პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სამართალდამცავებმა სკოლა "ინტელექტის" მოსწავლეებს ანტინარკოტიკული კამპანია გააცნეს
სამართალდამცავებმა სკოლა "ინტელექტის" მოსწავლეებს ანტინარკოტიკული კამპანია გააცნეს

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა სკო­ლა "ინ­ტე­ლექ­ტის" მოს­წავ­ლე­ებს ან­ტი­ნარ­კო­ტი­კუ­ლი კამ­პა­ნია გა­აც­ნეს.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" სა­მი­ნის­ტრო­დან აც­ნო­ბეს, შსს-ს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ან­ტი­ნარ­კო­ტი­კუ­ლი კამ­პა­ნი­ის ფარ­გლებ­ში თბი­ლის­ში, სკო­ლა "ინ­ტე­ლექ­ტი"-ს უფ­რო­სი კლა­სე­ბის მოს­წავ­ლე­ებს შეხ­ვდნენ. მათ მოს­წავ­ლე­ებს ე.წ. "ბიო"-ს მოხ­მა­რე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ და­წყე­ბუ­ლი კამ­პა­ნი­ის მი­ზა­ნი და მნიშ­ვნე­ლო­ბა გა­აც­ნეს. შსს-ს სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლებ­რი­ვი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის სამ­მარ­თვე­ლოს უფ­როს­მა სოფო კი­ლა­ძემ მო­ზარ­დებს გა­ნუ­მარ­ტა, რომ 1 მა­ი­სი­დან ძა­ლა­ში შე­დის კა­ნო­ნი "ახა­ლი ფსი­ქო­აქ­ტი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის შე­სა­ხებ", რო­მე­ლიც ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინი­ცი­ა­ტი­ვით შე­იქ­მნა. ამ კა­ნო­ნის თა­ნახ­მად, იკ­რძა­ლე­ბა ახა­ლი ფსი­ქო­აქ­ტი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის დამ­ზა­დე­ბა, წარ­მო­ე­ბა, შე­ძე­ნა, შე­ნახ­ვა, გა­და­ზიდ­ვა, გა­დაგ­ზავ­ნა ან გა­სა­ღე­ბა, სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე უკა­ნო­ნოდ შე­მო­ტა­ნა ან უკა­ნო­ნოდ გა­ტა­ნა, შე­სა­ბა­მი­სად, მსგავ­სი ქმე­დე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის წე­სით და­ის­ჯე­ბა. შეხ­ვედ­რა კი­თხვა-პა­სუ­ხის რე­ჟიმ­ში ჩა­ტარ­და. შს სა­მი­ნის­ტროს წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან ერ­თად, თბი­ლი­სის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს ისა­ნი-სამ­გო­რის სამ­მარ­თვე­ლოს უფ­როს­მა ვიქ­ტორ რაზ­მა­ძემ მოს­წავ­ლე­ე­ბის­თვის სა­ინ­ტე­რე­სო შე­კი­თხვებს ამომ­წუ­რა­ვად უპა­სუ­ხა. მო­ზარ­დებს ე.წ. ბი­ო­ნარ­კო­ტი­კე­ბის მოხ­მა­რე­ბის მავ­ნე ზე­გავ­ლე­ნის შე­სა­ხებ ასე­ვე ესა­უბ­რა ნარ­კო­ლო­გი ზუ­რაბ სი­ხა­რუ­ლი­ძე.

შსს-ს ან­ტი­ნარ­კო­ტი­კუ­ლი კამ­პა­ნი­ის სლო­გა­ნია "ერ­თად შევ­ცვა­ლოთ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა", მი­ზა­ნი კი ე.წ. ბი­ო­ნარ­კო­ტი­კის გა­მო­ყე­ნე­ბის პრე­ვენ­ცია და სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ფორ­მი­რე­ბაა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

სამართალდამცავებმა სკოლა "ინტელექტის" მოსწავლეებს ანტინარკოტიკული კამპანია გააცნეს

სამართალდამცავებმა სკოლა "ინტელექტის" მოსწავლეებს ანტინარკოტიკული კამპანია გააცნეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა სკოლა "ინტელექტის" მოსწავლეებს ანტინარკოტიკული კამპანია გააცნეს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" სამინისტროდან აცნობეს, შსს-ს წარმომადგენლები ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში თბილისში, სკოლა "ინტელექტი"-ს უფროსი კლასების მოსწავლეებს შეხვდნენ. მათ მოსწავლეებს ე.წ. "ბიო"-ს მოხმარების წინააღმდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დაწყებული კამპანიის მიზანი და მნიშვნელობა გააცნეს. შსს-ს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის სამმართველოს უფროსმა სოფო კილაძემ მოზარდებს განუმარტა, რომ 1 მაისიდან ძალაში შედის კანონი "ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ", რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით შეიქმნა. ამ კანონის თანახმად, იკრძალება ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება, საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ შემოტანა ან უკანონოდ გატანა, შესაბამისად, მსგავსი ქმედება სისხლის სამართლის წესით დაისჯება. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში ჩატარდა. შს სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, თბილისის მთავარი სამმართველოს ისანი-სამგორის სამმართველოს უფროსმა ვიქტორ რაზმაძემ მოსწავლეებისთვის საინტერესო შეკითხვებს ამომწურავად უპასუხა. მოზარდებს ე.წ. ბიონარკოტიკების მოხმარების მავნე ზეგავლენის შესახებ ასევე ესაუბრა ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე.

შსს-ს ანტინარკოტიკული კამპანიის სლოგანია "ერთად შევცვალოთ დამოკიდებულება", მიზანი კი ე.წ. ბიონარკოტიკის გამოყენების პრევენცია და საზოგადოების ინფორმირებაა.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ