პოლიტიკა
საზოგადოება

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართველი ვარსკვლავები, რომლებსაც ბანკში ვალები აქვთ - რისი გაკეთება უწევთ ცნობილებს კრედიტების დასაფარად
ქართველი ვარსკვლავები, რომლებსაც ბანკში ვალები აქვთ - რისი გაკეთება უწევთ ცნობილებს კრედიტების დასაფარად

იშ­ვი­ა­თად ნა­ხავთ ადა­მი­ანს, ვი­საც ბან­კის ვალი არ აქვს, არც ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან გა­მო­ნაკ­ლი­სი, თუმ­ცა ამ თე­მა­ზე სა­ჯა­როდ სა­უ­ბარს ბევ­რი მათ­გა­ნი ერი­დე­ბა.

გი­ორ­გი ყიფ­ში­ძე

2 წლის წინ გი­ორ­გი ყიფ­ში­ძის ბან­კის ვალი და­ახ­ლო­ე­ბით 22 000 დო­ლარს შე­ად­გენ­და. იმის­თვის, რომ ბანკთან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი მო­ეგ­ვა­რე­ბი­ნა, თით­ქმის ყვე­ლა სა­მუ­შა­ოს ას­რუ­ლებ­და, დრო უქ­მად რომ არ და­ე­კარ­გა და ვალი გა­და­ე­ხა­და. მსა­ხი­ობ­მა ზა­ფხულ­ში ბარ­მე­ნა­დაც იმუ­შა­ვა. ყიფ­ში­ძეს ახ­ლაც აქვს ბან­კის ვალი, თუმ­ცა ეს თან­ხა 22 000 თან შე­და­რე­ბით გა­ცი­ლე­ბით ნაკ­ლე­ბია. მსა­ხი­ო­ბი ამ­ბობს, რომ უნდა ბევ­რი ფული ჰქონ­დეს, რათა მისი და დის, ლე­ნუ­კა ყიფ­ში­ძის ვა­ლე­ბი გა­და­ი­ხა­დოს, შემ­დეგ კი მსოფ­ლიო და­ათ­ვა­ლი­ე­როს. "ფული ძა­ლი­ან ხში­რად არ მაქვს და ბევ­რი საქ­მე გა­მი­ფუ­ჭე­ბია, რად­გან და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ად­გილ­ზე ვერ მივ­სულ­ვარ. სახ­ლშიც არა­ვის ჰქო­ნია კა­პი­კი და ტე­ლე­ფო­ნი გა­მო­მირ­თავს, რომ არ და­ე­რე­კათ და არ ეკი­თხათ, რა­ტომ არ მო­დი­ხა­რო", – გა­ნა­ცხა­და მსა­ხი­ობ­მა ინ­ტერ­ვი­უ­ში.

თა­მუ­ნა მუ­სე­რი­ძე

თა­მუ­ნა მუ­სე­რი­ძეს ახლა გა­ცი­ლე­ბით ცოტა ვალი აქვს, ვიდ­რე ერთი წლის წინ. სეს­ხი ბან­კი­დან ბი­ნის რე­მონ­ტის­თვის აიღო, სა­დაც თვი­თონ ჯერ არ ცხოვ­რობს. ტე­ლე­წამ­ყვანს "სტან­დარტ ბან­კში" 5000 ლა­რის სეს­ხი დარ­ჩა გა­და­სახ­დე­ლი. იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ სამი სამ­სა­ხუ­რი აქვს, ხში­რად უწევს საკ­რე­დი­ტო ბა­რა­თე­ბის აღე­ბა, მაგ­რამ თან­ხას დრო­უ­ლად აბ­რუ­ნებს და ამ­ბობს, რომ კარ­გი გა­დამ­ხდე­ლია.

გი­ორ­გი ვარ­დო­სა­ნი­ძე

გი­ორ­გი ვარ­დო­სა­ნი­ძეს კარ­გი საკ­რე­დი­ტო ის­ტო­რია აქვს. სეს­ხე­ბა-გა­სეს­ხე­ბის გა­რე­შე ცხოვ­რე­ბა არ გა­მოს­დის, თუმ­ცა ცდი­ლობს, როცა ფული მე­გო­ბარს სჭირ­დე­ბა, აჩუ­ქოს და არა - ასეს­ხოს. ვა­ლე­ბი სრუ­ლად რამ­დე­ნი­მე თვის წინ გა­და­ფა­რა. სეს­ხის სა­ხით ბან­კი­დან საკ­მა­ოდ სო­ლი­დუ­რი თან­ხა ჰქონ­და აღე­ბუ­ლი, რომ­ლის და­ზუს­ტე­ბის­გან გი­ორ­გი ყო­ველ­თვის თავს იკა­ვებ­და, თუმ­ცა აღ­ნიშ­ნავ­და, რომ ხუთ­ნიშ­ნა ციფრ­ზე იყო სა­უ­ბა­რი. ვა­ლე­ბის გა­და­ფარ­ვა მსა­ხი­ობ­მა "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვებ­ში" მო­გე­ბუ­ლი "რენჯ რო­ვე­რით" შეძ­ლო. მო­გე­ბუ­ლი მან­ქა­ნის გა­ყიდ­ვას და­ახ­ლო­ე­ბით 7 თვის მან­ძილ­ზე ცდი­ლობ­და. ბიზ­ნე­სის და­წყე­ბაც უნ­დო­და, თუმ­ცა მისი ახ­ლობ­ლე­ბის თქმით, ავ­ტო­მო­ბი­ლი ისე ია­ფად გა­ყი­და, მხო­ლოდ ვა­ლე­ბის და­ფარ­ვა მო­ას­წრო და "მერ­სე­დე­სი" შე­ი­ძი­ნა.

ლიკა ლა­ბა­ძე

ტე­ლე­წამ­ყვან ლიკა ლა­ბა­ძეს კარ­გი საკ­რე­დი­ტო ის­ტო­რია აქვს. სა­ბან­კო მომ­სა­ხუ­რე­ბით იშ­ვი­ა­თად სარ­გებ­ლობს, მხო­ლოდ "ამე­რი­კან ექ­სპრე­სის" მომ­ხმა­რე­ბე­ლია, რო­მელ­საც უკი­დუ­რეს შემ­თხვე­ვა­ში იყე­ნებს და ხელ­ფა­სის აღე­ბის­თა­ნა­ვე ფა­რავს.

ზუზუ ბეჟაშ­ვი­ლი

მსა­ხი­ობ ზუზუ ბეჟაშ­ვილს ბანკთან მწა­რე მო­გო­ნე­ბე­ბი აკავ­ში­რებს. იმის გამო, რომ ვალი ვერ გა­და­ი­ხა­და, სახ­ლი­დან გა­მო­ა­სახ­ლეს. ზუს­ტად რა თან­ხა ემარ­თა ზუ­ზუს უც­ნო­ბია. სახ­ლის გა­რე­შე დარ­ჩე­ნი­ლი მსა­ხი­ო­ბი მო­რიგ უსი­ა­მოვ­ნე­ბა­ში გა­ეხ­ვია, მან და­ნა­ზო­გი, 20 000 ლა­რის ოდე­ნო­ბით ერთ-ერთ იპო­თე­კარს მის­ცა, რო­მელ­მაც და­პი­რე­ბუ­ლი თან­ხა ვერ გა­და­უ­ხა­და და და­ა­პა­ტიმ­რეს. რის შე­დე­გა­დაც ზუზუ მე­ო­რედ დარ­ჩა სახ­ლის გა­რე­შე. მსა­ხი­ო­ბი ცდი­ლობს ყვე­ლა შე­მო­თა­ვა­ზე­ბას და­თან­ხმდეს და სულ მუ­შა­ობს. გი­ორ­გი ყიფ­ში­ძის მსგავ­სად, ზა­ფხუ­ლი ზუ­ზუ­მაც შრო­მა­ში გა­ა­ტა­რა.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი, Ambebi.ge

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

ქართველი ვარსკვლავები, რომლებსაც ბანკში ვალები აქვთ - რისი გაკეთება უწევთ ცნობილებს კრედიტების დასაფარად

ქართველი ვარსკვლავები, რომლებსაც ბანკში ვალები აქვთ - რისი გაკეთება უწევთ ცნობილებს კრედიტების დასაფარად

იშვიათად ნახავთ ადამიანს, ვისაც ბანკის ვალი არ აქვს, არც ცნობილი ადამიანები არიან გამონაკლისი, თუმცა ამ თემაზე საჯაროდ საუბარს ბევრი მათგანი ერიდება.

გიორგი ყიფშიძე

2 წლის წინ გიორგი ყიფშიძის ბანკის ვალი დაახლოებით 22 000 დოლარს შეადგენდა. იმისთვის, რომ ბანკთან დაკავშირებული პრობლემები მოეგვარებინა, თითქმის ყველა სამუშაოს ასრულებდა, დრო უქმად რომ არ დაეკარგა და ვალი გადაეხადა. მსახიობმა ზაფხულში ბარმენადაც იმუშავა. ყიფშიძეს ახლაც აქვს ბანკის ვალი, თუმცა ეს თანხა 22 000 თან შედარებით გაცილებით ნაკლებია. მსახიობი ამბობს, რომ უნდა ბევრი ფული ჰქონდეს, რათა მისი და დის, ლენუკა ყიფშიძის ვალები გადაიხადოს, შემდეგ კი მსოფლიო დაათვალიეროს. "ფული ძალიან ხშირად არ მაქვს და ბევრი საქმე გამიფუჭებია, რადგან დანიშნულების ადგილზე ვერ მივსულვარ. სახლშიც არავის ჰქონია კაპიკი და ტელეფონი გამომირთავს, რომ არ დაერეკათ და არ ეკითხათ, რატომ არ მოდიხარო", – განაცხადა მსახიობმა ინტერვიუში.

თამუნა მუსერიძე

თამუნა მუსერიძეს ახლა გაცილებით ცოტა ვალი აქვს, ვიდრე ერთი წლის წინ. სესხი ბანკიდან ბინის რემონტისთვის აიღო, სადაც თვითონ ჯერ არ ცხოვრობს. ტელეწამყვანს "სტანდარტ ბანკში" 5000 ლარის სესხი დარჩა გადასახდელი. იმის მიუხედავად, რომ სამი სამსახური აქვს, ხშირად უწევს საკრედიტო ბარათების აღება, მაგრამ თანხას დროულად აბრუნებს და ამბობს, რომ კარგი გადამხდელია.

გიორგი ვარდოსანიძე

გიორგი ვარდოსანიძეს კარგი საკრედიტო ისტორია აქვს. სესხება-გასესხების გარეშე ცხოვრება არ გამოსდის, თუმცა ცდილობს, როცა ფული მეგობარს სჭირდება, აჩუქოს და არა - ასესხოს. ვალები სრულად რამდენიმე თვის წინ გადაფარა. სესხის სახით ბანკიდან საკმაოდ სოლიდური თანხა ჰქონდა აღებული, რომლის დაზუსტებისგან გიორგი ყოველთვის თავს იკავებდა, თუმცა აღნიშნავდა, რომ ხუთნიშნა ციფრზე იყო საუბარი. ვალების გადაფარვა მსახიობმა "ცეკვავენ ვარსკვლავებში" მოგებული "რენჯ როვერით" შეძლო. მოგებული მანქანის გაყიდვას დაახლოებით 7 თვის მანძილზე ცდილობდა. ბიზნესის დაწყებაც უნდოდა, თუმცა მისი ახლობლების თქმით, ავტომობილი ისე იაფად გაყიდა, მხოლოდ ვალების დაფარვა მოასწრო და "მერსედესი" შეიძინა.

ლიკა ლაბაძე

ტელეწამყვან ლიკა ლაბაძეს კარგი საკრედიტო ისტორია აქვს. საბანკო მომსახურებით იშვიათად სარგებლობს, მხოლოდ "ამერიკან ექსპრესის" მომხმარებელია, რომელსაც უკიდურეს შემთხვევაში იყენებს და ხელფასის აღებისთანავე ფარავს.

ზუზუ ბეჟაშვილი

მსახიობ ზუზუ ბეჟაშვილს ბანკთან მწარე მოგონებები აკავშირებს. იმის გამო, რომ ვალი ვერ გადაიხადა, სახლიდან გამოასახლეს. ზუსტად რა თანხა ემართა ზუზუს უცნობია. სახლის გარეშე დარჩენილი მსახიობი მორიგ უსიამოვნებაში გაეხვია, მან დანაზოგი, 20 000 ლარის ოდენობით ერთ-ერთ იპოთეკარს მისცა, რომელმაც დაპირებული თანხა ვერ გადაუხადა და დააპატიმრეს. რის შედეგადაც ზუზუ მეორედ დარჩა სახლის გარეშე. მსახიობი ცდილობს ყველა შემოთავაზებას დათანხმდეს და სულ მუშაობს. გიორგი ყიფშიძის მსგავსად, ზაფხული ზუზუმაც შრომაში გაატარა.

თამარ ბოჭორიშვილი, Ambebi.ge

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება