პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ექიმი მეუბნებოდა, არაფერია, დროსთან ერთად გაივლისო" - რას ჰყვება "იაშვილილს" კლინიკაში გარდაცვლილი ბავშვის დედა
"ექიმი მეუბნებოდა, არაფერია, დროსთან ერთად გაივლისო" - რას ჰყვება "იაშვილილს" კლინიკაში გარდაცვლილი ბავშვის დედა

იაშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის ბავ­შვთა კლი­ნი­კა­ში გარ­დაც­ვლი­ლი წლი­ნა­ხევ­რის ბავ­შვის, და­ვით ვე­ფხვა­ძის დედა, სა­ლო­მე ლო­მი­ძე, მომ­ხდარ­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას იაშ­ვი­ლის კლი­ნი­კის პრო­ფე­სორს პა­ა­ტა გვე­ტა­ძეს აკის­რებს. ოჯა­ხის ახ­ლობ­ლე­ბის გან­ცხა­დე­ბას, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, ბავ­შვს თან­და­ყო­ლი­ლი პა­თო­ლო­გი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბა არ ჰქონ­და, ბავ­შვის დედა, არ ადას­ტუ­რებს და ამ­ბობს, რომ ეს აღელ­ველ­ვე­ბულ ახ­ლობ­ლებს წა­მოს­ცდათ...

- ბავ­შვს თან­და­ყო­ლი­ლი პა­თო­ლო­გია ჰქონ­და, ჟურ­ნა­ლის­ტებ­საც ვუ­თხა­რი, მაგ­რამ რა­ტომ­ღაც მა­ინც ის ვერ­სია გავ­რცელ­და, რო­მე­ლიც ჩემი ოჯა­ხის აღელ­ვე­ბულ­მა ახ­ლობ­ლებ­მა მის­ცეს... ჩემს სი­ტყვებ­ზე პა­სუხს ვა­გებ... და­თუ­ნა პა­თო­ლო­გი­ით და­ი­ბა­და, გას­ტრო­ე­ზო­ფა­გუ­რი რეფ­ლუქ­სი ჰქონ­და, კუ­ჭის სარ­ქვე­ლი არ იხუ­რე­ბო­და და კუჭ­ში მოხ­ვედ­რი­ლი საკ­ვე­ბი უკან, საყ­ლა­პა­ვის­კენ ბრუნ­დე­ბო­და. ეს პრობ­ლე­მა ჩვი­ლებ­ში ხში­რია, მაგ­რამ ჩვენს შვილს კუ­ჭის სარ­ქვე­ლი სა­ერ­თოდ არ ეხუ­რე­ბო­და და საკ­ვე­ბის უკან ამოს­ვლა, ფილ­ტვე­ბის ან­თე­ბას იწ­ვევ­და, რის გა­მოც ხში­რად გვი­წევ­და სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ყოფ­ნა...

- სა­ლო­მე, ვიცი, რომ ბავ­შვს ოპე­რა­ცი­ას გა­უ­კე­თეს...

- დიახ, თუმ­ცა, ვიდ­რე გა­უ­კე­თებ­დნენ, მი­თხრეს, შე­იძ­ლე­ბა, ბავ­შვმა ოპე­რა­ცია ვერ გა­და­ი­ტა­ნო­სო და რამე რომ მომ­ხდა­რი­ყო, ამას ვე­რა­ვის და­ვაბ­რა­ლებ­დი, რად­გან გა­მაფრ­თხი­ლეს. ყვე­ლა­ნა­ი­რი ოპე­რა­ცია, ყო­ველ­თვის რის­კებ­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, შე­უ­რა­ცხა­დე­ბი არ ვართ, რომ ეს ვერ გა­ვი­გოთ... ოპე­რა­ცია და­თუ­ნამ უმ­ტკივ­ნე­უ­ლოდ გა­და­ი­ტა­ნა. გარ­თუ­ლე­ბა არც ოპე­რა­ცი­ის შემ­დგომ დღე­ებ­ში ყო­ფი­ლა. ერთი თვის შემ­დეგ კი, ისევ სტა­ცი­ო­ნარ­ში, მერე კი, რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში მოვ­ხვდით...

- იგი­ვე პრობ­ლე­მით?..

- დიახ. სხვა პრობ­ლე­მა ბავ­შვს არ ჰქო­ნია. მა­შინ დაგ­ვამ­შვი­დეს, რომ ასე­თი გა­მოვ­ლი­ნე­ბა ოპე­რა­ცი­ის შემ­დგომ პე­რი­ოდს ახა­სი­ა­თებ­და. ორი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში, ექი­მის მუდ­მი­ვი მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ ვი­ყა­ვით, ყვე­ლა დე­ტალს მკურ­ნალ ექიმს, ბა­ტონ პა­ა­ტას ვუ­თან­ხმებ­დი. ბავ­შვს ბოყი­ნი ჰქონ­და, უჟანგბა­დო­ბა ემარ­თე­ბო­და და ლურ­ჯდე­ბო­და. ის კი მე­უბ­ნე­ბო­და, არა­ფე­რია, დროს­თან ერ­თად გა­ივ­ლის, ბავ­შვებს თა­ვი­სით უგ­ვარ­დე­ბა­თო... ამი­ტო­მაც მაქვს მას­თან ყვე­ლა­ზე დიდი პრე­ტენ­ზია. იმ დრო­ის­თვის ბაშ­ვი ჩვე­უ­ლებ­რი­ვად იყო, სხვა პრობ­ლე­მა არ აწუ­ხებ­და. ქალ­ბა­ტო­ნი ნანა ტა­ტიშ­ვი­ლის დას­კვნა მაქვს, რო­მელ­შიც წე­რია, რომ ბავ­შვს არა­ნა­ი­რი ნევ­რო­ლო­გი­უ­რი პრობ­ლე­მა არ ჰქო­ნია, ამას იმი­ტომ გე­უბ­ნე­ბით, ბავ­შვს ტვი­ნის შე­შუ­პე­ბა მი­ა­ღე­ბი­ნეს...

- რას ნიშ­ნავს, "მი­ა­ღე­ბი­ნეს?"..

- რე­ა­ნი­ა­მი­ცი­ა­ში ყოფ­ნის დროს, ბო­ლოს, დრო­უ­ლად არ შე­ა­ფა­სეს ვი­თა­რე­ბა, რომ ბავ­შვი ჟანგბა­დის აპა­რატ­ზე უნდა ყო­ფი­ლი­ყო მი­ერ­თე­ბუ­ლი... და­თუ­ნამ უჟანგბა­დო­ბის გამო, ტვი­ნის შე­შუ­პე­ბა მი­ი­ღო. რის შემ­დე­გაც, თან­და­თან მხედ­ვე­ლო­ბა და­კარ­გა, მშობ­ლებ­თან კონ­ტაქ­ტში არ შე­მო­დი­ო­და. მისი მდგო­მა­რე­ო­ბა თან­და­თან უა­რე­სო­ბის­კენ მი­დი­ო­და, მაგ­რამ მერე თით­ქოს ისევ გა­მომ­ჯო­ბინ­და.

- ით­ქვა, რომ ის­რა­ელ­ში გინ­დო­დათ ბავ­შვის წაყ­ვა­ნა, ვინ გირ­ჩი­ათ?..

- დიახ, ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ, რად­გან ბავ­შვს პრობ­ლე­მე­ბი ისევ ჰქონ­და, ფილ­ტვე­ბის ან­თე­ბა და­ე­მარ­თა, რად­გან საკ­ვე­ბი კუ­ჭი­დან ფილ­ტვებ­ში ხვდე­ბო­და. ახლა კი ამ­ბო­ბენ, ფილ­ტვე­ბის პრობ­ლე­მა ჰქონ­დაო, რაც სიც­რუა. სუს­ტი ფილ­ტვე­ბის პატ­რო­ნი ას­პი­რა­ცი­ულ პნევ­მო­ნი­ას 12-ჯერ ვერ გა­და­ი­ტან­და. ამიხ­სნას ვინ­მემ და გავ­ჩუმ­დე­ბი...

იხი­ლეთ სრუ­ლად kvirispalitra.ge-ზე

რუბრიკის სხვა სიახლეები

"ექიმი მეუბნებოდა, არაფერია, დროსთან ერთად გაივლისო" - რას ჰყვება "იაშვილილს" კლინიკაში გარდაცვლილი ბავშვის დედა

"ექიმი მეუბნებოდა, არაფერია, დროსთან ერთად გაივლისო" - რას ჰყვება "იაშვილილს" კლინიკაში გარდაცვლილი ბავშვის დედა

იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში გარდაცვლილი წლინახევრის ბავშვის, დავით ვეფხვაძის დედა, სალომე ლომიძე, მომხდარზე პასუხისმგებლობას იაშვილის კლინიკის პროფესორს პაატა გვეტაძეს აკისრებს. ოჯახის ახლობლების განცხადებას, რომლის მიხედვითაც, ბავშვს თანდაყოლილი პათოლოგიური დაავადება არ ჰქონდა, ბავშვის დედა, არ ადასტურებს და ამბობს, რომ ეს აღელველვებულ ახლობლებს წამოსცდათ...

- ბავშვს თანდაყოლილი პათოლოგია ჰქონდა, ჟურნალისტებსაც ვუთხარი, მაგრამ რატომღაც მაინც ის ვერსია გავრცელდა, რომელიც ჩემი ოჯახის აღელვებულმა ახლობლებმა მისცეს... ჩემს სიტყვებზე პასუხს ვაგებ... დათუნა პათოლოგიით დაიბადა, გასტროეზოფაგური რეფლუქსი ჰქონდა, კუჭის სარქველი არ იხურებოდა და კუჭში მოხვედრილი საკვები უკან, საყლაპავისკენ ბრუნდებოდა. ეს პრობლემა ჩვილებში ხშირია, მაგრამ ჩვენს შვილს კუჭის სარქველი საერთოდ არ ეხურებოდა და საკვების უკან ამოსვლა, ფილტვების ანთებას იწვევდა, რის გამოც ხშირად გვიწევდა საავადმყოფოში ყოფნა...

- სალომე, ვიცი, რომ ბავშვს ოპერაციას გაუკეთეს...

- დიახ, თუმცა, ვიდრე გაუკეთებდნენ, მითხრეს, შეიძლება, ბავშვმა ოპერაცია ვერ გადაიტანოსო და რამე რომ მომხდარიყო, ამას ვერავის დავაბრალებდი, რადგან გამაფრთხილეს. ყველანაირი ოპერაცია, ყოველთვის რისკებთან არის დაკავშირებული, შეურაცხადები არ ვართ, რომ ეს ვერ გავიგოთ... ოპერაცია დათუნამ უმტკივნეულოდ გადაიტანა. გართულება არც ოპერაციის შემდგომ დღეებში ყოფილა. ერთი თვის შემდეგ კი, ისევ სტაციონარში, მერე კი, რეანიმაციაში მოვხვდით...

- იგივე პრობლემით?..

- დიახ. სხვა პრობლემა ბავშვს არ ჰქონია. მაშინ დაგვამშვიდეს, რომ ასეთი გამოვლინება ოპერაციის შემდგომ პერიოდს ახასიათებდა. ორი თვის განმავლობაში, ექიმის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ ვიყავით, ყველა დეტალს მკურნალ ექიმს, ბატონ პაატას ვუთანხმებდი. ბავშვს ბოყინი ჰქონდა, უჟანგბადობა ემართებოდა და ლურჯდებოდა. ის კი მეუბნებოდა, არაფერია, დროსთან ერთად გაივლის, ბავშვებს თავისით უგვარდებათო... ამიტომაც მაქვს მასთან ყველაზე დიდი პრეტენზია. იმ დროისთვის ბაშვი ჩვეულებრივად იყო, სხვა პრობლემა არ აწუხებდა. ქალბატონი ნანა ტატიშვილის დასკვნა მაქვს, რომელშიც წერია, რომ ბავშვს არანაირი ნევროლოგიური პრობლემა არ ჰქონია, ამას იმიტომ გეუბნებით, ბავშვს ტვინის შეშუპება მიაღებინეს...

- რას ნიშნავს, "მიაღებინეს?"..

- რეანიამიციაში ყოფნის დროს, ბოლოს, დროულად არ შეაფასეს ვითარება, რომ ბავშვი ჟანგბადის აპარატზე უნდა ყოფილიყო მიერთებული... დათუნამ უჟანგბადობის გამო, ტვინის შეშუპება მიიღო. რის შემდეგაც, თანდათან მხედველობა დაკარგა, მშობლებთან კონტაქტში არ შემოდიოდა. მისი მდგომარეობა თანდათან უარესობისკენ მიდიოდა, მაგრამ მერე თითქოს ისევ გამომჯობინდა.

- ითქვა, რომ ისრაელში გინდოდათ ბავშვის წაყვანა, ვინ გირჩიათ?..

- დიახ, ოპერაციის შემდეგ, რადგან ბავშვს პრობლემები ისევ ჰქონდა, ფილტვების ანთება დაემართა, რადგან საკვები კუჭიდან ფილტვებში ხვდებოდა. ახლა კი ამბობენ, ფილტვების პრობლემა ჰქონდაო, რაც სიცრუა. სუსტი ფილტვების პატრონი ასპირაციულ პნევმონიას 12-ჯერ ვერ გადაიტანდა. ამიხსნას ვინმემ და გავჩუმდები...

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ