მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გია ჯაჯანიძეს ''ცეკვავენ ვარსკვლავების" პირველი შოუს შემდეგ სასწრაფო დასჭირდა
გია ჯაჯანიძეს ''ცეკვავენ ვარსკვლავების" პირველი შოუს შემდეგ სასწრაფო დასჭირდა

რო­გორც ცნო­ბი­ლია, "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბის" მე­ო­თხე სე­ზონ­ში ფსი­ქო­ლო­გი გია ჯა­ჯა­ნი­ძე მო­ნა­წი­ლე­ობს. ის აქ­ტი­უ­რი და მრა­ვალ­მხრი­ვი ადა­მი­ა­ნია და უნდა, რომ თავი ამ ამ­პლუ­ა­შიც მო­სინ­ჯოს. თუმ­ცა, ცეკ­ვამ მას კი­დევ სხვა იდე­ე­ბიც გა­უ­ჩი­ნა, რაც "ამ­ბე­ბი.გე"-ს ექ­სკლუ­ზი­უ­რად გა­უმ­ხი­ლა.

- 52 წლის ისე გავ­ხდი, რომ არ მი­ცეკ­ვია, წარ­მო­იდ­გი­ნეთ, არც სა­კუ­თარ ქორ­წილ­ში, არც და­ბა­დე­ბის დღე­ზე, კლუბ­ში. პირ­ვე­ლად ამ შო­უ­ში ვი­ცეკ­ვე და პირ­ვე­ლი­ვე შოუს შემ­დეგ პირ­ვე­ლად გა­მო­ვი­ძა­ხე სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბა.

- რა და­გე­მარ­თა?

- შოუს შემ­დეგ სახ­ლში რომ მი­ვე­დი, წა­მოვ­წე­ქი და მივ­ხვდი, რომ ვე­ღარ ვინ­ძრე­ო­დი, - გა­მი­კავ­და ფე­ხე­ბი, ხე­ლე­ბი, ზურ­გი და ზო­გა­დად გავ­შეშ­დი...

- ალ­ბათ, კუნ­თე­ბი ძა­ლი­ან და­გე­ღა­ლა...

- კუნ­თე­ბი და მთე­ლი სხე­უ­ლი ალ­ბათ, "გა­ო­ცე­ბუ­ლი" და "გაშ­ტე­რე­ბუ­ლი" იყო, ამ­დენს რომ დავ­ხტო­დი... მოკ­ლედ, ეს ბე­ბე­რი ძვლე­ბი არ იცით, რა დღე­ში მქონ­და...

- სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ექი­მებ­მა რა გი­თხრეს?

- წნე­ვა გა­მი­სინ­ჯეს, კარ­დი­ოგ­რა­მაც გა­და­მი­ღეს, რო­მელ­მაც სა­გან­გა­შო არა­ფე­რი აჩ­ვე­ნა. კარ­გი ექი­მე­ბი იყ­ვნენ, მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, რა კარ­გად იცეკ­ვე, ეს რო­გორ შე­ძე­ლიო. რო­გორც კი ეს გა­ვი­გე, წა­მოვ­ხტი და იმ ცეკ­ვის ილე­თებს ვაჩ­ვე­ნებ­დი, სი­ცი­ლით და­ი­ხოც­ნენ. რო­გორც ჩანს, ექი­მე­ბი რომ და­ვი­ნა­ხე, ყვე­ლა­ფერ­მა გა­მი­ა­რა.

- ე.ი. შენ­თვის ცეკ­ვა "მო­წო­დე­ბა" ყო­ფი­ლა...

- ძა­ლი­ან არ მინ­და, რომ მოვ­კვდე. ადა­მი­ა­ნი სი­ბე­რე­ში რომ შე­დის, ყვე­ლა­ფე­რი უნ­დე­ბა... იცით, რა­ტომ ვგრძნობ ასაკს? გა­და­ვი­ღა­ლე. არ გა­ჩერ­და ჩემი გო­ნე­ბა, სულ რა­ღაც იდე­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­სა და ამ­ბებ­ში ვარ. ახლა უკვე სხე­ულ­საც ვერ­ჩი, მაგ­რამ მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, გა­დავ­წყვი­ტე, რომ ცეკ­ვას თავს არ და­ვა­ნე­ბებ. იმ­დე­ნად შე­მიყ­ვარ­და ეს ყვე­ლა­ფე­რი, თან, იდე­ა­ლუ­რი მე­წყვი­ლე მყავს, ანი ჯა­ჯა­ნი­ძე, არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი გო­გოა. ამას­თან, გა­და­წყვე­ტი­ლი მაქვს, სა­ქარ­თვე­ლო­ში ცეკ­ვის დღე­სას­წა­უ­ლი და­ვა­წე­სო. ამ ყვე­ლა­ფერს სა­ო­ცარ ორ­გა­ნი­ზე­ბას გა­ვუ­წევ, არ იცით. დიახ, ერთ-ერთ დღეს ყვე­ლას ქუ­ჩა­ში გა­მო­ვიყ­ვან, რომ იცეკ­ვონ. ამას ისე­თი სა­ფუძ­ვე­ლი უნდა ჩვუ­ყა­რო, ბო­ლოს ჯო­ხი­თაც რომ დავ­დი­ო­დე, იმ დრე­სას­წა­ულ­ზე მა­ინც ვი­ცეკ­ვო.

- დღეს რას გვი­პი­რებ, გული რითი უნდა "გაგ­ვი­ხეთ­ქო?"

- ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ცეკ­ვას ვამ­ზა­დებ ფილ­მი­დან - "პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი". ეს იქ­ნე­ბა ნა­წყვე­ტი ამ ნა­მუ­შევ­რი­დან და პა­რა­ლე­ლუ­რად ჟი­უ­რის სურპრიზ­საც ვუმ­ზა­დებ. მოკ­ლედ, ჩემს რა­ღაც შო­უ­ებს დავ­დგამ, მაგ­რამ წი­ნას­წარ ამ სი­ურპრი­ზებ­ზე არა­ფერს ვამ­ბობ... სულ მე­ცა­დი­ნე­ო­ბა­ში ვარ, სიზ­მარ­შიც კი ვცეკ­ვავ და ძილ­ში ჩემი ფე­ხე­ბის მოძ­რა­ო­ბა მაღ­ვი­ძებს.

- გია, წამ­ლე­ბი ყო­ვე­ლი შემ­თხვე­ვის­თვის მა­ინც მო­მა­რა­გე და მი­ი­ღე, ასე ყვე­ლა­ფერს ნუ მი­უშ­ვებ...

- კი, "კორ­სი­ზი" სულ თან და­მაქვს (სი­ცი­ლით ამ­ბობს)... რაც შე­ე­ხე­ბა ჩემს კონ­კუ­რენ­ტებს: გეტვით, რომ დიდი ამ­ბე­ბია ჩვენ შო­რის. ხომ ვსხედ­ვართ და ვლა­პა­რა­კობთ, ვი­ღა­ცამ რომ თქვას, ცუ­დად ვარ, არ იცით, და­ნარ­ჩე­ნე­ბი რო­გო­რი სი­ხა­რუ­ლით უყუ­რე­ბენ. კი, არის კონ­კუ­რენ­ცია, მაგ­რამ არა­ბო­რო­ტი. თუმ­ცა ვნა­ხოთ, დღეს თუ არ გა­მო­მაგ­დეს, კარ­გია...

მშვე­ნი­ე­რი ახალ­გაზ­რდე­ბი არი­ან და ყვე­ლას ვგულ­შე­მატ­კივ­რობ, ეს ხომ შოუა და არა ბრძო­ლა მარ­თლაც პირ­ვე­ლო­ბის­თვის. მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როა, რომ ჟი­უ­რი ჩვენ მი­მართ ძა­ლი­ან კა­ტე­გო­რი­უ­ლია. ისე ლა­პა­რა­კო­ბენ, თით­ქოს მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ვცეკ­ვავ­დით.

ლალი ფა­ცია

სპე­ცი­ა­ლუ­რად "ამ­ბე­ბი.გე"-სთვის

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

გია ჯაჯანიძეს ''ცეკვავენ ვარსკვლავების" პირველი შოუს შემდეგ სასწრაფო დასჭირდა

გია ჯაჯანიძეს ''ცეკვავენ ვარსკვლავების" პირველი შოუს შემდეგ სასწრაფო დასჭირდა

როგორც ცნობილია, "ცეკვავენ ვარსკვლავების" მეოთხე სეზონში ფსიქოლოგი გია ჯაჯანიძე მონაწილეობს. ის აქტიური და მრავალმხრივი ადამიანია და უნდა, რომ თავი ამ ამპლუაშიც მოსინჯოს. თუმცა, ცეკვამ მას კიდევ სხვა იდეებიც გაუჩინა, რაც "ამბები.გე"-ს ექსკლუზიურად გაუმხილა.

- 52 წლის ისე გავხდი, რომ არ მიცეკვია, წარმოიდგინეთ, არც საკუთარ ქორწილში, არც დაბადების დღეზე, კლუბში. პირველად ამ შოუში ვიცეკვე და პირველივე შოუს შემდეგ პირველად გამოვიძახე სასწრაფო დახმარება.

- რა დაგემართა?

- შოუს შემდეგ სახლში რომ მივედი, წამოვწექი და მივხვდი, რომ ვეღარ ვინძრეოდი, - გამიკავდა ფეხები, ხელები, ზურგი და ზოგადად გავშეშდი...

- ალბათ, კუნთები ძალიან დაგეღალა...

- კუნთები და მთელი სხეული ალბათ, "გაოცებული" და "გაშტერებული" იყო, ამდენს რომ დავხტოდი... მოკლედ, ეს ბებერი ძვლები არ იცით, რა დღეში მქონდა...

- სასწრაფო დახმარების ექიმებმა რა გითხრეს?

- წნევა გამისინჯეს, კარდიოგრამაც გადამიღეს, რომელმაც საგანგაშო არაფერი აჩვენა. კარგი ექიმები იყვნენ, მეუბნებოდნენ, რა კარგად იცეკვე, ეს როგორ შეძელიო. როგორც კი ეს გავიგე, წამოვხტი და იმ ცეკვის ილეთებს ვაჩვენებდი, სიცილით დაიხოცნენ. როგორც ჩანს, ექიმები რომ დავინახე, ყველაფერმა გამიარა.

- ე.ი. შენთვის ცეკვა "მოწოდება" ყოფილა...

- ძალიან არ მინდა, რომ მოვკვდე. ადამიანი სიბერეში რომ შედის, ყველაფერი უნდება... იცით, რატომ ვგრძნობ ასაკს? გადავიღალე. არ გაჩერდა ჩემი გონება, სულ რაღაც იდეების განხორციელებასა და ამბებში ვარ. ახლა უკვე სხეულსაც ვერჩი, მაგრამ მიუხედავად ამისა, გადავწყვიტე, რომ ცეკვას თავს არ დავანებებ. იმდენად შემიყვარდა ეს ყველაფერი, თან, იდეალური მეწყვილე მყავს, ანი ჯაჯანიძე, არაჩვეულებრივი გოგოა. ამასთან, გადაწყვეტილი მაქვს, საქართველოში ცეკვის დღესასწაული დავაწესო. ამ ყველაფერს საოცარ ორგანიზებას გავუწევ, არ იცით. დიახ, ერთ-ერთ დღეს ყველას ქუჩაში გამოვიყვან, რომ იცეკვონ. ამას ისეთი საფუძველი უნდა ჩვუყარო, ბოლოს ჯოხითაც რომ დავდიოდე, იმ დრესასწაულზე მაინც ვიცეკვო.

- დღეს რას გვიპირებ, გული რითი უნდა "გაგვიხეთქო?"

- ძალიან საინტერესო ცეკვას ვამზადებ ფილმიდან - "პროფესიონალი". ეს იქნება ნაწყვეტი ამ ნამუშევრიდან და პარალელურად ჟიურის სურპრიზსაც ვუმზადებ. მოკლედ, ჩემს რაღაც შოუებს დავდგამ, მაგრამ წინასწარ ამ სიურპრიზებზე არაფერს ვამბობ... სულ მეცადინეობაში ვარ, სიზმარშიც კი ვცეკვავ და ძილში ჩემი ფეხების მოძრაობა მაღვიძებს.

- გია, წამლები ყოველი შემთხვევისთვის მაინც მომარაგე და მიიღე, ასე ყველაფერს ნუ მიუშვებ...

- კი, "კორსიზი" სულ თან დამაქვს (სიცილით ამბობს)... რაც შეეხება ჩემს კონკურენტებს: გეტვით, რომ დიდი ამბებია ჩვენ შორის. ხომ ვსხედვართ და ვლაპარაკობთ, ვიღაცამ რომ თქვას, ცუდად ვარ, არ იცით, დანარჩენები როგორი სიხარულით უყურებენ. კი, არის კონკურენცია, მაგრამ არაბოროტი. თუმცა ვნახოთ, დღეს თუ არ გამომაგდეს, კარგია...

მშვენიერი ახალგაზრდები არიან და ყველას ვგულშემატკივრობ, ეს ხომ შოუა და არა ბრძოლა მართლაც პირველობისთვის. მაგრამ სამწუხაროა, რომ ჟიური ჩვენ მიმართ ძალიან კატეგორიულია. ისე ლაპარაკობენ, თითქოს მთელი ცხოვრება ვცეკვავდით.

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება