სასულიერო პირებმა ანტიდისკრიმინაციული პროექტის განხილვისას კომიტეტის სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს. როგორც საპატრიარქოს წარმომადგენლები აცხადებენ, დღევანდელი სხდომიდან ჩანს, რომ უმრავლესობასთან შეთანხმება ვერ იქნება მიღწეული.
"ვხედავთ, რომ კრება დარჩა მხიარული, რადგან ჩვენ ვეუბნებით მათ, რომ ამ კანონის მიღება არ შეიძლება. უბრალოდ, ვითხოვდით, რომ გადადებულიყო და განხილვა გაგრძელებულიყო. თუმცა, ვხედავთ, რომ ეს მათ არ სურთ", - აღნიშნა დეკანოზმა დავით მანსურაშვილმა.
ადამიანის უფლებათა დაცის კომიტეტის სხდომა ამ წუთებში ისევ გრძელდება, სადაც ანტიდისკრიმინაციულ კანონს მუხლობრივად იხილავენ.