პოლიტიკა
მსოფლიო

29

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 09:28-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 15:49-ზე – ყველაფრის მიღწევა შეიძლება, თუ კრეატიული ხართ და მიზნის მიღწევას ცდილობთ. უნდა დაიცვათ თქვენი პრინციპები და აქტიურად გამოხატოთ თქვენი ემოციები და გრძნობები. გადაიხადეთ ვალები. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. განახორციელეთ ნებისმიერი რადიკალური ცვლილება – ავეჯის გადაწყობიდან ბიზნესის კონცეფციის შეცვლამდე. არ არის რეკომენდებული ფინანსური საქმეების წარმართვა. ახალი საქმეების დაწყება. კარგია ტაძრებისა და მონასტრების მონახულება. კარგია სამზარეულოს დასუფთავება, საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეკეთება, დაუთოება.
სამართალი
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
15 წლის მოზარდის გაუპატიურების მცდელობისთვის ერაყის მოქალაქეა დაკავებული
15 წლის მოზარდის გაუპატიურების მცდელობისთვის ერაყის მოქალაქეა დაკავებული

15 წლის მო­ზარ­დის გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის მცდე­ლო­ბის­თვის ერა­ყის მო­ქა­ლა­ქეა და­კა­ვე­ბუ­ლი. ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის­თვის" ცნო­ბი­ლი ცოტა ხნის წინ გახ­და.

შემ­თხვე­ვა თბი­ლის­ში, ზან­დუ­კე­ლის ქუ­ჩა­ზე დღეს დი­ლით მოხ­და. რო­გორც ქუ­ჩის მცხოვ­რებ­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, დი­ლის 8:00 სა­ათ­ზე, 15 წლამ­დე ბიჭი ყვი­რი­ლით შე­ვარ­და ერთ-ერთ სახ­ლში და დახ­მა­რე­ბას ითხოვ­და.

"დი­ლის 8 სა­ა­თი იქ­ნე­ბო­და, კარ­ზე ბრა­ხუ­ნის ხმა გა­ვი­გეთ. გა­ვა­ღეთ კარი, ატყდა წი­ვილ-კი­ვი­ლი, იყო 15-16 წლის მო­ზარ­დი ბიჭი, თით­ქმის შიშ­ვე­ლი, პირ­სა­ხო­ცი ჰქონ­და შე­მოხ­ვე­უ­ლი და შვე­ლას ითხოვ­და. რამ­დე­ნი­მე წუთ­ში გა­ურ­კვე­ვე­ლი წარ­მო­მავ­ლო­ბის უცხო­ე­ლიც მო­ვი­და და ბავ­შვის გაყ­ვა­ნას ითხოვ­და, თუმ­ცა არ გა­ვა­ტა­ნეთ. რის შემ­დე­გაც ერთ-ერ­თმა უცხო­ელ­მა ბავ­შვს ტან­საც­მე­ლი მი­უ­ტა­ნა. რო­გორც მო­ზარ­დმა გვი­თხრა, მისი გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის მცდე­ლო­ბა იყო. მან თქვა, რომ სამი უცხო­ე­ლი იყო და მო­ტყუ­ე­ბით გა­მო­ე­პა­რა მათ. ჩვენ პატ­რუ­ლი გა­მო­ვი­ძა­ხეთ, სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის მოს­ვლამ­დე ისი­ნი გა­იქ­ცნენ", - გა­ნა­ცხა­და "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან" სა­უბ­რი­სას ერთ-ერ­თმა თვითმხილ­ველ­მა.

მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, მო­ზარ­დმა მას უთხრა, რომ თა­ვად "გლ­და­ნის გა­მა­ნა­წი­ლე­ბელ­ში" ცხოვ­რობს, ხოლო უცხო­ე­ლებს იმი­ტომ გაჰ­ყვა, რომ სი­გა­რეტს და საკ­ვებს და­პირ­დნენ.

ამას­თან, ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ მოგ­ვი­ა­ნე­ბით გავ­რცელ­დე­ბა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ირანის შეტევის შედეგად ისრაელის 6 კვლევითი ლაბორატორია განადგურდა და 9 დაზიანდა

15 წლის მოზარდის გაუპატიურების მცდელობისთვის ერაყის მოქალაქეა დაკავებული

15 წლის მოზარდის გაუპატიურების მცდელობისთვის ერაყის მოქალაქეა დაკავებული

15 წლის მოზარდის გაუპატიურების მცდელობისთვის ერაყის მოქალაქეა დაკავებული. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსისთვის" ცნობილი ცოტა ხნის წინ გახდა.

შემთხვევა თბილისში, ზანდუკელის ქუჩაზე დღეს დილით მოხდა. როგორც ქუჩის მცხოვრებლები ამბობენ, დილის 8:00 საათზე, 15 წლამდე ბიჭი ყვირილით შევარდა ერთ-ერთ სახლში და დახმარებას ითხოვდა.

"დილის 8 საათი იქნებოდა, კარზე ბრახუნის ხმა გავიგეთ. გავაღეთ კარი, ატყდა წივილ-კივილი, იყო 15-16 წლის მოზარდი ბიჭი, თითქმის შიშველი, პირსახოცი ჰქონდა შემოხვეული და შველას ითხოვდა. რამდენიმე წუთში გაურკვეველი წარმომავლობის უცხოელიც მოვიდა და ბავშვის გაყვანას ითხოვდა, თუმცა არ გავატანეთ. რის შემდეგაც ერთ-ერთმა უცხოელმა ბავშვს ტანსაცმელი მიუტანა. როგორც მოზარდმა გვითხრა, მისი გაუპატიურების მცდელობა იყო. მან თქვა, რომ სამი უცხოელი იყო და მოტყუებით გამოეპარა მათ. ჩვენ პატრული გამოვიძახეთ, საპატრულო პოლიციის მოსვლამდე ისინი გაიქცნენ", - განაცხადა "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას ერთ-ერთმა თვითმხილველმა.

მისივე ინფორმაციით, მოზარდმა მას უთხრა, რომ თავად "გლდანის გამანაწილებელში" ცხოვრობს, ხოლო უცხოელებს იმიტომ გაჰყვა, რომ სიგარეტს და საკვებს დაპირდნენ.

ამასთან, ოფიციალური ინფორმაცია მომხდარის შესახებ მოგვიანებით გავრცელდება.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ