მართალია, ლიდერის თვისებები არ მაქვს. წლების განმავლობაში მივხვდი, რომ ჩემგან უფროსი, მმართველი არასდროს დადგება. როგორც კი ხვდებიან, როგორი ხასიათი მაქვს, ჩემი აღარაფერი ესმით. ჩემი სიტყვა რომ კანონი იყოს, თვალების ბრიალი და სიმკაცრე არ გამომდის. სამაგიეროდ შემიძლია, სამსახურში დამლაგებელს დავეხმარო იატაკის დაგვასა და მოხეხვაში. უმეტეს შემთხვევაში, ჩემი ეს ხასიათი უკან ცუდად მიბრუნდება. ჩემს შენიშვნასაც აღარავინ ითვალისწინებს. საკუთარ თავს ვსაყვედურობ: ირინა, ცოტათი დისტანცია დაიკავე, მეტი სიმკაცრე გამოიჩინე-მეთქი, მაგრამ ვერა და ვერ გამოვსწორდი.

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება