მღვდელმონაზონი ბასილ ანთაძე - ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტის მიღებით პარლამენტი ღმერთს წინ აღუდგება

მღვდელმონაზონი ბასილ ანთაძე - ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტის მიღებით პარლამენტი ღმერთს წინ აღუდგება

ანტიდისკრიმინაციული კანპროექტის მიღების შემთხვევაში მართლმადიდებლები ამ კანონს არ დაემორჩილებიან. ამის შესახებ ძალაანთხევის წმინდა ბასილი დიდის სახელობის მონასტრის წინამძღვარმა, მღვდელმონაზონმა ბასილი ანთაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მღვდელმონაზონმა ბასილ ანთაძემ ანტიდისკრიმინაციულ კანონპროექტის შესახებ მის მიერ მომზადებული წერილი წაიკითხა, რომელშიც იგი ტერმინებს: "სექსუალური ორიენტაცია" და "გენდერული იდენტობა" განმარტავს.

მისივე თქმით, პარლამენტს ამ კანონპროექტით მომაკვდინებელი ცოდვის დაკანონება სურს. იგი მიიჩნევს, რომ კანონპროექტი მხოლოდ ამ ორი ტერმინის გამო შეიქმნა.

მისივე განმარტებით, ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტის ამოქმედების შემთხვევაში, ადამიანებს ეძლევათ ყველანაირი უფლება, მათ შეუძლიათ ჩაატარონ აღლუმები, ქუჩაში მსვლელობები, საჯარო ადგილებში მოაწყონ შეკრებები, შექმნან თავიანთი კლუბები, ბარები და თავშეყრის ადგილები, აჩვენონ ასეთ თემაზე გადაღებული ფილმები, დაწერონ წიგნები, რაც იწვევს მოსახლეობის უმრავლესობის დისკრიმინაციას.

"ამ კანონის მიღების შემთხვევაში, ზემოთჩამოთვლილი იგივე უფლებები მიეცემათ მათ საქართველოში. ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტი მოიცავს იმასაც, რომ არ შეიძლება ასეთი ადამიანები გაათავისუფლო სამსახურიდან და არ მიიღონ სამსახურში. თუ ასეთი რამ მოხდება, სულ ცოტა, სამსახურის უფროსს მოხსნიან. ცოდვილები კი დარჩებიან თავ-თავიანთ ადგილებზე. ამ კანონით მამათმავლებს ეძლევათ უფლება, თავისუფლად იმუშავონ საბავშვო ბაღებში, სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში. არ არის ძნელი წარმოსადგენი, თუ რას ასწავლიან ისინი ბავშვებს თავიანთი სიტყვით და მაგალითით", - აღნიშნა პრესკონფერენციაზე მღვდელმონაზონმა.

მისივე თქმით, ანტიდისკრიმინაციული კანონი ეწინააღმდეგება ღვთის მცნებებს და ამ კანონის მიღებით პარლამენტი წინ აღუდგება ღმერთს. მამა ბასილის შეფასებით, რომ ეს კანონი ცოდვას აკანონებს და ნორმას ხდის. "ეკლესიის მოვალეობაა, რომ ყველა გააფრთხილოს ამ ცოდვის შესახებ და ხელი არ შეუწყოს მათ ამაში", - აღნიშნა მღვდელმონაზონმა.

მისივე განმარტებით, მართლმადიდებლებმა ღვთის მცნების საწინააღმდეგო კანონი არ უნდა შეასრულონ. ამდენად, სამშვიდობო გამოსვლებით გააპროტესტებენ ამ კანონის ამოქმედებას.

"ძალადობას არ ვაპირებთ, მაგრამ კანონის ფარგლებში გამოვხატავთ ამ დიდი ცოდვის წინააღმდეგ პროტესტს", - აღნიშნა მღვდელმონაზონმა ბასილ ანთაძემ.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა