ქუთაისში, პარლამენტის წინ სასულიერო პირებისა და მრევლის საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტის განხილვის დაუყოვნებლივ შეჩერებას ითხოვენ. როგორც ისინი აღნიშნავენ, კანონპროექტზე, რომელზეც პარლამენტი მუშაობს ქვეყნის სულერების გამრყვნელი და სოდომ-გომორის მქადაგებელია.
"პიდარასტია" ყველა ის დეპუტატი ვინც ამ კანონს ღებულობს. პარლამენტმა აღნიშნული კანონი არ უნდა მიიღოს, თორემ მთელი ერი ფეხზე დადგება. თავს შევწირავთ და კანონის მიღების შესაძლებლობას არ მივცემთ დეპუტატებს. ეს არის ქვეყნის სირცხვილი. ისინი ჩვენი მოყვანილი მთავრობაა და ჩვენვე წავაბრძანებთ. არ დავთმობთ არავითარ შემთხვევაში ჩვენს კაცობას და ადამიანობას", -აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.
პარლამენტის შენობის წინ შეკრებილი აქციის მონაწილეები მათი მოთხოვნების გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში, ფართომასშტაბიანი აქციებით იმუქრებიან.