პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მიხაილოვის საავადმყოფოს მიმდებარედ არსებული ეკლესიის ტერიტორია საპატრიარქოს 1 ლარად გადაეცა
მიხაილოვის საავადმყოფოს მიმდებარედ არსებული ეკლესიის ტერიტორია საპატრიარქოს 1 ლარად გადაეცა

პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, და­ვით აღ­მა­შე­ნებ­ლის №60-ში მდე­ბა­რე 472 კვ.მ მი­წის ნაკ­ვე­თი და მას­ზე არ­სე­ბუ­ლი შე­ნო­ბა-ნა­გე­ბო­ბე­ბი სიმ­ბო­ლურ ფა­სად, 1 ლა­რად სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თლმა­დი­დე­ბელ ეკ­ლე­სი­ას გა­და­ე­ცე­მა.

პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის შე­სა­ბა­მი­სი გან­კარ­გუ­ლე­ბა მთავ­რო­ბის ვებ-გვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნდა.

ამას­თან, სა­პატ­რი­არ­ქოს აღ­ნიშ­ნუ­ლი შე­ნო­ბა-ნა­გე­ბო­ბა გარ­კვე­უ­ლი საპ­რი­ვა­ტი­ზა­ციო პი­რო­ბით გა­და­ე­ცა. კერ­ძოდ, არა უგ­ვი­ა­ნეს 3 თვის ვა­და­ში სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რი­სა და ძეგლ­თა დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს­თან უნდა გა­ფორმ­დეს ძეგლის მოვ­ლა-პატ­რო­ნო­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა, რომ­ლი­თაც უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი იქ­ნე­ბა ძეგლის და­ზი­ა­ნე­ბი­სა და გა­ნად­გუ­რე­ბი­სა­გან დაც­ვა და ის­ტო­რი­ულ-კულ­ტუ­რუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა.

პრე­მი­ე­რის გან­კარ­გუ­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის სა­მი­ნის­ტროს სის­ტე­მა­ში შე­მა­ვალ­მა სსიპ სა­ხელ­მწი­ფო ქო­ნე­ბის ეროვ­ნულ­მა სა­ა­გენ­ტომ უნდა უზ­რუნ­ველ­ყოს.

რო­გორც ქო­ნე­ბის ეროვ­ნულ სა­ა­გენ­ტო­ში გან­მარ­ტა­ვენ, სა­უ­ბა­რია ყო­ფი­ლი მი­ხა­ი­ლო­ვის სა­ა­ვად­მყო­ფოს მიმ­დე­ბა­რედ არ­სე­ბუ­ლი ეკ­ლე­სი­ის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და არა უშუ­ა­ლოდ სა­ა­ვად­მყო­ფო­სა და იმ ორ ფლი­გელ­ზე, რო­მელ­თაც კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის ძეგლის სტა­ტუ­სი აქვთ.

აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით, ქო­ნე­ბის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტო უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში გან­ცხა­დე­ბას გა­ავ­რცე­ლებს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

მიხაილოვის საავადმყოფოს მიმდებარედ არსებული ეკლესიის ტერიტორია საპატრიარქოს 1 ლარად გადაეცა

მიხაილოვის საავადმყოფოს მიმდებარედ არსებული ეკლესიის ტერიტორია საპატრიარქოს 1 ლარად გადაეცა

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, დავით აღმაშენებლის №60-ში მდებარე 472 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობები სიმბოლურ ფასად, 1 ლარად საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას გადაეცემა.

პრემიერ-მინისტრის შესაბამისი განკარგულება მთავრობის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

ამასთან, საპატრიარქოს აღნიშნული შენობა-ნაგებობა გარკვეული საპრივატიზაციო პირობით გადაეცა. კერძოდ, არა უგვიანეს 3 თვის ვადაში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან უნდა გაფორმდეს ძეგლის მოვლა-პატრონობის ხელშეკრულება, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნება ძეგლის დაზიანებისა და განადგურებისაგან დაცვა და ისტორიულ-კულტურული ღირებულების შენარჩუნება.

პრემიერის განკარგულების შესრულება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ უნდა უზრუნველყოს.

როგორც ქონების ეროვნულ სააგენტოში განმარტავენ, საუბარია ყოფილი მიხაილოვის საავადმყოფოს მიმდებარედ არსებული ეკლესიის ტერიტორიაზე და არა უშუალოდ საავადმყოფოსა და იმ ორ ფლიგელზე, რომელთაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვთ.

აღნიშნულთან დაკავშირებით, ქონების ეროვნული სააგენტო უახლოეს პერიოდში განცხადებას გაავრცელებს.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია