სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები

27

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 04:18-ზე, მთვარის პირველი დღე დადგება 07:02-ზე, მთვარე ტყუპშია – ჰარმონიული და მარტივი დღეა, სიყვარულის, პატიებისა და მიღების. არ ღირს მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. თუმცა, ის, რაც დღეს დაიგეგმება, მოგვიანებით წარმატებით განხორციელდება. ნუ გადატვირთავთ თავს ფიზიკურად და ემოციურად. ნაკლები ილაპარაკეთ. საღამოსკენ გაუმკლავდით ფინანსურ საკითხებს. გადაიხადეთ ვალები. მეტი დრო გაატარეთ ბუნებაში. დღეს არ შექმნათ ოჯახი. საყვარელ ადამიანთან ერთად გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ოპერაციებს სასუნთქ ორგანოებზე. დაღლილობას სუფთა ჰაერზე გასეირნება, მსუბუქი ვარჯიში მოგიხსნით. მსუბუქად იკვებეთ.
პოლიტიკა
მსოფლიო
წიგნები
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნომინაციაში "მწვანე ტექნოლოგია" კომპანია "ნატახტარმა" გაიმარჯვა
ნომინაციაში "მწვანე ტექნოლოგია" კომპანია "ნატახტარმა" გაიმარჯვა

გა­რე­მო­სა და ბუ­ნებ­რი­ვი რე­სურ­სე­ბის დაც­ვის სა­მინ­სიტ­რომ კონ­კურ­სში "ქარ­თუ­ლი მწვა­ნე ბიზ­ნე­სი" ("Georgian Green Business Award") სხვა­დას­ხვა ნო­მი­ნა­ცი­ებ­ში წარ­მა­ტე­ბუ­ლე­ბი კომ­პა­ნი­ე­ბი და­ა­ჯილ­დო­ვა. გა­მარ­ჯვე­ბა მი­ე­ნი­ჭა კომ­პა­ნი­ებს, რომ­ლე­ბიც თა­ვი­ანთ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში გა­რე­მოს­დაც­ვით მო­თხოვ­ნებს ით­ვა­ლის­წი­ნე­ბენ და მი­ზა­ნად ისა­ხა­ვენ მათ შეს­რუ­ლე­ბას. წარ­მა­ტე­ბულ კომ­პა­ნი­ებს შო­რის არის კომ­პა­ნია "ნა­ტახ­ტა­რი", რო­მელ­მაც ნო­მი­ნა­ცი­ა­ში "მწვა­ნე ტექ­ნო­ლო­გია" გა­ი­მარ­ჯვა.

და­ჯილ­დო­ე­ბის ცე­რე­მო­ნი­ა­ზე ით­ქვა, რომ სა­მი­ნის­ტრომ კონ­კურ­სი "ქარ­თუ­ლი მწვა­ნე ბიზ­ნე­სი" პირ­ვე­ლად გა­მო­ცხად­და და მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე გა­ნა­ცხა­დი ჩვიდ­მეტ­მა კომ­პა­ნი­ამ წა­რად­გი­ნა. 17 კომ­პა­ნი­ი­დან 5 კომ­პა­ნი­ას გა­და­ე­ცა მად­ლო­ბის სი­გე­ლი, 12 კომ­პა­ნია კი და­ჯილ­დოვ­და. კონ­კურ­სი 9 ნო­მი­ნა­ცი­ის­გან შედ­გე­ბო­და: მთა­ვა­რი პრი­ზი - წლის "მწვა­ნე" ბიზ­ნე­სი, მწვა­ნე პრო­დუქ­ტი/სერ­ვი­სი, მწვა­ნე პრაქ­ტი­კო­სი, მწვა­ნე შე­ნო­ბა, წლის მდგრა­დი ხედ­ვა, მწვა­ნე ხედ­ვა, მწვა­ნე ტექ­ნო­ლო­გია, მწვა­ნე კამ­პა­ნია და მწვა­ნე მო­ბი­ლო­ბა.

კონ­კურ­სის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბი ორი გზით გა­მოვ­ლინ­დნენ: მო­ნი­ტო­რინ­გის ჯგუ­ფის მიერ (რო­მე­ლიც და­კომ­პლექტდე­ბა გა­რე­მოს­დაც­ვი­თი ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის, არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი­სა და და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ექ­სპერ­ტე­ბის შე­მად­გენ­ლო­ბით); და ხმის მი­ცე­მის სა­შუ­ა­ლე­ბით ("ფე­ის­ბუ­ქი" ან/და ვებ-გვერ­დი).

"კომ­პა­ნია "ნა­ტახ­ტა­რი" მო­ხა­რუ­ლია, რომ გა­ი­მარ­ჯვა კონ­კურ­სში - Georgian Green Business Award. მი­სა­სალ­მე­ბე­ლია, რომ გა­რე­მო­ზე მზრუნ­ვე­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის წა­ხა­ლი­სე­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სა­ხელ­მწი­ფოს­თვის. ასე­ვე, სა­სი­ა­მოვ­ნოა, რომ გა­მოვ­ლინ­დნენ გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბი სხვა­დას­ხვა ინ­დუსტრი­ი­დან, მსურს ყვე­ლას მი­ვუ­ლო­ცო წარ­მა­ტე­ბა. კომ­პა­ნია "ნა­ტახ­ტა­რის­თვის" სა­ა­მა­ყოა მსგავ­სი ჯილ­დო, თუმ­ცა ჩვენ თავს ვალ­დე­ბუ­ლად ვთვლით ვიზ­რუ­ნოთ გა­რე­მო­ზე. ჩამ­დი­ნა­რე წყლის გამ­წმენ­დი ნა­გე­ბო­ბა ქარ­ხა­ნა­ში 2011 წელს აშენ­და და ინ­ვეს­ტი­ცია, 6 მი­ლი­ონ ლარს აღე­მა­ტე­ბა. და­მე­თან­ხმე­ბით, თან­ხის მო­ცუ­ლო­ბა ხაზს უს­ვამს პრო­ექ­ტის მნიშ­ვნე­ლო­ბას კომ­პა­ნი­ის­თვის. პრო­ექ­ტი EBRD-სთან ერ­თად გან­ხორ­ცი­ელ­და. მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო ღო­ნის­ძი­ე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებს და იმე­დი გა­მოვ­თქვა, რომ მო­მა­ვალ­ში მო­ნა­წი­ლე კომ­პა­ნი­ე­ბის რი­ცხვი კი­დევ უფრო გა­იზ­რდე­ბა," - აცხა­დებს ნი­კო­ლოზ ხუნ­შა­კიშ­ვი­ლი, კომ­პა­ნია "ნა­ტახ­ტა­რის" კორ­პო­რა­ცი­ულ საქ­მე­თა დი­რექ­ტო­რი.

გა­რე­მო­სა და ბუ­ნებ­რი­ვი რე­სურ­სე­ბის დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს კონ­კურ­სი Georgian Green Business Award შარ­შან ოქ­ტომ­ბერ­ში გა­მო­ცხად­და, რო­მელ­შიც მო­ნა­წი­ლე­ო­ბის სურ­ვი­ლი 12 კომ­პა­ნი­ამ გა­მოთ­ქვა. კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბა ყვე­ლა კომ­პა­ნი­ას - მცი­რე, სა­შუ­ა­ლო თუ მსხვი­ლი ბიზ­ნე­სის წარ­მო­მად­გე­ნელს შე­ეძ­ლო. "მწვა­ნე" ბიზ­ნე­სად მი­იჩ­ნე­ვა ისე­თი კომ­პა­ნია ან სა­წარ­მო, რო­მე­ლიც თა­ვის საქ­მი­ა­ნო­ბა­ში ით­ვა­ლის­წი­ნებს გა­რე­მოს­დაც­ვით მო­თხოვ­ნებს და მიზ­ნად ისა­ხავს მათ შეს­რუ­ლე­ბას, ინ­ფორ­მა­ცი­ას აწ­ვდის თი­თო­ე­ულ და­ინ­ტე­რე­სე­ბულ მხა­რეს თუ მომ­ხმა­რე­ბელს გა­რე­მოს დაც­ვის მნიშ­ვნე­ლო­ბის თა­ო­ბა­ზე, აგ­რეთ­ვე, ხელს უწყობს და­საქ­მე­ბუ­ლებს, მი­ი­ღონ გა­რე­მოს დაც­ვი­სა და ქვეყ­ნის მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბი­სათ­ვის სა­სარ­გებ­ლო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი", - გან­მარ­ტა­ვენ სა­მი­ნის­ტრო­ში. ღო­ნის­ძი­ე­ბა მიზ­ნად ისა­ხავს ქარ­თუ­ლი ბიზ­ნე­სის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი­სათ­ვის გა­რე­მოს­დაც­ვი­თი და სო­ცი­ა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის ფარ­გლებ­ში მოქ­მე­დე­ბის ხელ­შე­წყო­ბას, მე­წარ­მე­თა მო­ტი­ვა­ცი­ის ამაღ­ლე­ბას, ბიზ­ნე­სის იმ წარ­მო­მად­გე­ნელ­თა წა­ხა­ლი­სე­ბას, რომ­ლე­ბიც მოქ­მე­დე­ბენ გა­რე­მოს­დაც­ვი­თი და სო­ცი­ა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის ფარ­გლებ­ში, აგ­რეთ­ვე, მრეწ­ვე­ლო­ბის სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის მიერ სა­უ­კე­თე­სო პრაქ­ტი­კის და­ნერგვის შე­საძ­ლებ­ლო­ბას.

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვინ ხარჯავს ყველაზე მეტს თავდაცვაზე და როგორ გამოიყურება საქართველოს შეირაღებული ძალების შესაძლობები

ნომინაციაში "მწვანე ტექნოლოგია" კომპანია "ნატახტარმა" გაიმარჯვა

ნომინაციაში "მწვანე ტექნოლოგია" კომპანია "ნატახტარმა" გაიმარჯვა

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინსიტრომ კონკურსში "ქართული მწვანე ბიზნესი" ("Georgian Green Business Award") სხვადასხვა ნომინაციებში წარმატებულები კომპანიები დააჯილდოვა. გამარჯვება მიენიჭა კომპანიებს, რომლებიც თავიანთ საქმიანობაში გარემოსდაცვით მოთხოვნებს ითვალისწინებენ და მიზანად ისახავენ მათ შესრულებას. წარმატებულ კომპანიებს შორის არის კომპანია "ნატახტარი", რომელმაც ნომინაციაში "მწვანე ტექნოლოგია" გაიმარჯვა.

დაჯილდოების ცერემონიაზე ითქვა, რომ სამინისტრომ კონკურსი "ქართული მწვანე ბიზნესი" პირველად გამოცხადდა და მასში მონაწილეობაზე განაცხადი ჩვიდმეტმა კომპანიამ წარადგინა. 17 კომპანიიდან 5 კომპანიას გადაეცა მადლობის სიგელი, 12 კომპანია კი დაჯილდოვდა. კონკურსი 9 ნომინაციისგან შედგებოდა: მთავარი პრიზი - წლის "მწვანე" ბიზნესი, მწვანე პროდუქტი/სერვისი, მწვანე პრაქტიკოსი, მწვანე შენობა, წლის მდგრადი ხედვა, მწვანე ხედვა, მწვანე ტექნოლოგია, მწვანე კამპანია და მწვანე მობილობა.

კონკურსის გამარჯვებულები ორი გზით გამოვლინდნენ: მონიტორინგის ჯგუფის მიერ (რომელიც დაკომპლექტდება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის წარმომადგენლების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი ექსპერტების შემადგენლობით); და ხმის მიცემის საშუალებით ("ფეისბუქი" ან/და ვებ-გვერდი).

"კომპანია "ნატახტარი" მოხარულია, რომ გაიმარჯვა კონკურსში - Georgian Green Business Award. მისასალმებელია, რომ გარემოზე მზრუნველი კომპანიების წახალისება მნიშვნელოვანია სახელმწიფოსთვის. ასევე, სასიამოვნოა, რომ გამოვლინდნენ გამარჯვებულები სხვადასხვა ინდუსტრიიდან, მსურს ყველას მივულოცო წარმატება. კომპანია "ნატახტარისთვის" საამაყოა მსგავსი ჯილდო, თუმცა ჩვენ თავს ვალდებულად ვთვლით ვიზრუნოთ გარემოზე. ჩამდინარე წყლის გამწმენდი ნაგებობა ქარხანაში 2011 წელს აშენდა და ინვესტიცია, 6 მილიონ ლარს აღემატება. დამეთანხმებით, თანხის მოცულობა ხაზს უსვამს პროექტის მნიშვნელობას კომპანიისთვის. პროექტი EBRD-სთან ერთად განხორციელდა. მადლობა მინდა გადავუხადო ღონისძიების ორგანიზატორებს და იმედი გამოვთქვა, რომ მომავალში მონაწილე კომპანიების რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება," - აცხადებს ნიკოლოზ ხუნშაკიშვილი, კომპანია "ნატახტარის" კორპორაციულ საქმეთა დირექტორი.

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს კონკურსი Georgian Green Business Award შარშან ოქტომბერში გამოცხადდა, რომელშიც მონაწილეობის სურვილი 12 კომპანიამ გამოთქვა. კონკურსში მონაწილეობის მიღება ყველა კომპანიას - მცირე, საშუალო თუ მსხვილი ბიზნესის წარმომადგენელს შეეძლო. "მწვანე" ბიზნესად მიიჩნევა ისეთი კომპანია ან საწარმო, რომელიც თავის საქმიანობაში ითვალისწინებს გარემოსდაცვით მოთხოვნებს და მიზნად ისახავს მათ შესრულებას, ინფორმაციას აწვდის თითოეულ დაინტერესებულ მხარეს თუ მომხმარებელს გარემოს დაცვის მნიშვნელობის თაობაზე, აგრეთვე, ხელს უწყობს დასაქმებულებს, მიიღონ გარემოს დაცვისა და ქვეყნის მდგრადი განვითარებისათვის სასარგებლო გადაწყვეტილებები", - განმარტავენ სამინისტროში. ღონისძიება მიზნად ისახავს ქართული ბიზნესის წარმომადგენლებისათვის გარემოსდაცვითი და სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში მოქმედების ხელშეწყობას, მეწარმეთა მოტივაციის ამაღლებას, ბიზნესის იმ წარმომადგენელთა წახალისებას, რომლებიც მოქმედებენ გარემოსდაცვითი და სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, აგრეთვე, მრეწველობის სფეროს წარმომადგენლების მიერ საუკეთესო პრაქტიკის დანერგვის შესაძლებლობას.

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი