მსოფლიო
პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი

24

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:47-ზე, მთვარე ტყუპშია – შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი, ხილი და ბოსტნეული. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები.
სპორტი
სამართალი
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ზანდუკელის ქუჩაზე მოზარდის გაუპატიურებას ცდილობდნენ?
ზანდუკელის ქუჩაზე მოზარდის გაუპატიურებას ცდილობდნენ?

თბი­ლის­ში, ზან­დუ­კე­ლის ქუ­ჩა­ზე, 15 წლის მო­ზარ­დის გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბას, სა­ვა­რუ­დოდ, სამი უცხო­ე­ლი ცდი­ლობ­და. შემ­თხვე­ვა დღეს დი­ლით მოხ­და. რო­გორც ქუ­ჩის მცხოვ­რებ­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, დი­ლის 8:00 სა­ათ­ზე, 15 წლამ­დე ბიჭი ყვი­რი­ლით შე­ვარ­და ერთ-ერთ სახ­ლში და დახ­მა­რე­ბას ითხოვ­და.

"დი­ლის 8 სა­ა­თი იქ­ნე­ბო­და, კარ­ზე ბრა­ხუ­ნის ხმა გა­ვი­გეთ. გა­ვა­ღეთ კარი, ატყდა წი­ვილ-კი­ვი­ლი, იყო 15-16 წლის მო­ზარ­დი ბიჭი, თით­ქმის შიშ­ვე­ლი, პირ­სა­ხო­ცი ჰქონ­და შე­მოხ­ვე­უ­ლი და ითხოვ­და შვე­ლას. რამ­დე­ნი­მე წუთ­ში გა­ურ­კვე­ვე­ლი წარ­მო­მავ­ლო­ბის უცხო­ე­ლიც მო­ვი­და და ბავ­შვის გაყ­ვა­ნას ითხოვ­და, თუმ­ცა არ გა­ვა­ტა­ნეთ. რის შემ­დე­გაც ერთ-ერ­თმა უცხო­ელ­მა ბავ­შვს ტან­საც­მე­ლი მი­უ­ტა­ნა. რო­გორც მო­ზარ­დმა გვი­თხრა, მისი გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის მცდე­ლო­ბა იყო, მან თქვა, რომ სამი უცხო­ე­ლი იყო და მო­ტყუ­ე­ბით გა­მო­ე­პა­რა მათ. ჩვენ პატ­რუ­ლი გა­მო­ვი­ძა­ხეთ, სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის მოს­ვლამ­დე ისი­ნი გა­იქ­ცნენ", - გა­ნა­ცხა­და "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან" სა­უბ­რი­სას ერთ-ერ­თმა თვითმხილ­ველ­მა.

მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, მო­ზარ­დმა მას უთხრა, რომ თა­ვად "გლ­და­ნის გა­მა­ნა­წი­ლე­ბელ­ში" ცხოვ­რობს, ხოლო უცხო­ე­ლებს იმი­ტომ გაჰ­ყვა, რომ სი­გა­რეტს და საკ­ვებს და­პირ­დნენ.

ამ დრო­ის­თვის ზან­დუ­კე­ლის ქუ­ჩა­ზე კრი­მი­ნა­ლის­ტე­ბი მუ­შა­ო­ბენ. რო­გორც ქუ­ჩის მცხოვ­რებ­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, მო­ზარ­დი პატ­რუ­ლის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა წა­იყ­ვა­ნეს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

ზანდუკელის ქუჩაზე მოზარდის გაუპატიურებას ცდილობდნენ?

ზანდუკელის ქუჩაზე მოზარდის გაუპატიურებას ცდილობდნენ?

თბილისში, ზანდუკელის ქუჩაზე, 15 წლის მოზარდის გაუპატიურებას, სავარუდოდ, სამი უცხოელი ცდილობდა. შემთხვევა დღეს დილით მოხდა. როგორც ქუჩის მცხოვრებლები ამბობენ, დილის 8:00 საათზე, 15 წლამდე ბიჭი ყვირილით შევარდა ერთ-ერთ სახლში და დახმარებას ითხოვდა.

"დილის 8 საათი იქნებოდა, კარზე ბრახუნის ხმა გავიგეთ. გავაღეთ კარი, ატყდა წივილ-კივილი, იყო 15-16 წლის მოზარდი ბიჭი, თითქმის შიშველი, პირსახოცი ჰქონდა შემოხვეული და ითხოვდა შველას. რამდენიმე წუთში გაურკვეველი წარმომავლობის უცხოელიც მოვიდა და ბავშვის გაყვანას ითხოვდა, თუმცა არ გავატანეთ. რის შემდეგაც  ერთ-ერთმა უცხოელმა ბავშვს ტანსაცმელი მიუტანა. როგორც მოზარდმა გვითხრა, მისი გაუპატიურების მცდელობა იყო, მან თქვა, რომ სამი უცხოელი იყო და მოტყუებით გამოეპარა მათ. ჩვენ პატრული გამოვიძახეთ, საპატრულო პოლიციის მოსვლამდე ისინი გაიქცნენ", - განაცხადა "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას ერთ-ერთმა თვითმხილველმა.

მისივე ინფორმაციით, მოზარდმა მას უთხრა, რომ თავად "გლდანის გამანაწილებელში" ცხოვრობს, ხოლო უცხოელებს იმიტომ გაჰყვა, რომ სიგარეტს და საკვებს დაპირდნენ.

ამ დროისთვის ზანდუკელის ქუჩაზე კრიმინალისტები მუშაობენ. როგორც ქუჩის მცხოვრებლები ამბობენ, მოზარდი პატრულის თანამშრომლებმა წაიყვანეს.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ