Faceამბები
საზოგადოება

26

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:56-ზე, მთვარე 21:22-დან ტყუპში იქნება – საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. ამ დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. ძილის წინ მიიღეთ გამწმენდი შხაპი. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
8 შოკისმომგვრელი ფაქტი, რომლის მოყოლის სიმამაცეც მედიას არ ჰყოფნის
8 შოკისმომგვრელი ფაქტი, რომლის მოყოლის სიმამაცეც მედიას არ ჰყოფნის

ქვე­მოთ მოყ­ვა­ნი­ლია რამ­დე­ნი­მე ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, ფაქ­ტებ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი ცნო­ბა, რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც მა­სობ­რი­ვი ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, სა­კუ­თა­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე უნდა გი­ამ­ბობ­დნენ. თუმ­ცა, შე­მო­სავ­ლის მი­ღე­ბა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი პრე­სა მათ გვერდს უვ­ლის.

1. რე­ცე­სი­ის და­წყე­ბი­დან ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი 34 ტრი­ლი­ო­ნი დო­ლა­რით გამ­დიდ­რდა. მო­სახ­ლე­ო­ბის 93% აქე­დან თით­ქმის არა­ფე­რი მი­უ­ღია

ამ მაჩ­ვე­ნებ­ლის თა­ნახ­მად, თი­თო­ე­ულ ამე­რი­კელს და­ახ­ლო­ე­ბით 100 000 დო­ლა­რი ერ­გე­ბა. თუმ­ცა იმ ადა­მი­ა­ნებ­მა, რომ­ლებ­საც აქ­ცი­ე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა ეკუთ­ვნის, თით­ქმის ყვე­ლა­ფე­რი მი­ით­ვი­სეს. მათ მიერ მი­ღე­ბუ­ლი შე­მო­სავ­ლე­ბის სა­შუ­ა­ლო მაჩ­ვე­ნე­ბელ­მა მი­ლი­ონ დო­ლარს გა­და­ა­ჭარ­ბა - გა­და­სა­ხა­დე­ბის გა­რე­შე, თუკი ისი­ნი თა­ვი­ანთ აქ­ტი­ვებს არ ანაღ­დე­ბენ.

2. 8 მდი­დარ­მა ამე­რი­კელ­მა ბევ­რად მეტი შე­მო­სა­ვა­ლი მი­ი­ღო, ვიდ­რე 3,6 მი­ლი­ონ­მა ამე­რი­კელ­მა, რო­მე­ლიც მი­ნი­მა­ლურ ხელ­ფასს იღებს

ახ­ლა­ხან გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ან­გა­რიშ­ში ნათ­ქვა­მია, რომ სრულ გა­ნაკ­ვეთ­ზე მო­მუ­შა­ვე ვერ­ცერ­თი და­საქ­მე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში, რო­მე­ლიც მი­ნი­მა­ლურ ხელ­ფასს იღებს, ვერ შეძ­ლებს ისე­თი ბი­ნის და­ქი­რა­ვე­ბას სა­მარ­თლი­ან სა­ბაზ­რო ფა­სად, სა­დაც ერთი ან ორი სა­ძი­ნე­ბე­ლია. ასე­თი კი 3,6 მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნია, ხოლო სა­შუ­ა­ლოდ მათი ხელ­ფა­სი 2013 წელს იმა­ზე ნაკ­ლე­ბი აღ­მოჩ­ნდა, ვიდ­რე 8 ამე­რი­კე­ლის შე­მო­სა­ვა­ლი მი­ღე­ბუ­ლი ამა­ვე წლის სა­ფონ­დო ბაზ­რი­დან - წილი, რო­მე­ლიც მათ ერ­გოთ სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სა­გან, არა­თა­ნა­ზო­მი­ე­რად დი­დია. ესე­ნი არი­ან: უოლ­ტო­ნე­ბის ოჯა­ხის ოთხი წევ­რი, ქო­უ­ქე­ბის ოჯა­ხის ორი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, ბილ გე­ით­სი და უო­რენ ბა­ფე­ტი.

3. სა­ინ­ფორ­მა­ციო წყა­რო­ე­ბი მო­სახ­ლე­ო­ბის მხო­ლოდ 5%-ის მო­საზ­რე­ბას გა­მო­ხა­ტა­ვენ

გა­მამ­ხნე­ვე­ბე­ლი ეფექ­ტი ექ­ნე­ბო­და გულ­წრფე­ლი სა­პირ­ველ­გვერ­დო სტა­ტი­ის წა­კი­თხვას სა­თა­უ­რით: "ჩვენ ძა­ლი­ან ვა­ფა­სებთ ჩვე­ნი მკი­თხვე­ლე­ბის 5, ან 7%-ს, რომ­ლე­ბიც დიდ ფულს შო­უ­ლო­ბენ და მი­აჩ­ნი­ათ, რომ მათი მზარ­დი სიმ­დიდ­რე და­ნარ­ჩე­ნებს ეხ­მა­რე­ბა".

ამის ნაც­ვლად, მო­გე­ბა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბულ მე­დია სა­შუ­ა­ლე­ბებს, რო­გორ ჩანს, სა­ერ­თოდ არ ძა­ლუძთ გა­ნას­ხვა­ონ 5% და სა­ზო­გა­დო­ე­ბის და­ნარ­ჩე­ნი ნა­წი­ლი. გა­ზე­თი Wall Street Journal აღ­ნიშ­ნავს: "სა­შუ­ა­ლო კლა­სის ამე­რი­კე­ლებს დღეს აქვთ მეტი მსყიდ­ვე­ლო­ბი­თი უნა­რი, ვიდ­რე ოდეს­მე", და შემ­დეგ გა­ნაგ­რძობს თა­ვის გა­უ­გე­ბარ ტექტს: "რა რე­ცე­სია?.. ეკო­ნო­მი­კამ სული მო­ით­ქვა რე­ცე­სი­ი­სა­გან, უმუ­შევ­რო­ბა მცირ­დე­ბა".

გა­ზე­თი Chicago Tribune, რო­მელ­მაც, რო­გორც ჩანს, კი­დევ უფრო და­კარ­გა კავ­ში­რი თა­ვის ნაკ­ლე­ბად პრი­ვი­ლე­გი­რე­ბულ მკი­თხველ­თან, ეკი­თხე­ბა მათ: "რა არის სა­ში­ში იმა­ში, თუკი ასე­თი დიდი ფული და­ი­ხარ­ჯე­ბა საპ­რე­ზი­დენ­ტო კამ­პა­ნი­ა­ში?"

4. სა­ტე­ლე­ვი­ზიო ცნო­ბე­ბი ამე­რი­კე­ლი მა­ყუ­რებ­ლი­სათ­ვის უკი­დუ­რე­სად შე­ზღუ­დუ­ლია

2009 წელს გა­მო­ცე­მის European Journal of Communication-ის მიერ ჩა­ტა­რე­ბულ კვლე­ვა­ში შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი შე­და­რე­ბუ­ლია და­ნი­ას­თან, ფი­ნეთ­თან და დიდ ბრი­ტა­ნეთ­თან ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლო­ბის თვალ­საზ­რი­სით სა­ში­ნაო ახალ ამ­ბებ­ზე სა­ერ­თა­შო­რი­სო ახალ ამ­ბებ­თან შე­და­რე­ბით, ასე­ვე "სე­რი­ო­ზუ­ლი" ახა­ლი ამ­ბე­ბის მხრივ (პო­ლი­ტი­კა, სა­ხელ­მწი­ფო მარ­თვა, ეკო­ნო­მი­კა, მეც­ნი­ე­რე­ბა, ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი) "რბილ" ინ­ფორ­მა­ცი­ას­თან (ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, დიდ აუ­დი­ტო­რი­ა­ზე გათ­ვლი­ლი სტა­ტი­ე­ბი, სპორ­ტი და გარ­თო­ბა) შე­და­რე­ბით. შე­დე­გე­ბი:

ამე­რი­კე­ლე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბით ცუ­დად არი­ან ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო პო­ლი­ტი­კურ სა­კი­თხებ­ში.

ამე­რი­კელ­მა რეს­პონ­დენ­ტებ­მა აჩ­ვე­ნეს ძა­ლი­ან სუს­ტი შე­დე­გი სე­რი­ო­ზულ სა­ში­ნაო ახალ ამ­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით.

ამე­რი­კუ­ლი ტე­ლე­ვი­ზია მნიშ­ვნე­ლოვ­ნად მცი­რე ინ­ფორ­მა­ცი­ას გას­ცემს სა­ერ­თა­შო­რი­სო ახა­ლი ამ­ბე­ბის შე­სა­ხებ, ვიდ­რე ფი­ნუ­რი, და­ნი­უ­რი და ბრი­ტა­ნუ­ლი ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბი.

ამე­რი­კუ­ლი სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ტე­ლე­ვი­ზიო ქსე­ლის გა­და­ცე­მე­ბი მო­ი­ცავს გა­ცი­ლე­ბით ცოტა სე­რი­ო­ზულ ინ­ფორ­მა­ცი­ას, ვიდ­რე ფი­ნე­თის ან და­ნი­ის ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბი.

ამ კვლე­ვა­ში, რაც არ უნდა გა­საკ­ვი­რი იყოს, აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ "ჩვენ მიერ არ­ჩე­უ­ლი ამე­რი­კუ­ლი გა­ზე­თე­ბი ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი იყ­ვნენ სე­რი­ო­ზულ ახალ ამ­ბებ­ზე, ვიდ­რე ბეჭ­დუ­რი გა­მო­ცე­მე­ბი ევ­რო­პულ ქვეყ­ნებ­ში". უბე­დუ­რე­ბა ის არის, რომ ამე­რი­კე­ლე­ბი სულ უფრო ნაკ­ლე­ბად კი­თხუ­ლო­ბენ პრე­სას.

5. მე­დი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბის (იმ თეთ­რი მა­მა­კა­ცე­ბი­დან, რომ­ლე­ბიც შო­ბა­დო­ბის ბუ­მის პე­რი­ო­დის თა­ო­ბას მი­ე­კუთ­ვნე­ბი­ან) ვალი სა­ზო­გა­დო­ე­ბის მი­მართ ტრი­ლი­ო­ნო­ბით დო­ლარს აღ­წევს.

მთე­ლი ეს ხმა­უ­რი "ადა­მი­ან­ზე, რო­მელ­მაც სა­კუ­თა­რი თავი თა­ვად შექ­მნა" (self-made man) წმინ­და წყლის ფან­ტა­ზი­აა. 1970-იანი წლე­ბის და­სა­წყის­ში, ჩვენ, პრი­ვი­ლე­გი­რე­ბულ­მა თეთრკა­ნი­ან­მა მა­მა­კა­ცებ­მა, უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი და­ვამ­თავ­რეთ, და ჩვენ უკვე გვე­ლო­და სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბი მე­ნე­ჯმენ­ტის და ფი­ნან­სე­ბის დარ­გში, ხოლო ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი ფუ­ლის შოვ­ნის ახალ სა­შუ­ა­ლე­ბებს გვი­ქად­და, გა­და­სა­ხა­დე­ბის შემ­ცი­რე­ბის პერ­სპექ­ტი­ვას გვიხ­სნი­და, ხოლო ჩვენს წარ­მო­სახ­ვა­ში, უკვე ვხე­დავ­დით ბო­ნუ­სე­ბის და სა­კუ­თა­რი კა­პი­ტა­ლის ზრდას.

რო­დე­საც ჩვენ სტუ­დენ­ტე­ბი ვი­ყა­ვით, თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო ამ­ზა­დებ­და ინ­ტერ­ნეტს Microsoft -ისა და Apple-სათ­ვის, ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა სა­მეც­ნი­ე­რო ფონდმა და­ა­ფი­ნან­სა სა­ი­ნი­ცი­ა­ტი­ვო ჯგუ­ფი ციფ­რუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კე­ბის შექ­მნის პროგ­რა­მის რე­ა­ლი­ზა­ცი­ი­სათ­ვის - ამ პროგ­რა­მის შე­დე­გე­ბი Google-ის მო­დე­ლის სა­ფუძ­ვლად გა­მო­ი­ყე­ნეს, ხოლო ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი ინ­სტი­ტუ­ტი წი­ნას­წარ ტეს­ტი­რე­ბას გა­დი­ო­და ისე­თი კომ­პა­ნი­ე­ბი­სათ­ვის, რო­გო­რი­ცაა Merck და Pfizer

სამ­თავ­რო­ბო კვლე­ვით­მა ლა­ბო­რა­ტო­რი­ებ­მა და სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­მა მო­ამ­ზა­დეს ათა­სო­ბით ქი­მი­კო­სი, ფი­ზი­კო­სი, პროგ­რა­მის­ტი, ინ­ჟი­ნე­რი, სა­წარ­მოო ხა­ზე­ბის შექ­მნის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი, ბაზ­რის ანა­ლი­ტი­კო­სე­ბი, ლა­ბო­რან­ტე­ბი და ასე შემ­დეგ.

სა­კუ­თა­რი ძა­ლე­ბით კი ჩვენ მხო­ლოდ ზე­და­პი­რუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა შევ­ძე­ლით - სტივ ჯობსმა რომ თქვა, ისე­თის: "ჩვენ არას­დროს გვრცხვე­ნო­და დიდი იდე­ე­ბის მო­პარ­ვის".

6. მცირ­დე­ბა სკო­ლე­ბის და პენ­სი­ის და­ფი­ნან­სე­ბა, რად­გან კორ­პო­რა­ცი­ე­ბი გა­და­სა­ხა­დებს არ იხ­დი­ან

სამ­მა სხვა­დას­ხვა კვლე­ვამ ცხად­ყო, რომ დღეს კორ­პო­რა­ცი­ე­ბი იმის ნა­ხე­ვარ­ზე ცო­ტას იხ­დი­ან, რა­საც მათ­გან სა­ხელ­მწი­ფო მო­ი­თხოვს, რაც სას­კო­ლო გა­ნათ­ლე­ბის და სა­პენ­სიო და­ფი­ნან­სე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი შე­მად­გენ­ლის სა­ფუძ­ვე­ლია. ახ­ლა­ხანს, ან­გა­რიშ­ში სა­თა­უ­რით "კორ­პო­რა­ცი­ე­ბის სა­გა­და­სა­ხა­დო ბაზა, რო­მე­ლიც ქრე­ბა" აღ­ნიშ­ნუ­ლი იყო, რომ კორ­პო­რა­ტი­უ­ლი შე­მო­სავ­ლე­ბის პრო­ცენ­ტი, რო­მე­ლიც გა­დახ­დი­ლია რო­გორც სა­ხელ­მწი­ფოს მო­გე­ბის გა­და­სა­ხა­დი, 1980 წლის 7%-დან დღე­ვან­დელ დღეს 3%-მდე შემ­ცირ­და.

7. შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში გან­თავ­სე­ბუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბი სა­კუ­თა­რი გა­და­სა­ხა­დე­ბის დიდ ნა­წილს სა­ზღვარ­გა­რეთ იხ­დი­ან

კომ­პა­ნია Citigroup-მა 2011-2013 წლებ­ში სა­კუ­თა­რი შე­მო­სავ­ლე­ბის 42% ჩრდი­ლო­ეთ ამე­რი­კა­ში (დიდ­წი­ლად აშშ-ში) მი­ი­ღო, ხოლო მის­მა მო­გე­ბამ 32 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რი შე­ად­გი­ნა. იმავდრო­უ­ლად, მთე­ლი ამ სამი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მას გა­აჩ­ნდა მო­გე­ბის გა­და­სა­ხა­დის შემ­ცი­რე­ბის უფ­ლე­ბა.

2011-2013 წლებ­ში კომ­პა­ნია Pfizer-ის მო­გე­ბამ 40% შე­ად­გი­ნა და მისი აქ­ტი­ვე­ბის თით­ქმის ნა­ხე­ვა­რი შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში იყო, მაგ­რამ გა­ნა­ცხა­და, რომ აშშ-ში მის­მა წა­გე­ბამ თით­ქმის 10 მი­ლი­არდ დო­ლარს მი­აღ­წია, ხოლო უცხო­ეთ­ში მისი მო­გე­ბა თით­ქმის 50 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რი იყო.

2013 წელს, კომ­პა­ნია Exxon-ს მე­ნე­ჯმენ­ტის 43%, გა­ყიდ­ვე­ბის 36%, გრძელ­ვა­დი­ა­ნი აქ­ტი­ვე­ბის 40% და მისი მოქ­მე­დი ნავ­თო­ბის და აი­რის სა­ბა­დო­ე­ბის 70%-90% შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში გა­აჩ­ნდა, თუმ­ცა სა­ერ­თო მო­გე­ბი­დან მხო­ლოდ 2% გა­და­ი­ხა­და მო­გე­ბის გა­და­სა­ხა­დის სა­ხით აშშ-ში, ამას­თა­ნა­ვე გა­დახ­დი­ლი თან­ხე­ბის დიდ ნა­წილს შეგ­ვიძ­ლია "თე­ო­რი­უ­ლი" გა­და­სა­ხა­დი ვუ­წო­დოთ.

8. რეს­ტორ­ნებ­ში მიმ­ტა­ნებს უკვე 30 წე­ლია, რაც ხელ­ფასს არ უზ­რდი­ან

მი­შელ ჩე­ნის შე­ფა­სე­ბით, იმ ადა­მი­ა­ნე­ბის მი­ნი­მა­ლუ­რი ხელ­ფა­სი, რომ­ლე­ბიც სამ­სა­ხურ­ში და­მა­ტე­ბით ნა­ჩუ­ქარ ფულს იღე­ბენ, 1980-იანი წლე­ბი­დან სა­ათ­ში და­ახ­ლო­ე­ბით 2$-ია. მან ასე­ვე აღ­ნიშ­ნა, რომ ამ ადა­მი­ან­თა 40% ფე­რად­კა­ნი­ა­ნია, ხოლო მათი ორი მე­სა­მე­დი - ქალი.

პოლ ბაქ­ჰა­ი­ტი

გა­მო­ცე­მა: Salon

foreignpress.ge

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

8 შოკისმომგვრელი ფაქტი, რომლის მოყოლის სიმამაცეც მედიას არ ჰყოფნის

8 შოკისმომგვრელი ფაქტი, რომლის მოყოლის სიმამაცეც მედიას არ ჰყოფნის

ქვემოთ მოყვანილია რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი, ფაქტებზე დაფუძნებული ცნობა, რომლის შესახებაც მასობრივი ინფორმაციის საშუალებები, საკუთარი პასუხისმგებლობიდან გამომდინარე უნდა გიამბობდნენ. თუმცა, შემოსავლის მიღებაზე ორიენტირებული პრესა მათ გვერდს უვლის.

1. რეცესიის დაწყებიდან ამერიკის შეერთებული შტატები 34 ტრილიონი დოლარით გამდიდრდა. მოსახლეობის 93% აქედან თითქმის არაფერი მიუღია

ამ მაჩვენებლის თანახმად, თითოეულ ამერიკელს დაახლოებით 100 000 დოლარი ერგება. თუმცა იმ ადამიანებმა, რომლებსაც აქციების უმრავლესობა ეკუთვნის, თითქმის ყველაფერი მიითვისეს. მათ მიერ მიღებული შემოსავლების საშუალო მაჩვენებელმა მილიონ დოლარს გადააჭარბა - გადასახადების გარეშე, თუკი ისინი თავიანთ აქტივებს არ ანაღდებენ.

2. 8 მდიდარმა ამერიკელმა ბევრად მეტი შემოსავალი მიიღო, ვიდრე 3,6 მილიონმა ამერიკელმა, რომელიც მინიმალურ ხელფასს იღებს

ახლახან გამოქვეყნებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ სრულ განაკვეთზე მომუშავე ვერცერთი დასაქმებული ადამიანი ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომელიც მინიმალურ ხელფასს იღებს, ვერ შეძლებს ისეთი ბინის დაქირავებას სამართლიან საბაზრო ფასად, სადაც ერთი ან ორი საძინებელია. ასეთი კი 3,6 მილიონი ადამიანია, ხოლო საშუალოდ მათი ხელფასი 2013 წელს იმაზე ნაკლები აღმოჩნდა, ვიდრე 8 ამერიკელის შემოსავალი მიღებული ამავე წლის საფონდო ბაზრიდან - წილი, რომელიც მათ ერგოთ საზოგადოებისაგან, არათანაზომიერად დიდია. ესენი არიან: უოლტონების ოჯახის ოთხი წევრი, ქოუქების ოჯახის ორი წარმომადგენელი, ბილ გეითსი და უორენ ბაფეტი.

3. საინფორმაციო წყაროები მოსახლეობის მხოლოდ 5%-ის მოსაზრებას გამოხატავენ

გამამხნევებელი ეფექტი ექნებოდა გულწრფელი საპირველგვერდო სტატიის წაკითხვას სათაურით: "ჩვენ ძალიან ვაფასებთ ჩვენი მკითხველების 5, ან 7%-ს, რომლებიც დიდ ფულს შოულობენ და მიაჩნიათ, რომ მათი მზარდი სიმდიდრე დანარჩენებს ეხმარება".

ამის ნაცვლად, მოგებაზე ორიენტირებულ მედია საშუალებებს, როგორ ჩანს, საერთოდ არ ძალუძთ განასხვაონ 5% და საზოგადოების დანარჩენი ნაწილი. გაზეთი Wall Street Journal აღნიშნავს: "საშუალო კლასის ამერიკელებს დღეს აქვთ მეტი მსყიდველობითი უნარი, ვიდრე ოდესმე", და შემდეგ განაგრძობს თავის გაუგებარ ტექტს: "რა რეცესია?.. ეკონომიკამ სული მოითქვა რეცესიისაგან, უმუშევრობა მცირდება".

გაზეთი Chicago Tribune, რომელმაც, როგორც ჩანს, კიდევ უფრო დაკარგა კავშირი თავის ნაკლებად პრივილეგირებულ მკითხველთან, ეკითხება მათ: "რა არის საშიში იმაში, თუკი ასეთი დიდი ფული დაიხარჯება საპრეზიდენტო კამპანიაში?"

4. სატელევიზიო ცნობები ამერიკელი მაყურებლისათვის უკიდურესად შეზღუდულია

2009 წელს გამოცემის European Journal of Communication-ის მიერ ჩატარებულ კვლევაში შეერთებული შტატები შედარებულია დანიასთან, ფინეთთან და დიდ ბრიტანეთთან ინფორმირებულობის თვალსაზრისით საშინაო ახალ ამბებზე საერთაშორისო ახალ ამბებთან შედარებით, ასევე "სერიოზული" ახალი ამბების მხრივ (პოლიტიკა, სახელმწიფო მართვა, ეკონომიკა, მეცნიერება, ტექნოლოგიები) "რბილ" ინფორმაციასთან (ცნობილი ადამიანები, დიდ აუდიტორიაზე გათვლილი სტატიები, სპორტი და გართობა) შედარებით. შედეგები:

ამერიკელები განსაკუთრებით ცუდად არიან ინფორმირებული საერთაშორისო პოლიტიკურ საკითხებში.

ამერიკელმა რესპონდენტებმა აჩვენეს ძალიან სუსტი შედეგი სერიოზულ საშინაო ახალ ამბებთან დაკავშირებით.

ამერიკული ტელევიზია მნიშვნელოვნად მცირე ინფორმაციას გასცემს საერთაშორისო ახალი ამბების შესახებ, ვიდრე ფინური, დანიური და ბრიტანული ტელევიზიები.

ამერიკული საინფორმაციო სატელევიზიო ქსელის გადაცემები მოიცავს გაცილებით ცოტა სერიოზულ ინფორმაციას, ვიდრე ფინეთის ან დანიის ტელევიზიები.

ამ კვლევაში, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, აღნიშნულია, რომ "ჩვენ მიერ არჩეული ამერიკული გაზეთები ორიენტირებული იყვნენ სერიოზულ ახალ ამბებზე, ვიდრე ბეჭდური გამოცემები ევროპულ ქვეყნებში". უბედურება ის არის, რომ ამერიკელები სულ უფრო ნაკლებად კითხულობენ პრესას.

5. მედიის ხელმძღვანელების (იმ თეთრი მამაკაცებიდან, რომლებიც შობადობის ბუმის პერიოდის თაობას მიეკუთვნებიან) ვალი საზოგადოების მიმართ ტრილიონობით დოლარს აღწევს.

მთელი ეს ხმაური "ადამიანზე, რომელმაც საკუთარი თავი თავად შექმნა" (self-made man) წმინდა წყლის ფანტაზიაა. 1970-იანი წლების დასაწყისში, ჩვენ, პრივილეგირებულმა თეთრკანიანმა მამაკაცებმა, უმაღლესი სასწავლო დაწესებულებები დავამთავრეთ, და ჩვენ უკვე გველოდა სამუშაო ადგილები მენეჯმენტის და ფინანსების დარგში, ხოლო ტექნოლოგიები ფულის შოვნის ახალ საშუალებებს გვიქადდა, გადასახადების შემცირების პერსპექტივას გვიხსნიდა, ხოლო ჩვენს წარმოსახვაში, უკვე ვხედავდით ბონუსების და საკუთარი კაპიტალის ზრდას.

როდესაც ჩვენ სტუდენტები ვიყავით, თავდაცვის სამინისტრო ამზადებდა ინტერნეტს Microsoft -ისა და Apple-სათვის, ნაციონალურმა სამეცნიერო ფონდმა დააფინანსა საინიციატივო ჯგუფი ციფრული ბიბლიოთეკების შექმნის პროგრამის რეალიზაციისათვის - ამ პროგრამის შედეგები Google-ის მოდელის საფუძვლად გამოიყენეს, ხოლო ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტი წინასწარ ტესტირებას გადიოდა ისეთი კომპანიებისათვის, როგორიცაა Merck და Pfizer

სამთავრობო კვლევითმა ლაბორატორიებმა და სახელმწიფო უნივერსიტეტებმა მოამზადეს ათასობით ქიმიკოსი, ფიზიკოსი, პროგრამისტი, ინჟინერი, საწარმოო ხაზების შექმნის სპეციალისტები, ბაზრის ანალიტიკოსები, ლაბორანტები და ასე შემდეგ.

საკუთარი ძალებით კი ჩვენ მხოლოდ ზედაპირული დამოკიდებულების ჩამოყალიბება შევძელით - სტივ ჯობსმა რომ თქვა, ისეთის: "ჩვენ არასდროს გვრცხვენოდა დიდი იდეების მოპარვის".

6. მცირდება სკოლების და პენსიის დაფინანსება, რადგან კორპორაციები გადასახადებს არ იხდიან

სამმა სხვადასხვა კვლევამ ცხადყო, რომ დღეს კორპორაციები იმის ნახევარზე ცოტას იხდიან, რასაც მათგან სახელმწიფო მოითხოვს, რაც სასკოლო განათლების და საპენსიო დაფინანსების მნიშვნელოვანი შემადგენლის საფუძველია. ახლახანს, ანგარიშში სათაურით "კორპორაციების საგადასახადო ბაზა, რომელიც ქრება" აღნიშნული იყო, რომ კორპორატიული შემოსავლების პროცენტი, რომელიც გადახდილია როგორც სახელმწიფოს მოგების გადასახადი, 1980 წლის 7%-დან დღევანდელ დღეს 3%-მდე შემცირდა.

7. შეერთებულ შტატებში განთავსებული კომპანიები საკუთარი გადასახადების დიდ ნაწილს საზღვარგარეთ იხდიან

კომპანია Citigroup-მა 2011-2013 წლებში საკუთარი შემოსავლების 42% ჩრდილოეთ ამერიკაში (დიდწილად აშშ-ში) მიიღო, ხოლო მისმა მოგებამ 32 მილიარდი დოლარი შეადგინა. იმავდროულად, მთელი ამ სამი წლის განმავლობაში მას გააჩნდა მოგების გადასახადის შემცირების უფლება.

2011-2013 წლებში კომპანია Pfizer-ის მოგებამ 40% შეადგინა და მისი აქტივების თითქმის ნახევარი შეერთებულ შტატებში იყო, მაგრამ განაცხადა, რომ აშშ-ში მისმა წაგებამ თითქმის 10 მილიარდ დოლარს მიაღწია, ხოლო უცხოეთში მისი მოგება თითქმის 50 მილიარდი დოლარი იყო.

2013 წელს, კომპანია Exxon-ს მენეჯმენტის 43%, გაყიდვების 36%, გრძელვადიანი აქტივების 40% და მისი მოქმედი ნავთობის და აირის საბადოების 70%-90% შეერთებულ შტატებში გააჩნდა, თუმცა საერთო მოგებიდან მხოლოდ 2% გადაიხადა მოგების გადასახადის სახით აშშ-ში, ამასთანავე გადახდილი თანხების დიდ ნაწილს შეგვიძლია "თეორიული" გადასახადი ვუწოდოთ.

8. რესტორნებში მიმტანებს უკვე 30 წელია, რაც ხელფასს არ უზრდიან

მიშელ ჩენის შეფასებით, იმ ადამიანების მინიმალური ხელფასი, რომლებიც სამსახურში დამატებით ნაჩუქარ ფულს იღებენ, 1980-იანი წლებიდან საათში დაახლოებით 2$-ია. მან ასევე აღნიშნა, რომ ამ ადამიანთა 40% ფერადკანიანია, ხოლო მათი ორი მესამედი - ქალი.

პოლ ბაქჰაიტი

გამოცემა: Salon

foreignpress.ge

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია