პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თბილისის საბავშვო ბაღებში სათვალთვალო კამერების დამონტაჟება მიმდინარეობს
თბილისის საბავშვო ბაღებში სათვალთვალო კამერების დამონტაჟება მიმდინარეობს

თბი­ლი­სის სა­ბავ­შვო ბა­ღებ­ში სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რე­ბის და­მონ­ტა­ჟე­ბის პრო­ცე­სი მიმ­დი­ნა­რე­ობს. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" სა­ბავ­შვო ბაგა-ბა­ღე­ბის მარ­თვის სა­ა­გენ­ტოს ხელ­მძღვა­ნელ­მა რა­მაზ სუ­ლა­მა­ნი­ძემ გა­ნუ­ცხა­და, კა­მე­რე­ბი მონ­ტაჟ­დე­ბა სა­ბავ­შო ბა­ღის შე­სას­ვლელ­ში, პე­რი­მეტრზე, ჰოლ­ში, სა­წყობ­ში, სამ­ზა­რე­უ­ლო­ში. ამას­თან, მი­სი­ვე თქმით, ბა­ღე­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცია თა­ვად წყვეტს, და­ა­მა­ტოს თუ არა სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რე­ბი შე­ნო­ბის სხვა მო­ნაკ­ვე­თებ­ში.

რა­მაზ სუ­ლა­მა­ნი­ძის გან­მარ­ტე­ბით, სა­ა­გენ­ტო სა­მუ­შაო ჯგუ­ფებ­ში კა­მე­რე­ბის და­მონ­ტა­ჟე­ბას არ გეგ­მავს, თუმ­ცა ბა­ღის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის და­მო­უ­კი­დებ­ლად მი­ღე­ბის უფ­ლე­ბა აქვს, შე­სა­ბა­მი­სად, რამ­დე­ნი­მე წე­ლია 15-20 ბა­ღის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ სა­კუ­თა­რი ინი­ცი­ა­ტი­ვით, სა­მუ­შაო ჯგუ­ფებ­ში კა­მე­რე­ბის და­მონ­ტა­ჟე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო.

ამას­თან, რა­მაზ სუ­ლა­მა­ნი­ძემ "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან" სა­უბ­რი­სას ვა­უ­ჩე­რი­ზა­ცი­ის პრო­ექ­ტის შე­სა­ხებ ისა­უბ­რა. კერ­ძოდ, პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ნე­ბის­მი­ე­რი ბავ­შვი, რო­მე­ლიც კერ­ძო ბაღ­ში და­დის, სა­ხელ­მწი­ფოს­გან ვა­უ­ჩერს მი­ი­ღებს. ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით შე­თან­ხმე­ბა მე­რი­ის ახალ ხელმღვა­ნე­ლო­ბას­თან მოხ­დე­ბა.

"აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ექ­ტი ყვე­ლა ბავ­შვის­თვის, მათ შო­რის, კერ­ძო ბა­ღე­ბის აღ­საზ­რდე­ლე­ბის­თვის ვა­უ­ჩე­რის გა­ცე­მას ით­ვა­ლის­წი­ნებს, რათა ბა­ღის გა­რე­შე თბი­ლის­ში არც ერთი ბავ­შვი არ დარ­ჩეს. დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბით, სა­ხელ­მწი­ფო ბა­ღებ­ში 50 000-მდე ბავ­შვის და­ტე­ვა არის შე­საძ­ლე­ბე­ლი. იმის გამო, რომ ბავ­შვი არ დარ­ჩეს ბა­ღის გა­რე­შე, კერ­ძო ბა­ღებ­შიც შე­საძ­ლე­ბე­ლია წაყ­ვეს ვა­უ­ჩე­რი. ეს ჯერ­ჯე­რო­ბით პრო­ექ­ტია. კონ­კრე­ტუ­ლი თან­ხა ჯერ ცნო­ბი­ლი არ არის, თუმ­ცა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი შე­ღა­ვა­თი იქ­ნე­ბა", - აღ­ნიშ­ნა რა­მაზ სუ­ლა­მა­ნი­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, ვა­უ­ჩე­რის ოდე­ნო­ბა ფიქ­სი­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა და ყვე­ლა აღ­საზ­რდე­ლი ერთი და იმა­ვე მო­ცუ­ლო­ბის ვა­უ­ჩერს მი­ი­ღებს, გა­ნურ­ჩევ­ლად იმი­სა, თუ სად და რო­მე­ლი რა­ი­ო­ნის კერ­ძო ბაღ­ში და­დის იგი.

"პრინ­ცი­პი მარ­ტი­ვია – ყვე­ლა ბავ­შვის თა­ნა­ბარ პი­რო­ბებ­ში ჩა­ყე­ნე­ბა. მშო­ბელს შე­უძ­ლია თა­ვად გა­და­წყვი­ტოს, ვა­უ­ჩე­რი კერ­ძო ბაღ­ში წა­ი­ღოს ან ბავ­შვი სა­ხელ­მწი­ფო ბაღ­ში მი­იყ­ვა­ნოს", - აღ­ნიშ­ნა რა­მაზ სუ­ლა­მა­ნი­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, პრო­ექტთან და­კავ­ში­რე­ბით, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა საკ­რე­ბუ­ლოს ახალ შე­მად­გენ­ლო­ბას მო­უ­წევს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

თბილისის საბავშვო ბაღებში სათვალთვალო კამერების დამონტაჟება მიმდინარეობს

თბილისის საბავშვო ბაღებში სათვალთვალო კამერების დამონტაჟება მიმდინარეობს

თბილისის საბავშვო ბაღებში სათვალთვალო კამერების დამონტაჟების პროცესი მიმდინარეობს. როგორც "ინტერპრესნიუსს" საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა რამაზ სულამანიძემ განუცხადა, კამერები მონტაჟდება საბავშო ბაღის შესასვლელში, პერიმეტრზე, ჰოლში, საწყობში, სამზარეულოში. ამასთან, მისივე თქმით, ბაღების ადმინისტრაცია თავად წყვეტს, დაამატოს თუ არა სათვალთვალო კამერები შენობის სხვა მონაკვეთებში.

რამაზ სულამანიძის განმარტებით, სააგენტო სამუშაო ჯგუფებში კამერების დამონტაჟებას არ გეგმავს, თუმცა ბაღის ადმინისტრაციას გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უფლება აქვს, შესაბამისად, რამდენიმე წელია 15-20 ბაღის ადმინისტრაციამ საკუთარი ინიციატივით, სამუშაო ჯგუფებში კამერების დამონტაჟების გადაწყვეტილება მიიღო.

ამასთან, რამაზ სულამანიძემ "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას ვაუჩერიზაციის პროექტის შესახებ ისაუბრა. კერძოდ, პროექტის განხორციელების შემთხვევაში, ნებისმიერი ბავშვი, რომელიც კერძო ბაღში დადის, სახელმწიფოსგან ვაუჩერს მიიღებს. ამასთან დაკავშირებით შეთანხმება მერიის ახალ ხელმღვანელობასთან მოხდება.

"აღნიშნული პროექტი ყველა ბავშვისთვის, მათ შორის, კერძო ბაღების აღსაზრდელებისთვის ვაუჩერის გაცემას ითვალისწინებს, რათა ბაღის გარეშე თბილისში არც ერთი ბავშვი არ დარჩეს. დღეის მდგომარეობით, სახელმწიფო ბაღებში 50 000-მდე ბავშვის დატევა არის შესაძლებელი. იმის გამო, რომ ბავშვი არ დარჩეს ბაღის გარეშე, კერძო ბაღებშიც შესაძლებელია წაყვეს ვაუჩერი. ეს ჯერჯერობით პროექტია. კონკრეტული თანხა ჯერ ცნობილი არ არის, თუმცა მნიშვნელოვანი შეღავათი იქნება", - აღნიშნა რამაზ სულამანიძემ.

მისივე თქმით, ვაუჩერის ოდენობა ფიქსირებული იქნება და ყველა აღსაზრდელი ერთი და იმავე მოცულობის ვაუჩერს მიიღებს, განურჩევლად იმისა, თუ სად და რომელი რაიონის კერძო ბაღში დადის იგი.

"პრინციპი მარტივია – ყველა ბავშვის თანაბარ პირობებში ჩაყენება. მშობელს შეუძლია თავად გადაწყვიტოს, ვაუჩერი კერძო ბაღში წაიღოს ან ბავშვი სახელმწიფო ბაღში მიიყვანოს", - აღნიშნა რამაზ სულამანიძემ.

მისივე თქმით, პროექტთან დაკავშირებით, გადაწყვეტილების მიღება საკრებულოს ახალ შემადგენლობას მოუწევს.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია