პოლიტიკა
მსოფლიო

20

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ახლა იუმორისტულ გადაცემას რომ დაიწყებ, უნდა გახსოვდეს, რომ 2014 წელია" - ნიკა ქავთარაძე ტელევიზიაში ბრუნდება
"ახლა იუმორისტულ გადაცემას რომ დაიწყებ, უნდა გახსოვდეს, რომ 2014 წელია" - ნიკა ქავთარაძე ტელევიზიაში ბრუნდება

"ვმუ­შა­ობ გა­და­ცე­მის პი­ლოტ­ზე, "ნაით შოუს" ფორ­მა­ტია, ოღონდ, მის­გან დე­ტა­ლე­ბით ცოტა გან­სხვა­ვე­ბუ­ლია", - ამ­ბობს შო­უ­მე­ნი ნიკა ქავ­თა­რა­ძე, რო­მე­ლიც კარ­გა ხა­ნია ეკ­რან­ზე ამ ამ­პლუ­ა­ში აღარ უნა­ხავთ. ასე რომ, ის ცოტა ხან­ში ერთ-ერთი ტე­ლე­ვი­ზი­ის ეკ­რან­ზე გა­მოჩ­ნდე­ბა...

- დიახ, ვმუ­შა­ობ იუ­მო­რის­ტულ გა­და­ცე­მა­ზე, რო­მელ­შიც ძი­რი­თა­დად სო­ცი­ა­ლუ­რი თე­მე­ბი იქ­ნე­ბა წა­მო­წე­უ­ლი, ანუ ჩემი მო­ნო­ლო­გი ნაკ­ლე­ბად იქ­ნე­ბა დატ­ვირ­თუ­ლი პო­ლი­ტი­კით. უფრო სთენ­დაფ­კო­მე­დის ჟან­რია და სთენ­და­ფუ­რი მო­ნო­ლო­გი მინ­და, რომ იყოს.

- ასე­თი ფორ­მა­ტი პრაქ­ტი­კუ­ლად, ჩვენს სა­ტე­ლე­ვი­ზიო სივ­რცეს აკ­ლია...

- კი, ასე­თი ჟან­რის გა­და­ცე­მა ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში არ არის, თუმ­ცა ვი­ღა­ცე­ბი კლუ­ბებ­ში ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ხუმ­რო­ბენ. იუ­მო­რის­ტე­ბი ტე­ლე­ვი­ზი­ებ­ში მა­ინც პო­ლი­ტი­კა­ზე ვართ მი­ჯაჭ­ვუ­ლე­ბი. ამი­ტომ მივ­ცემ მე­გობ­რებ­სა და კო­ლე­გებს მა­გა­ლითს, რომ სხვა რა­ღა­ცებ­ზეც შეგ­ვიძ­ლია ვი­ხუმ­როთ. იქ­ნებ ამ ჩვენ­მა ფრთამ მაგ მი­მარ­თუ­ლე­ბას და­უ­დოს სა­თა­ვე. იმე­დი მაქვს, რომ გა­ა­მარ­თლებს და ხალ­ხს მო­ე­წო­ნე­ბა. გუ­შინ გა­და­ღე­ბა გვქონ­და, კი­დევ ერთი გა­და­ღე­ბაც მექ­ნე­ბა. მგო­ნია, რომ ადა­მი­ა­ნებს, ვინც ამ შოუს ეთერ­ში ჩას­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა უნდა მი­ი­ღოს, მო­ე­წო­ნე­ბათ.

- ისე, სა­ტე­ლე­ვი­ზიო სივ­რცე­ში იუ­მო­რი უკვე დიდი დო­ზით დაგ­როვ­და...

- ვინც ახლა გა­და­ცე­მას იწყებს, მთა­ვა­რია, გათ­ვა­ლის­წი­ნოს, რომ ახლა 2014 წე­ლია და მა­ყუ­რე­ბელს ძა­ლი­ან თა­ნა­მედ­რო­ვე შოუ სჭირ­დე­ბა. დიახ, აზრი, რო­მელ­საც პირ­და­პირ ეთერ­ში აჟ­ღე­რებ, ძა­ლი­ან თა­ნა­მედ­რო­ვე უნდა იყოს. ასე­თი­ვე უნდა გახ­ლდეთ გა­მო­ხატ­ვის ფორ­მა, გა­და­ცე­მის დი­ნა­მი­კა, სტი­ლი, სუ­ლის­კვე­თე­ბა. კარ­გად და­ვი­წყე­ბუ­ლი ძვე­ლი ადა­მი­ა­ნებს ახ­ლად არ უნდა მო­აჩ­ვე­ნო! ასე­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, იცოდ­ნენ, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით, მათ­ნა­ირ შო­უ­ებ­ში სამ­ყა­რო­ში რა ხდე­ბა. თუ ეს ინ­ფორ­მა­ცია ექ­ნე­ბათ, ალ­ბათ, რა­ღაც დას­კვნებს გა­კე­თე­ბენ. აქ იმ შო­უ­ებს არ ვგუ­ლის­ხმობ, რო­მე­ლიც წლე­ბია, გა­დის, რომ­ლებ­საც ხალ­ხი რა­ღა­ცის გამო უყუ­რებს. ამ ფორ­მა­ტებ­ში ცვლი­ლე­ბა მა­ყუ­რე­ბელ­მა შე­იძ­ლე­ბა არც მი­ი­ღოს, რად­გა­ნაც ზო­გა­დად ცვლი­ლე­ბა არ უყ­ვარს. ამი­ტომ, ვეც­დე­ბი, შოუ, რო­მელ­საც მა­ყუ­რე­ბელს შევ­თა­ვა­ზებ, იყოს მარ­თლაც ახა­ლი!

და რაც ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რია, გა­და­ცე­მა ძა­ლი­ან მხი­ა­რუ­ლი უნდა გა­მო­ვი­დეს. მას­ში არ უნდა იყოს რა­ი­მე გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი, ვთქვათ, ზედ­მე­ტი სიბ­რა­ზის გა­მო­ხატ­ვა, ან კონ­კრე­ტულ ტი­პებ­ზე აგ­რე­სი­ის გა­მოვ­ლე­ნა, და­ცინ­ვა. ამის აუ­ცი­ლებ­ლო­ბას ჩემს გა­და­ცე­მა­ში ვერ ხე­დავ. შოუმ ყვე­ლა გე­მოვ­ნე­ბის ადა­მი­ა­ნი უნდა აა­ხი­თხი­თოს. ამი­ტომ, ეთერ­ში საყ­ვა­რე­ლი და ძა­ლი­ან სა­სა­ცი­ლო გან­წყო­ბის შექ­მნა მინ­და.

ლალი ფა­ცია

სპე­ცი­ა­ლუ­რად ამ­ბე­ბი.გე"-სთვის

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

"ახლა იუმორისტულ გადაცემას რომ დაიწყებ, უნდა გახსოვდეს, რომ 2014 წელია" - ნიკა ქავთარაძე ტელევიზიაში ბრუნდება

"ახლა იუმორისტულ გადაცემას რომ დაიწყებ, უნდა გახსოვდეს, რომ 2014 წელია" - ნიკა ქავთარაძე ტელევიზიაში ბრუნდება

"ვმუშაობ გადაცემის პილოტზე, "ნაით შოუს" ფორმატია, ოღონდ, მისგან დეტალებით ცოტა განსხვავებულია", - ამბობს შოუმენი ნიკა ქავთარაძე, რომელიც კარგა ხანია ეკრანზე ამ ამპლუაში აღარ უნახავთ. ასე რომ, ის ცოტა ხანში ერთ-ერთი ტელევიზიის ეკრანზე გამოჩნდება...

- დიახ, ვმუშაობ იუმორისტულ გადაცემაზე, რომელშიც ძირითადად სოციალური თემები იქნება წამოწეული, ანუ ჩემი მონოლოგი ნაკლებად იქნება დატვირთული პოლიტიკით. უფრო სთენდაფკომედის ჟანრია და სთენდაფური მონოლოგი მინდა, რომ იყოს.

- ასეთი ფორმატი პრაქტიკულად, ჩვენს სატელევიზიო სივრცეს აკლია...

- კი, ასეთი ჟანრის გადაცემა ტელევიზიაში არ არის, თუმცა ვიღაცები კლუბებში ამ მიმართულებით ხუმრობენ. იუმორისტები ტელევიზიებში მაინც პოლიტიკაზე ვართ მიჯაჭვულები. ამიტომ მივცემ მეგობრებსა და კოლეგებს მაგალითს, რომ სხვა რაღაცებზეც შეგვიძლია ვიხუმროთ. იქნებ ამ ჩვენმა ფრთამ მაგ მიმართულებას დაუდოს სათავე. იმედი მაქვს, რომ გაამართლებს და ხალხს მოეწონება. გუშინ გადაღება გვქონდა, კიდევ ერთი გადაღებაც მექნება. მგონია, რომ ადამიანებს, ვინც ამ შოუს ეთერში ჩასმასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, მოეწონებათ.

- ისე, სატელევიზიო სივრცეში იუმორი უკვე დიდი დოზით დაგროვდა...

- ვინც ახლა გადაცემას იწყებს, მთავარია, გათვალისწინოს, რომ ახლა 2014 წელია და მაყურებელს ძალიან თანამედროვე შოუ სჭირდება. დიახ, აზრი, რომელსაც პირდაპირ ეთერში აჟღერებ, ძალიან თანამედროვე უნდა იყოს. ასეთივე უნდა გახლდეთ გამოხატვის ფორმა, გადაცემის დინამიკა, სტილი, სულისკვეთება. კარგად დავიწყებული ძველი ადამიანებს ახლად არ უნდა მოაჩვენო! ასევე მნიშვნელოვანია, იცოდნენ, ამ მიმართულებით, მათნაირ შოუებში სამყაროში რა ხდება. თუ ეს ინფორმაცია ექნებათ, ალბათ, რაღაც დასკვნებს გაკეთებენ. აქ იმ შოუებს არ ვგულისხმობ, რომელიც წლებია, გადის, რომლებსაც ხალხი რაღაცის გამო უყურებს. ამ ფორმატებში ცვლილება მაყურებელმა შეიძლება არც მიიღოს, რადგანაც ზოგადად ცვლილება არ უყვარს. ამიტომ, ვეცდები, შოუ, რომელსაც მაყურებელს შევთავაზებ, იყოს მართლაც ახალი!

და რაც ყველაზე მთავარია, გადაცემა ძალიან მხიარული უნდა გამოვიდეს. მასში არ უნდა იყოს რაიმე გადაჭარბებული, ვთქვათ, ზედმეტი სიბრაზის გამოხატვა, ან კონკრეტულ ტიპებზე აგრესიის გამოვლენა, დაცინვა. ამის აუცილებლობას ჩემს გადაცემაში ვერ ხედავ. შოუმ ყველა გემოვნების ადამიანი უნდა აახითხითოს. ამიტომ, ეთერში საყვარელი და ძალიან სასაცილო განწყობის შექმნა მინდა.

ლალი ფაცია

სპეციალურად ამბები.გე"-სთვის

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები