პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

26

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:52-ზე, მთვარე კირჩხიბშია – რეკომენდებულია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. კარგია მოგზაურობა, მივლინებები. პირი და კბილები აქტიურია. კარგია ვარჯიშის დაწყება. რაც უფრო მარტივი და მსუბუქი იქნება დღეს საკვები, მით უკეთესია. არ არის მიზანშეწონილი ალკოჰოლისა და ხორცის მოხმარება. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია პაემნის მოწყობა და საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის მირთმევა.
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საზმაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭო ორ პალატიანი იქნება
საზმაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭო ორ პალატიანი იქნება

სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭო ორ პა­ლა­ტი­ა­ნი იქ­ნე­ბა. სა­მე­ურ­ვეო საბ­ჭოს შიდა კონ­ტრო­ლის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად მო­ნი­ტო­რინ­გის საბ­ჭოც შე­იქ­მნე­ბა.

ცვლი­ლე­ბე­ბი ით­ვა­ლის­წი­ნებს დღემ­დე მოქ­მე­დი სა­მე­ურ­ვეო საბ­ჭოს წევ­რე­ბის­თვის იმგვა­რი ფუნ­ქცი­ე­ბის მი­ცე­მას, რო­მე­ლიც ერთი მხრივ, სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მა­უ­წყე­ბელს და­ი­ცავს მათი მხრი­დან მო­რი­გი კა­ნონ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო და და­უ­სა­ბუ­თე­ბე­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბის­გან და მე­ო­რე მხრივ, უზ­რუნ­ველ­ყოფს ახა­ლი სა­მე­ურ­ვეო საბ­ჭო­სა და გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის საქ­მი­ა­ნო­ბა­ზე ეფექ­ტურ შიდა მო­ნი­ტო­რინგს და სა­ზო­გა­დო­ე­ბის დრო­ულ ინ­ფორ­მი­რე­ბას ფი­ნას­ნურ, სა­კად­რო და სხვა პრობ­ლე­მებ­ზე.

კა­ნონპ­რო­ექ­ტი, რო­მე­ლიც აღ­ნიშ­ნულ ცვლი­ლე­ბებს ით­ვა­ლის­წი­ნებს, გია ჟორ­ჟო­ლი­ან­მა, ნუკ­რი ქან­თა­რი­ამ, ირაკ­ლი ჩი­ქო­ვან­მა და ზვი­ად კვა­ჭან­ტი­რა­ძემ მო­ამ­ზა­დეს.

ამას­თან, სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რის, ელი­სო ჩა­ფი­ძის გან­მარ­ტე­ბით, მო­ნი­ტო­რინ­გის საბ­ჭოს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფუქნცი­ე­ბი და­ე­კის­რე­ბა და მთლი­ა­ნად სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მა­უ­წყე­ბელს გა­უ­წევს მო­ნი­ტო­რინგს.

"სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭო ხდე­ბა ორ პა­ლა­ტი­ა­ნი. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ მო­ნი­ტო­რინ­გის საბ­ჭოს სა­კა­მოდ სე­რი­ო­ზუ­ლი უფ­ლე­ბე­ბი აქვს მინ­ჭე­ბუ­ლი. მას შე­უძ­ლია ბი­უ­ჯეტ­თან და­კავ­ში­რე­ბით ნე­ბის­მი­ე­რი ინ­ფორ­მა­ცია გა­მო­ი­თხო­ვოს, ასე­ვე აქვს უფ­ლე­ბა და­ა­ყე­ნოს გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კი­თხიც. მო­ნი­ტო­რინ­გის საბ­ჭოს წევრთა ანა­ზღა­უ­რე­ბა იქ­ნე­ბა სა­მე­ურ­ვეო საბ­ჭოს წევ­რის ანა­ზღა­უ­რე­ბის 80 %. სა­კა­მოდ ბევ­რი რე­გუ­ლა­ცია დევს ამ კა­ნონპ­რო­ექ­ტში, თუმ­ცა მე პი­რა­დად არ მინ­და ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას და­ვე­თან­ხმო",-აცხა­დებს ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან ელი­სო ჩა­ფი­ძე.

გია ჟორ­ჟო­ლი­ა­ნის, ნუკ­რი ქან­თა­რი­ას, ირაკ­ლი ჩი­ქო­ვა­ნი­სა და ზვი­ად კვა­ჭან­ტი­რა­ძის ავ­ტო­რო­ბით მომ­ზა­დე­ბულ კა­ნონპ­რო­ექტს დღეს პარ­ლა­მენ­ტში გა­ნათ­ლე­ბის კო­მი­ტეტ­ზე გა­ნი­ხი­ლა­ვენ.

სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლომ "სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის" სა­მე­ურ­ვეო საბ­ჭოს წარ­მო­მად­გენ­ლებს, რო­მელ­თაც "მა­უ­წყებ­ლო­ბის შე­სა­ხებ" კა­ნონ­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა უწყდე­ბო­დათ, წევ­რო­ბის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა შე­უ­ნარ­ჩუ­ნა. სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლომ ემ­ზარ გო­გუ­ა­ძის, გი­ორ­გი მე­ლა­ძის, მა­მუ­კა ფა­ჩუ­აშ­ვი­ლის, ზუ­რაბ და­ვი­თაშ­ვი­ლის, და­ვით კან­დე­ლა­კის, ნა­ტა­ლია დვა­ლის სა­კონ­სტი­ტუ­ციო სარ­ჩე­ლი და­აკ­მა­ყო­ფი­ლა და არა­კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რად ცნო კა­ნო­ნის ის დე­ბუ­ლე­ბა, რომ­ლის მი­ხედ­ვით, ახა­ლი საბ­ჭოს არ­ჩე­ვის­თა­ნა­ვე მოქ­მედ წევ­რებს უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა უწყდე­ბათ.

ამას­თან, პარ­ლა­მენ­ტში ახა­ლი სა­მე­ურ­ვეო საბ­ჭოს და­კომ­პლექ­ტე­ბის პრო­ცე­სი გრძელ­დე­ბა. პარ­ლა­მენტს ამ დრო­ის­თვის არ­ჩე­უ­ლი ჰყავს სა­მე­ურ­ვეო საბ­ჭოს შვი­დი წევ­რი. ვა­კან­ტუ­რად რჩე­ვა ორი ად­გი­ლი, რად­გან უმ­რავ­ლე­სო­ბამ უმ­ცი­რე­სო­ბის მიერ წარ­დგე­ნი­ლი კან­დი­და­ტე­ბი "ჩა­აგ­დო".

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

საზმაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭო ორ პალატიანი იქნება

საზმაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭო ორ პალატიანი იქნება

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭო ორ პალატიანი იქნება. სამეურვეო საბჭოს შიდა კონტროლის უზრუნველსაყოფად მონიტორინგის საბჭოც შეიქმნება.

ცვლილებები ითვალისწინებს დღემდე მოქმედი სამეურვეო საბჭოს წევრებისთვის იმგვარი ფუნქციების მიცემას, რომელიც ერთი მხრივ, საზოგადოებრივ მაუწყებელს დაიცავს მათი მხრიდან მორიგი კანონსაწინააღმდეგო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებების მიღებისგან და მეორე მხრივ, უზრუნველყოფს ახალი სამეურვეო საბჭოსა და გენერალური დირექტორის საქმიანობაზე ეფექტურ შიდა მონიტორინგს და საზოგადოების დროულ ინფორმირებას ფინასნურ, საკადრო და სხვა პრობლემებზე.

კანონპროექტი, რომელიც აღნიშნულ ცვლილებებს ითვალისწინებს, გია ჟორჟოლიანმა, ნუკრი ქანთარიამ, ირაკლი ჩიქოვანმა და ზვიად კვაჭანტირაძემ მოამზადეს.

ამასთან, საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ელისო ჩაფიძის განმარტებით, მონიტორინგის საბჭოს მნიშვნელოვანი ფუქნციები დაეკისრება და მთლიანად საზოგადოებრივ მაუწყებელს გაუწევს მონიტორინგს.

"სამეთვალყურეო საბჭო ხდება ორ პალატიანი. მნიშვნელოვანია, რომ მონიტორინგის საბჭოს საკამოდ სერიოზული უფლებები აქვს მინჭებული. მას შეუძლია ბიუჯეტთან დაკავშირებით ნებისმიერი ინფორმაცია გამოითხოვოს, ასევე აქვს უფლება დააყენოს გენერალური დირექტორის პასუხისმგებლობის საკითხიც. მონიტორინგის საბჭოს წევრთა ანაზღაურება იქნება სამეურვეო საბჭოს წევრის ანაზღაურების 80 %. საკამოდ ბევრი რეგულაცია დევს ამ კანონპროექტში, თუმცა მე პირადად არ მინდა ამ გადაწყვეტილებას დავეთანხმო",-აცხადებს ჟურნალისტებთან ელისო ჩაფიძე.

გია ჟორჟოლიანის, ნუკრი ქანთარიას, ირაკლი ჩიქოვანისა და ზვიად კვაჭანტირაძის ავტორობით მომზადებულ კანონპროექტს დღეს პარლამენტში განათლების კომიტეტზე განიხილავენ.

საკონსტიტუციო სასამართლომ "საზოგადოებრივი მაუწყებლის" სამეურვეო საბჭოს წარმომადგენლებს, რომელთაც "მაუწყებლობის შესახებ" კანონში განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე უფლებამოსილება უწყდებოდათ, წევრობის უფლებამოსილება შეუნარჩუნა. საკონსტიტუციო სასამართლომ ემზარ გოგუაძის, გიორგი მელაძის, მამუკა ფაჩუაშვილის, ზურაბ დავითაშვილის, დავით კანდელაკის, ნატალია დვალის საკონსტიტუციო სარჩელი დააკმაყოფილა და არაკონსტიტუციურად ცნო კანონის ის დებულება, რომლის მიხედვით, ახალი საბჭოს არჩევისთანავე მოქმედ წევრებს უფლებამოსილება უწყდებათ.

ამასთან, პარლამენტში ახალი სამეურვეო საბჭოს დაკომპლექტების პროცესი გრძელდება. პარლამენტს ამ დროისთვის არჩეული ჰყავს სამეურვეო საბჭოს შვიდი წევრი. ვაკანტურად რჩევა ორი ადგილი, რადგან უმრავლესობამ უმცირესობის მიერ წარდგენილი კანდიდატები "ჩააგდო".

"ინტერპრესნიუსი"

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები