ზუგდიდის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრის დეკანოზი, ილარიონ შენგელია ანტიდისკრიმინაციულ კანონპროექტში არაქრისტიანულს ვერაფერს ხედავს. ამის შესახებ დეკანოზი "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს.
"წავიკითხე ანტიდისკრინიმაციული კანონპროექტი, მაგრამ მასში ტრაგიკული და ანტიქრისტიანული ვერაფერი ვნახე. პირიქით - ეკლესია ყოველთვის ძალადობის, უსამართლობის და დისკრიმინაციის წინააღმდეგ გამოდიოდა.
მე გამოვთქვი ჩემი აზრი და არა მაქვს პრეტენზია, რომ მხოლოდ ჩემი ხედვაა ჭეშმარიტი...", - წერს დეკანოზი.