პოლიტიკა
მსოფლიო

14

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 23:39-ზე, მთვარე თევზებში იქნება 03-44-დან –რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. მოერიდეთ ეგოიზმს და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებულ შეფასებას. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. აქტიურია ზურგის ზედა ნაწილი. გაუფრთხილდით ხერხემალს. მთვარის ამ დღეს შექმნილი ოჯახები იშვიათად იშლება ეჭვიანობის, ღალატის ან ფინანსური პრობლემების გამო.
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არ უხდებოდა ანაფორები პარლამენტის სხდომათა დარბაზს" - ნათია ფანჯიკიძე
"არ უხდებოდა ანაფორები პარლამენტის სხდომათა დარბაზს" - ნათია ფანჯიკიძე

თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის მე­უღ­ლე, ფსი­ქო­ლო­გი ნა­თია ფან­ჯი­კი­ძე სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებს ან­ტი­დის­კრი­მი­ნა­ცი­უ­ლი კა­ნონპ­რო­ექ­ტის გარ­შე­მო ატე­ხი­ლი აჟი­ო­ტა­ჟის გამო აკ­რი­ტი­კებს.

"სა­დაც და როცა მე ვმუ­შა­ობ და ვა­კე­თებ იმას, რაც ვიცი, თა­ნაც კარ­გად ვიცი და მით უფრო კარ­გად ვიცი მათ­ზე, ვი­საც იგი­ვე არ უს­წავ­ლია, არ უკე­თე­ბია, არ უგ­რძვნია.... ვერ მივ­ცემ ჩა­რე­ვის უფ­ლე­ბას ვე­რა­ვის ამ პრო­ფე­სი­ის გა­რეთ. სა­მა­გი­ე­როდ არც მე ვუ­ვარ­დე­ბი სხვა პრო­ფე­სი­ის ხალ­ხს და წი­თე­ლი "პას­ტით" არ ვუს­წო­რებ რვე­უ­ლებს.

რა სა­ჭი­როა, რომ ყო­ვე­ლი ელე­მენ­ტა­რუ­ლი სა­მუ­შაო დღე და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა რე­ვო­ლუ­ცი­ურ და დრა­მა­ტულ რე­ჟიმ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­დეს?

რა­ტომ ვერ მიჯ­ნავს ჩვე­ნი ფსი­ქი­კა ერ­თმა­ნე­თის­გან მარ­ტივ კა­ტე­გო­რი­ებს? ის,რომ ადა­მი­ა­ნი კა­ნო­ნის წი­ნა­შე თა­ნა­ბა­რია და ნე­ბის­მი­ე­რის თა­ვის გა­ტეხ­ვა და მკვლე­ლო­ბა ან ჩაგ­ვრა ერ­თნა­ი­რად ის­ჯე­ბა, ეს რომ არ ნიშ­ნავს იმას, რომ ან რწმე­ნა, ან ორი­ენ­ტა­ცია უნდა შე­ვიც­ვა­ლოთ, ამ ხა­ზის გავ­ლე­ბა ასე რთუ­ლი სა­კი­თხია, თუ ჩვენ ვერ ვა­ხერ­ხებთ გან­ცალ­კე­ვე­ბას?

ძა­ლი­ან მე­ზა­რე­ბა ხოლ­მე ასეთ სი­ტუ­ა­ცი­ებ­ში აზ­რის გა­მოთ­ქმა, ჩემ­თვის მირ­ჩევ­ნია ყვა­ვი­ლე­ბი დავრგო, ვიდ­რე ბოლს გა­მო­უშ­ვებს ყვე­ლა მხა­რე, მაგ­რამ მა­ინც გა­დავ­წყვი­ტე ამ სტა­ტუ­სის და­წე­რა. არ უხ­დე­ბო­და ანა­ფო­რე­ბი პარ­ლა­მენ­ტის სხდო­მა­თა დარ­ბაზს, სულ და­კარ­გა თა­ვის ხიბ­ლი და მა­გი­უ­რო­ბა, ისე­ვე რა­ღაც­ნა­ი­რად გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­და, აი, რო­გორც პო­ლი­ტი­კო­სე­ბი და მათი ცო­ლე­ბი ვართ ხოლ­მე ეკ­ლე­სი­ა­ში პრო­ტო­კო­ლუ­რად ერ­თად დამ­წკრი­ვე­ბუ­ლე­ბი და ხალ­ხი გვა­შა­ყი­რებს.

სა­მა­გი­ე­როდ არც მე არა­ვის არ ვე­უ­ცხო­ე­ბი იმ პა­ტა­რა ეკ­ლე­სი­ა­ში, სა­დაც სი­ა­რუ­ლი მიყ­ვარს და ჩემი მო­ძღვრის კა­ბაც ჯა­დოს­ნუ­რად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა იქ, საკ­მე­ვე­ლის სურ­ნე­ლის მფრქვე­ვე­ლი.

ყვე­ლა ადა­მი­ა­ნი იქ ჩანს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი და სა­სი­ა­მოვ­ნო, სა­დაც მისი ად­გი­ლია. რო­გორც კი სხვა, არა­თა­ვის ად­გი­ლას გა­და­ი­ნაც­ვლებს, თით­ქოს რა­ღა­ცას კარ­გავს, ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვანს.

სი­ნამ­დვი­ლე­ში ასო­ცი­რე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა­ზე ხელ­მო­წე­რა, სექ­ტემ­ბერ­ში კი მა­პის სა­კი­თხის გან­ხილ­ვა ახ­ლოვ­დე­ბა და ეს და ამა­ზე ბევ­რად დიდი ის­ტე­რია აუ­ცი­ლე­ბე­ლია მტრე­ბის­თვის. ამი­ტო­მაც არის, რომ რა ვნე­ბა­თა­ღელ­ვა გვაქვს ატე­ხი­ლი და რაზე, მკა­ფი­ოდ ესეც კი არ ვი­ცით. ბუნ­დო­ვა­ნე­ბა აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რომ კარ­გად მომ­წიფ­დეს არე­უ­ლო­ბის სა­ფუძ­ვე­ლი. მე ასე მარ­ტი­ვად ვხე­დავ ამას", - წერს "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე ფან­ჯი­კი­ძე.

იხი­ლეთ ასე­ვე: სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბის ღია პრო­ტეს­ტი ხე­ლი­სუფ­ლე­ბას და ხმა­უ­რი­ა­ნი კა­ნო­ნის გან­ხილ­ვის დე­ტა­ლე­ბი, ანუ "კრე­ბა დარ­ჩა მხი­ა­რუ­ლი"

რა წე­რია "ან­ტი­დის­კრი­მი­ნა­ცი­ულ კა­ნონ­ში" - იხი­ლეთ კა­ნონპ­რო­ექ­ტის სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"

"არ უხდებოდა ანაფორები პარლამენტის სხდომათა დარბაზს" - ნათია ფანჯიკიძე

"არ უხდებოდა ანაფორები პარლამენტის სხდომათა დარბაზს" - ნათია ფანჯიკიძე

თავდაცვის მინისტრის მეუღლე, ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სასულიერო პირებს ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟის გამო აკრიტიკებს.

"სადაც და როცა მე ვმუშაობ და ვაკეთებ იმას, რაც ვიცი, თანაც კარგად ვიცი და მით უფრო კარგად ვიცი მათზე, ვისაც იგივე არ უსწავლია, არ უკეთებია, არ უგრძვნია.... ვერ მივცემ ჩარევის უფლებას ვერავის ამ პროფესიის გარეთ. სამაგიეროდ არც მე ვუვარდები სხვა პროფესიის ხალხს და წითელი "პასტით" არ ვუსწორებ რვეულებს.

რა საჭიროა, რომ ყოველი ელემენტარული სამუშაო დღე და გადაწყვეტილება რევოლუციურ და დრამატულ რეჟიმში მიმდინარეობდეს?

რატომ ვერ მიჯნავს ჩვენი ფსიქიკა ერთმანეთისგან მარტივ კატეგორიებს? ის,რომ ადამიანი კანონის წინაშე თანაბარია და ნებისმიერის თავის გატეხვა და მკვლელობა ან ჩაგვრა ერთნაირად ისჯება, ეს რომ არ ნიშნავს იმას, რომ ან რწმენა, ან ორიენტაცია უნდა შევიცვალოთ, ამ ხაზის გავლება ასე რთული საკითხია, თუ ჩვენ ვერ ვახერხებთ განცალკევებას?

ძალიან მეზარება ხოლმე ასეთ სიტუაციებში აზრის გამოთქმა, ჩემთვის მირჩევნია ყვავილები დავრგო, ვიდრე ბოლს გამოუშვებს ყველა მხარე, მაგრამ მაინც გადავწყვიტე ამ სტატუსის დაწერა. არ უხდებოდა ანაფორები პარლამენტის სხდომათა დარბაზს, სულ დაკარგა თავის ხიბლი და მაგიურობა, ისევე რაღაცნაირად გამოიყურებოდა, აი, როგორც პოლიტიკოსები და მათი ცოლები ვართ ხოლმე ეკლესიაში პროტოკოლურად ერთად დამწკრივებულები და ხალხი გვაშაყირებს.

სამაგიეროდ არც მე არავის არ ვეუცხოები იმ პატარა ეკლესიაში, სადაც სიარული მიყვარს და ჩემი მოძღვრის კაბაც ჯადოსნურად გამოიყურება იქ, საკმეველის სურნელის მფრქვეველი.

ყველა ადამიანი იქ ჩანს განსაკუთრებული და სასიამოვნო, სადაც მისი ადგილია. როგორც კი სხვა, არათავის ადგილას გადაინაცვლებს, თითქოს რაღაცას კარგავს, ყველაზე მნიშვნელოვანს.

სინამდვილეში ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერა, სექტემბერში კი მაპის საკითხის განხილვა ახლოვდება და ეს და ამაზე ბევრად დიდი ისტერია აუცილებელია მტრებისთვის. ამიტომაც არის, რომ რა ვნებათაღელვა გვაქვს ატეხილი და რაზე, მკაფიოდ ესეც კი არ ვიცით. ბუნდოვანება აუცილებელია, რომ კარგად მომწიფდეს არეულობის საფუძველი. მე ასე მარტივად ვხედავ ამას", - წერს "ფეისბუქის" პირად გვერდზე ფანჯიკიძე.

იხილეთ ასევე: სასულიერო პირების ღია პროტესტი ხელისუფლებას და ხმაურიანი კანონის განხილვის დეტალები, ანუ "კრება დარჩა მხიარული"

რა წერია "ანტიდისკრიმინაციულ კანონში" - იხილეთ კანონპროექტის სრული ვერსია

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს