სამხედრო
პოლიტიკა
მსოფლიო
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ის თავის უმეცრებას ქადაგებს პარლამენტში" - ცნობილი მწერალი პატრიარქს უპირისპირდება
"ის თავის უმეცრებას ქადაგებს პარლამენტში" - ცნობილი მწერალი პატრიარქს უპირისპირდება

მწე­რა­ლი და დო­კუ­მენ­ტა­ლის­ტი პა­ა­ტა ქურ­და­ძე ან­ტი­დის­კრი­მი­ნა­ცი­უ­ლი კა­ნონპ­რო­ექ­ტის გარ­შე­მო აგო­რე­ბულ სკან­დალ­თან და­კავ­ში­რე­ბით "ფე­ის­ბუ­ქის" სა­კუ­თარ გვერ­დზე პოსტს აქ­ვეყ­ნებს, სა­დაც მრუ­შო­ბის მი­სე­ულ გან­მარ­ტე­ბას გვთა­ვა­ზობს და წერს, რომ თა­ვად გა­ცი­ლე­ბით უკეთ ერ­კვე­ვა თე­ო­ლო­გი­ა­ში, ვიდ­რე პატ­რი­არ­ქი დე­მოკ­რა­ტი­ის ძი­რი­თად ცნე­ბებ­ში.

"1.ღმერ­თი: - არ იმ­რუ­შო! (მეშ­ვი­დე მცნე­ბა)

2. პატ­რი­არ­ქი: - "...ღვთის მცნე­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მორ­წმუ­ნე სა­ზო­გა­დო­ე­ბა არატ­რა­დი­ცი­ულ სექ­სუ­ა­ლურ ურ­თი­ერ­თო­ბებს სა­მარ­თლი­ა­ნად მი­იჩ­ნევს მო­მაკ­ვდი­ნე­ბელ ცოდ­ვად..."

...აშ­კა­რად რა­ღაც გა­მომ­რჩა, ან ჰე­ტე­რო- მრუ­შო­ბა სა­მარ­თლი­ა­ნი მრუ­შო­ბა ყო­ფი­ლა და მგო­ნი მეშ­ვე­ლა! ძა­ლი­ან გან­ვიც­დი­დი ჩემს არე­ულ და­რე­ულ წარ­სულს :))

რას გა­ი­გებ... მე ასე მეს­მის, თქვენ და გეი თუ წახ­ვალთ ქალ­თან ეს სა­მარ­თლი­ა­ნი მრუ­შო­ბაა, ხოლო თუ წახ­ვალთ ერ­თმა­ნეთ­თან - უსა­მარ­თლო...

მოკ­ლედ ქარ­თვე­ლი გე­ე­ბის საქ­მე ცუ­და­დაა, ჯო­ბია, ჯო­ჯო­ხე­თის ევ­რო­პულ ზო­ნა­ში მოხ­ვდნენ... ნეტა იქაც არის შენ­გე­ნი?:)

მე არას­დროს მით­ქვამს, თუ რა­ტომ ქა­და­გებს პატ­რი­არ­ქი ეკ­ლე­სი­ა­ში იმას, რა­საც ცოდ­ვად თვლის, მე მხო­ლოდ გა­მიკ­ვირ­და, რომ ის ამას პარ­ლა­მენ­ტში აკე­თებს... და ზუს­ტად ვიცი, რომ სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნო არ არის ქა­და­გე­ბის ად­გი­ლი - ის დის­კუ­სი­ის ად­გი­ლია.

ორი კვი­რის წინ რო­გორც მახ­სოვს პრე­მი­ე­რის ინ­ცი­ა­ტი­ვა იყო კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში ქორ­წი­ნე­ბის ახა­ლი გან­მარ­ტე­ბის შე­ტა­ნა, რა­საც მრევ­ლი და სა­პატ­რი­არ­ქო აღ­ფრთო­ვა­ნე­ბით შეხ­ვდა, ეტყო­ბა ძა­ლი­ან აქ­ტუ­ა­ლუ­რია... ალ­ბათ მმატ­ჩის ბი­უ­რო­ებ­თან ერ­თსქე­სი­ან­თა რი­გე­ბი დგას:)

...კი ბა­ტო­ნო უკეთ გა­ვეც­ნო­ბი სა­ხა­რე­ბას. მაგ­რამ მე რა­საც უკვე ვიც­ნობ, იქ ტრა­დი­ცი­ულ და არატ­რა­დი­ცი­ულ სექსზე არა­ფე­რი შე­მი­ნიშ­ნავს. თუ მი­მა­ნიშ­ნებთ, სად არის ამით დროს დავ­ზო­გავ­დი.. იცით ჩემი თე­ო­ლო­ი­გი­უ­რი ცოდ­ნა არ არის ისე­თი ღრმა, რო­გო­რიც სა­ვა­რა­უ­დოდ ქარ­თვე­ლი "მორ­წმუ­ნე სა­ზო­გა­დო­ე­ბის", სა­დაც აქამ­დე ვერ შე­ვამ­ჩნიე, ხომ შე­იძ­ლე­ბა ეხ­ლაც გა­მომ­რჩეს?..

მე ეს პოს­ტი არ და­მი­წე­რია იმის­თვის, რომ პატ­რი­არ­ქის გა­მო­ნათ­ქვა­მე­ბის­თვის ჩემი თე­ო­ლო­გი­უ­რი არ­გუ­მენ­ტე­ბი და­მე­პი­რის­პი­რე­ბი­ნა, ეს პოს­ტი და­მა­წე­რი­ნა ეკ­ლე­სი­ის სა­პარ­ლე­მენ­ტო ცხოვ­რე­ბა­ში რე­ზო­ლუ­ცი­უ­რი ჩა­რე­ვის ფე­ნო­მენ­მა, რაც ბევ­რად უფრო სა­ში­ში მოვ­ლე­ნაა, ვიდ­რე თქვენ­თვის სა­ვა­რა­უ­დო ჩემი უმეც­რე­ბა საღვთო წე­რი­ლე­ბი­სა, მე პრე­ტენ­ზია ამა­ზე არც მაქვს და არც ვაძ­ლევ მი­თი­თე­ბებს არა­ვის, თუ რო­გო­რი ქრის­ტი­ა­ნე­ბი უნდა იყ­ვნენ, ამა­ში ბევ­რად უფრო პა­ტი­ოს­ნად ვიქ­ცე­ვი ვიდ­რე პატ­რი­არ­ქი, რად­გან გარ­წმუ­ნებთ, მე გა­ცი­ლე­ბით უკეთ ვერ­კვე­ვი თე­ო­ლო­გი­ა­ში, ვიდ­რე პატ­რი­არ­ქი დე­მოკ­რა­ტი­ის ძი­რი­თად ცნე­ბებ­ში, რომ­ლებ­საც უფრო პრინ­ცი­პებს და ფა­სე­უ­ლო­ბებს ეძა­ხი­ან!.. მე­ტიც მე არ ვქა­და­გებ ჩემს უმეც­რე­ბას ქრის­ტეს ტა­ძარ­ში.. ისე რო­გორც ის თა­ვი­სას ქა­და­გებს დე­მოკ­რა­ტი­ის ტა­ძარ­ში - პარ­ლა­მენ­ტში...", - წერს ქურ­და­ძე.

იხი­ლეთ ასე­ვე: ან­ტი­დის­კრი­მი­ნა­ცი­ულ კა­ნონპ­რო­ექ­ტში კა­ნო­ნის მოქ­მე­დე­ბის სფე­რო და­კონ­კრე­ტე­ბუ­ლი აღარ იქ­ნე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

"ის თავის უმეცრებას ქადაგებს პარლამენტში" - ცნობილი მწერალი პატრიარქს უპირისპირდება

"ის თავის უმეცრებას ქადაგებს პარლამენტში" - ცნობილი მწერალი პატრიარქს უპირისპირდება

მწერალი და დოკუმენტალისტი პაატა ქურდაძე ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტის გარშემო აგორებულ სკანდალთან დაკავშირებით "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე პოსტს აქვეყნებს, სადაც მრუშობის მისეულ განმარტებას გვთავაზობს და წერს, რომ თავად გაცილებით უკეთ ერკვევა თეოლოგიაში, ვიდრე პატრიარქი დემოკრატიის ძირითად ცნებებში.

"1.ღმერთი: - არ იმრუშო! (მეშვიდე მცნება)

2. პატრიარქი: - "...ღვთის მცნებებიდან გამომდინარე, მორწმუნე საზოგადოება არატრადიციულ სექსუალურ ურთიერთობებს სამართლიანად მიიჩნევს მომაკვდინებელ ცოდვად..."

...აშკარად რაღაც გამომრჩა, ან ჰეტერო- მრუშობა სამართლიანი მრუშობა ყოფილა და მგონი მეშველა! ძალიან განვიცდიდი ჩემს არეულ დარეულ წარსულს :))

რას გაიგებ... მე ასე მესმის, თქვენ და გეი თუ წახვალთ ქალთან ეს სამართლიანი მრუშობაა, ხოლო თუ წახვალთ ერთმანეთთან - უსამართლო...

მოკლედ ქართველი გეების საქმე ცუდადაა, ჯობია, ჯოჯოხეთის ევროპულ ზონაში მოხვდნენ... ნეტა იქაც არის შენგენი?:)

მე არასდროს მითქვამს, თუ რატომ ქადაგებს პატრიარქი ეკლესიაში იმას, რასაც ცოდვად თვლის, მე მხოლოდ გამიკვირდა, რომ ის ამას პარლამენტში აკეთებს... და ზუსტად ვიცი, რომ საკანონმდებლო ორგანო არ არის ქადაგების ადგილი - ის დისკუსიის ადგილია.

ორი კვირის წინ როგორც მახსოვს პრემიერის ინციატივა იყო კონსტიტუციაში ქორწინების ახალი განმარტების შეტანა, რასაც მრევლი და საპატრიარქო აღფრთოვანებით შეხვდა, ეტყობა ძალიან აქტუალურია... ალბათ მმატჩის ბიუროებთან ერთსქესიანთა რიგები დგას:)

...კი ბატონო უკეთ გავეცნობი სახარებას. მაგრამ მე რასაც უკვე ვიცნობ, იქ ტრადიციულ და არატრადიციულ სექსზე არაფერი შემინიშნავს. თუ მიმანიშნებთ, სად არის ამით დროს დავზოგავდი.. იცით ჩემი თეოლოიგიური ცოდნა არ არის ისეთი ღრმა, როგორიც სავარაუდოდ ქართველი "მორწმუნე საზოგადოების", სადაც აქამდე ვერ შევამჩნიე, ხომ შეიძლება ეხლაც გამომრჩეს?..

მე ეს პოსტი არ დამიწერია იმისთვის, რომ პატრიარქის გამონათქვამებისთვის ჩემი თეოლოგიური არგუმენტები დამეპირისპირებინა, ეს პოსტი დამაწერინა ეკლესიის საპარლემენტო ცხოვრებაში რეზოლუციური ჩარევის ფენომენმა, რაც ბევრად უფრო საშიში მოვლენაა, ვიდრე თქვენთვის სავარაუდო ჩემი უმეცრება საღვთო წერილებისა, მე პრეტენზია ამაზე არც მაქვს და არც ვაძლევ მითითებებს არავის, თუ როგორი ქრისტიანები უნდა იყვნენ, ამაში ბევრად უფრო პატიოსნად ვიქცევი ვიდრე პატრიარქი, რადგან გარწმუნებთ, მე გაცილებით უკეთ ვერკვევი თეოლოგიაში, ვიდრე პატრიარქი დემოკრატიის ძირითად ცნებებში, რომლებსაც უფრო პრინციპებს და ფასეულობებს ეძახიან!.. მეტიც მე არ ვქადაგებ ჩემს უმეცრებას ქრისტეს ტაძარში.. ისე როგორც ის თავისას ქადაგებს დემოკრატიის ტაძარში - პარლამენტში...", - წერს ქურდაძე.

იხილეთ ასევე: ანტიდისკრიმინაციულ კანონპროექტში კანონის მოქმედების სფერო დაკონკრეტებული აღარ იქნება

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს