მსოფლიო
სამართალი

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
სამხედრო
პოლიტიკა
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჰიპნოთერაპიის დანერგვა სკოლებში - მანდატურის სამსახურის უფროსის მოადგილე სკანდალურ ბრალდებას პასუხობს
ჰიპნოთერაპიის დანერგვა სკოლებში - მანდატურის სამსახურის უფროსის მოადგილე სკანდალურ ბრალდებას პასუხობს

მე­დი­ა­ში გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროს ინი­ცი­ა­ტი­ვით, სკო­ლებ­ში შე­საძ­ლოა, ჰიპ­ნო­თე­რა­პია და­ი­ნერ­გოს. აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ ambebi.ge-მ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის მან­და­ტუ­რის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლეს, ლე­ვან ზარ­და­ლიშ­ვილს მი­მარ­თა, რო­მელ­მაც აღ­ნიშ­ნულ ინ­ფორ­მა­ცი­ას აბ­სურ­დი უწო­და:

"ეს არის არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლის მიერ კონ­ტექ­სტი­დან ამო­ღე­ბუ­ლი ცი­ტა­ტა, სა­დაც აბ­სო­ლუ­ტუ­რად სხვა რა­მე­ზე ვი­სა­უბ­რე. როცა ფსი­ქო­ლო­გი­ურ ცენ­ტრებ­ში თე­რა­პი­უ­ლი სე­ან­სე­ბის აუ­დიო-ვი­დეო გა­და­ღე­ბის ჩა­წე­რებ­ზე იყო სა­უ­ბა­რი, მა­შინ გან­ვა­ცხა­დე, რომ ჩა­წე­რა მხო­ლოდ მა­შინ ხდე­ბა, როცა ეს შე­დის პა­ცი­ენ­ტის ინ­ტე­რე­სებ­ში, რო­დე­საც ის ან მისი მე­ურ­ვე, ან მშო­ბე­ლი თა­ნახ­მაა და თუ ეს ფსი­ქო­ლოგს სჭირ­დე­ბა. და ამას­თან ერ­თად მა­გა­ლი­თად მო­ვიყ­ვა­ნე მსოფ­ლი­ოს ზოგ ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი პრაქ­ტი­კა, როცა მსგავს სი­ტუ­ა­ცი­ებ­ში, რო­დე­საც პა­ცი­ენტს ეს სჭირ­დე­ბა, იწე­რენ ხოლ­მე კა­მე­რით სე­ანსს, თუმ­ცა ყვე­ლა ზე­მოთ აღ­ნიშ­ნუ­ლი პი­რო­ბა უნდა იყოს დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბუ­ლი. ამას­თან ერ­თად ისიც აღ­ვნიშ­ნე, რომ არ­სე­ბობს ისე­თი თე­რა­პი­აც, რო­დე­საც ჩა­წე­რა არა­თუ სა­ჭი­რო, არა­მედ აუ­ცი­ლე­ბე­ლიც კი არის და ამის ერთ-ერთ მა­გა­ლი­თად მო­ვიყ­ვა­ნე ჰიპ­ნო­თე­რა­პია. მეტ­საც გე­ტყვით, ჰიპ­ნო­თე­რა­პია ბავ­შვებ­ში მი­უ­ღე­ბე­ლი და და­უშ­ვე­ბე­ლია და ძა­ლი­ან ბევრ ქვე­ყა­ნა­ში 21 წლამ­დე აკ­რძა­ლუ­ლია კა­ნო­ნით. რამ­დე­ნა­დაც ვიცი, სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­ცერ­თი ოფი­ცი­ა­ლუ­რი არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია ან ცენ­ტრი ჰიპ­ნო­თე­რა­პი­ას არ იყე­ნებს. არც ჩვენ ვი­ყე­ნებთ და თავ­ში აზ­რა­დაც კი არ მოგ­ვსვლია. ამ თე­მა­ზე სტა­ტი­აც კი მაქვს და­წე­რი­ლი ჩე­ხეთ­ში, სა­დაც აღ­ვნიშ­ნავ, რომ ჰიპ­ნო­თე­რა­პია ბავ­შვებ­ში და­უშ­ვე­ბე­ლია.

ამ კო­მენ­ტა­რის მი­ცე­მის შემ­დეგ იგი­ვე ტექ­სტი ჩემს ფე­ის­ბუ­ქის გვერ­დზეც კი დავ­წე­რე. ამ­რი­გად, ეს კონ­ტექ­სტი­დან ამოგ­ლე­ჯი­ლი არას­წო­რი ცი­ტა­ტაა. მე შე­იძ­ლე­ბა ვთქვა, რომ ჩემი დედა კარ­გი ქა­ლია, ვი­ღა­ცამ კი ცი­ტა­ტას ბოლო ორი სი­ტყვა მო­ა­შო­როს და სრუ­ლი­ად სხვა, და­მა­ხინ­ჯე­ბუ­ლი ში­ნა­არ­სი მი­ვი­ღოთ", - აღ­ნიშ­ნა სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის მან­და­ტუ­რის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლემ, ლე­ვან ზარ­და­ლიშ­ვილ­მა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ მან­და­ტუ­რის სამ­სა­ხუ­რის ბა­ზა­ზე არ­სე­ბულ ფსი­ქო­ლო­გი­ურ ცენ­ტრებ­ში თე­რა­პი­უ­ლი სე­ან­სე­ბის აუ­დიო-ვი­დეო გა­და­ღე­ბის პრაქ­ტი­კის და­ნერგვას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია წინა კვი­რა­ში გავ­რცელ­და. მან­და­ტუ­რის სამ­სა­ხურ­ში აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ აუ­დიო-ვი­დეო გა­და­ღე­ბა მხო­ლოდ პა­ცი­ენ­ტის, პა­ცი­ენ­ტის მე­ურ­ვი­სა და წამ­ყვა­ნი ფსი­ქო­ლო­გის ნე­ბარ­თვის შემ­თხვე­ვა­ში მოხ­დე­ბო­და.

სა­ლო­მე ში­ხაშ­ვი­ლი, Ambebi.ge

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

ჰიპნოთერაპიის დანერგვა სკოლებში - მანდატურის სამსახურის უფროსის მოადგილე სკანდალურ ბრალდებას პასუხობს

ჰიპნოთერაპიის დანერგვა სკოლებში - მანდატურის სამსახურის უფროსის მოადგილე სკანდალურ ბრალდებას პასუხობს

მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც განათლების სამინისტროს ინიციატივით, სკოლებში შესაძლოა, ჰიპნოთერაპია დაინერგოს. აღნიშნულის შესახებ ambebi.ge-მ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსის მოადგილეს, ლევან ზარდალიშვილს მიმართა, რომელმაც აღნიშნულ ინფორმაციას აბსურდი უწოდა:

"ეს არის არაპროფესიონალის მიერ კონტექსტიდან ამოღებული ციტატა, სადაც აბსოლუტურად სხვა რამეზე ვისაუბრე. როცა ფსიქოლოგიურ ცენტრებში თერაპიული სეანსების აუდიო-ვიდეო გადაღების ჩაწერებზე იყო საუბარი, მაშინ განვაცხადე, რომ ჩაწერა მხოლოდ მაშინ ხდება, როცა ეს შედის პაციენტის ინტერესებში, როდესაც ის ან მისი მეურვე, ან მშობელი თანახმაა და თუ ეს ფსიქოლოგს სჭირდება. და ამასთან ერთად მაგალითად მოვიყვანე მსოფლიოს ზოგ ქვეყანაში არსებული პრაქტიკა, როცა მსგავს სიტუაციებში, როდესაც პაციენტს ეს სჭირდება, იწერენ ხოლმე კამერით სეანსს, თუმცა ყველა ზემოთ აღნიშნული პირობა უნდა იყოს დაკმაყოფილებული. ამასთან ერთად ისიც აღვნიშნე, რომ არსებობს ისეთი თერაპიაც, როდესაც ჩაწერა არათუ საჭირო, არამედ აუცილებელიც კი არის და ამის ერთ-ერთ მაგალითად მოვიყვანე ჰიპნოთერაპია. მეტსაც გეტყვით, ჰიპნოთერაპია ბავშვებში მიუღებელი და დაუშვებელია და ძალიან ბევრ ქვეყანაში 21 წლამდე აკრძალულია კანონით. რამდენადაც ვიცი, საქართველოში არცერთი ოფიციალური არასამთავრობო ორგანიზაცია ან ცენტრი ჰიპნოთერაპიას არ იყენებს. არც ჩვენ ვიყენებთ და თავში აზრადაც კი არ მოგვსვლია. ამ თემაზე სტატიაც კი მაქვს დაწერილი ჩეხეთში, სადაც აღვნიშნავ, რომ ჰიპნოთერაპია ბავშვებში დაუშვებელია.

ამ კომენტარის მიცემის შემდეგ იგივე ტექსტი ჩემს ფეისბუქის გვერდზეც კი დავწერე. ამრიგად, ეს კონტექსტიდან ამოგლეჯილი არასწორი ციტატაა. მე შეიძლება ვთქვა, რომ ჩემი დედა კარგი ქალია, ვიღაცამ კი ციტატას ბოლო ორი სიტყვა მოაშოროს და სრულიად სხვა, დამახინჯებული შინაარსი მივიღოთ", - აღნიშნა საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსის მოადგილემ, ლევან ზარდალიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ მანდატურის სამსახურის ბაზაზე არსებულ ფსიქოლოგიურ ცენტრებში თერაპიული სეანსების აუდიო-ვიდეო გადაღების პრაქტიკის დანერგვასთან დაკავშირებული ინფორმაცია წინა კვირაში გავრცელდა. მანდატურის სამსახურში აღნიშნავენ, რომ აუდიო-ვიდეო გადაღება მხოლოდ პაციენტის, პაციენტის მეურვისა და წამყვანი ფსიქოლოგის ნებართვის შემთხვევაში მოხდებოდა.

სალომე შიხაშვილი, Ambebi.ge

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია