მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 15:45-ზე, მთვარე სასწორშია – რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. დღეს დაწყებული მოგზაურობა აუცილებლად წარმატებით დასრულდება. ზედმეტი არ მიირთვათ. კარგია მცენარეული ჩაის, ნატურალური წვენების დალევა და ბოსტნეულის კერძების ჭამა.
Faceამბები
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლევან ბერძენიშვილი - ანტიდისკრიმინაციულ კანონზე დაპირისპირება არის დაპირისპირება განათლებასთან
ლევან ბერძენიშვილი - ანტიდისკრიმინაციულ კანონზე დაპირისპირება არის დაპირისპირება განათლებასთან

თუ ვინ­მეს სა­ქარ­თვე­ლო­ში მი­აჩ­ნია, რომ დის­კრი­მი­ნა­ცია უნდა გან­ხორ­ცი­ელ­დეს, ასე­თი აზ­რის მქო­ნე ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან ჩა­სა­ხუ­ტე­ბე­ლი, მო­სა­ფე­რე­ბე­ლი, მაგ­რამ მათი აზრი არ უნდა გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ, - აცხა­დებს სა­პა­რა­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რი ლე­ვან ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლი.

მისი თქმით, მსგავ­სი კა­ნო­ნის მი­ღე­ბა არა­ფერ შუ­ა­შია ევ­რო­პას­თან, რად­გან ეს კა­ნო­ნი სჭირ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს.

"რო­დე­საც რო­მე­ლი­მე ერთი ჯგუ­ფის დის­კრი­მი­ნა­ცია ხდე­ბა, ეს ნიშ­ნავს, რომ ყვე­ლას დის­კრი­მი­ნა­ცია ხდე­ბა. თუ დღეს ერ­ჩი­ან მა­გა­ლი­თად მსუქ­ნებს, ხვალ შე­იძ­ლე­ბა პრობ­ლე­მე­ბი შე­ექ­მნათ გამ­ხდრებს. ამი­ტომ ამას დიდი ახ­სნა-გან­მარ­ტე­ბა არ სჭირ­დე­ბა. ეს გა­ნათ­ლე­ბის სა­კი­თხია. მი­ჩა­ნია, რომ ან­ტი­დის­კრი­მი­ნა­ცი­ულ კა­ნონ­ზე და­პი­რის­პი­რე­ბა არის და­პი­რის­პი­რე­ბა გა­ნათ­ლე­ბას­თან. ის ინ­სტი­ტუ­ტი, რო­მე­ლიც საბ­ჭო­თა პე­რი­ოდ­ში თვი­თონ იყო დის­კრი­მი­ნა­ცი­ის სა­გა­ნი არ უნდა იბ­რძო­დეს დის­კრი­მი­ნა­ცი­ის­თვის. ისი­ნი მხარ­ში უნდა გვედგნენ და გვეხ­მა­რე­ბოდ­ნენ, რომ არა­ვი­სი დის­კრი­მი­ნა­ცია მათ შო­რის რე­ლი­გი­უ­რი მო­ტი­ვით არ უნდა მოხ­დეს. პარ­ლა­მენ­ტი სწო­რედ მო­იქ­ცე­ვა თუ მი­ვი­ღებთ ამ კა­ნონს", - გა­ნა­ცხა­და ლე­ვან ბერ­ძე­ნიშ­ვილ­მა.

"დის­კრი­მი­ნა­ცი­ის ყვე­ლა ფორ­მის აღ­მო­ფხვრის შე­სა­ხებ" კა­ნო­ნის პრო­ექ­ტის მი­ხედ­ვით, იკ­რძა­ლე­ბა ნე­ბის­მი­ე­რი ნიშ­ნით დის­კრი­მი­ნა­ცია, მათ შო­რის ისე­თი ნიშ­ნე­ბით, რო­გო­რი­ცაა: ასა­კი, ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა, შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბა, სექ­სუ­ა­ლუ­რი ორი­ენ­ტა­ცია, გენ­დერუ­ლი იდენ­ტო­ბა, პრო­ფე­სია.

კა­ნონპ­რო­ექ­ტი კრძა­ლავს დის­კრი­მი­ნა­ცი­ას რო­გორც სა­ჯა­რო, ასე­ვე კერ­ძო სფე­რო­ში.

დის­კრი­მი­ნა­ცი­ის აღ­მო­ფხვრი­სა და თა­ნას­წო­რო­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სა­კი­თხებ­ზე ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბას სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს. პრო­ექ­ტის მი­ხედ­ვით, სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი დის­კრი­მი­ნა­ცი­ის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლის, პრე­ვენ­ცი­ის და თა­ნას­წო­რო­ბის შე­სა­ხებ სპე­ცი­ა­ლურ ან­გა­რიშს მო­ამ­ზა­დებს.

სა­კა­ნონ­მდებ­ლო პა­კე­ტის გან­ხილ­ვა გუ­შინ ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვის სხდო­მა­ზე 5-სა­ათ­ზე მეტი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. სხდო­მა­ში მო­ნა­წი­ლე სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი­სა და მათ­თან ერ­თად არა­სა­პარ­ლა­მენ­ტო ოპო­ზი­ცი­ის მთა­ვა­რი მო­თხოვ­ნა "სექ­სუ­ა­ლუ­რი ორი­ენ­ტა­ცი­ის" და "გენ­დერუ­ლი იდენ­ტო­ბის" პუნ­ქტე­ბის ამო­ღე­ბა იყო. მათი შე­ფა­სე­ბით, კა­ნონ­ში აღ­ნიშ­ნუ­ლი ტერ­მი­ნე­ბის და­ფიქ­სი­რე­ბა "ცოდ­ვი­სა და უზ­ნე­ო­ბის და­კა­ნო­ნე­ბას ნიშ­ნავს".

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

ლევან ბერძენიშვილი - ანტიდისკრიმინაციულ კანონზე დაპირისპირება არის დაპირისპირება განათლებასთან

ლევან ბერძენიშვილი - ანტიდისკრიმინაციულ კანონზე დაპირისპირება არის დაპირისპირება განათლებასთან

თუ ვინმეს საქართველოში მიაჩნია, რომ დისკრიმინაცია უნდა განხორციელდეს, ასეთი აზრის მქონე ადამიანები არიან ჩასახუტებელი, მოსაფერებელი, მაგრამ მათი აზრი არ უნდა გავითვალისწინოთ, - აცხადებს საპარალამენტო უმრავლესობის წევრი ლევან ბერძენიშვილი.

მისი თქმით, მსგავსი კანონის მიღება არაფერ შუაშია ევროპასთან, რადგან ეს კანონი სჭირდება საქართველოს.

"როდესაც რომელიმე ერთი ჯგუფის დისკრიმინაცია ხდება, ეს ნიშნავს, რომ ყველას დისკრიმინაცია ხდება. თუ დღეს ერჩიან მაგალითად მსუქნებს, ხვალ შეიძლება პრობლემები შეექმნათ გამხდრებს. ამიტომ ამას დიდი ახსნა-განმარტება არ სჭირდება. ეს განათლების საკითხია. მიჩანია, რომ ანტიდისკრიმინაციულ კანონზე დაპირისპირება არის დაპირისპირება განათლებასთან. ის ინსტიტუტი, რომელიც საბჭოთა პერიოდში თვითონ იყო დისკრიმინაციის საგანი არ უნდა იბრძოდეს დისკრიმინაციისთვის. ისინი მხარში უნდა გვედგნენ და გვეხმარებოდნენ, რომ არავისი დისკრიმინაცია მათ შორის რელიგიური მოტივით არ უნდა მოხდეს. პარლამენტი სწორედ მოიქცევა თუ მივიღებთ ამ კანონს", - განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.

"დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" კანონის პროექტის მიხედვით, იკრძალება ნებისმიერი ნიშნით დისკრიმინაცია, მათ შორის ისეთი ნიშნებით, როგორიცაა: ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, შეზღუდული შესაძლებლობა, სექსუალური ორიენტაცია, გენდერული იდენტობა, პროფესია.

კანონპროექტი კრძალავს დისკრიმინაციას როგორც საჯარო, ასევე კერძო სფეროში.

დისკრიმინაციის აღმოფხვრისა და თანასწორობის უზრუნველყოფის საკითხებზე ზედამხედველობას სახალხო დამცველი განახორციელებს. პროექტის მიხედვით, სახალხო დამცველი დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის, პრევენციის და თანასწორობის შესახებ სპეციალურ ანგარიშს მოამზადებს.

საკანონმდებლო პაკეტის განხილვა გუშინ ადამიანის უფლებათა დაცვის სხდომაზე 5-საათზე მეტი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა. სხდომაში მონაწილე სასულიერო პირებისა და მათთან ერთად არასაპარლამენტო ოპოზიციის მთავარი მოთხოვნა "სექსუალური ორიენტაციის" და "გენდერული იდენტობის" პუნქტების ამოღება იყო. მათი შეფასებით, კანონში აღნიშნული ტერმინების დაფიქსირება "ცოდვისა და უზნეობის დაკანონებას ნიშნავს".

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა