ვინაიდან კანონმა, "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" ქართულ საზოგადოებაში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია, გთავაზობთ კანონპროექტის სრულ ვერსიას.
აზრთა სხვადასხვაობას კი იწვევს კანონის პროექტის ის ეპიზოდი, რომლის მიხედვით იკრძალება ნებისმიერი ნიშნით დისკრიმინაცია, მათ შორის ისეთი ნიშნებით, როგორიცაა: სექსუალური ორიენტაცია და გენდერული იდენტობა; კანონპროექტი კრძალავს დისკრიმინაციას როგორც საჯარო, ასევე კერძო სფეროში.
კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა
კანონპროექტის ავტორი: საქართველოს მთავრობის კანცელარია
იხილეთ კანონპროექტი PDF ფორმატში
გთხოვთ მიიღოთ მონაწილეობა Ambebi.ge-ს გამოკითხვაში და უპასუხოთ კითხვას, - უნდა მიიღოს თუ არა პარლამენტმა "ანტიდისკრიმინაციული კანონი"?