პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო

28

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:56-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 21:36-ზე – კარგია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. ამ დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია მტვერსასრუტით სახლის დალაგება, სანტექნიკის გამოცვლა. აუცილებელია ნათურების, ჭაღების გაწმენდა, აგრეთვე ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. კარგი დღეებია მცენარეების მორწყვისთვის.
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სამართალი
სპორტი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი ქმედების ბრალდებით კიდევ ორი ერაყელი დაკავეს
 სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი ქმედების ბრალდებით კიდევ ორი ერაყელი დაკავეს

შსს-ს თბი­ლი­სის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს ძვე­ლი თბი­ლი­სის სამ­მარ­თვე­ლოს მე­სა­მე გან­ყო­ფი­ლე­ბის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა თბი­ლის­ში, ზან­დუ­კე­ლის ქუ­ჩა­ზე, არას­რულ­წლოვ­ნის მი­მართ ჩა­დე­ნი­ლი სექ­სუ­ა­ლუ­რი ხა­სი­ა­თის ძალ­მომ­რე­ო­ბი­თი მოქ­მე­დე­ბის ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით ერა­ყის კი­დევ ორი მო­ქა­ლა­ქე და­ა­კა­ვეს, - ამის შე­სა­ხებ შსს-ს პრეს­სამ­სა­ხუ­რი იუ­წყე­ბა.

გა­მო­ძი­ე­ბა არას­რულ­წლოვ­ნის მი­მართ, წი­ნას­წა­რი შეც­ნო­ბით, ჯგუ­ფუ­რად ჩა­დე­ნი­ლი სექ­სუ­ა­ლუ­რი ხა­სი­ა­თის ძალ­მომ­რე­ო­ბი­თი მოქ­მე­დე­ბის ფაქ­ტზე მიმ­დი­ნა­რე­ობს (სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 138-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლის "გ" და "დ" ქვე­პუნ­ქტე­ბით).

დი­ლით კი თბი­ლი­სის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს ძვე­ლი თბი­ლი­სის სამ­მარ­თვე­ლოს მე­სა­მე გან­ყო­ფი­ლე­ბის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა 1993 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ერა­ყის მო­ქა­ლა­ქე და­ა­კა­ვეს, რო­მელ­საც სექ­სუ­ა­ლუ­რი ხა­სი­ა­თის ძალ­მომ­რე­ო­ბი­თი მოქ­მე­დე­ბა ედე­ბა ბრა­ლად.

სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­მო­ძი­ე­ბამ და­ად­გი­ნა, რომ და­კა­ვე­ბულ­მა თბი­ლის­ში, ზან­დუ­კე­ლის ქუ­ჩა­ზე, თა­ვის დრო­ე­ბით სა­ცხოვ­რე­ბელ ბი­ნა­ში არას­რულ­წლო­ვა­ნი ბიჭი მო­ტყუ­ე­ბით მი­იყ­ვა­ნა, შემ­დეგ ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბით მას­თან სქე­სობ­რი­ვი კონ­ტაქ­ტი და­ამ­ყა­რა და შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით და­ზა­რა­ლე­ბულ­მა დახ­მა­რე­ბის­თვის პო­ლი­ცი­ას მი­მარ­თა.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ცხელ კვალ­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო და სა­გა­მო­ძი­ე­ბო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გად, ბრალ­დე­ბუ­ლი მომ­ხდა­რი­დან რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში თბი­ლის­ში, გო­გე­ბაშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე და­ა­კა­ვეს.

გა­მო­ძი­ე­ბა სექ­სუ­ა­ლუ­რი ხა­სი­ა­თის ძალ­მომ­რე­ო­ბი­თი მოქ­მე­დე­ბის ფაქ­ტზე მიმ­დი­ნა­რე­ობს (სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 138-ე მუხ­ლის 1-ლი ნა­წი­ლით).

შემ­თხვე­ვა თბი­ლის­ში, ზან­დუ­კე­ლის ქუ­ჩა­ზე მოხ­და. მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" ამ ქუ­ჩის მცხოვ­რებ­ლებ­მა უამ­ბეს. "დი­ლის 8 სა­ა­თი იქ­ნე­ბო­და, კარ­ზე ბრა­ხუ­ნის ხმა გა­ვი­გეთ. გა­ვა­ღეთ კარი, ატყდა წი­ვილ-კი­ვი­ლი, იყო 15-16 წლის მო­ზარ­დი ბიჭი, თით­ქმის შიშ­ვე­ლი, პირ­სა­ხო­ცი ჰქონ­და შე­მოხ­ვე­უ­ლი და შვე­ლას ითხოვ­და. რამ­დე­ნი­მე წუთ­ში გა­ურ­კვე­ვე­ლი წარ­მო­მავ­ლო­ბის უცხო­ე­ლიც მო­ვი­და და ბავ­შვის გაყ­ვა­ნას ითხოვ­და, თუმ­ცა არ გა­ვა­ტა­ნეთ. რის შემ­დე­გაც ერთ-ერ­თმა უცხო­ელ­მა ბავ­შვს ტან­საც­მე­ლი მი­უ­ტა­ნა. რო­გორც მო­ზარ­დმა გვი­თხრა, მისი გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის მცდე­ლო­ბა იყო. მან თქვა, რომ სამი უცხო­ე­ლი იყო და მო­ტყუ­ე­ბით გა­მო­ე­პა­რა მათ. ჩვენ პატ­რუ­ლი გა­მო­ვი­ძა­ხეთ, სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის მოს­ვლამ­დე ისი­ნი გა­იქ­ცნენ", - გა­ნა­ცხა­და "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან" სა­უბ­რი­სას ერთ-ერ­თმა მცხოვ­რებ­მა.

მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, მო­ზარ­დმა მას უთხრა, რომ თა­ვად "გლ­და­ნის გა­მა­ნა­წი­ლე­ბელ­ში" ცხვოვ­რობს, ხოლო უცხო­ე­ლებს იმი­ტომ გაჰ­ყვა, რომ სი­გა­რეტს და საკ­ვებს და­პირ­დნენ.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შინაგან საქმეთა მინისტრად გელა გელაძე დაინიშნა

სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი ქმედების ბრალდებით კიდევ ორი ერაყელი დაკავეს

 სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი ქმედების ბრალდებით კიდევ ორი ერაყელი დაკავეს

შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს მესამე განყოფილების თანამშრომლებმა თბილისში, ზანდუკელის ქუჩაზე, არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედების ფაქტთან დაკავშირებით ერაყის კიდევ ორი მოქალაქე დააკავეს, - ამის შესახებ შსს-ს პრესსამსახური იუწყება.

გამოძიება არასრულწლოვნის მიმართ, წინასწარი შეცნობით, ჯგუფურად ჩადენილი სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის მე-3 ნაწილის "გ" და "დ" ქვეპუნქტებით).

დილით კი თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს მესამე განყოფილების თანამშრომლებმა 1993 წელს დაბადებული ერაყის მოქალაქე დააკავეს, რომელსაც სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედება ედება ბრალად.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა თბილისში, ზანდუკელის ქუჩაზე, თავის დროებით საცხოვრებელ ბინაში არასრულწლოვანი ბიჭი მოტყუებით მიიყვანა, შემდეგ ძალის გამოყენებით მასთან სქესობრივი კონტაქტი დაამყარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მოგვიანებით დაზარალებულმა დახმარებისთვის პოლიციას მიმართა.

სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში თბილისში, გოგებაშვილის ქუჩაზე დააკავეს.

გამოძიება სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).

შემთხვევა თბილისში, ზანდუკელის ქუჩაზე მოხდა. მომხდარის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ამ ქუჩის მცხოვრებლებმა უამბეს. "დილის 8 საათი იქნებოდა, კარზე ბრახუნის ხმა გავიგეთ. გავაღეთ კარი, ატყდა წივილ-კივილი, იყო 15-16 წლის მოზარდი ბიჭი, თითქმის შიშველი, პირსახოცი ჰქონდა შემოხვეული და შველას ითხოვდა. რამდენიმე წუთში გაურკვეველი წარმომავლობის უცხოელიც მოვიდა და ბავშვის გაყვანას ითხოვდა, თუმცა არ გავატანეთ. რის შემდეგაც ერთ-ერთმა უცხოელმა ბავშვს ტანსაცმელი მიუტანა. როგორც მოზარდმა გვითხრა, მისი გაუპატიურების მცდელობა იყო. მან თქვა, რომ სამი უცხოელი იყო და მოტყუებით გამოეპარა მათ. ჩვენ პატრული გამოვიძახეთ, საპატრულო პოლიციის მოსვლამდე ისინი გაიქცნენ", - განაცხადა "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას ერთ-ერთმა მცხოვრებმა.

მისივე ინფორმაციით, მოზარდმა მას უთხრა, რომ თავად "გლდანის გამანაწილებელში" ცხვოვრობს, ხოლო უცხოელებს იმიტომ გაჰყვა, რომ სიგარეტს და საკვებს დაპირდნენ.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ