სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
იაშვილის კლინიკაში გარდაცვლილი ბავშვის მკურნალი ექიმის პირველი კომენტარი
იაშვილის კლინიკაში გარდაცვლილი ბავშვის მკურნალი ექიმის პირველი კომენტარი

იაშ­ვი­ლის კლი­ნი­კა­ში გარ­დაც­ვლი­ლი ბავ­შვი ბოლო პე­რი­ოდ­ში მძი­მე კო­მა­ში იყო, - ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" იაშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის ბავ­შვთა ცენ­ტრა­ლუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს რეს­პი­რა­ცი­უ­ლი მე­დი­ცი­ნის დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნელ­მა, პრო­ფე­სორ­მა პა­ა­ტა გვე­ტა­ძემ გა­ნუ­ცხა­და.

მისი თქმით, ბავ­შვი კლი­ნი­კა­ში არას­წო­რი დი­აგ­ნო­ზით შე­იყ­ვა­ნეს და მათ სწო­რი დი­აგ­ნო­ზი და­უს­ვეს - გას­ტრო­ე­ზო­ფა­გუ­რი რეფ­ლექ­სი.

"ეს ნიშ­ნავს იმას, რომ კუ­ჭი­დან საყ­ლა­პავ­ში ადი­ო­და მთე­ლი შიგ­თავ­სი და კუ­ჭის წვე­ნი, რო­მე­ლიც ხვდე­ბო­და ბრონ­ქში და ტრა­ქე­ა­ში. ამი­ტომ იწ­ვევ­და მძი­მე სპაზ­მებს და აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე იყო სუნ­თქვის უკ­მა­რი­სო­ბა", - გა­ნა­ცხა­და პა­ა­ტა გვე­ტა­ძემ.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, ახალ­შო­ბი­ლო­ბის ასაკ­ში ამის ოპე­რა­ცია არ კეთ­დე­ბა არც ჩვენ­თან, არც სა­ზღვარ­გა­რეთ, 8-9 თვემ­დე მა­ინც.

"ჩვენ ხუთი თვის ასაკ­ში გა­ვუ­კე­თეთ ეს ოპე­რა­ცია და კუ­ჭი­დან შიგ­თა­ვი­სის საყ­ლა­პავ­ში გა­დას­ვლის პრო­ცე­სი შე­წყდა. ბავ­შვი პრაქ­ტი­კუ­ლად გა­მო­კეთ­და, მაგ­რამ პე­რი­ო­დუ­ლად სპაზ­მე­ბი, თვე­ნა­ხე­ვარ­ში, ორ თვე­ში ერთხელ მა­ინც ემარ­თე­ბო­და, მოჰ­ყავ­დათ და ერთი-ორ­ჯერ დაგ­ვჭირ­და აპა­რა­ტულ სუნ­თქვა­ზე მი­ერ­თე­ბა. ბო­ლოს, ორი თვის წინ, ისე­თი მძი­მე სპაზ­მი იყო, რომ ინ­ტუ­ბა­ცი­აც გა­ჭირ­და, მაგ­რამ გა­კეთ­და ეს ინ­ტუ­ბა­ცია, შე­ა­ერ­თეს აპა­რატ­ზე და ამ აპა­რა­ტულ სუნ­თქვა­ზე იყო ბოლო ორი თვე. რად­გან დიდ­ხანს იყო აპა­რატ­ზე, დას­ჭირ­და ტრა­ქე­ოს­ტო­მის და­ყე­ნე­ბა. ეს პე­რი­ო­დი ბავ­შვი სამ­ქუ­ლი­ან კო­მა­ში იყო, ანუ ტვინ­გა­თი­შუ­ლი", - გა­ნა­ცხა­და ექიმ­მა.

პა­ა­ტა გვე­ტა­ძის თქმით, მის­თვის გა­უ­გე­ბა­რია რა­ტომ წა­ვი­და მის წი­ნა­აღ­მდეგ ოჯა­ხი. ექი­მი ვა­რა­უ­დობს, რომ ვი­ღა­ცამ ოჯა­ხი და­არ­წმუ­ნა, რომ ხუთი თვის ასაკ­ში ოპე­რა­ცია ცუ­დად გა­კეთ­და, რაც აბ­სურ­დია.

რაც შე­ე­ხე­ბა გარ­დაც­ვლი­ლი ბავ­შვის ბა­ბუ­ის თავ­დას­ხმას, პა­ა­ტა გვე­ტა­ძის გან­ცხა­დე­ბით, ინ­ცი­დენ­ტი გუ­შინ დი­ლით მოხ­და, რო­დე­საც ის კლი­ნი­კა­ში ტრა­დი­ცი­ულ, დი­ლის კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე და­სას­წრე­ბად მი­ვი­და.

"მან­ქა­ნა­ში ერთი თა­ნამ­შრო­მე­ლი მეჯ­და. ეზო­ში რომ შე­ვე­დი და მან­ქა­ნი­დან გად­მო­ვე­დი, კა­რებს ვხუ­რავ­დი და ამ დროს უკ­ნი­დან და­მეს­ხა თავს, მუშ­ტე­ბით და­მი­წყო ცემა. გა­მი­ხეთ­ქა წარ­ბი, ტუ­ჩე­ბი, მსუ­ბუ­ქი ტვი­ნის შერ­ყე­ვაც მაქვს. იქ რა­ღაც დიდი ფილა ეგდო, და­ავ­ლო იმას ხელი და ჩარ­ტყმა უნ­დო­და, თუმ­ცა დაც­ვის ბი­ჭებ­მა და­აგ­დე­ბი­ნეს", - გა­ნა­ცხა­და ექიმ­მა.

პა­ა­ტა გვე­ტა­ძე მცი­რე­წლო­ვა­ნი ბავ­შვის მკურ­ნა­ლი ექი­მი იყო. ბავ­შვი 25 აპ­რილს გარ­და­იც­ვა­ლა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

იხი­ლეთ ასე­ვე: იაშ­ვი­ლის კლი­ნი­კა­ში ბავ­შვის გარ­დაც­ვა­ლე­ბის გამო, შე­საძ­ლოა ექი­მის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კი­თხი დად­გეს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

იაშვილის კლინიკაში გარდაცვლილი ბავშვის მკურნალი ექიმის პირველი კომენტარი

იაშვილის კლინიკაში გარდაცვლილი ბავშვის მკურნალი ექიმის პირველი კომენტარი

იაშვილის კლინიკაში გარდაცვლილი ბავშვი ბოლო პერიოდში მძიმე კომაში იყო, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს რესპირაციული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა პაატა გვეტაძემ განუცხადა.

მისი თქმით, ბავშვი კლინიკაში არასწორი დიაგნოზით შეიყვანეს და მათ სწორი დიაგნოზი დაუსვეს - გასტროეზოფაგური რეფლექსი.

"ეს ნიშნავს იმას, რომ კუჭიდან საყლაპავში ადიოდა მთელი შიგთავსი და კუჭის წვენი, რომელიც ხვდებოდა ბრონქში და ტრაქეაში. ამიტომ იწვევდა მძიმე სპაზმებს და აქედან გამომდინარე იყო სუნთქვის უკმარისობა", - განაცხადა პაატა გვეტაძემ.

მისივე განმარტებით, ახალშობილობის ასაკში ამის ოპერაცია არ კეთდება არც ჩვენთან, არც საზღვარგარეთ, 8-9 თვემდე მაინც.

"ჩვენ ხუთი თვის ასაკში გავუკეთეთ ეს ოპერაცია და კუჭიდან შიგთავისის საყლაპავში გადასვლის პროცესი შეწყდა. ბავშვი პრაქტიკულად გამოკეთდა, მაგრამ პერიოდულად სპაზმები, თვენახევარში, ორ თვეში ერთხელ მაინც ემართებოდა, მოჰყავდათ და ერთი-ორჯერ დაგვჭირდა აპარატულ სუნთქვაზე მიერთება. ბოლოს, ორი თვის წინ, ისეთი მძიმე სპაზმი იყო, რომ ინტუბაციაც გაჭირდა, მაგრამ გაკეთდა ეს ინტუბაცია, შეაერთეს აპარატზე და ამ აპარატულ სუნთქვაზე იყო ბოლო ორი თვე. რადგან დიდხანს იყო აპარატზე, დასჭირდა ტრაქეოსტომის დაყენება. ეს პერიოდი ბავშვი სამქულიან კომაში იყო, ანუ ტვინგათიშული", - განაცხადა ექიმმა.

პაატა გვეტაძის თქმით, მისთვის გაუგებარია რატომ წავიდა მის წინააღმდეგ ოჯახი. ექიმი ვარაუდობს, რომ ვიღაცამ ოჯახი დაარწმუნა, რომ ხუთი თვის ასაკში ოპერაცია ცუდად გაკეთდა, რაც აბსურდია.

რაც შეეხება გარდაცვლილი ბავშვის ბაბუის თავდასხმას, პაატა გვეტაძის განცხადებით, ინციდენტი გუშინ დილით მოხდა, როდესაც ის კლინიკაში ტრადიციულ, დილის კონფერენციაზე დასასწრებად მივიდა.

"მანქანაში ერთი თანამშრომელი მეჯდა. ეზოში რომ შევედი და მანქანიდან გადმოვედი, კარებს ვხურავდი და ამ დროს უკნიდან დამესხა თავს, მუშტებით დამიწყო ცემა. გამიხეთქა წარბი, ტუჩები, მსუბუქი ტვინის შერყევაც მაქვს. იქ რაღაც დიდი ფილა ეგდო, დაავლო იმას ხელი და ჩარტყმა უნდოდა, თუმცა დაცვის ბიჭებმა დააგდებინეს", - განაცხადა ექიმმა.

პაატა გვეტაძე მცირეწლოვანი ბავშვის მკურნალი ექიმი იყო. ბავშვი 25 აპრილს გარდაიცვალა.

"ინტერპრესნიუსი"

იხილეთ ასევე: იაშვილის კლინიკაში ბავშვის გარდაცვალების გამო, შესაძლოა ექიმის პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია