პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნოდარ ხადური მკაცრ დიეტაზე "დაჯდა" – "მისთვის განსაკუთრებით ჩაშუშული თევზია სასარგებლო"
ნოდარ ხადური მკაცრ დიეტაზე "დაჯდა" – "მისთვის განსაკუთრებით ჩაშუშული თევზია სასარგებლო"

პრე­სა­ში ხში­რად იწე­რე­ბა ფი­ნანსთა მი­ნის­ტრის ნო­დარ ხა­დუ­რის ჭამა-სმის სიყ­ვა­რუ­ლის შე­სა­ხებ და ხარ­ჯებ­ზე, რო­მე­ლიც ამ უწყე­ბამ ბან­კე­ტე­ბი­სა და კორ­პო­რა­ტი­ვე­ბის მო­სა­წყო­ბად გას­წია. ამ აჟი­ო­ტაჟ­მა მის­ცა თუ არა ხა­დურს სტი­მუ­ლი, უც­ნო­ბია – თუმ­ცა რო­გორც "ამ­ბე­ბი.გე"-ს ფი­ნანსთა მი­ნის­ტრის ახ­ლობ­ლებ­მა აც­ნო­ბეს, ხა­დუ­რი მკაცრ დი­ე­ტა­ზე "დაჯ­და".

ქონ­დარ­ში და­მა­რი­ნა­დე­ბუ­ლი ბატ­კნის ბარ­კლის, თო­ნე­ში შემ­წვა­რი ციკ­ნის, თევ­ზის ასორ­ტი­სა და სხვა ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი კერ­ძე­ბის მირ­თმე­ვის შემ­დეგ, გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ნო­დარ ხა­დურ­მა დი­ე­ტა და­ი­წყო.

ხა­დუ­რის დი­ე­ტის დე­ტა­ლე­ბის გარ­კვე­ვას "ამ­ბე­ბი.გე" თა­ვად ფი­ნანსთა მი­ნის­ტრის ოჯა­ხის წევ­რებ­თან შე­ე­ცა­და. ნო­დარ ხა­დუ­რის მე­უღ­ლეს ნინო ცი­რე­კი­ძეს მე­უღ­ლის დი­ე­ტა­ზე სა­უ­ბა­რი არ სურს. თუ­მაც იმას, რომ მისი მე­უღ­ლე დი­ე­ტა­ზეა, არც უარ­ყოფს და არც ადას­ტუ­რებს.

"ძა­ლი­ან დიდ პა­ტივს გცემთ თი­თო­ე­ულ ჟურ­ნა­ლისტს, მაგ­რამ ამ სა­კი­თხზე კო­მენ­ტარს ვერ გა­ვა­კე­თებ", - აცხა­დებს ნინო ცი­რე­კი­ძე, რო­მელ­მაც ნო­დარ ხა­დუ­რის დი­ე­ტის დე­ტა­ლე­ბის გა­სარ­კვე­ვად ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს პრეს­სამ­სა­ხურ­თან გა­დაგ­ვა­მი­სა­მარ­თა.

ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს პრე­სამ­სა­ხურ­ში რამ­დე­ნი­მე დღის წინ დაგვპირ­დნენ იმის გარ­კვე­ვას, თუ რამ­დე­ნად მკაცრ დი­ე­ტა­ზე იმ­ყო­ფე­ბა უწყე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი და რო­დი­დან. თუმ­ცა პი­რო­ბა არ შე­ას­რუ­ლეს.

ამი­ტომ ჩვენ დი­ე­ტო­ლო­გებს მივ­მარ­თეთ იმის და­სად­გე­ნად, თუ რო­მე­ლი დი­ე­ტა იქ­ნე­ბო­და ხა­დუ­რის­თვის ყვე­ლა­ზე ეფექ­ტუ­რი. ცნო­ბი­ლი დი­ე­ტო­ლო­გი, რო­მელ­მაც სა­კუ­თა­რი ვი­ნა­ო­ბის გამ­ჟღავ­ნე­ბის­გან თავი შე­ი­კა­ვა, ნო­დარ ხა­დურს წო­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით რე­კო­მენ­და­ცი­ებს აძ­ლევს.

– ვი­ნა­ი­დან არ ვიცი ნო­დარ ხა­დუ­რის წონა, სი­მაღ­ლე და დღის რე­ჟი­მი, გა­მი­ჭირ­დე­ბა მას ზუს­ტად ისე­თი დი­ე­ტა და­ვუ­ნიშ­ნო, რო­მე­ლიც უშუ­ა­ლოდ მის ორ­გა­ნიზ­მზე არის მორ­გე­ბუ­ლი, თუმ­ცა შე­მიძ­ლია მივ­ცე ზო­გა­დი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი. ვფიქ­რობ მი­ნის­ტრი დღის მან­ძილ­ზე საკ­მა­ოდ აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ობს, არას­წო­რად იკ­ვე­ბე­ბა და სწო­რედ ეს არის მისი წო­ნა­ში მო­მა­ტე­ბის მი­ზე­ზი. პირ­ველ რიგ­ში ვურ­ჩევ ცოტა ჭა­მოს და ხში­რად, მაგ­რამ რამ­დე­ნად მო­ა­ხერ­ხებს ამას, არ ვიცი. ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზ­მი დღის მან­ძილ­ზე მი­ნი­მუმ 2500 კა­ლო­რი­ას ხარ­ჯავს, ამი­ტომ აუ­ცი­ლე­ბე­ლია, ამა­ზე მეტი კა­ლო­რია არ მი­ი­ღოს საკ­ვე­ბის სა­ხით მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში. მი­ნის­ტრ ხა­დურს ალ­ბათ, ძა­ლი­ან უყ­ვარს გემ­რი­ე­ლი ჭამა, ამი­ტომ მის­თვის ყვე­ლა­ზე ეფექ­ტუ­რი იქ­ნე­ბა დღის რა­ცი­ონ­ში ხორ­ცის შე­ტა­ნა. უნდა შე­ე­ცა­დოს, 200 გრა­მი ხორ­ცი მი­ი­ღოს მთე­ლი დღის მან­ძილ­ზე სხვა საკ­ვებ­თან ერ­თად, არ ვგუ­ლის­ხმობ სო­სისს და ძეხვს. ხორ­ცი ეფექ­ტუ­რად უწყობს ხელს წო­ნის დაკ­ლე­ბას. მი­ირ­თვას 3–4 სა­ათ­ში ერთხელ, შე­ზღუ­დუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბით, უნდა ჭა­მოს მა­შინ რო­გორც კი მო­შივ­დე­ბა, თუმ­ცა ზო­მი­ე­რად. აუ­ცი­ლე­ბე­ლია დღის მან­ძილ­ზე მი­ი­ღოს დიდი რა­ო­დე­ნო­ბით სი­თხე, და­ახ­ლო­ე­ბით 3 ლიტ­რის ოდე­ნო­ბით, რა­ცი­ო­ნი­დან უნდა ამო­ი­ღოს თეთ­რი პური, ღო­რის ხორ­ცი, შა­ქა­რი და ალ­კოჰო­ლუ­რი სას­მე­ლი. შაქ­რის ნაც­ვლად შე­უძ­ლია გლუ­კო­ზა მი­ი­ღოს ჯე­მის სა­ხით. ვი­ნა­ი­დან მისი სა­მუ­შაო ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლურ შრო­მას მო­ი­თხოვს, აუ­ცი­ლე­ბე­ლია მი­ირ­თვას თევ­ზი, ეს პრო­დუქ­ტი შე­ი­ცავს ტვი­ნის უჯრე­დე­ბის მკვე­ბავ მჟა­ვას, გან­სა­კუთ­რე­ბით სა­სარ­გებ­ლოა მი­ნის­ტრის­თვის ჩა­შუ­შუ­ლი თევ­ზი გარ­ნი­რით. თუ გა­ით­ვა­ლის­წი­ნებს ჩემს რე­კო­მენ­და­ცი­ებს, მერ­წმუ­ნეთ საკ­მა­ოდ სწრა­ფად და­ი­წყებს წო­ნა­ში დაკ­ლე­ბას, შემ­დეგ რა­ღაც ეტაპ­ზე კლე­ბა შე­ჩერ­დე­ბა, მაგ­რამ მის­თვის ეტა­პობ­რი­ვად დაკ­ლე­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რად­გან ასეთ შემ­თხვე­ვებ­ში ორ­გა­ნიზ­მი ცდი­ლობს და­ნაკ­ლი­სი აი­ნა­ზღა­უ­როს და შე­საძ­ლოა, იმა­ზე მე­ტად მო­ი­მა­ტოს წო­ნა­ში, რა წო­ნაც ახლა აქვს.

მინ­დია აფ­ცი­ა­უ­რი, თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

Ambebi.ge

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ნოდარ ხადური მკაცრ დიეტაზე "დაჯდა" – "მისთვის განსაკუთრებით ჩაშუშული თევზია სასარგებლო"

ნოდარ ხადური მკაცრ დიეტაზე "დაჯდა" – "მისთვის განსაკუთრებით ჩაშუშული თევზია სასარგებლო"

პრესაში ხშირად იწერება ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის ჭამა-სმის სიყვარულის შესახებ და ხარჯებზე, რომელიც ამ უწყებამ ბანკეტებისა და კორპორატივების მოსაწყობად გასწია. ამ აჟიოტაჟმა მისცა თუ არა ხადურს სტიმული, უცნობია – თუმცა როგორც "ამბები.გე"-ს ფინანსთა მინისტრის ახლობლებმა აცნობეს, ხადური მკაცრ დიეტაზე "დაჯდა".

ქონდარში დამარინადებული ბატკნის ბარკლის, თონეში შემწვარი ციკნის, თევზის ასორტისა და სხვა ძვირადღირებული კერძების მირთმევის შემდეგ, გავრცელებული ინფორმაციით, ნოდარ ხადურმა დიეტა დაიწყო.

ხადურის დიეტის დეტალების გარკვევას "ამბები.გე" თავად ფინანსთა მინისტრის ოჯახის წევრებთან შეეცადა. ნოდარ ხადურის მეუღლეს ნინო ცირეკიძეს მეუღლის დიეტაზე საუბარი არ სურს. თუმაც იმას, რომ მისი მეუღლე დიეტაზეა, არც უარყოფს და არც ადასტურებს.

"ძალიან დიდ პატივს გცემთ თითოეულ ჟურნალისტს, მაგრამ ამ საკითხზე კომენტარს ვერ გავაკეთებ", - აცხადებს ნინო ცირეკიძე, რომელმაც ნოდარ ხადურის დიეტის დეტალების გასარკვევად ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახურთან გადაგვამისამართა.

ფინანსთა სამინისტროს პრესამსახურში რამდენიმე დღის წინ დაგვპირდნენ იმის გარკვევას, თუ რამდენად მკაცრ დიეტაზე იმყოფება უწყების ხელმძღვანელი და როდიდან. თუმცა პირობა არ შეასრულეს.

ამიტომ ჩვენ დიეტოლოგებს მივმართეთ იმის დასადგენად, თუ რომელი დიეტა იქნებოდა ხადურისთვის ყველაზე ეფექტური. ცნობილი დიეტოლოგი, რომელმაც საკუთარი ვინაობის გამჟღავნებისგან თავი შეიკავა, ნოდარ ხადურს წონასთან დაკავშირებით რეკომენდაციებს აძლევს.

– ვინაიდან არ ვიცი ნოდარ ხადურის წონა, სიმაღლე და დღის რეჟიმი, გამიჭირდება მას ზუსტად ისეთი დიეტა დავუნიშნო, რომელიც უშუალოდ მის ორგანიზმზე არის მორგებული, თუმცა შემიძლია მივცე ზოგადი რეკომენდაციები. ვფიქრობ მინისტრი დღის მანძილზე საკმაოდ აქტიურად მუშაობს, არასწორად იკვებება და სწორედ ეს არის მისი წონაში მომატების მიზეზი. პირველ რიგში ვურჩევ ცოტა ჭამოს და ხშირად, მაგრამ რამდენად მოახერხებს ამას, არ ვიცი. ადამიანის ორგანიზმი დღის მანძილზე მინიმუმ 2500 კალორიას ხარჯავს, ამიტომ აუცილებელია, ამაზე მეტი კალორია არ მიიღოს საკვების სახით მთელი დღის განმავლობაში. მინისტრ ხადურს ალბათ, ძალიან უყვარს გემრიელი ჭამა, ამიტომ მისთვის ყველაზე ეფექტური იქნება დღის რაციონში ხორცის შეტანა. უნდა შეეცადოს, 200 გრამი ხორცი მიიღოს მთელი დღის მანძილზე სხვა საკვებთან ერთად, არ ვგულისხმობ სოსისს და ძეხვს. ხორცი ეფექტურად უწყობს ხელს წონის დაკლებას. მიირთვას 3–4 საათში ერთხელ, შეზღუდული რაოდენობით, უნდა ჭამოს მაშინ როგორც კი მოშივდება, თუმცა ზომიერად. აუცილებელია დღის მანძილზე მიიღოს დიდი რაოდენობით სითხე, დაახლოებით 3 ლიტრის ოდენობით, რაციონიდან უნდა ამოიღოს თეთრი პური, ღორის ხორცი, შაქარი და ალკოჰოლური სასმელი. შაქრის ნაცვლად შეუძლია გლუკოზა მიიღოს ჯემის სახით. ვინაიდან მისი სამუშაო ინტელექტუალურ შრომას მოითხოვს, აუცილებელია მიირთვას თევზი, ეს პროდუქტი შეიცავს ტვინის უჯრედების მკვებავ მჟავას, განსაკუთრებით სასარგებლოა მინისტრისთვის ჩაშუშული თევზი გარნირით. თუ გაითვალისწინებს ჩემს რეკომენდაციებს, მერწმუნეთ საკმაოდ სწრაფად დაიწყებს წონაში დაკლებას, შემდეგ რაღაც ეტაპზე კლება შეჩერდება, მაგრამ მისთვის ეტაპობრივად დაკლება მნიშვნელოვანია, რადგან ასეთ შემთხვევებში ორგანიზმი ცდილობს დანაკლისი აინაზღაუროს და შესაძლოა, იმაზე მეტად მოიმატოს წონაში, რა წონაც ახლა აქვს.

მინდია აფციაური, თამარ ბოჭორიშვილი

Ambebi.ge

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა