სამართალი
პოლიტიკა

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა კრიტერიუმით ირჩევა პირი მღვდლად საკურთხებლად და რა ეკრძალება სასულიერო პირს
რა კრიტერიუმით ირჩევა პირი მღვდლად საკურთხებლად და რა ეკრძალება სასულიერო პირს

რა კრი­ტე­რი­უ­მებს უნდა აკ­მა­ყო­ფი­ლებ­დეს პირი, რო­მელ­საც სურს მღვდე­ლი გახ­დეს, ვის გა­დას­ცემს სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქო სა­სუ­ლი­ე­რო პი­რის ხა­რისხს და რა­ტომ არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი მღვდლად კურ­თხე­ვის კან­დი­და­ტი მა­მა­კა­ცი იყოს - ამ და სხვა სა­ინ­ტე­რე­სო თე­მებ­ზე Ambebi.ge თე­ო­ლო­გი­ის დოქ­ტორს სა­ეკ­ლე­სიო სა­მარ­თალ­ში, დე­კა­ნოზ ალექ­სი ქშუ­ტაშ­ვილს ესა­უბ­რა.

- რა კრი­ტე­რი­უ­მებს უნდა აკ­მა­ყო­ფი­ლებ­დეს პირი, რო­მე­ლიც მღვდლად კურ­თხე­ვის­თვის ემ­ზა­დე­ბა?

- სჯუ­ლის კა­ნო­ნი­სა და სა­ეკ­ლე­სიო პრაქ­ტი­კის მი­ხედ­ვით, მღვდლად კურ­თხე­ვის წი­ნა­პი­რო­ბე­ბი რამ­დე­ნი­მე კა­ტე­გო­რი­ად შე­იძ­ლე­ბა და­ი­ყოს: ესე­ნია რე­ლი­გი­უ­რი,ზნე­ობ­რი­ვი და სო­ცი­ა­ლუ­რი ფაქ­ტო­რე­ბი.

რე­ლი­გი­ურ ფაქ­ტო­რებ­ში იგუ­ლის­ხმე­ბა ის, რომ კან­დი­და­ტი უნდა იყოს ქრის­ტი­ა­ნი, აუ­ცი­ლებ­ლად მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი წე­სით მო­ნათ­ლუ­ლი. მას ეკ­ლე­სი­უ­რი ცხოვ­რე­ბის რამ­დე­ნი­მე­წ­ლი­ა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბა მა­ინც უნდა ჰქონ­დეს. სჯუ­ლის კა­ნონ­ში მკაც­რად არის ნაჩ­ვე­ნე­ბი, რომ მო­მა­ვალ სამ­ღვდე­ლო პირს ან დი­აკ­ვანს სუ­ლი­ე­რი ცხოვ­რე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა უნდა ჰქონ­დეს.

გარ­და ამი­სა, არა მარ­ტო კან­დი­და­ტი, არა­მედ მისი ოჯა­ხის წევ­რე­ბიც უნდა იყ­ვნენ მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ქრის­ტი­ა­ნე­ბი. თუ სამ­ღვდე­ლო კან­დი­და­ტი არა­მარ­თლმა­დი­დებ­ლურ ოჯახ­ში, მა­გა­ლი­თად რო­მე­ლი­მე სექ­ტის მიმ­დევ­რე­ბის გა­რე­მოც­ვა­ში არის აღ­ზრდი­ლი, მეტი სიფრ­თხი­ლე და დაკ­ვირ­ვე­ბაა სა­ჭი­რო, არის კი ის მარ­თლმა­დი­დე­ბელ ადა­მი­ა­ნად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი?! თუ მისი ოჯა­ხის წევ­რე­ბი არა­მარ­თლმა­დი­დებ­ლე­ბი არი­ან, და­საშ­ვე­ბია კან­დი­და­ტის მღვდლად კურ­თხე­ვა, მაგ­რამ, რა თქმა უნდა, ის სუ­ლი­ე­რად უნდა იყოს მზად ღვთის­მსა­ხუ­რე­ბის­თვის.

მარ­თლმა­დი­დე­ბელ ეკ­ლე­სი­ა­ში მღვდლად კურ­თხე­ვის მე­სა­მე და აუ­ცი­ლე­ბე­ლი პი­რო­ბაა, რომ კან­დი­და­ტი აუ­ცი­ლებ­ლად მამ­რო­ბი­თი სქე­სის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი იყოს.

- შე­იძ­ლე­ბა ბევ­რს გა­უჩ­ნდეს ლო­გი­კუ­რი კი­თხვა, რა­ტომ მა­ინ­ცდა­მა­ინც მა­მა­კა­ცი? რით აიხ­სნე­ბა ეს პი­რო­ბა?

- იმი­ტომ, რომ მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის გა­გე­ბით, ღვთის­მსა­ხუ­რე­ბა, რო­მე­ლიც ტა­ძარ­ში ტარ­დე­ბა, არ არის მხო­ლოდ გახ­სე­ნე­ბა 21 სა­უ­კუ­ნის წინ მომ­ხდა­რი მოვ­ლე­ნე­ბი­სა (ჯვარ­ცმა, აღ­დგო­მა, მა­ცხოვ­რის ქა­და­გე­ბა და ა.შ.). ეს არა თე­ატ­რა­ლუ­რი წარ­მოდ­გე­ნა, არა­მედ ღვთის­მსა­ხუ­რე­ბა, თა­ნა­მედ­რო­ვე ცხოვ­რე­ბა­ში გად­მო­ტა­ნი­ლი უძ­ვე­ლე­სი ის­ტო­რი­უ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის ცო­ცხა­ლი ხა­ტია. შე­სა­ბა­მი­სად, სა­სუ­ლი­ე­რო პირს ორ­მა­გი ფუნ­ქცია აკის­რია: ერ­თის მხრივ, ის არის მრევ­ლის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ღვთის წი­ნა­შე და მე­ო­რეს მხრივ, ის სიმ­ბო­ლუ­რად გა­ნა­სა­ხი­ე­რებს მა­ცხო­ვარს.

გარ­და ამი­სა, აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მღვდე­ლი არა მარ­ტო მქა­და­გე­ბე­ლი, არა­მედ აღ­სა­რე­ბის ჩამ­ბა­რე­ბე­ლიც გახ­ლავთ. ამ ფუნ­ქცი­ის შე­და­რე­ბით პირ­ნათ­ლად შემ­სრუ­ლებ­ლად ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი თვალ­საზ­რი­სით მა­მა­კა­ცი მი­იჩ­ნე­ვა. თუმ­ცა, ეს სუ­ლაც არ ნიშ­ნავს იმას, რომ ქა­ლებს არ აქვთ ეკ­ლე­სი­ა­ში მსა­ხუ­რე­ბის უფ­ლე­ბა. ისი­ნი გა­ლო­ბენ, არი­ან მე­და­ვით­ნე­ე­ბი, დე­და­თა მო­ნას­ტრებ­ში, სა­დაც მა­მა­კა­ცი სტი­ქა­როს­ნე­ბი ფი­ზი­კუ­რად არ არი­ან, სა­კურ­თხე­ველ­ში მო­ნაზვნე­ბი მსა­ხუ­რო­ბენ.

- რას გვე­ტყო­დით ზნე­ობ­რივ ფაქ­ტორ­ზე? რა არ ეპა­ტი­ე­ბა სა­სუ­ლი­ე­რო პირს და რა ბა­რი­ე­რე­ბი არ­სე­ბობს მღვდელმსა­ხუ­რე­ბის მსურ­ვე­ლე­ბის­თვის?

- ზნე­ობ­რი­ვი ფაქ­ტო­რე­ბი მარ­თლაც არა­ნაკ­ლებ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. სამ­ღვდე­ლო კან­დი­და­ტი უნდა გა­მო­ირ­ჩე­ო­დეს შე­უ­ბღა­ლა­ვი მო­რა­ლუ­რი ცხოვ­რე­ბით. უნდა აღი­ნიშ­ნოს ისიც, რომ თუ პი­როვ­ნე­ბა ზრდას­რულ ასაკ­ში მო­ი­ნათ­ლა და მა­ნამ­დე მძი­მე ცოდ­ვე­ბი ჰქონ­და ჩა­დე­ნი­ლი, მი­ე­ტე­ვე­ბა და ეს მის მღვდლად კურ­თხე­ვას ხელს არ უშ­ლის. მთა­ვა­რია ნათ­ლო­ბის შემ­დეგ არ ჩა­ი­დი­ნოს მძი­მე ცოდ­ვა.

90-იან წლებ­ში, რო­დე­საც სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბას გა­ნიც­დი­და ქარ­თუ­ლი მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი ეკ­ლე­სია, მსგავს ფაქ­ტო­რებს შე­და­რე­ბით ნაკ­ლე­ბად ექ­ცე­ო­და ყუ­რა­დღე­ბა. თუმ­ცა, ამ პრაქ­ტი­კამ არ გა­ა­მარ­თლა, რად­გან ზოგი მძი­მე წარ­სუ­ლის მქო­ნე სამ­ღვდე­ლო პი­რის ცხოვ­რე­ბა ერში სკეპ­ტი­ციზმს იწ­ვევ­და. ზოგ­ჯერ ისეც ხდე­ბა, რომ შე­იძ­ლე­ბა ადა­მი­ა­ნი გა­თა­ვი­სუფ­ლდა წარ­სუ­ლის მავ­ნე ჩვე­ვე­ბის­გან, მაგ­რამ გარ­კვე­უ­ლი მავ­ნე ჩვე­ვა, აგ­რე­სი­უ­ლი ქმე­დე­ბე­ბი, ინ­ტო­ნა­ცია და ჟეს­ტი­კუ­ლა­ცია შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლი აქვს. ეს კი სა­სუ­ლი­ე­რო პირს უდა­ვოდ არ უხ­დე­ბა.

არ შე­იძ­ლე­ბა მღვდლად ეკურ­თხოს მა­მა­კა­ცი, რომ­ლის მე­უღ­ლეც წარ­სულ­ში ამო­რა­ლურ საქ­მი­ა­ნო­ბას ეწე­ო­და. მა­გა­ლი­თად, თუ იყო მე­ძა­ვი, სტრიპ­ტი­ზის მო­ცეკ­ვა­ვე, ან რა­ი­მე მსგავ­სი. თუ მღვდელს მე­უღ­ლე უღა­ლა­ტებს, მან ან უარი უნდა თქვას სა­სუ­ლი­ე­რო ცხოვ­რე­ბა­ზე, ან და­შორ­დეს მას.

ადრე, 90-იან წლებ­ში სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სტე­რე­ო­ტი­პე­ბი იყო ლოთი, მე­ქალ­თა­ნე და მო­ძა­ლა­დე. მად­ლო­ბა ღმერ­თს, დღეს მსგავს რა­ი­მეს ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თად თუ გა­ვი­გებთ. დღეს ეკ­ლე­სი­ა­ში ზნე­ობ­რი­ვად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი, გუ­ლით და სუ­ლით ღვთის­მსა­ხუ­რი ადა­მი­ა­ნე­ბი იყ­რი­ან თავს. შე­იძ­ლე­ბა ცოტა ზედ­მე­ტი მო­შურ­ნე­ო­ბა და მო­თხოვ­ნაა მრევ­ლის­გან სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბის მი­მართ, რომ ისი­ნი ზედ­მი­წევ­ნით ზუს­ტად უნდა ას­რუ­ლებ­დნენ მო­ვა­ლე­ო­ბას. ალ­ბათ თა­ვად ჩვენ, სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებს სა­დღაც რა­ღაც გა­მოგ­ვრჩა, რის გა­მოც ეთი­კას­თან და­კავ­ში­რე­ბულ უხერ­ხუ­ლო­ბებს ვა­წყდე­ბით ხოლ­მე. მო­ძღვა­რი არ არის მხო­ლოდ მწყემ­სი, რო­მე­ლიც კვერთხს ხმა­რობს. ის სიყ­ვა­რულ­სა და მზრუნ­ვე­ლო­ბას უნდა აგ­რძნო­ბი­ნებ­დეს მრევლს. ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი ალ­ბათ მა­ინც მო­წო­დე­ბა და საქ­მის სიყ­ვა­რუ­ლია. ყვე­ლა საქ­მე, რა­საც ადა­მი­ა­ნი სიყ­ვა­რუ­ლით აკე­თებს, აუ­ცი­ლებ­ლად გა­მო­ი­ღებს კე­თილ ნა­ყოფს.

- 2002 წლი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბობს "სა­პატ­რი­არ­ქოს­თან არ­სე­ბუ­ლი სამ­ღვდე­ლო კან­დი­დატ­თა შე­მოწ­მე­ბის კო­მი­სია". რა ფუნ­ქცი­ას ას­რუ­ლებს ის და ვინ არი­ან კო­მი­სი­ის წევ­რე­ბი?

- სამ­ღვდე­ლო ხა­რის­ხის მი­ღე­ბამ­დე კან­დი­და­ტე­ბი ამ კო­მი­სი­ა­ში გა­დი­ან შე­მოწ­მე­ბას, სა­დაც ყუ­რა­დღე­ბა ექ­ცე­ვა მათ გა­ნათ­ლე­ბის დო­ნეს, წარ­სულს, ზნე­ო­ბას. კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რეც ამ­ჟა­მად ქო­რე­პის­კო­პო­სი ახალ­ცი­ხი­სა და ტაო-კლარ­ჯე­თის მიტ­რო­პო­ლი­ტი თე­ო­დო­რე ჭუ­ა­ძეა. მცხე­თა-თბი­ლი­სის ეპარ­ქი­ის ფარ­გლებ­ში ამ კო­მი­სი­ის წი­ნა­შე წარ­დგე­ნა აუ­ცი­ლე­ბე­ლია, მაგ­რამ რა­ი­ო­ნებ­ში არ არის სა­ვალ­დე­ბუ­ლო. ეს უკვე იქა­უ­რი ეპის­კო­პო­სის კომ­პე­ტენ­ცი­აა.

სჯუ­ლის კა­ნო­ნის მი­ხედ­ვით, დი­აკ­ვნი­სა და მღვდლო­ბის კან­დი­და­ტე­ბის კურ­თხე­ვა კონ­კრე­ტუ­ლი ეპარ­ქი­ის ეპის­კო­პო­სის პრე­რო­გა­ტი­ვაა. თუმ­ცა ეპის­კო­პო­სე­ბი ვალ­დე­ბულ­ნი არი­ან სამ­ღვდე­ლო კან­დი­და­ტი პატ­რი­არ­ქს წა­რუდ­გი­ნონ.

სა­ლო­მე ში­ხაშ­ვი­ლი

Ambebi.ge

ასე­ვე იხი­ლეთ: პატ­რი­არ­ქის უფ­ლე­ბე­ბი და მო­ვა­ლე­ო­ბე­ბი - სად გა­დის ზღვა­რი სა­სუ­ლი­ე­რო და სა­ე­რო მოღ­ვა­წე­ო­ბას შო­რის?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

რა კრიტერიუმით ირჩევა პირი მღვდლად საკურთხებლად და რა ეკრძალება სასულიერო პირს

რა კრიტერიუმით ირჩევა პირი მღვდლად საკურთხებლად და რა ეკრძალება სასულიერო პირს

რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს პირი, რომელსაც სურს მღვდელი გახდეს, ვის გადასცემს საქართველოს საპატრიარქო სასულიერო პირის ხარისხს და რატომ არის აუცილებელი მღვდლად კურთხევის კანდიდატი მამაკაცი იყოს - ამ და სხვა საინტერესო თემებზე Ambebi.ge თეოლოგიის დოქტორს საეკლესიო სამართალში, დეკანოზ ალექსი ქშუტაშვილს ესაუბრა.

- რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს პირი, რომელიც მღვდლად კურთხევისთვის ემზადება?

- სჯულის კანონისა და საეკლესიო პრაქტიკის მიხედვით, მღვდლად კურთხევის წინაპირობები რამდენიმე კატეგორიად შეიძლება დაიყოს: ესენია რელიგიური,ზნეობრივი და სოციალური ფაქტორები.

რელიგიურ ფაქტორებში იგულისხმება ის, რომ კანდიდატი უნდა იყოს ქრისტიანი, აუცილებლად მართლმადიდებლური წესით მონათლული. მას ეკლესიური ცხოვრების რამდენიმეწლიანი გამოცდილება მაინც უნდა ჰქონდეს. სჯულის კანონში მკაცრად არის ნაჩვენები, რომ მომავალ სამღვდელო პირს ან დიაკვანს სულიერი ცხოვრების გამოცდილება უნდა ჰქონდეს.

გარდა ამისა, არა მარტო კანდიდატი, არამედ მისი ოჯახის წევრებიც უნდა იყვნენ მართლმადიდებელი ქრისტიანები. თუ სამღვდელო კანდიდატი არამართლმადიდებლურ ოჯახში, მაგალითად რომელიმე სექტის მიმდევრების გარემოცვაში არის აღზრდილი, მეტი სიფრთხილე და დაკვირვებაა საჭირო, არის კი ის მართლმადიდებელ ადამიანად ჩამოყალიბებული?! თუ მისი ოჯახის წევრები არამართლმადიდებლები არიან, დასაშვებია კანდიდატის მღვდლად კურთხევა, მაგრამ, რა თქმა უნდა, ის სულიერად უნდა იყოს მზად ღვთისმსახურებისთვის.

მართლმადიდებელ ეკლესიაში მღვდლად კურთხევის მესამე და აუცილებელი პირობაა, რომ კანდიდატი აუცილებლად მამრობითი სქესის წარმომადგენელი იყოს.

- შეიძლება ბევრს გაუჩნდეს ლოგიკური კითხვა, რატომ მაინცდამაინც მამაკაცი? რით აიხსნება ეს პირობა?

- იმიტომ, რომ მართლმადიდებელი ეკლესიის გაგებით, ღვთისმსახურება, რომელიც ტაძარში ტარდება, არ არის მხოლოდ გახსენება 21 საუკუნის წინ მომხდარი მოვლენებისა (ჯვარცმა, აღდგომა, მაცხოვრის ქადაგება და ა.შ.). ეს არა თეატრალური წარმოდგენა, არამედ ღვთისმსახურება, თანამედროვე ცხოვრებაში გადმოტანილი უძველესი ისტორიული მოვლენების ცოცხალი ხატია. შესაბამისად, სასულიერო პირს ორმაგი ფუნქცია აკისრია: ერთის მხრივ, ის არის მრევლის წარმომადგენელი ღვთის წინაშე და მეორეს მხრივ, ის სიმბოლურად განასახიერებს მაცხოვარს.

გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ მღვდელი არა მარტო მქადაგებელი, არამედ აღსარების ჩამბარებელიც გახლავთ. ამ ფუნქციის შედარებით პირნათლად შემსრულებლად ფსიქოლოგიური თვალსაზრისით მამაკაცი მიიჩნევა. თუმცა, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ქალებს არ აქვთ ეკლესიაში მსახურების უფლება. ისინი გალობენ, არიან მედავითნეები, დედათა მონასტრებში, სადაც მამაკაცი სტიქაროსნები ფიზიკურად არ არიან, საკურთხეველში მონაზვნები მსახურობენ.

- რას გვეტყოდით ზნეობრივ ფაქტორზე? რა არ ეპატიება სასულიერო პირს და რა ბარიერები არსებობს მღვდელმსახურების მსურველებისთვის?

- ზნეობრივი ფაქტორები მართლაც არანაკლებ მნიშვნელოვანია. სამღვდელო კანდიდატი უნდა გამოირჩეოდეს შეუბღალავი მორალური ცხოვრებით. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ თუ პიროვნება ზრდასრულ ასაკში მოინათლა და მანამდე მძიმე ცოდვები ჰქონდა ჩადენილი, მიეტევება და ეს მის მღვდლად კურთხევას ხელს არ უშლის. მთავარია ნათლობის შემდეგ არ ჩაიდინოს მძიმე ცოდვა.

90-იან წლებში, როდესაც სასულიერო პირების ნაკლებობას განიცდიდა ქართული მართლმადიდებლური ეკლესია, მსგავს ფაქტორებს შედარებით ნაკლებად ექცეოდა ყურადღება. თუმცა, ამ პრაქტიკამ არ გაამართლა, რადგან ზოგი მძიმე წარსულის მქონე სამღვდელო პირის ცხოვრება ერში სკეპტიციზმს იწვევდა. ზოგჯერ ისეც ხდება, რომ შეიძლება ადამიანი გათავისუფლდა წარსულის მავნე ჩვევებისგან, მაგრამ გარკვეული მავნე ჩვევა, აგრესიული ქმედებები, ინტონაცია და ჟესტიკულაცია შენარჩუნებული აქვს. ეს კი სასულიერო პირს უდავოდ არ უხდება.

არ შეიძლება მღვდლად ეკურთხოს მამაკაცი, რომლის მეუღლეც წარსულში ამორალურ საქმიანობას ეწეოდა. მაგალითად, თუ იყო მეძავი, სტრიპტიზის მოცეკვავე, ან რაიმე მსგავსი. თუ მღვდელს მეუღლე უღალატებს, მან ან უარი უნდა თქვას სასულიერო ცხოვრებაზე, ან დაშორდეს მას.

ადრე, 90-იან წლებში სასულიერო პირებთან დაკავშირებული სტერეოტიპები იყო ლოთი, მექალთანე და მოძალადე. მადლობა ღმერთს, დღეს მსგავს რაიმეს ძალიან იშვიათად თუ გავიგებთ. დღეს ეკლესიაში ზნეობრივად ჩამოყალიბებული, გულით და სულით ღვთისმსახური ადამიანები იყრიან თავს. შეიძლება ცოტა ზედმეტი მოშურნეობა და მოთხოვნაა მრევლისგან სასულიერო პირების მიმართ, რომ ისინი ზედმიწევნით ზუსტად უნდა ასრულებდნენ მოვალეობას. ალბათ თავად ჩვენ, სასულიერო პირებს სადღაც რაღაც გამოგვრჩა, რის გამოც ეთიკასთან დაკავშირებულ უხერხულობებს ვაწყდებით ხოლმე. მოძღვარი არ არის მხოლოდ მწყემსი, რომელიც კვერთხს ხმარობს. ის სიყვარულსა და მზრუნველობას უნდა აგრძნობინებდეს მრევლს. ყველაზე მთავარი ალბათ მაინც მოწოდება და საქმის სიყვარულია. ყველა საქმე, რასაც ადამიანი სიყვარულით აკეთებს, აუცილებლად გამოიღებს კეთილ ნაყოფს.

- 2002 წლიდან საქართველოში არსებობს "საპატრიარქოსთან არსებული სამღვდელო კანდიდატთა შემოწმების კომისია". რა ფუნქციას ასრულებს ის და ვინ არიან კომისიის წევრები?

- სამღვდელო ხარისხის მიღებამდე კანდიდატები ამ კომისიაში გადიან შემოწმებას, სადაც ყურადღება ექცევა მათ განათლების დონეს, წარსულს, ზნეობას. კომისიის თავმჯდომარეც ამჟამად ქორეპისკოპოსი ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე ჭუაძეა. მცხეთა-თბილისის ეპარქიის ფარგლებში ამ კომისიის წინაშე წარდგენა აუცილებელია, მაგრამ რაიონებში არ არის სავალდებულო. ეს უკვე იქაური ეპისკოპოსის კომპეტენციაა.

სჯულის კანონის მიხედვით, დიაკვნისა და მღვდლობის კანდიდატების კურთხევა კონკრეტული ეპარქიის ეპისკოპოსის პრეროგატივაა. თუმცა ეპისკოპოსები ვალდებულნი არიან სამღვდელო კანდიდატი პატრიარქს წარუდგინონ.

სალომე შიხაშვილი

Ambebi.ge

ასევე იხილეთ: პატრიარქის უფლებები და მოვალეობები - სად გადის ზღვარი სასულიერო და საერო მოღვაწეობას შორის?

დავით ბაგრატიონი მამის პანაშვიდზე მეორე მეუღლესთან ერთად გამოჩნდა - ფოტოები სვეტიცხოვლიდან

"ბევრი სირთულე გადავიტანეთ... ჩემი ვაჟისთვის საქართველოში ჩამოსვლა სანუკვარი ოცნება იყო" - როგორ ცხოვრობს ტეხასში ლევან მამალაძე, რას ამბობს ოჯახსა და ექსმაღალჩინოსნებზე?

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტის წარმატების ფორმულა