სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მი­სა­ღე­ბია თუ არა ქუ­ჩა­ში საეკლესიო სან­თ­ლის შე­ძე­ნა
მი­სა­ღე­ბია თუ არა ქუ­ჩა­ში საეკლესიო სან­თ­ლის შე­ძე­ნა

წმინ­და სან­თ­ლებს მარ­თ­ლ­მორ­წ­მუ­ნე ქრის­ტი­ა­ნე­ბი სხვა­დას­ხ­ვა დროს ან­თე­ბენ. ვიდ­რე სან­თელ­თან და­კავ­ში­რე­ბით "გზის" მკითხ­ველ­თა პე­რი­ო­დუ­ლად დას­მულ კითხ­ვებს ვუ­პა­სუ­ხებთ, სა­ეკ­ლე­სიო მსა­ხუ­რე­ბის დროს სან­თ­ლე­ბის დან­თე­ბის სიმ­ბო­ლურ მნიშ­ვ­ნე­ლო­ბას შე­ვე­ხე­ბით - ქრის­ტი­ა­ნუ­ლი მოძღ­ვ­რე­ბით, უფა­ლი იესო ქრის­ტე მო­ვი­და ჩვენ­თან, რა­თა ჯო­ჯო­ხე­თის - მა­რა­დი­უ­ლი სიბ­ნე­ლის ტყვე­ო­ბი­დან და­ვეხ­სე­ნით და ჩვენ­თვის ნა­თელ­ში, ცა­თა სა­სუ­ფე­ველ­ში დამ­კ­ვიდ­რე­ბის გზა ეჩ­ვე­ნე­ბი­ნა. სა­ეკ­ლე­სიო მსა­ხუ­რე­ბის დროს სან­თ­ლე­ბი ინ­თე­ბა ნიშ­ნად ქრის­ტეს მი­ერ სიკ­ვ­დი­ლი­სა და მა­რა­დი­უ­ლი სიბ­ნე­ლის სამ­ყა­როს დათ­რ­გუნ­ვი­სა და გა­მო­ხა­ტავს ამ უზე­ნა­ე­სი გა­მარ­ჯ­ვე­ბით გა­მოწ­ვე­ულ სი­ხა­რულ­სა და ზე­იმს...

ტა­ძარ­ში შეს­ვ­ლი­სას, პირ­ველ რიგ­ში სან­თე­ლი ინ­თე­ბა ტაძ­რის მთა­ვარ ხატ­თან, შემ­დეგ წმინ­და ნა­წი­ლებ­თან (რა­საკ­ვირ­ვე­ლია, თუ­კი არის ტა­ძარ­ში), ამის შემ­დეგ - ცო­ცხალ­თათ­ვის. ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის­თ­ვის ან სხვა საჭი­რო­ე­ბი­სათ­ვის სან­თ­ლებს მა­ცხოვ­რის, ღვთის­მ­შობ­ლის, წმინ­და პან­ტე­ლე­ი­მო­ნის, ასე­ვე იმ წმინ­დან­თა ხა­ტებ­თან ან­თე­ბენ, რომ­ლებ­საც ღმერ­თ­მა მი­ა­ნი­ჭა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მად­ლი კურ­ნე­ბი­სა და სხვა­დას­ხ­ვა გან­საც­დე­ლის ჟამს შე­წევ­ნი­სა. მიც­ვა­ლე­ბულ­თათ­ვის სან­თ­ლებს ან­თე­ბენ ჯვარ­ც­მის წინ.

- რა მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს ტა­ძარ­ში შეს­ვ­ლი­სას სან­თ­ლის შე­ძე­ნას და დან­თე­ბას?

არ­ქი­მან­დ­რი­ტი მა­კა­რი (ა­ბე­სა­ძე):

- ტა­ძარ­ში შეს­ვ­ლი­სას სან­თელს ვან­თებთ იმ და­ნიშ­ნუ­ლე­ბით, რაც ზო­გა­დად სან­თ­ლის დან­თე­ბას აქვს. გარ­და ამი­სა, ტა­ძარ­ში შეს­ვ­ლი­სას, სან­თ­ლის შე­ძე­ნა არის სა­ეკ­ლე­სიო შე­სა­წი­რა­ვი - რო­დე­საც ადა­მი­ა­ნი სან­თ­ლის სა­ფა­სურს იხ­დის, ნე­ბა­ყოფ­ლო­ბით სწი­რავს თა­ვის შრო­მის ნა­წილს ღმერ­თს და მის საყ­დარს, რაც ღვთის­გან დად­გე­ნი­ლი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბაა და ყვე­ლა ადა­მი­ანს ევა­ლე­ბა. რო­დე­საც ადა­მი­ა­ნი სან­თელს ქუ­ჩა­ში ყი­დუ­ლობს, ეს არ არის შე­სა­წი­რი, ამას არა ღვთის­თ­ვის, არა­მედ სა­კუ­თა­რი სურ­ვი­ლის და­საკ­მა­ყო­ფი­ლებ­ლად აკე­თებს, - რომ ნაკ­ლე­ბი თან­ხა გა­და­ი­ხა­დოს. ამ­გ­ვა­რი მიდ­გო­მით ადა­მი­ა­ნი ავ­ლენს, რომ ღვთის­თ­ვის ცო­ტა მე­ტი თან­ხის გა­ღე­ბა ენა­ნე­ბა. რას ხმარ­დე­ბა ტა­ძა­რში შე­ძე­ნი­ლი სან­თ­ლის თან­ხა? - საღ­ვ­თო საქ­მე­ებს - ეკ­ლე­სი­ის მსა­ხურთ, გა­ჭირ­ვე­ბუ­ლებს... ანუ ეკ­ლე­სია წყვეტს, რო­გორ გან­კარ­გოს ეს თან­ხა და სწო­რედ ამის გა­მოა სა­ჭი­რო, რომ ადა­მი­ან­მა სა­ეკ­ლე­სიო ნივ­თე­ბი, სან­თ­ლე­ბი, სა­ეკ­ლე­სიო ლი­ტე­რა­ტუ­რა ტა­ძარ­თან არ­სე­ბულ სა­ეკ­ლე­სიო მა­ღა­ზი­ა­ში შე­ი­ძი­ნოს. შე­იძ­ლე­ბა, ვინ­მე შე­მოგ­ვე­და­ოს - იმ ადა­მი­ან­საც ხომ უჭირს მა­ტე­რი­ა­ლუ­რად, რო­მე­ლიც სან­თ­ლებს ქუ­ჩა­ში ყი­დის და მათ­თან სან­თ­ლის შე­ძე­ნი­თაც ხომ შე­ვე­წე­ვით გა­ჭირ­ვე­ბუ­ლებ­სო, მაგ­რამ ეს არა­მარ­თე­ბუ­ლი მო­საზ­რე­ბაა. თუ გა­ჭირ­ვე­ბუ­ლია, შე­უძ­ლია, სხვა რამ გა­ყი­დოს. ამ­გ­ვა­რი ქმე­დე­ბით ადა­მი­ა­ნი ეკ­ლე­სი­ას არ­თ­მევს და ამის გა­მო არც ჩვენ ჩაგ­ვეთ­ვ­ლე­ბა მათ­გან სან­თ­ლის ყიდ­ვა მო­წყა­ლე­ბად. პი­რი­ქით - და­ნა­შა­უ­ლია, თუ სურ­ვი­ლი გვაქვს, ასეთ ადა­მი­ან­ზე მო­წყა­ლე­ბა გა­ვი­ღოთ, ეს არ გვეკ­რ­ძა­ლე­ბა, მაგ­რამ არა - მის­გან სან­თ­ლის შე­ძე­ნით, არა­მედ ისე შე­ვე­წი­ოთ, თან­ხით. შე­საძ­ლოა, ვინ­მე იმა­შიც შე­მოგ­ვე­და­ოს - რა­ში იყე­ნებს ეკ­ლე­სია სან­თ­ლის თუ სხვა სა­ეკ­ლე­სიო და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ნივ­თე­ბის გა­ყიდ­ვის სა­ნაც­ვ­ლოდ შე­მო­სულ თან­ხა­სო? - თუ­კი ჩვენ, ეკ­ლე­სი­ის წევ­რე­ბი არა­და­ნიშ­ნუ­ლე­ბი­სა­მებრ ვი­ყე­ნებთ, ამას უფა­ლი ჩვენ მოგ­ვ­კი­თხავს. ერის­კაცთ კი თა­ვი­ან­თი და­ნა­შა­უ­ლი მო­ე­კი­თხე­ბათ.

- არ­სე­ბობს აზ­რი, რომ არ შე­იძ­ლე­ბა კენ­ტი რა­ო­დე­ნო­ბის სან­თ­ლე­ბის დან­თე­ბა. ეს მარ­თ­ლაც ასეა? სა­ერ­თოდ, აქვს თუ არა მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა, რა რა­ო­დე­ნო­ბის სან­თელს და­ვან­თებთ?

- ეს არის ცრურ­წ­მე­ნა. ამ­დე­ნად, რე­ლი­გი­ურ სა­ფუძ­ველს მოკ­ლე­ბუ­ლია. ადა­მი­ანს შე­უძ­ლია და­ან­თოს იმ­დე­ნი სან­თე­ლი, რამ­დე­ნის შე­ძე­ნის სურ­ვი­ლი და შე­საძ­ლებ­ლო­ბაც აქვს. უმ­ჯო­ბე­სია, ავან­თოთ ერ­თი სან­თე­ლი და მის წი­ნა­შე ვი­ლო­ცოთ გუ­ლის­ყუ­რით და უფალს ვე­ვედ­როთ, ვიდ­რე ათი ან მე­ტი სან­თე­ლი შე­ვი­ძი­ნოთ, ყვე­ლა სა­სან­თ­ლეს­თან ავან­თოთ და მა­შინ­ვე გა­ვი­დეთ ტაძ­რი­დან. შე­საძ­ლოა, ადა­მი­ანს სა­ერ­თო­დაც არ ჰქონ­დეს სან­თ­ლის შე­ძე­ნის სა­შუ­ა­ლე­ბა, მაგ­რამ ეს არ უნ­და იქ­ცეს ტა­ძარ­ში შეს­ვ­ლის და­მაბ­რ­კო­ლე­ბელ მი­ზე­ზად. ასეთ შემ­თხ­ვე­ვა­ში შეგ­ვიძ­ლია, სხვე­ბის მი­ერ დან­თე­ბუ­ლი სან­თ­ლე­ბის წი­ნა­შე ვი­ლო­ცოთ.

- რა­ტომ ით­ვ­ლე­ბა ცვი­ლის სან­თე­ლი სა­უ­კე­თე­სო შე­სა­წი­რა­ვად? აქვს თუ არა რა­ი­მე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა ცვი­ლის სან­თ­ლის შე­ძე­ნას და მის წი­ნა­შე ლოც­ვას?

- ცვი­ლის სან­თე­ლი სა­ეკ­ლე­­სიო და­ნიშ­ნუ­ლე­ბით გა­მო­ი­ყე­ნე­ბა ის­ტო­რი­უ­ლად - ძვე­ლად მხო­ლოდ ცვი­ლის­გან დამ­ზა­დე­ბუ­ლ სან­თელს ან­თებ­დ­ნენ. რა თქმა უნ­და, იყო შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ ცხო­ვე­ლუ­რი ცხი­მის­გა­ნაც და­ემ­ზა­დე­ბი­ნათ სან­თე­ლი, მაგ­რამ ის არ გა­მო­ი­ყე­ნე­ბო­და ეკ­ლე­სი­უ­რი და­ნიშ­ნუ­ლე­ბით იმის გა­მო, რომ ახა­ლი აღ­თ­ქ­მის პე­რი­ოდ­ში სის­ხ­ლი­ა­ნი მსხვერ­პ­ლ­შე­წირ­ვა დას­რულ­და. თა­ნა­მედ­რო­ვე პე­რი­ოდ­ში, ტექ­ნი­კის გან­ვი­თა­რე­ბას­თან ერ­თად უამ­რა­ვი სხვა მა­სა­ლის­გან წარ­მო­ე­ბუ­ლი სან­თე­ლი გაჩ­ნ­და - პა­რა­ფი­ნის, კარ­ტო­ფი­ლის თუ სხვა­დას­ხ­ვა ნივ­თი­ე­რე­ბის­გან დამ­ზა­დე­ბუ­ლი, მაგ­რამ სა­სურ­ვე­ლია, სან­თე­ლი ცვი­ლის­გან იყოს დამ­ზა­დე­ბუ­ლი. პირ­ველ რიგ­ში იმის გა­მო, რომ ეს არის ტრა­დი­ცი­უ­ლი, ასე­ვე, თუ და­უკ­ვირ­დე­ბით, გა­რეგ­ნუ­ლა­დაც, სურ­ნე­ლე­ბი­თაც, პრაქ­ტი­კუ­ლი გა­მო­ყე­ნე­ბის თვალ­საზ­რი­სი­თაც, ცვი­ლის სან­თე­ლი გა­ცი­ლე­ბით უკე­თე­სია, მაგ­რამ არც იმის თქმა შე­იძ­ლე­ბა, რომ სხვა მა­სა­ლის­გან დამ­ზა­დე­ბუ­ლი სან­თ­ლე­ბის ან­თე­ბა და­უშ­ვე­ბე­ლია ან ამით რა­ი­მე დაგ­ვი­შავ­დე­ბა. ამ­გ­ვა­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა უკ­ვე ფა­ნა­ტიზ­მია.

ჟურ­ნა­ლი "გზა"

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

მი­სა­ღე­ბია თუ არა ქუ­ჩა­ში საეკლესიო სან­თ­ლის შე­ძე­ნა

მი­სა­ღე­ბია თუ არა ქუ­ჩა­ში საეკლესიო სან­თ­ლის შე­ძე­ნა

წმინ­და სან­თ­ლებს მარ­თ­ლ­მორ­წ­მუ­ნე ქრის­ტი­ა­ნე­ბი სხვა­დას­ხ­ვა დროს ან­თე­ბენ. ვიდ­რე სან­თელ­თან და­კავ­ში­რე­ბით "გზის" მკითხ­ველ­თა პე­რი­ო­დუ­ლად დას­მულ კითხ­ვებს ვუ­პა­სუ­ხებთ, სა­ეკ­ლე­სიო მსა­ხუ­რე­ბის დროს სან­თ­ლე­ბის დან­თე­ბის სიმ­ბო­ლურ მნიშ­ვ­ნე­ლო­ბას შე­ვე­ხე­ბით - ქრის­ტი­ა­ნუ­ლი მოძღ­ვ­რე­ბით, უფა­ლი იესო ქრის­ტე მო­ვი­და ჩვენ­თან, რა­თა ჯო­ჯო­ხე­თის - მა­რა­დი­უ­ლი სიბ­ნე­ლის ტყვე­ო­ბი­დან და­ვეხ­სე­ნით და ჩვენთვის ნა­თელ­ში, ცა­თა სა­სუ­ფე­ველ­ში დამ­კ­ვიდ­რე­ბის გზა ეჩ­ვე­ნე­ბი­ნა. სა­ეკ­ლე­სიო მსა­ხუ­რე­ბის დროს სან­თ­ლე­ბი ინ­თე­ბა ნიშ­ნად ქრის­ტეს მი­ერ სიკ­ვ­დი­ლი­სა და მა­რა­დი­უ­ლი სიბ­ნე­ლის სამ­ყა­როს დათ­რ­გუნ­ვი­სა და გა­მო­ხა­ტავს ამ უზე­ნა­ე­სი გა­მარ­ჯ­ვე­ბით გა­მოწ­ვე­ულ სი­ხა­რულ­სა და ზე­იმს...

ტა­ძარ­ში შეს­ვ­ლი­სას, პირ­ველ რიგ­ში სან­თე­ლი ინ­თე­ბა ტაძ­რის მთა­ვარ ხატ­თან, შემ­დეგ წმინ­და ნა­წი­ლებ­თან (რა­საკ­ვირ­ვე­ლია, თუ­კი არის ტა­ძარ­ში), ამის შემ­დეგ - ცოცხალ­თათ­ვის. ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის­თ­ვის ან სხვა საჭი­რო­ე­ბი­სათ­ვის სან­თ­ლებს მაცხოვ­რის, ღვთის­მ­შობ­ლის, წმინ­და პან­ტე­ლე­ი­მო­ნის, ასე­ვე იმ წმინ­დან­თა ხა­ტებ­თან ან­თე­ბენ, რომ­ლებ­საც ღმერ­თ­მა მი­ა­ნი­ჭა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მად­ლი კურ­ნე­ბი­სა და სხვა­დას­ხ­ვა გან­საც­დე­ლის ჟამს შე­წევ­ნი­სა. მიც­ვა­ლე­ბულ­თათ­ვის სან­თ­ლებს ან­თე­ბენ ჯვარ­ც­მის წინ.

- რა მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს ტა­ძარ­ში შეს­ვ­ლისას სან­თ­ლის შე­ძე­ნას და დან­თე­ბას?

არ­ქი­მან­დ­რი­ტი მა­კა­რი (ა­ბე­სა­ძე):

- ტა­ძარ­ში შეს­ვ­ლი­სას სან­თელს ვან­თებთ იმ და­ნიშ­ნუ­ლე­ბით, რაც ზო­გა­დად სან­თ­ლის დან­თე­ბას აქვს. გარ­და ამი­სა, ტა­ძარ­ში შეს­ვ­ლი­სას, სან­თ­ლის შე­ძე­ნა არის სა­ეკ­ლე­სიო შე­სა­წი­რა­ვი - რო­დე­საც ადა­მი­ა­ნი სან­თ­ლის სა­ფა­სურს იხ­დის, ნე­ბა­ყოფ­ლო­ბით სწი­რავს თა­ვის შრო­მის ნა­წილს ღმერთს და მის საყ­დარს, რაც ღვთის­გან დად­გე­ნი­ლი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბაა და ყვე­ლა ადა­მი­ანს ევა­ლე­ბა. რო­დე­საც ადა­მი­ა­ნი სან­თელს ქუ­ჩა­ში ყი­დუ­ლობს, ეს არ არის შე­სა­წი­რი, ამას არა ღვთის­თ­ვის, არა­მედ სა­კუ­თა­რი სურ­ვი­ლის და­საკ­მა­ყო­ფი­ლებ­ლად აკე­თებს, - რომ ნაკ­ლე­ბი თან­ხა გა­და­ი­ხა­დოს. ამ­გ­ვა­რი მიდ­გო­მით ადა­მი­ა­ნი ავ­ლენს, რომ ღვთის­თ­ვის ცო­ტა მე­ტი თან­ხის გა­ღე­ბა ენა­ნე­ბა. რას ხმარ­დე­ბა ტა­ძა­რში შე­ძე­ნი­ლი სან­თ­ლის თან­ხა? - საღ­ვ­თო საქ­მე­ებს - ეკ­ლე­სი­ის მსა­ხურთ, გა­ჭირ­ვე­ბუ­ლებს... ანუ ეკ­ლე­სია წყვეტს, რო­გორ გან­კარ­გოს ეს თან­ხა და სწო­რედ ამის გა­მოა სა­ჭი­რო, რომ ადა­მი­ან­მა სა­ეკ­ლე­სიო ნივ­თე­ბი, სან­თ­ლე­ბი, სა­ეკ­ლე­სიო ლი­ტე­რა­ტუ­რა ტა­ძარ­თან არ­სე­ბულ სა­ეკ­ლე­სიო მა­ღა­ზი­ა­ში შე­ი­ძი­ნოს. შე­იძ­ლე­ბა, ვინ­მე შე­მოგ­ვე­და­ოს - იმ ადა­მი­ან­საც ხომ უჭირს მა­ტე­რი­ა­ლუ­რად, რო­მე­ლიც სან­თ­ლებს ქუ­ჩა­ში ყი­დის და მათ­თან სან­თ­ლის შე­ძე­ნი­თაც ხომ შე­ვე­წე­ვით გა­ჭირ­ვე­ბუ­ლებ­სო, მაგ­რამ ეს არა­მარ­თე­ბუ­ლი მო­საზ­რე­ბაა. თუ გა­ჭირ­ვე­ბუ­ლია, შე­უძ­ლია, სხვა რამ გა­ყი­დოს. ამ­გ­ვა­რი ქმე­დე­ბით ადა­მი­ა­ნი ეკ­ლე­სი­ას არ­თ­მევს და ამის გა­მო არც ჩვენ ჩაგ­ვეთ­ვ­ლე­ბა მათ­გან სან­თ­ლის ყიდ­ვა მოწყა­ლე­ბად. პი­რი­ქით - და­ნა­შა­უ­ლია, თუ სურ­ვი­ლი გვაქვს, ასეთ ადა­მი­ან­ზე მოწყა­ლე­ბა გა­ვი­ღოთ, ეს არ გვეკ­რ­ძა­ლე­ბა, მაგ­რამ არა - მის­გან სან­თ­ლის შე­ძე­ნით, არა­მედ ისე შე­ვე­წი­ოთ, თან­ხით. შე­საძ­ლოა, ვინ­მე იმა­შიც შე­მოგ­ვე­და­ოს - რა­ში იყე­ნებს ეკ­ლე­სია სან­თ­ლის თუ სხვა სა­ეკ­ლე­სიო და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ნივ­თე­ბის გა­ყიდ­ვის სა­ნაც­ვ­ლოდ შე­მო­სულ თან­ხა­სო? - თუ­კი ჩვენ, ეკ­ლე­სი­ის წევ­რე­ბი არა­და­ნიშ­ნუ­ლე­ბი­სა­მებრ ვი­ყე­ნებთ, ამას უფა­ლი ჩვენ მოგ­ვ­კითხავს. ერის­კაცთ კი თა­ვი­ან­თი და­ნა­შა­უ­ლი მო­ე­კითხე­ბათ.

- არსებობს აზ­რი, რომ არ შე­იძ­ლე­ბა კენ­ტი რა­ო­დე­ნო­ბის სან­თ­ლე­ბის დან­თე­ბა. ეს მარ­თ­ლაც ასეა? სა­ერ­თოდ, აქვს თუ არა მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა, რა რა­ო­დე­ნო­ბის სან­თელს და­ვან­თებთ?

- ეს არის ცრურ­წ­მე­ნა. ამ­დე­ნად, რე­ლი­გი­ურ სა­ფუძ­ველს მოკ­ლე­ბუ­ლია. ადა­მი­ანს შე­უძ­ლია და­ან­თოს იმ­დე­ნი სან­თე­ლი, რამ­დე­ნის შე­ძე­ნის სურ­ვი­ლი და შე­საძ­ლებ­ლო­ბაც აქვს. უმ­ჯო­ბე­სია, ავან­თოთ ერ­თი სან­თე­ლი და მის წი­ნა­შე ვი­ლო­ცოთ გუ­ლის­ყუ­რით და უფალს ვე­ვედ­როთ, ვიდ­რე ათი ან მე­ტი სან­თე­ლი შე­ვი­ძი­ნოთ, ყვე­ლა სა­სან­თ­ლეს­თან ავან­თოთ და მა­შინ­ვე გა­ვი­დეთ ტაძ­რი­დან. შე­საძ­ლოა, ადა­მი­ანს სა­ერ­თო­დაც არ ჰქონ­დეს სან­თ­ლის შე­ძე­ნის სა­შუ­ა­ლე­ბა, მაგ­რამ ეს არ უნ­და იქ­ცეს ტა­ძარ­ში შეს­ვ­ლის და­მაბ­რ­კო­ლე­ბელ მი­ზე­ზად. ასეთ შემ­თხ­ვე­ვა­ში შეგ­ვიძ­ლია, სხვე­ბის მი­ერ დან­თე­ბუ­ლი სან­თ­ლე­ბის წი­ნა­შე ვი­ლო­ცოთ.

- რა­ტომ ით­ვ­ლე­ბა ცვი­ლის სან­თე­ლი სა­უ­კე­თე­სო შე­სა­წი­რა­ვად? აქვს თუ არა რა­ი­მე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა ცვი­ლის სან­თ­ლის შე­ძე­ნას და მის წი­ნა­შე ლოც­ვას?

- ცვი­ლის სან­თე­ლი სა­ეკ­ლე­­სიო და­ნიშ­ნუ­ლე­ბით გა­მო­ი­ყე­ნე­ბა ის­ტო­რი­უ­ლად - ძვე­ლად მხო­ლოდ ცვი­ლის­გან დამ­ზა­დე­ბუ­ლ სან­თელს ან­თებ­დ­ნენ. რა თქმა უნ­და, იყო შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ ცხო­ვე­ლუ­რი ცხი­მის­გა­ნაც და­ემ­ზა­დე­ბი­ნათ სან­თე­ლი, მაგ­რამ ის არ გა­მო­ი­ყე­ნე­ბო­და ეკ­ლე­სი­უ­რი და­ნიშ­ნუ­ლე­ბით იმის გა­მო, რომ ახა­ლი აღ­თ­ქ­მის პე­რი­ოდ­ში სის­ხ­ლი­ა­ნი მსხვერ­პ­ლ­შე­წირ­ვა დას­რულ­და. თა­ნა­მედ­რო­ვე პე­რი­ოდ­ში, ტექ­ნი­კის გან­ვი­თა­რე­ბას­თან ერ­თად უამ­რა­ვი სხვა მა­სა­ლის­გან წარ­მო­ე­ბუ­ლი სან­თე­ლი გაჩ­ნ­და - პა­რა­ფი­ნის, კარ­ტო­ფი­ლის თუ სხვა­დას­ხ­ვა ნივ­თი­ე­რე­ბის­გან დამ­ზა­დე­ბუ­ლი, მაგ­რამ სა­სურ­ვე­ლია, სან­თე­ლი ცვი­ლის­გან იყოს დამ­ზა­დე­ბუ­ლი. პირ­ველ რიგ­ში იმის გა­მო, რომ ეს არის ტრა­დი­ცი­უ­ლი, ასე­ვე, თუ და­უკ­ვირ­დე­ბით, გა­რეგ­ნუ­ლა­დაც, სურ­ნე­ლე­ბი­თაც, პრაქ­ტი­კუ­ლი გა­მო­ყე­ნე­ბის თვალ­საზ­რი­სი­თაც, ცვი­ლის სან­თე­ლი გა­ცი­ლე­ბით უკე­თე­სია, მაგ­რამ არც იმის თქმა შე­იძ­ლე­ბა, რომ სხვა მა­სა­ლის­გან დამ­ზა­დე­ბუ­ლი სან­თ­ლე­ბის ან­თე­ბა და­უშ­ვე­ბე­ლია ან ამით რა­ი­მე დაგ­ვი­შავ­დე­ბა. ამ­გ­ვა­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა უკ­ვე ფა­ნა­ტიზ­მია.

ჟურნალი ”გზა”

გაიცანით ქართველი ქალბატონი, რომელიც კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული ყოველი პაციენტის სახელზე თავისი კორპუსის ეზოში ხეს რგავს

დღეიდან ზუგდიდის ბაზრის ნაწილი გაიხსნება

წირვა აუცილებლად ჩატარდება... იმედია, ხალხი დაესწრება, აბა, რისთვის ტარდება?! - მეუფე ნიკოლოზი