ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტის გარშემო ბოლო დღეებში გააქტიურებული დისკუსიებისა და გუშინ პროექტის განხილვის დროს განვითარებული მოვლენების შემდეგ, რადიო "თავისუფლების" ბლოგერი, კინოკრიტიკოსი გოგი გვახარია "ფეისბუქის" პირად გვერდზე სტატუსს აქვეყნებს. გვახარია ჰომოფობიის ფსიქოლოგიურ მიზეზებს განმარტავს.
"ამ ფობიების მიზეზი ესეცაა - საქართველოში ადამიანები ძალიან ხშირად იმიტომ აჩენენ შვილებს, რომ საკუთარი თავის ტირაჟირების ვნებისგან ვერ თავისუფლდებიან. როცა მეტი არაფერი გამოგდის (ობიექტური და სუბიექტური მიზეზების გამო), საკუთარი თავის "გამრავლების" გარდა, ბუნებრივია, გეშინია, რომ შენმა ჯიშმა და ჯილაგმა არ გიღალატოს. ვაითუ, გეების კოცნა დაინახოს ქუჩაში და თვითონაც გეი "გახდეს"?, ანდა ვაითუ მართლა გენეტიკურია ეს "დაავადება"? ამდენი იწვალე, მალავდი შენს ჰომოსექსუალობას და ახლა შვილმა რომ ვერ გაქაჩოს და გამოამჟღავნოს?
დააკვირდით, ქართველი ჰომოფობები მუდმივად სპეკულირებენ ბავშვებით, შვილებით. ლაპარაკობენ საბავშვო ბაღებზე (უკვე სკოლებზე აღარ, რათა გაამძაფრონ პედერასტების უხამსობა). საბოლოო ჯამში რაღაც ოიდიპოს კომპლექსამდე მივდივართ (მეტი "სიუჟეტი" არც არის მგონი კულტურაში) - იმის შიშამდე, რომ შვილები ოდესმე მოაწყობენ ამბოხებას
დაწყნარდით, ასეთ ამბოხებას ქართველი შვილები კარგა ხანი ვერ მოაწყობენ. მაგის ტ***კი არა აქვთ!", - წერს გვახარია.