სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ფაქტი, რომელმაც თბილისი შეძრა - ერაყელი მამაკაცის 15 წლის ბიჭზე ძალადობის დეტალები
ფაქტი, რომელმაც თბილისი შეძრა - ერაყელი მამაკაცის 15 წლის ბიჭზე ძალადობის დეტალები

ფაქ­ტი, რო­მელ­მაც თბი­ლი­სი შეძ­რა, ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის ნა­წი­ლი კი უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ებს და­უ­პი­რის­პი­რა, -სა­უ­ბა­რია ერა­ყის 21 წლის მო­ქა­ლა­ქის მხრი­დან 15 წლის ბი­ჭის გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბა­ზე. შემ­თხვე­ვის შე­სა­ხებ დღეს დღეს გახ­და ცნო­ბი­ლი, დღეს­ვე და­ა­კა­ვეს ბრალ­დე­ბუ­ლიც, რო­მე­ლიც მი­მალ­ვას ცდი­ლობ­და.

გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ყვე­ლა­ფე­რი ასე მოხ­და: და­კა­ვე­ბულ­მა თბი­ლის­ში, ზან­დუ­კე­ლის ქუ­ჩა­ზე, თა­ვის დრო­ე­ბით სა­ცხოვ­რე­ბელ ბი­ნა­ში არას­რულ­წლო­ვა­ნი ბიჭი მო­ტყუ­ე­ბით მი­იყ­ვა­ნა, შემ­დეგ ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბით მას­თან სქე­სობ­რი­ვი კონ­ტაქ­ტი და­ამ­ყა­რა და შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით და­ზა­რა­ლე­ბულ­მა დახ­მა­რე­ბის­თვის პო­ლი­ცი­ას მი­მარ­თა. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ცხელ კვალ­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო და სა­გა­მო­ძი­ე­ბო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გად, ბრალ­დე­ბუ­ლი მომ­ხდა­რი­დან რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში თბი­ლის­ში, გო­გე­ბაშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე და­ა­კა­ვეს.

მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ Ambebi.ge-ს ამ ქუ­ჩის მცხოვ­რებ­ლებ­მაც უამ­ბეს.

"დი­ლის 8 სა­ა­თი იქ­ნე­ბო­და, კარ­ზე ბრა­ხუ­ნის ხმა გა­ვი­გეთ. გა­ვა­ღეთ კარი, ატყდა წი­ვილ-კი­ვი­ლი, იყო 15-16 წლის მო­ზარ­დი ბიჭი, თით­ქმის შიშ­ვე­ლი, პირ­სა­ხო­ცი ჰქონ­და შე­მოხ­ვე­უ­ლი და შვე­ლას ითხოვ­და. რამ­დე­ნი­მე წუთ­ში გა­ურ­კვე­ვე­ლი წარ­მო­მავ­ლო­ბის უცხო­ე­ლიც მო­ვი­და და ბავ­შვის გაყ­ვა­ნას ითხოვ­და, თუმ­ცა არ გა­ვა­ტა­ნეთ. ამის შემ­დეგ ერთ-ერ­თმა უცხო­ელ­მა ბავ­შვს ტან­საც­მე­ლი მი­უ­ტა­ნა. რო­გორც მო­ზარ­დმა გვი­თხრა, იყო მისი გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის მცდე­ლო­ბა. მან თქვა, რომ სამი უცხო­ე­ლი იყო და მო­ტყუ­ე­ბით გა­მო­ე­პა­რა მათ. ჩვენ პატ­რუ­ლი გა­მო­ვი­ძა­ხეთ, თუმ­ცა ისი­ნი სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის მოს­ვლამ­დე გა­იქ­ცნენ", - გა­ნა­ცხა­და ერთ-ერ­თმა მცხოვ­რებ­მა.

მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, მო­ზარ­დმა მას უთხრა, რომ თა­ვად "გლ­და­ნის გა­მა­ნა­წი­ლე­ბელ­ში" ცხოვ­რობს, ხოლო უცხო­ე­ლებს იმი­ტომ გაჰ­ყვა, რომ სი­გა­რეტს და საკ­ვებს და­პირ­დნენ.

და­კა­ვე­ბუ­ლის მე­ზობ­ლე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ სა­ერ­თოდ არ ჰქო­ნი­ათ შე­ხე­ბა მას­თან. მათი თქმით, ეს პირი ადრე მსგავს ქმე­დე­ბებ­ში შემ­ჩნე­უ­ლი არ იყო.

ზან­დუ­კე­ლის ქუ­ჩა­ზე უკი­დუ­რე­სად და­ი­ძა­ბა სა­ღა­მოს. ფაქ­ტით გა­ღი­ზი­ა­ნე­ბუ­ლი იმ ეზოს მცხოვ­რე­ბე­ბი, სა­დაც აღ­ნიშ­ნუ­ლი ფაქ­ტი მოხ­და, ფი­ზი­კუ­რად და­უ­პი­რის­პირ­დნენ ამა­ვე ეზო­ში მცხოვ­რებ ინ­დო­ე­ლებს. რო­გორც მე­ზობ­ლე­ბი აცხა­დე­ბენ, დღე­ვან­დე­ლი ფაქ­ტის შემ­დეგ მათ ეზო­ში შვი­ლე­ბის ჩა­მოშ­ვე­ბის შე­ე­შინ­დე­ბათ.

და­პი­რის­პი­რე­ბა, რო­მე­ლიც ხელ­ჩარ­თულ ჩხუბ­ში გა­და­ი­ზარ­და, რამ­დე­ნი­მე ეტა­პად გაგ­რძელ­და და აგ­რე­სი­ის­გან შე­ში­ნე­ბულ ინ­დო­ე­ლებს თა­ვის დაც­ვა რამ­დენ­ჯერ­მე მო­უ­წი­ათ. ისი­ნი იძუ­ლე­ბუ­ლე­ბი გახ­დნენ ერთ ოთახ­ში ჩა­კე­ტი­ლიყ­ვნენ, ოთახ­თან კი პო­ლი­ცია იყო მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ისიც, რომ პო­ლი­ცი­ის ქმე­დე­ბით უკ­მა­ყო­ფი­ლო­ე­ბი იყ­ვნენ უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი. "ქარ­თუ­ლი პო­ლი­ცია არ გვი­ცავს", - ასე­თი შე­ძა­ხი­ლე­ბით გა­მო­ვიდ­ნენ ოთა­ხი­დან ისი­ნი. მა­თი­ვე თქმით, პირს, რო­მელ­მაც მო­ზარ­დი გა­ა­უ­პა­ტი­უ­რა, ისი­ნი არ იც­ნობ­დნენ, თუმ­ცა მათ ოთა­ხი­დან უსაფრ­თხოდ გა­მოს­ვლა­სა და და­პი­რის­პი­რე­ბის ჩა­ცხრო­ბა­ში სწო­რედ პო­ლი­ცია და­ეხ­მა­რა.

მე­ზობ­ლე­ბი გვიყ­ვე­ბი­ან ასე­ვე იმა­საც, რომ იტა­ლი­ურ ეზო­ში ბევ­რი უცხო­ე­ლი ცხოვ­რობს. ამ ეზო­ში გა­კე­თე­ბუ­ლია პა­ტა­რა რეს­ტო­რა­ნიც კი, სა­დაც ძი­რი­თა­დად, არა­ქარ­თვე­ლე­ბი იყ­რი­ან ხოლ­მე თავს.

გა­მო­ძი­ე­ბა სექ­სუ­ა­ლუ­რი ხა­სი­ა­თის ძალ­მომ­რე­ო­ბი­თი მოქ­მე­დე­ბის ფაქ­ტზე მიმ­დი­ნა­რე­ობს (სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 138-ე მუხ­ლის 1-ლი ნა­წი­ლით). ჯერ­ჯე­რო­ბით არ ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია იმის თა­ო­ბა­ზე, გამ­ხდა­რან თუ არა სხვა არას­რულ­წლო­ვა­ნე­ბი და­კა­ვე­ბუ­ლი ერა­ყის მო­ქა­ლა­ქის მსხვერ­პლე­ბი. დღის ბო­ლოს, ამა­ვე საქ­მე­ზე კი­დევ ორი პირი და­ა­კა­ვეს.

ლექ­სო ნა­ბახ­ტე­ვე­ლი, Ambebi.ge

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ფაქტი, რომელმაც თბილისი შეძრა - ერაყელი მამაკაცის 15 წლის ბიჭზე ძალადობის დეტალები

ფაქტი, რომელმაც თბილისი შეძრა - ერაყელი მამაკაცის 15 წლის ბიჭზე ძალადობის დეტალები

ფაქტი, რომელმაც თბილისი შეძრა, ადგილობრივების ნაწილი კი უცხო ქვეყნის მოქალაქეებს დაუპირისპირა, -საუბარია ერაყის 21 წლის მოქალაქის მხრიდან 15 წლის ბიჭის გაუპატიურებაზე. შემთხვევის შესახებ დღეს დღეს გახდა ცნობილი, დღესვე დააკავეს ბრალდებულიც, რომელიც მიმალვას ცდილობდა.

გამოძიების ინფორმაციით, ყველაფერი ასე მოხდა: დაკავებულმა თბილისში, ზანდუკელის ქუჩაზე, თავის დროებით საცხოვრებელ ბინაში არასრულწლოვანი ბიჭი მოტყუებით მიიყვანა, შემდეგ ძალის გამოყენებით მასთან სქესობრივი კონტაქტი დაამყარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მოგვიანებით დაზარალებულმა დახმარებისთვის პოლიციას მიმართა. სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში თბილისში, გოგებაშვილის ქუჩაზე დააკავეს.

მომხდარის შესახებ Ambebi.ge-ს ამ ქუჩის მცხოვრებლებმაც უამბეს.

"დილის 8 საათი იქნებოდა, კარზე ბრახუნის ხმა გავიგეთ. გავაღეთ კარი, ატყდა წივილ-კივილი, იყო 15-16 წლის მოზარდი ბიჭი, თითქმის შიშველი, პირსახოცი ჰქონდა შემოხვეული და შველას ითხოვდა. რამდენიმე წუთში გაურკვეველი წარმომავლობის უცხოელიც მოვიდა და ბავშვის გაყვანას ითხოვდა, თუმცა არ გავატანეთ. ამის შემდეგ ერთ-ერთმა უცხოელმა ბავშვს ტანსაცმელი მიუტანა. როგორც მოზარდმა გვითხრა, იყო მისი გაუპატიურების მცდელობა. მან თქვა, რომ სამი უცხოელი იყო და მოტყუებით გამოეპარა მათ. ჩვენ პატრული გამოვიძახეთ, თუმცა ისინი საპატრულო პოლიციის მოსვლამდე გაიქცნენ", - განაცხადა ერთ-ერთმა მცხოვრებმა.

მისივე ინფორმაციით, მოზარდმა მას უთხრა, რომ თავად "გლდანის გამანაწილებელში" ცხოვრობს, ხოლო უცხოელებს იმიტომ გაჰყვა, რომ სიგარეტს და საკვებს დაპირდნენ.

დაკავებულის მეზობლები აცხადებენ, რომ საერთოდ არ ჰქონიათ შეხება მასთან. მათი თქმით, ეს პირი ადრე მსგავს ქმედებებში შემჩნეული არ იყო.

ზანდუკელის ქუჩაზე უკიდურესად დაიძაბა საღამოს. ფაქტით გაღიზიანებული იმ ეზოს მცხოვრებები, სადაც აღნიშნული ფაქტი მოხდა, ფიზიკურად დაუპირისპირდნენ ამავე ეზოში მცხოვრებ ინდოელებს. როგორც მეზობლები აცხადებენ, დღევანდელი ფაქტის შემდეგ მათ ეზოში შვილების ჩამოშვების შეეშინდებათ.

დაპირისპირება, რომელიც ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა, რამდენიმე ეტაპად გაგრძელდა და აგრესიისგან შეშინებულ ინდოელებს თავის დაცვა რამდენჯერმე მოუწიათ. ისინი იძულებულები გახდნენ ერთ ოთახში ჩაკეტილიყვნენ, ოთახთან კი პოლიცია იყო მობილიზებული.

აღსანიშნავია ისიც, რომ პოლიციის ქმედებით უკმაყოფილოები იყვნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეები. "ქართული პოლიცია არ გვიცავს", - ასეთი შეძახილებით გამოვიდნენ ოთახიდან ისინი. მათივე თქმით, პირს, რომელმაც მოზარდი გააუპატიურა, ისინი არ იცნობდნენ, თუმცა მათ ოთახიდან უსაფრთხოდ გამოსვლასა და დაპირისპირების ჩაცხრობაში სწორედ პოლიცია დაეხმარა.

მეზობლები გვიყვებიან ასევე იმასაც, რომ იტალიურ ეზოში ბევრი უცხოელი ცხოვრობს. ამ ეზოში გაკეთებულია პატარა რესტორანიც კი, სადაც ძირითადად, არაქართველები იყრიან ხოლმე თავს.

გამოძიება სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის 1-ლი ნაწილით). ჯერჯერობით არ ვრცელდება ინფორმაცია იმის თაობაზე, გამხდარან თუ არა სხვა არასრულწლოვანები დაკავებული ერაყის მოქალაქის მსხვერპლები. დღის ბოლოს, ამავე საქმეზე კიდევ ორი პირი დააკავეს.

ლექსო ნაბახტეველი, Ambebi.ge

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია