პოლიტიკა

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართველი მოხუცი, რომელიც აცხადებდა, რომ მამაღმერთი ეცხადებოდა - "წმინდანები მომავალზე მესაუბრებიან"
ქართველი მოხუცი, რომელიც აცხადებდა, რომ მამაღმერთი ეცხადებოდა - "წმინდანები მომავალზე მესაუბრებიან"

Ambebi.ge გთა­ვა­ზობთ სა­ინ­ტე­რე­სო მა­სა­ლებს "პა­ლიტ­რა მე­დი­ის" სხვა­დას­ხვა ბეჭ­დუ­რი გა­მო­ცე­მე­ბის არ­ქი­ვე­ბი­დან. ამ­ჯე­რად წარ­მო­გიდ­გენთ ჟურ­ნალ "გზის" 2002 წლის პუბ­ლი­კა­ცი­ას, რო­მე­ლიც იმ პე­რი­ო­დის გა­მორ­ჩე­ულ მო­ხუც ქალ­ბა­ტონ­ზე მოგ­ვი­თხრობს, რო­მე­ლიც ამ­ბობ­და, რომ მა­მაღ­მერ­თი ეცხა­დე­ბო­და.

***

გად­მო­ცე­მის მი­ხედ­ვით, ერთ-ერთი ბრძო­ლი­დან მობ­რუ­ნე­ბულ, გა­მარ­ჯვე­ბულ თა­მარ მე­ფეს თა­ვი­სი ამა­ლით ხა­შურ­თან ახ­ლოს მდე­ბა­რე მუ­ხე­ბით და­ფა­რულ ად­გი­ლას და­უს­ვე­ნია დაღ­ლილს. მას შემ­დეგ იმ ად­გილს, და­ღა­ლუ­ლა უწო­და ხალ­ხმა. დღეს, ამ ალაგს წმინ­და ღვთის­მშობ­ლის ტა­ძა­რი ამ­შვე­ნებს, რომ­ლის აგე­ბა­ში 87 წლის ცინე გა­გიშ­ვილს მი­უ­ძღვის დიდი წვლი­ლი. სო­ფელ გომ­ში მცხოვ­რე­ბი ეს ქალ­ბა­ტო­ნი, ღვთის მო­ცი­ქულს უწო­დებს თავს და ხმა­მაღ­ლა აცხა­დებს, რომ უკვე 67 წე­ლია, რაც თვით მა­მაღ­მერ­თი ეცხა­დე­ბა ხოლ­მე და მის წყა­ლო­ბით, წი­ნას­წარ იცის, თუ რა მოხ­დე­ბა მო­მა­ვალ­ში სო­ფელ­ში, მას­ზე რას არ ჰყვე­ბი­ან?! ყვე­ლა­ზე ხში­რად, რამ­დე­ნი­მე თვის წინ მომ­ხდარ ამ­ბავს იხ­სე­ნე­ბენ: მის ეზო­ში მსხდა­რი ახალ­გაზ­რდე­ბი ჩვენს რეს­პონ­დენტს სამ­ჯერ გა­უფრ­თხი­ლე­ბია - უბე­დუ­რე­ბა უნდა დატ­რი­ალ­დე­სო, - და მარ­თლაც, გაფრ­თხი­ლე­ბი­დან ორი­ო­დე სა­ა­თის შემ­დეგ, სახ­ლს ძლი­ე­რი ხან­ძა­რი გას­ჩე­ნია... იმა­საც ამ­ბო­ბენ, ეკ­ლე­სი­ის კარ­თან ლოც­ვით რომ და­ემ­ხო­ბა, ისე მძიმ­დე­ბა, რომ ათი კა­ციც ვერ წა­მო­ა­ყე­ნებ­სო... ფაქ­ტია ისიც, რომ მის მიერ ნათ­ქვა­მი ბევ­რი რამ ახ­დე­ნი­ლა, მისი ლოც­ვა-კურ­თხე­ვით კი უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბუ­ლა.

- წარ­მო­შო­ბით ზნა­უ­რი­დან გახ­ლა­ვართ. თორ­მე­ტი წლი­სა რომ გავ­ხდი, ჩემ­მა ძმამ, რო­მე­ლიც გომ­ში ცხოვ­რობ­და, თა­ვის­თან წა­მიყ­ვა­ნა და 18 წლის ასაკ­ში ჩვენს მე­ზო­ბელს გავ­ყე­ვი ცო­ლად. სახ­ლი არ გვქონ­და, ჩემ­მა ქმარ­მა კი იმ ად­გი­ლი­დან, სა­დაც ახლა წმინ­და ღვთის­მშობ­ლის ტა­ძა­რია, ქვე­ბი წა­მო­ი­ღო - იქ ძა­ლი­ან ბევ­რი ეყა­რა ისე, რომ არა­ვინ იცო­და რისი ან ვისი იყო. სწო­რედ ამ ქვე­ბით ავა­შე­ნეთ სახ­ლი და და­ვი­წყეთ შიგ ცხოვ­რე­ბა, ოთხი შვი­ლი გა­ვა­ჩი­ნე – სამი ქალი და ერთი ვაჟი. ბავ­შვე­ბი და­ბა­დე­ბი­დან ავად­მყო­ფობ­დნენ და ერთ დღე­საც, ოთხი­ვე გა­ურ­კვე­ვე­ლი სე­ნის­გან გარ­და­მეც­ვა­ლა. ერთ კვი­რა­ში მი­ვა­ბა­რე ჩემი შვი­ლე­ბი მი­წას და გამ­წა­რე­ბულ­მა გან­ვაგ­რძე ცხოვ­რე­ბა... ორ წე­ლი­წად­ში, ქალ-ვაჟი შე­მე­ძი­ნა, ცოტა რომ წა­მო­ი­ზარ­დნენ, მა­თაც, გარ­დაც­ვლი­ლე­ბის მსგავ­სად, და­ი­წყეს ავად­მყო­ფო­ბა. მივ­ხვდი, ისი­ნიც მე­ღუ­პე­ბოდ­ნენ და ღვთის­მშობ­ლო­ბა დღეს, ოც­და­ერთ სექ­ტემ­ბერს, მამ­ლით ხელ­ში სახ­ლი­დან იმ ად­გი­ლამ­დე, სა­ი­და­ნაც ქვე­ბი წა­მო­ი­ღო ჩემ­მა ქმარ­მა, ჩქო­ვით ჩა­ვე­დი, მაგ­რამ რომ მი­ვუ­ახ­ლოვ­დი აღ­ნიშ­ნულ ად­გილს, სა­ში­ნე­ლი მთქნა­რე­ბა ამი­ტყდა, სული შე­მე­ხუ­თა და წინ ნა­ბი­ჯიც ვე­ღარ გა­დავ­დგი. რა­ღას ვი­ზამ­დი?! - უკან გა­მოვ­ბრუნ­დი, სა­ღა­მოს კი, ისევ წა­ვე­დი და როცა იმ ად­გი­ლამ­დე მი­ვე­დი, უეც­რად თვალთ და­მიბ­ნელ­და და ჩა­მეს­მა თვით წმინ­და ღვთის­მშობ­ლის ხმა, რო­მე­ლიც ჩემი ოჯა­ხის უბე­დუ­რე­ბა­ში ჩემს ქმარს ადა­ნა­შა­უ­ლებ­და, - რად­გან მისი სამ­ფლო­ბე­ლო­დან წა­მო­ი­ღო ქვე­ბი - და სას­წრა­ფოდ მათ უკან დაბ­რუ­ნე­ბას მო­ი­თხოვ­და... მარ­თლაც, ორი­ო­დე დღე­ში დავ­შა­ლეთ სახ­ლი და ქვე­ბი პირ­ვან­დელ ად­გი­ლას და­ვაბ­რუ­ნეთ. ბავ­შვე­ბი გა­მო­ჯან­მრთელ­დნენ. ამ ამ­ბი­დან ერთი-ორი კვი­რის შემ­დგე, კვლავ ჩა­მეს­მა ის ხმა, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად მთხოვ­და - სახ­ლი ამი­შე­ნეო. და­ვი­ა­რე სო­ფე­ლი, ავაგ­რო­ვე ფული და ხალ­ხის დახ­მა­რე­ბით, ავა­შე­ნეთ ტა­ძა­რი, რომ­ლის მომ­ვლე­ლად წმინ­და ღვთის­მშო­ბელ­მა მე და­მა­ყე­ნა და იმ დღი­დან მისი მო­ცი­ქუ­ლი გავ­ხდი. მო­ვაგ­რო­ვე ხა­ტე­ბი, ზოგი ხალ­ხმა გად­მომ­ცა, ზო­გიც ვი­ყი­დე, შე­ვი­ტა­ნე ტა­ძარ­ში და არ გა­ვი­დო­და დღე, ხუთი-ექ­ვსი სა­ა­თი რომ არ გა­მე­ტა­რე­ბი­ნა შიგ.

- თქვენ­ზე ამ­ბო­ბენ, წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბა შე­უძ­ლი­აო...

- მარ­თლა შე­მიძ­ლია. თუმ­ცა, ის, რა­საც მე ვამ­ბობ, მხო­ლოდ პა­სუ­ხია - ამ პა­სუხს წმინ­და­ნე­ბი შთა­მა­გო­ნე­ბენ, რომ­ლე­ბიც ძა­ლი­ან ხში­რად მე­ცხა­დე­ბი­ან, მაგ­რამ მათ სა­ხეს ვერ ვხე­დავ და არც არა­სო­დეს და­მი­ნა­ხავს; მხო­ლოდ ხმა მეს­მის მათი, თა­ნაც, სხვა­დას­ხვა წმინ­და­ნი მე­ცხა­დე­ბა ხოლ­მე – ხან ჯვრის, ხან გე­რის, წმინ­და ბარ­ბა­რეს, ატო­ცის, და­ნა­კოშ­კა­რის, ნათ­ლის­მცემ­ლის, სვე­ტი­ცხოვ­ლის და ა.შ. უფრო ხში­რად, გერი მე­ცხა­დე­ბა ხოლ­მე. მან­ვე მას­წავ­ლა ლოც­ვა და დღემ­დე მეხ­მა­რე­ბა იმა­ში, რომ გა­ვა­თა­ვი­სუფ­ლო ხალ­ხი ში­შის, ავი თვა­ლი­სა თუ ავი ან­გე­ლო­ზი­სა­გან.

- რო­დის შე­ვუ­ლო­ცეთ პირ­ვე­ლად და შე­ლოც­ვის გარ­და, რა­ი­მე სხვა ხერ­ხს თუ მი­მარ­თავთ?

- წმინ­და ღვთის­მშობ­ლის გა­მო­ცხა­დე­ბის შემ­დგე, გე­რის წმინ­და გი­ორ­გი გა­მო­მე­ცხა­და და მი­თხრა, რომ იმ ლოც­ვით უნდა მეხ­სნა ხალ­ხი, რო­მე­ლიც მან სამ­ჯერ გა­მი­მე­ო­რა და უკვე ვი­ცო­დი. პირ­ვე­ლად ჩემს მე­ზო­ბელს შე­ვუ­ლო­ცე; იგი ჩხუბს შეს­წრე­ბია და ძა­ლი­ან შე­ში­ნე­ბუ­ლი იყო, მაგ­რამ როცა შე­ვუ­ლო­ცე, სა­მუ­და­მოდ გა­თა­ვი­სუფ­ლდა ში­ში­სა­გან. შე­ლოც­ვი­სას სა­ჭი­როა უბა­რი წყა­ლი და ნახ­ში­რი; შე­სა­ლო­ცად მო­სულს მო­აქვს უხ­მა­რი მა­ი­სუ­რი, რო­მელ­ზეც შე­ვუ­ლო­ცავ და სამი დღე-ღამე უნდა ატა­როს, სვას დი­ლით უზ­მო­ზე უბა­რი წყა­ლი. თუ რა მი­ზე­ზით იტან­ჯე­ბა ჩემ­თან მო­სუ­ლი ადა­მი­ა­ნი, ამას მე ერთ-ერთი წმინ­და­ნი მე­უბ­ნე­ბა, რო­მე­ლიც შე­ლოც­ვის დროს ჩემ­თან არის. მე­უბ­ნე­ბა ასე­ვე, რომ თუ სა­ლო­ცა­ვის გა­ნა­წყე­ნე­ბის მი­ზე­ზით არის ადა­მი­ა­ნი ცუ­დად, მან უნდა ჩა­იყ­ვა­ნოს იმ სა­ლო­ცავ­ში შე­სა­წი­რი, ჩა­ი­ტა­ნოს თა­ვი­სი სიგ­რძის სან­თე­ლი და სთხო­ვოს პა­ტი­ე­ბა. მა­შინ კი რო­დე­საც სახ­ლში ჩა­სახ­ლე­ბუ­ლი ავი ან­გე­ლო­ზე­ბის გამო მო­დის ჩემ­თან, ფუ­ძის კე­თილ ან­გე­ლო­ზებს ვთხოვ, მო­იბ­რუ­ნონ გული ამ ოჯახ­ზე და გან­დევ­ნონ ავი სუ­ლე­ბი. შემ­დეგ სახ­ლის კუ­თხე­ე­ბი აუ­ცი­ლებ­ლად უნდა და­ი­ნა­მოს ნა­კურ­თხი წყლით. და­ინ­თოს სან­თე­ლი და წა­ი­კი­თხოს ლოც­ვე­ბი.

- ბევ­რი ადა­მი­ა­ნი თუ გა­კი­თხავ­დათ და ახ­ლაც თუ მო­დი­ან და­ა­ვა­დე­ბუ­ლე­ბი?

- ადრე, სა­ხე­ლი რომ გა­მი­ვარ­და, უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი მა­კი­თხავ­და, უზარ­მა­ზა­რი რი­გე­ბი მედ­გა. მა­კი­თხავ­დნენ სა­ქარ­თვე­ლოს თით­ქმის ყვე­ლა კუ­თხი­დან. დღე­საც მო­დი­ან, მაგ­რამ ისე ხში­რად აღარ. ზოგი ფიქ­რობს, შემ­ლო­ცა­ვი რომ ვარ, ეს მკრე­ხე­ლო­ბაა. მე არ ვა­კე­თებ სა­ზი­ა­ნო საქ­მეს მე ხომ ღვთის ნე­ბის აღმსრუ­ლე­ბე­ლი ვარ.

- თქვე­ნი ლოც­ვა ყო­ველ­თვის და­დე­ბი­თი შე­დე­გით მთავ­რდე­ბო­და?

- დიახ. თუმ­ცა, ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვა, როცა ზო­გი­ერ­თი ადა­მი­ა­ნის მორ­ჩე­ნა გამ­ჭირ­ვე­ბია და ბევ­რჯერ და­მი­ბა­რე­ბია, მაგ­რამ სა­ბო­ლო­ოდ, ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად დამ­თავ­რე­ბუ­ლა იმ წმინ­და­ნე­ბის დახ­მა­რე­ბით, რომ­ლე­ბიც მე მა­მოქ­მე­დე­ბენ.

- წი­ნას­წარ თუ გრძნობთ მათ გა­მო­ჩე­ნას?

- როდი მო­მა­კი­თხა­ვენ, არა­სო­დეს ვიცი; მო­დი­ან მა­შინ, როცა თვი­თონ ჩათ­ვლი­ან ამას სა­ჭი­როდ. ერთხელ მთე­ლი წე­ლი­წა­დი არ გა­მო­ჩე­ნი­ლან, ვი­ფიქ­რე - ალ­ბათ რა­ი­მე ვა­წყე­ნი­ნე-მეთ­ქი და ლოც­ვა­ში ვა­თენ-ვა­ღა­მებ­დი ტა­ძარ­ში. როცა მო­მევ­ლინ­ნენ და ვკი­თხე – რად და­იგ­ვი­ა­ნეთ-მეთ­ქი? - ჩვენ, ჩვე­ნი დრო გვაქ­ვსო, - მი­პა­სუ­ხეს. ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვა, ორი-სამი თვით არ გა­მო­ჩე­ნი­ლან, ზოგ­ჯერ კი - ყო­ველ­დღე მე­ცხა­დე­ბი­ან. ერთხელ, ზუს­ტად აღარ მახ­სოვს, რო­მელ წელს, ღა­მით ვნა­ხე სიზ­მა­რი: კაცი მო­ვი­და ჩემთნა და მი­თხრა – გა­რეთ გა­მომ­ყე­ვიო, რომ გა­ვე­დი, - ერთხელ მე და­ვიყ­ვი­რებ, სამ­ჯერ შენო, - მი­თხრა; როცა და­ვიყ­ვი­რე და გავ­ჩუმ­დი, შე­მომ­ხე­და და სამ­ჯრე ხმა­მაღ­ლა გა­ი­მე­ო­რა: "ღვთის საღ­მრთო, ღვთის საღ­მრთო, ღვთის საღ­მრთო, მა­ის­ში, მა­ის­ში, მა­ის­ში", - და გაქ­რა. იგი თვით მა­მაღ­მერ­თი იყო, ეს კი იმას ნიშ­ნავ­და, რომ სო­ფელს უნდა აეგ­რო­ვე­ბი­ნა ერ­თი­ა­ნად ფქვი­ლი, ღვი­ნო, საკ­ლა­ვი და ტა­ძარ­თან მი­ერ­თმია მის­თვის მა­ის­ში. მხო­ლოდ ქა­ლებ­მა გა­ა­კე­თეს ეს, მან კი არ მი­ი­ღო, გან­რის­ხდა და თქვა: მე ჯერ კაცი შევ­ქმე­ნი და სად არი­ან ისი­ნიო?.. ამას დღემ­დე ვი­მე­ო­რებ, ხალ­ხი კი ალ­ბათ სუ­ლე­ლად მთვლის...

- მა­შინ, როცა თქვენ ამ საქ­მი­ა­ნო­ბას ეწე­ო­დით, კო­მუ­ნის­ტუ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა არ გა­ვიწ­რო­ებ­დათ?

- მარ­თლაც, მა­შინ, როცა ეკ­ლე­სია იდევ­ნე­ბო­და, მე ხალ­ხში ღვთის მსა­ხუ­რე­ბას ვქა­და­გებ­დი, მაგ­რამ მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, არა­ნა­ი­რი ხე­ლის შეშ­ლა არ მიგ­რძნია. როცა ტაძ­რის აშე­ნე­ბა და­ვი­სა­ხე მიზ­ნად, ამის შე­სა­ხებ ჩვე­ნი სოფ­ლის იმ­ჟა­მინ­დელ თავ­მჯდო­მა­რეს ვუ­თხა­რი. ის დამ­თან­ხმდა და ყვე­ლა­ნა­ი­რად ხე­ლიც შე­მი­წყო. უკვე ოთხი შვი­ლის დედა ვი­ყა­ვი (მე­ო­რე ქმარ­თან კი­დევ ორი შვი­ლი შე­მე­ძი­ნა), ვა­ჟიშ­ვი­ლის ოჯახ­ში ვცხოვ­რობ­დი, რო­მელ­საც შე­ე­შინ­და და მთხო­ვა, ხელი ამე­ღო ჩემს საქ­მი­ა­ნო­ბა­ზე. არც იმ­ჟა­მად უკვე აგე­ბულ ტა­ძარ­ში მევ­ლო და არც მე­ლო­ცა... გა­ვუ­ნა­წყენ­დი და ხმას აღარ ვცემ­დი კარ­გა ხნის მან­ძილ­ზე. შემ­დეგ ჩემ­მა ვაჟ­მა ავად­მყო­ფო­ბა და­ი­წყო. რო­დე­საც სენი ძლი­ერ მო­ე­რია, და­ემ­ხო ხა­ტე­ბის წინ, პა­ტი­ე­ბა სთხო­ვა და დაჰ­პირ­და, რომ ხელს აღა­რა­სო­დეს შე­მიშ­ლი­და, რაც პირ­ნათ­ლად შე­ას­რუ­ლა და გა­მო­ჯან­მრთელ­და კი­დეც. სულ ეს იყო და ეს - სხვა, ჩემი საქ­მი­ა­ნო­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო არა­ფე­რი გა­დამ­ხდე­ნია; ხალ­ხიც ჩუ­მად მომ­ყვე­ბო­და.

- თქვენ­თან მო­სარ­ჩე­ნად მო­სუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის გარ­და კი­დევ რაზე სა­უბ­რობთ ხოლ­მე წმინ­და­ნებ­თან?

- ვსა­უბ­რობთ ძი­რი­თა­დად მსოფ­ლი­ოს ამ­ბე­ბის შე­სა­ხებ; ისი­ნი მო­მა­ვალ­ზე მე­სა­უბ­რე­ბი­ან და რაც უთ­ქვამთ, ყვე­ლა­ფე­რი ნელ-ნელა სრულ­დე­ბა. ისი­ნი ზო­გა­დად ამ­ბობ­დნენ: ძმა - ძმას არ და­ინ­დობს და ქვე­ყა­ნა – ქვე­ყა­ნა­სო, კა­ცობ­რი­ო­ბა მი­აღ­წევს პროგ­რესს, რო­მე­ლიც სა­ზი­ა­ნოდ და­უბ­რუნ­დე­ბაო. აბა და­უკ­ვირ­დით, თუ ასე არ ხდე­ბა.

- თუ ახდა წარ­სულ­ში მათი წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბა­ნი და რას ამ­ბო­ბენ მო­მა­ვალ­ზე?

- ერთი წლის წინ მი­თხრეს: ერთ დიდ სა­ხელ­მწი­ფო­ში უამ­რა­ვი ხალ­ხი და­ი­ღუ­პე­ბა ადა­მი­ა­ნის მი­ზე­ზი­თო, რას­ცა ომი მოჰ­ყვე­ბა, კარ­გა ხანს და­უს­რუ­ლე­ბე­ლი ომი, რო­მელ­საც კვლავ ბევ­რი სი­ცო­ცხლე შე­ე­წი­რე­ბაო... აბა, გა­იხ­სე­ნეთ, გა­სუ­ლი წლის 11 სექ­ტემ­ბე­რი... ჩვენს ქვე­ყა­ნა­ზე მი­თხრეს, სტი­ქი­უ­რი უბე­დუ­რე­ბა მოხ­დე­ბა. კი­დევ მი­თხრეს, - სექ­ტე­ბი მომ­რავ­ლდე­ბა, რაც ხალ­ხის რე­ლი­გი­ურ ცნო­ბი­ე­რე­ბას და­ე­მუქ­რე­ბა, თუმ­ცა, თვი­თონ ხალ­ხი­ვე გა­უს­წორ­დე­ბა მათო. ისიც მი­თხრეს, მთავ­რო­ბა ნელ-ნელა და­იშ­ლე­ბა ში­ნა­აშ­ლი­ლო­ბის გამო... სა­მო­მავ­ლოდ კი, რაც ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, - ისი­ნი ამ­ბო­ბენ, რომ მსოფ­ლი­ო­ში მხო­ლოდ ერთი სა­ხელ­მწი­ფო დარ­ჩე­ბა, რო­მელ­საც ყვე­ლა ქვე­ყა­ნა შე­უ­ერ­თდე­ბა და იგი გა­ნა­გებს ყვე­ლას – ეს იქ­ნე­ბა ძლი­ე­რი და უზარ­მა­ზა­რი სა­ხელ­მწი­ფო, რომ­ლის მეშ­ვე­ო­ბი­თაც მსოფ­ლი­ო­ში მშვი­დი, ბედ­ნი­ე­რი ცხოვ­რე­ბა დამ­ყარ­დე­ბაო...

- რად­გან სექ­ტებს შე­ე­ხეთ, გვი­თხა­რით, რას გე­უბ­ნე­ბი­ან რე­ლი­გი­ურ დაჯ­გუ­ფე­ბებ­ზე?

- ეკ­ლე­სი­ი­სა და სან­თლის უარ­ყო­ფა და­უშ­ვე­ბე­ლია. და­უშ­ვე­ბე­ლია ლოც­ვის გა­რე­შე ქრის­ტი­ა­ნი ადა­მი­ა­ნი; სხვაგ­ვა­რად, ხმას ვერ მი­აწ­ვდენ უფალს და თუ მისი მფარ­ვე­ლო­ბა არ გექ­ნე­ბა, მა­შინ გან­წი­რუ­ლი ხარ. ისი­ნი სექ­ტებ­ზე სა­შინ­ლად რის­ხდე­ბი­ან, გან­სა­კუთ­რე­ბით ასე მომ­რავ­ლე­ბულ იე­ღო­ვე­ლებ­ზე და მე, სას­ტი­კად მიკ­რძა­ლა­ვენ მათ­თან სი­ახ­ლო­ვეს. ამ­ბო­ბენ - აგ­რე­სი­ის გა­რე­შე, მშვი­დად უნდა მოგ­ვარ­დეს ჭეშ­მა­რი­ტი რე­ლი­გი­ის დამ­ყა­რე­ბაო. თუ სა­ჭი­რო გახ­დე­ბა და არის კი­დეც, დავჯგუფ­დეთ მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ხალ­ხი, შე­მო­ვი­ა­როთ ქვე­ყა­ნა და გა­ვავ­რცე­ლოთ ქრის­ტი­ა­ნუ­ლი რე­ლი­გია ისე, რო­გორც ეს ერთხელ წმინ­და ნი­ნომ გა­ა­კე­თა. ვა­ჯო­ბოთ სექ­ტან­ტებს სიმ­რავ­ლით და მა­შინ ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა, თუ შინ აუ­ღელ­ვებ­ლად ვის­ხდე­ბით, ისი­ნი დაგ­ვძლე­ვენ და ღმერ­თმა ნუ ქნას მათი გა­მარ­ჯვე­ბა... ვაი, რომ და­ვუძ­ლურ­დი და აღა­რა­ფე­რი შე­მიძ­ლია, თო­რემ უწინ­დე­ლი­ვით ვი­ქა­და­გებ­დი ხალ­ხში ღვთის მსა­ხუ­რე­ბას.

- რო­გორ უნდა იქ­ცე­ო­დეს ჭეშ­მა­რი­ტი ქრის­ტი­ა­ნი, რას მო­ი­თხო­ვენ ისი­ნი?

- ლოც­ვი­სას არ შე­იძ­ლე­ბა ვახ­სე­ნოთ სი­ტყვე­ბი: "შენი ჭი­რი­მე, უფა­ლო, უფა­ლო, გე­ნაც­ვა­ლე"; უნდა ვა­დი­დოთ იგი და ლოც­ვა და­ვი­წყოთ ასე: "დი­დე­ბა უფალს"... უნდა ვი­ა­როთ ეკ­ლე­სი­ა­ში, და­ვან­თოთ სან­თე­ლი და გულ­წრფე­ლად მო­ვი­ნა­ნი­ოთ ყო­ველ­გვა­რი ცოდ­ვა.

- პი­რა­დად თქვენ­თვის, თუ გა­უ­წე­ვი­ათ წმინ­და­ნებს დახ­მა­რე­ბა?

- ოთხი შვი­ლი და უამ­რა­ვი შვი­ლიშ­ვი­ლი მყავს, მათი დახ­მა­რე­ბი­თა და მფარ­ვე­ლო­ბით ყვე­ლა­ნი კარ­გად მყვა­ნან - ამა­ზე მეტი რა უნდა მინ­დო­დეს?! რომ არა უფა­ლი ჩვე­ნი, ალ­ბათ ჩემი ძვა­ლიც აღარ იქ­ნე­ბო­და, რად­გან გუ­ლით ავად­მყო­ფი ვარ და ისი­ნი მა­ცო­ცხლე­ბენ. არა­სო­დეს, არც ექი­მის­თვის მი­მი­მარ­თავს და რაც წა­მა­ლი მი­მი­ღია. 87 წელი კი ვი­ცო­ცხლე.

- ახლა თუ აგ­რძე­ლებთ თქვენს საქ­მი­ა­ნო­ბას?

- ახლა მოვ­ხუც­დი და სი­ა­რუ­ლი მი­ჭირს, ვინც შე­სა­ლო­ცად მო­დის, ვღე­ბუ­ლობ, მაგ­რამ ტა­ძარ­ში ხში­რად ვე­ღარ დავ­დი­ვარ. რამ­დე­ნი­მე თვეა ხა­შუ­რი­დან მღვდე­ლი და­დის და წირ­ვებს ატა­რებს. მე მხო­ლოდ მა­შინ დავ­დი­ვარ ტა­ძარ­ში, როცა სა­დღე­სას­წა­უ­ლო დღე­ე­ბია, მაგ­რამ სახ­ლში მა­ინც ვას­რუ­ლებ წმინ­და წე­სებს - მაქვს სპე­ცი­ა­ლუ­რი კუ­თხე, სა­დაც ყვე­ლა წმინ­და­ნის ხატი ას­ვე­ნია და ყო­ველ დილა-სა­ღა­მოს, სან­თე­ლან­თე­ბუ­ლი ვლო­ცუ­ლობ, რო­გორც ჩემი ოჯა­ხის­თვის, ისე ჩემი ქვეყ­ნი­სა და სა­ერ­თოდ, კა­ცობ­რი­ო­ბი­სათ­ვის.

დი­ა­ნა ჭან­კო­ტა­ზე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

#19 9.05.2002

ქართველი მოხუცი, რომელიც აცხადებდა, რომ მამაღმერთი ეცხადებოდა - "წმინდანები მომავალზე მესაუბრებიან"

ქართველი მოხუცი, რომელიც აცხადებდა, რომ მამაღმერთი ეცხადებოდა - "წმინდანები მომავალზე მესაუბრებიან"

Ambebi.ge გთავაზობთ საინტერესო მასალებს "პალიტრა მედიის" სხვადასხვა ბეჭდური გამოცემების არქივებიდან. ამჯერად წარმოგიდგენთ ჟურნალ "გზის" 2002 წლის პუბლიკაციას, რომელიც იმ პერიოდის გამორჩეულ მოხუც ქალბატონზე მოგვითხრობს, რომელიც ამბობდა, რომ მამაღმერთი ეცხადებოდა.

***

გადმოცემის მიხედვით, ერთ-ერთი ბრძოლიდან მობრუნებულ, გამარჯვებულ თამარ მეფეს თავისი ამალით ხაშურთან ახლოს მდებარე მუხებით დაფარულ ადგილას დაუსვენია დაღლილს. მას შემდეგ იმ ადგილს, დაღალულა უწოდა ხალხმა. დღეს, ამ ალაგს წმინდა ღვთისმშობლის ტაძარი ამშვენებს, რომლის აგებაში 87 წლის ცინე გაგიშვილს მიუძღვის დიდი წვლილი. სოფელ გომში მცხოვრები ეს ქალბატონი, ღვთის მოციქულს უწოდებს თავს და ხმამაღლა აცხადებს, რომ უკვე 67 წელია, რაც თვით მამაღმერთი ეცხადება ხოლმე და მის წყალობით, წინასწარ იცის, თუ რა მოხდება მომავალში სოფელში, მასზე რას არ ჰყვებიან?! ყველაზე ხშირად, რამდენიმე თვის წინ მომხდარ ამბავს იხსენებენ: მის ეზოში მსხდარი ახალგაზრდები ჩვენს რესპონდენტს სამჯერ გაუფრთხილებია - უბედურება უნდა დატრიალდესო, - და მართლაც, გაფრთხილებიდან ორიოდე საათის შემდეგ, სახლს ძლიერი ხანძარი გასჩენია... იმასაც ამბობენ, ეკლესიის კართან ლოცვით რომ დაემხობა, ისე მძიმდება, რომ ათი კაციც ვერ წამოაყენებსო... ფაქტია ისიც, რომ მის მიერ ნათქვამი ბევრი რამ ახდენილა, მისი ლოცვა-კურთხევით კი უამრავი ადამიანი გამოჯანმრთელებულა.

- წარმოშობით ზნაურიდან გახლავართ. თორმეტი წლისა რომ გავხდი, ჩემმა ძმამ, რომელიც გომში ცხოვრობდა, თავისთან წამიყვანა და 18 წლის ასაკში ჩვენს მეზობელს გავყევი ცოლად. სახლი არ გვქონდა, ჩემმა ქმარმა კი იმ ადგილიდან, სადაც ახლა წმინდა ღვთისმშობლის ტაძარია, ქვები წამოიღო - იქ ძალიან ბევრი ეყარა ისე, რომ არავინ იცოდა რისი ან ვისი იყო. სწორედ ამ ქვებით ავაშენეთ სახლი და დავიწყეთ შიგ ცხოვრება, ოთხი შვილი გავაჩინე – სამი ქალი და ერთი ვაჟი. ბავშვები დაბადებიდან ავადმყოფობდნენ და ერთ დღესაც, ოთხივე გაურკვეველი სენისგან გარდამეცვალა. ერთ კვირაში მივაბარე ჩემი შვილები მიწას და გამწარებულმა განვაგრძე ცხოვრება... ორ წელიწადში, ქალ-ვაჟი შემეძინა, ცოტა რომ წამოიზარდნენ, მათაც, გარდაცვლილების მსგავსად, დაიწყეს ავადმყოფობა. მივხვდი, ისინიც მეღუპებოდნენ და ღვთისმშობლობა დღეს, ოცდაერთ სექტემბერს, მამლით ხელში სახლიდან იმ ადგილამდე, საიდანაც ქვები წამოიღო ჩემმა ქმარმა, ჩქოვით ჩავედი, მაგრამ რომ მივუახლოვდი აღნიშნულ ადგილს, საშინელი მთქნარება ამიტყდა, სული შემეხუთა და წინ ნაბიჯიც ვეღარ გადავდგი. რაღას ვიზამდი?! - უკან გამოვბრუნდი, საღამოს კი, ისევ წავედი და როცა იმ ადგილამდე მივედი, უეცრად თვალთ დამიბნელდა და ჩამესმა თვით წმინდა ღვთისმშობლის ხმა, რომელიც ჩემი ოჯახის უბედურებაში ჩემს ქმარს ადანაშაულებდა, - რადგან მისი სამფლობელოდან წამოიღო ქვები - და სასწრაფოდ მათ უკან დაბრუნებას მოითხოვდა... მართლაც, ორიოდე დღეში დავშალეთ სახლი და ქვები პირვანდელ ადგილას დავაბრუნეთ. ბავშვები გამოჯანმრთელდნენ. ამ ამბიდან ერთი-ორი კვირის შემდგე, კვლავ ჩამესმა ის ხმა, რომელიც ამჟამად მთხოვდა - სახლი ამიშენეო. დავიარე სოფელი, ავაგროვე ფული და ხალხის დახმარებით, ავაშენეთ ტაძარი, რომლის მომვლელად წმინდა ღვთისმშობელმა მე დამაყენა და იმ დღიდან მისი მოციქული გავხდი. მოვაგროვე ხატები, ზოგი ხალხმა გადმომცა, ზოგიც ვიყიდე, შევიტანე ტაძარში და არ გავიდოდა დღე, ხუთი-ექვსი საათი რომ არ გამეტარებინა შიგ.

- თქვენზე ამბობენ, წინასწარმეტყველება შეუძლიაო...

- მართლა შემიძლია. თუმცა, ის, რასაც მე ვამბობ, მხოლოდ პასუხია - ამ პასუხს წმინდანები შთამაგონებენ, რომლებიც ძალიან ხშირად მეცხადებიან, მაგრამ მათ სახეს ვერ ვხედავ და არც არასოდეს დამინახავს; მხოლოდ ხმა მესმის მათი, თანაც, სხვადასხვა წმინდანი მეცხადება ხოლმე – ხან ჯვრის, ხან გერის, წმინდა ბარბარეს, ატოცის, დანაკოშკარის, ნათლისმცემლის, სვეტიცხოვლის და ა.შ. უფრო ხშირად, გერი მეცხადება ხოლმე. მანვე მასწავლა ლოცვა და დღემდე მეხმარება იმაში, რომ გავათავისუფლო ხალხი შიშის, ავი თვალისა თუ ავი ანგელოზისაგან.

- როდის შევულოცეთ პირველად და შელოცვის გარდა, რაიმე სხვა ხერხს თუ მიმართავთ?

- წმინდა ღვთისმშობლის გამოცხადების შემდგე, გერის წმინდა გიორგი გამომეცხადა და მითხრა, რომ იმ ლოცვით უნდა მეხსნა ხალხი, რომელიც მან სამჯერ გამიმეორა და უკვე ვიცოდი. პირველად ჩემს მეზობელს შევულოცე; იგი ჩხუბს შესწრებია და ძალიან შეშინებული იყო, მაგრამ როცა შევულოცე, სამუდამოდ გათავისუფლდა შიშისაგან. შელოცვისას საჭიროა უბარი წყალი და ნახშირი; შესალოცად მოსულს მოაქვს უხმარი მაისური, რომელზეც შევულოცავ და სამი დღე-ღამე უნდა ატაროს, სვას დილით უზმოზე უბარი წყალი. თუ რა მიზეზით იტანჯება ჩემთან მოსული ადამიანი, ამას მე ერთ-ერთი წმინდანი მეუბნება, რომელიც შელოცვის დროს ჩემთან არის. მეუბნება ასევე, რომ თუ სალოცავის განაწყენების მიზეზით არის ადამიანი ცუდად, მან უნდა ჩაიყვანოს იმ სალოცავში შესაწირი, ჩაიტანოს თავისი სიგრძის სანთელი და სთხოვოს პატიება. მაშინ კი როდესაც სახლში ჩასახლებული ავი ანგელოზების გამო მოდის ჩემთან, ფუძის კეთილ ანგელოზებს ვთხოვ, მოიბრუნონ გული ამ ოჯახზე და განდევნონ ავი სულები. შემდეგ სახლის კუთხეები აუცილებლად უნდა დაინამოს ნაკურთხი წყლით. დაინთოს სანთელი და წაიკითხოს ლოცვები.

- ბევრი ადამიანი თუ გაკითხავდათ და ახლაც თუ მოდიან დაავადებულები?

- ადრე, სახელი რომ გამივარდა, უამრავი ადამიანი მაკითხავდა, უზარმაზარი რიგები მედგა. მაკითხავდნენ საქართველოს თითქმის ყველა კუთხიდან. დღესაც მოდიან, მაგრამ ისე ხშირად აღარ. ზოგი ფიქრობს, შემლოცავი რომ ვარ, ეს მკრეხელობაა. მე არ ვაკეთებ საზიანო საქმეს მე ხომ ღვთის ნების აღმსრულებელი ვარ.

- თქვენი ლოცვა ყოველთვის დადებითი შედეგით მთავრდებოდა?

- დიახ. თუმცა, ყოფილა შემთხვევა, როცა ზოგიერთი ადამიანის მორჩენა გამჭირვებია და ბევრჯერ დამიბარებია, მაგრამ საბოლოოდ, ყველაფერი კარგად დამთავრებულა იმ წმინდანების დახმარებით, რომლებიც მე მამოქმედებენ.

- წინასწარ თუ გრძნობთ მათ გამოჩენას?

- როდი მომაკითხავენ, არასოდეს ვიცი; მოდიან მაშინ, როცა თვითონ ჩათვლიან ამას საჭიროდ. ერთხელ მთელი წელიწადი არ გამოჩენილან, ვიფიქრე - ალბათ რაიმე ვაწყენინე-მეთქი და ლოცვაში ვათენ-ვაღამებდი ტაძარში. როცა მომევლინნენ და ვკითხე – რად დაიგვიანეთ-მეთქი? - ჩვენ, ჩვენი დრო გვაქვსო, - მიპასუხეს. ყოფილა შემთხვევა, ორი-სამი თვით არ გამოჩენილან, ზოგჯერ კი - ყოველდღე მეცხადებიან. ერთხელ, ზუსტად აღარ მახსოვს, რომელ წელს, ღამით ვნახე სიზმარი: კაცი მოვიდა ჩემთნა და მითხრა – გარეთ გამომყევიო, რომ გავედი, - ერთხელ მე დავიყვირებ, სამჯერ შენო, - მითხრა; როცა დავიყვირე და გავჩუმდი, შემომხედა და სამჯრე ხმამაღლა გაიმეორა: "ღვთის საღმრთო, ღვთის საღმრთო, ღვთის საღმრთო, მაისში, მაისში, მაისში", - და გაქრა. იგი თვით მამაღმერთი იყო, ეს კი იმას ნიშნავდა, რომ სოფელს უნდა აეგროვებინა ერთიანად ფქვილი, ღვინო, საკლავი და ტაძართან მიერთმია მისთვის მაისში. მხოლოდ ქალებმა გააკეთეს ეს, მან კი არ მიიღო, განრისხდა და თქვა: მე ჯერ კაცი შევქმენი და სად არიან ისინიო?.. ამას დღემდე ვიმეორებ, ხალხი კი ალბათ სულელად მთვლის...

- მაშინ, როცა თქვენ ამ საქმიანობას ეწეოდით, კომუნისტური ხელისუფლება არ გავიწროებდათ?

- მართლაც, მაშინ, როცა ეკლესია იდევნებოდა, მე ხალხში ღვთის მსახურებას ვქადაგებდი, მაგრამ მიუხედავად ამისა, არანაირი ხელის შეშლა არ მიგრძნია. როცა ტაძრის აშენება დავისახე მიზნად, ამის შესახებ ჩვენი სოფლის იმჟამინდელ თავმჯდომარეს ვუთხარი. ის დამთანხმდა და ყველანაირად ხელიც შემიწყო. უკვე ოთხი შვილის დედა ვიყავი (მეორე ქმართან კიდევ ორი შვილი შემეძინა), ვაჟიშვილის ოჯახში ვცხოვრობდი, რომელსაც შეეშინდა და მთხოვა, ხელი ამეღო ჩემს საქმიანობაზე. არც იმჟამად უკვე აგებულ ტაძარში მევლო და არც მელოცა... გავუნაწყენდი და ხმას აღარ ვცემდი კარგა ხნის მანძილზე. შემდეგ ჩემმა ვაჟმა ავადმყოფობა დაიწყო. როდესაც სენი ძლიერ მოერია, დაემხო ხატების წინ, პატიება სთხოვა და დაჰპირდა, რომ ხელს აღარასოდეს შემიშლიდა, რაც პირნათლად შეასრულა და გამოჯანმრთელდა კიდეც. სულ ეს იყო და ეს - სხვა, ჩემი საქმიანობის საწინააღმდეგო არაფერი გადამხდენია; ხალხიც ჩუმად მომყვებოდა.

- თქვენთან მოსარჩენად მოსული ადამიანების გარდა კიდევ რაზე საუბრობთ ხოლმე წმინდანებთან?

- ვსაუბრობთ ძირითადად მსოფლიოს ამბების შესახებ; ისინი მომავალზე მესაუბრებიან და რაც უთქვამთ, ყველაფერი ნელ-ნელა სრულდება. ისინი ზოგადად ამბობდნენ: ძმა - ძმას არ დაინდობს და ქვეყანა – ქვეყანასო, კაცობრიობა მიაღწევს პროგრესს, რომელიც საზიანოდ დაუბრუნდებაო. აბა დაუკვირდით, თუ ასე არ ხდება.

- თუ ახდა წარსულში მათი წინასწარმეტყველებანი და რას ამბობენ მომავალზე?

- ერთი წლის წინ მითხრეს: ერთ დიდ სახელმწიფოში უამრავი ხალხი დაიღუპება ადამიანის მიზეზითო, რასცა ომი მოჰყვება, კარგა ხანს დაუსრულებელი ომი, რომელსაც კვლავ ბევრი სიცოცხლე შეეწირებაო... აბა, გაიხსენეთ, გასული წლის 11 სექტემბერი... ჩვენს ქვეყანაზე მითხრეს, სტიქიური უბედურება მოხდება. კიდევ მითხრეს, - სექტები მომრავლდება, რაც ხალხის რელიგიურ ცნობიერებას დაემუქრება, თუმცა, თვითონ ხალხივე გაუსწორდება მათო. ისიც მითხრეს, მთავრობა ნელ-ნელა დაიშლება შინააშლილობის გამო... სამომავლოდ კი, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, - ისინი ამბობენ, რომ მსოფლიოში მხოლოდ ერთი სახელმწიფო დარჩება, რომელსაც ყველა ქვეყანა შეუერთდება და იგი განაგებს ყველას – ეს იქნება ძლიერი და უზარმაზარი სახელმწიფო, რომლის მეშვეობითაც მსოფლიოში მშვიდი, ბედნიერი ცხოვრება დამყარდებაო...

- რადგან სექტებს შეეხეთ, გვითხარით, რას გეუბნებიან რელიგიურ დაჯგუფებებზე?

- ეკლესიისა და სანთლის უარყოფა დაუშვებელია. დაუშვებელია ლოცვის გარეშე ქრისტიანი ადამიანი; სხვაგვარად, ხმას ვერ მიაწვდენ უფალს და თუ მისი მფარველობა არ გექნება, მაშინ განწირული ხარ. ისინი სექტებზე საშინლად რისხდებიან, განსაკუთრებით ასე მომრავლებულ იეღოველებზე და მე, სასტიკად მიკრძალავენ მათთან სიახლოვეს. ამბობენ - აგრესიის გარეშე, მშვიდად უნდა მოგვარდეს ჭეშმარიტი რელიგიის დამყარებაო. თუ საჭირო გახდება და არის კიდეც, დავჯგუფდეთ მართლმადიდებელი ხალხი, შემოვიაროთ ქვეყანა და გავავრცელოთ ქრისტიანული რელიგია ისე, როგორც ეს ერთხელ წმინდა ნინომ გააკეთა. ვაჯობოთ სექტანტებს სიმრავლით და მაშინ ყველაფერი კარგად იქნება, თუ შინ აუღელვებლად ვისხდებით, ისინი დაგვძლევენ და ღმერთმა ნუ ქნას მათი გამარჯვება... ვაი, რომ დავუძლურდი და აღარაფერი შემიძლია, თორემ უწინდელივით ვიქადაგებდი ხალხში ღვთის მსახურებას.

- როგორ უნდა იქცეოდეს ჭეშმარიტი ქრისტიანი, რას მოითხოვენ ისინი?

- ლოცვისას არ შეიძლება ვახსენოთ სიტყვები: "შენი ჭირიმე, უფალო, უფალო, გენაცვალე"; უნდა ვადიდოთ იგი და ლოცვა დავიწყოთ ასე: "დიდება უფალს"... უნდა ვიაროთ ეკლესიაში, დავანთოთ სანთელი და გულწრფელად მოვინანიოთ ყოველგვარი ცოდვა.

- პირადად თქვენთვის, თუ გაუწევიათ წმინდანებს დახმარება?

- ოთხი შვილი და უამრავი შვილიშვილი მყავს, მათი დახმარებითა და მფარველობით ყველანი კარგად მყვანან - ამაზე მეტი რა უნდა მინდოდეს?! რომ არა უფალი ჩვენი, ალბათ ჩემი ძვალიც აღარ იქნებოდა, რადგან გულით ავადმყოფი ვარ და ისინი მაცოცხლებენ. არასოდეს, არც ექიმისთვის მიმიმართავს და რაც წამალი მიმიღია. 87 წელი კი ვიცოცხლე.

- ახლა თუ აგრძელებთ თქვენს საქმიანობას?

- ახლა მოვხუცდი და სიარული მიჭირს, ვინც შესალოცად მოდის, ვღებულობ, მაგრამ ტაძარში ხშირად ვეღარ დავდივარ. რამდენიმე თვეა ხაშურიდან მღვდელი დადის და წირვებს ატარებს. მე მხოლოდ მაშინ დავდივარ ტაძარში, როცა სადღესასწაულო დღეებია, მაგრამ სახლში მაინც ვასრულებ წმინდა წესებს - მაქვს სპეციალური კუთხე, სადაც ყველა წმინდანის ხატი ასვენია და ყოველ დილა-საღამოს, სანთელანთებული ვლოცულობ, როგორც ჩემი ოჯახისთვის, ისე ჩემი ქვეყნისა და საერთოდ, კაცობრიობისათვის.

დიანა ჭანკოტაზე

ჟურნალი "გზა"

#19 9.05.2002

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია