მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

13

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:31-ზე, მთვარე მერწყულშია – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. თანამშრომლებს ნაკლები შეხება უნდა ჰქონდეთ უფროსთან, მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგების მიმართ. არ არის რეკომენდებული შეხვედრების დანიშვნა. ხელშეკრულებების გაფორმება. ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება. ნუ აჰყვებით პროვოკაციებს და ნუ მოახდინეთ სხვების პროვოცირება. მოერიდეთ მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა. უცნობ ადამიანებთან კონტაქტი.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
5 ნიშანი, რომ კაცი თქვენთან ერთობა და დროს ტყუილად კარგავთ
5 ნიშანი, რომ კაცი თქვენთან ერთობა და დროს ტყუილად კარგავთ

ნე­ბის­მი­ერ ქალს სი­ა­მოვ­ნებს სა­ხა­ლი­სო ფლირ­ტი, მაგ­რამ არ­სე­ბო­ბენ მა­მა­კა­ცე­ბიც, რომ­ლე­ბიც პარტნი­ორ­თან თავს კარ­გად გრძნო­ბენ, თუმ­ცა ზედ­მე­ტი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის აღე­ბის ეში­ნი­ათ. გთა­ვა­ზობთ 5 ნი­შანს, რო­მე­ლიც გიჩ­ვე­ნებთ, რომ მა­მა­კა­ცი ურ­თი­ერ­თო­ბას სე­რი­ო­ზუ­ლად არ უყუ­რებს.

1. გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი რო­მან­ტი­კუ­ლი პა­ემ­ნე­ბი: სან­თლის შუქ­ზე ვახ­შა­მი სა­სი­ა­მოვ­ნოა, მაგ­რამ ზედ­მე­ტი რო­მან­ტი­კა ჰო­ლი­ვუ­დის მე­ლოდ­რა­მებ­შიც კი მო­სა­ბეზ­რე­ბე­ლია. რო­დე­საც მა­მა­კა­ცი სის­ტე­მა­ტუ­რად ისეთ რეს­ტორ­ნებ­ში გე­პა­ტი­ჟე­ბათ, რო­მე­ლიც გან­მარ­ტო­ე­ბით მდე­ბა­რე­ობს, ეს იმის ბრა­ლია, რომ არ სურს მე­გობ­რებ­მა პარტნი­ორ­თან ერ­თად და­ი­ნა­ხონ. რო­დე­საც ცნო­ბილ ბარ­ში, ან ხალ­ხმრა­ვალ კლუბ­ში წას­ვლას შეს­თა­ვა­ზებთ, მისი პა­სუ­ხი არ მო­გე­წო­ნე­ბათ.

2. მო­ბი­ლურ­ში მისი აქ­ტი­უ­რო­ბა ციებ-ცხე­ლე­ბას ჰგავს: მა­გა­ლი­თად, თუ ერთ ღა­მეს 20-ზე მეტი სა­სიყ­ვა­რუ­ლო ტექ­სტი გა­მო­გიგ­ზავ­ნათ, ან ლა­მა­ზი სი­ტყვე­ბის შემ­ცვე­ლი მე­სი­ჯე­ბი მი­ი­ღეთ, მომ­დევ­ნო დღე­ებ­ში კი ისე­თი შეგ­რძნე­ბა გაქვთ, თით­ქოს ზრდი­ლო­ბის გამო გწერთ, ან თქვენს შე­ტყო­ბი­ნე­ბა­ზე პა­სუ­ხის გა­ცე­მა არ იკად­რა, თავს პა­ტი­ვი ეცით და აღარ შეხ­ვდეთ; "იქ­ნებ არ სცა­ლია?", "რამე ხომ არ და­ე­მარ­თა?", "არას­წო­რად მო­ვი­ქე­ცი?" - ამა­ზე ფიქ­რით თავს ნუ შე­ი­წუ­ხებთ - სი­მარ­თლე ისაა, რომ სხვა ქა­ლებს ხვდე­ბა.

3. რო­გორც არ უნდა სძულ­დეს ადა­მი­ანს სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი, თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი იმ­დე­ნად ძლი­ე­რად იჭ­რე­ბა მის ცხოვ­რე­ბა­ში, თით­ქმის სან­თლით სა­ძე­ბა­რია ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც "ფე­ის­ბუ­ქი", ან "ტვი­ტე­რი" არ ჰქონ­დეს. თუ და­თა­გუ­ლი ფო­ტო­დან, სა­დაც ერ­თად ხართ გა­და­ღე­ბუ­ლი, სრუ­ლი­ად "შემ­თხვე­ვით" სა­კუ­თა­რი სა­ხე­ლი ამო­შა­ლა, ან მის ფო­ტო­ალ­ბომ­ში თქვე­ნი ფო­ტო­ე­ბი არაა, ეს იმას ნიშ­ნავს, რომ მე­გობ­რებს თქვე­ნი არ­სე­ბო­ბის შე­სა­ხებ უმა­ლავს.

4. თუ არ ინ­ტე­რეს­დე­ბა რო­გო­რი სა­მუ­შაო გა­რე­მო გაქვთ, რა მოგ­წონთ, ან გა­ინ­ტე­რე­სებთ, ეს იმი­ტომ ხდე­ბა, რომ მას არ სურს "ზედ­მეტ დე­ტა­ლებ­ზე" დრო და ენერ­გია და­ხარ­ჯოს.

5. თუ პა­ემ­ნი­დან ერთ კვი­რა­ში სიყ­ვა­რულს გიხ­სნით, ან გე­უბ­ნე­ბათ, რომ ერთი ნახ­ვით შე­უყ­ვარ­დით, დროა მისი ნო­მე­რი წა­შა­ლოთ.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია COSMOPOLITAN-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"

5 ნიშანი, რომ კაცი თქვენთან ერთობა და დროს ტყუილად კარგავთ

5 ნიშანი, რომ კაცი თქვენთან ერთობა და დროს ტყუილად კარგავთ

ნებისმიერ ქალს სიამოვნებს სახალისო ფლირტი, მაგრამ არსებობენ მამაკაცებიც, რომლებიც პარტნიორთან თავს კარგად გრძნობენ, თუმცა ზედმეტი პასუხისმგებლობის აღების ეშინიათ. გთავაზობთ 5 ნიშანს, რომელიც გიჩვენებთ, რომ მამაკაცი ურთიერთობას სერიოზულად არ უყურებს.

1. გადაჭარბებული რომანტიკული პაემნები: სანთლის შუქზე ვახშამი სასიამოვნოა, მაგრამ ზედმეტი რომანტიკა ჰოლივუდის მელოდრამებშიც კი მოსაბეზრებელია. როდესაც მამაკაცი სისტემატურად ისეთ რესტორნებში გეპატიჟებათ, რომელიც განმარტოებით მდებარეობს, ეს იმის ბრალია, რომ არ სურს მეგობრებმა პარტნიორთან ერთად დაინახონ. როდესაც ცნობილ ბარში, ან ხალხმრავალ კლუბში წასვლას შესთავაზებთ, მისი პასუხი არ მოგეწონებათ.

2. მობილურში მისი აქტიურობა ციებ-ცხელებას ჰგავს: მაგალითად, თუ ერთ ღამეს 20-ზე მეტი სასიყვარულო ტექსტი გამოგიგზავნათ, ან ლამაზი სიტყვების შემცველი მესიჯები მიიღეთ, მომდევნო დღეებში კი ისეთი შეგრძნება გაქვთ, თითქოს ზრდილობის გამო გწერთ, ან თქვენს შეტყობინებაზე პასუხის გაცემა არ იკადრა, თავს პატივი ეცით და აღარ შეხვდეთ; "იქნებ არ სცალია?", "რამე ხომ არ დაემართა?", "არასწორად მოვიქეცი?" - ამაზე ფიქრით თავს ნუ შეიწუხებთ - სიმართლე ისაა, რომ სხვა ქალებს ხვდება.

3. როგორც არ უნდა სძულდეს ადამიანს სოციალური ქსელი, თანამედროვე ტექნოლოგიები იმდენად ძლიერად იჭრება მის ცხოვრებაში, თითქმის სანთლით საძებარია ადამიანი, რომელსაც "ფეისბუქი", ან "ტვიტერი" არ ჰქონდეს. თუ დათაგული ფოტოდან, სადაც ერთად ხართ გადაღებული, სრულიად "შემთხვევით" საკუთარი სახელი ამოშალა, ან მის ფოტოალბომში თქვენი ფოტოები არაა, ეს იმას ნიშნავს, რომ მეგობრებს თქვენი არსებობის შესახებ უმალავს.

4. თუ არ ინტერესდება როგორი სამუშაო გარემო გაქვთ, რა მოგწონთ, ან გაინტერესებთ, ეს იმიტომ ხდება, რომ მას არ სურს "ზედმეტ დეტალებზე" დრო და ენერგია დახარჯოს.

5. თუ პაემნიდან ერთ კვირაში სიყვარულს გიხსნით, ან გეუბნებათ, რომ ერთი ნახვით შეუყვარდით, დროა მისი ნომერი წაშალოთ.

მომზადებულია COSMOPOLITAN-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს