ქართველი ინტერნეტვარსკვლავი, სალომე ტეტიაშვილი, რომლის სამოყვარულო კამერით გადაღებული სიმღერა Youtube-ზე ჰიტად იქცა, არაერთხელ მოექცა ინტერნეტმომხმარებლების ყურადღების ქვეშ, თუმცა არა მხოლოდ მისი ვოკალური მონაცემების გამო...
2014 წლის თებერვალში გოგონას თავს დაესხნენ და თავი გაუტეხეს. ყურადღებას იქცევს მისი ცხოვრება სხვა მხრივაც, - გოგონას ფინანსური შესაძლებლობები ხელს არ უწყობს საიმისოდ, რომ მისი ნიჭი კიდევ უფრო ეფექტურად გამოიყენოს; უმამოდ გაზრდილი სალომე სწავლის გაგრძელებას ვერ ახერხებს.
ამჯერად კვლავ საუბრობენ სალომე ტეტიაშვილზე ინტერნეტში, თუმცა არა მის ვოკალურ, არამედ ფიზიკურ მონაცემებზე. ამ განხილვების პროვოცირება კი მისმა თითქმის შიშველმა ფოტომ მოახდინა. იმის მიუხედავად, რომ ფოტო პლიაჟზეა გადაღებული და სრულიად არ წარმოადგენს დამწყები მომღერლის რაიმე გამომწვევ ფოტოსესიას, ინტერნეტმომხმარებელთა ერთმა ნაწილმა მას პიკანტური შეფასებები მოაყოლა.