მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

23

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 02:18-ზე, მთვარე ტყუპში გადავა 06:57-ზე – რეკომენდებულია საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. არ დალიოთ ალკოჰოლი. მოერიდეთ ხორცის კერძებს. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელი პერიოდია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის.
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თამუნა მუსერიძეს ვეღარ აჩერებენ - ტელეწამყვანმა სხეულის მოხატვა დაიწყო
თამუნა მუსერიძეს ვეღარ აჩერებენ - ტელეწამყვანმა სხეულის მოხატვა დაიწყო

სხე­უ­ლის მო­ხატ­ვა, ანუ ტატუ, იგი­ვე სვი­რინ­გი უძ­ვე­ლე­სი დრო­ი­დან იღებს სა­თა­ვეს. ყო­ველ ხაზს, ფი­გუ­რას თა­ვი­სი დატ­ვირ­თვა აქვს... თუმ­ცა ზოგი ტა­ტუს უბ­რა­ლოდ, ისე, მო­დის­თვის იკე­თებს. მა­გა­ლი­თად, ტე­ლე­წამ­ყვან თა­მუ­ნა მუ­სე­რი­ძეს ბოლო დროს გა­ტა­ცე­ბა­სა­ვით ექცა სხე­უ­ლის ამა თუ იმ ნა­წი­ლის ამოს­ვი­რინ­გე­ბა. ერთი თვის წინ, მარ­ჯვე­ნა ფერდქვეშ სა­ჰა­ე­რო ბუშ­ტი და­ი­ხა­ტა...

- ტა­ტუს შენ­თვის უბ­რა­ლოდ მო­დის ნა­წი­ლია თუ რა­ი­მე დატ­ვირ­თვა აქვს?

- ძა­ლი­ან მომ­წონს. თა­ვი­დან მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, არ გა­ი­კე­თო, თო­რემ მაგ საქ­მემ ჩათ­რე­ვა იცი­სო. რა თქმა უნდა, არ ვუ­ჯე­რებ­დი, მაგ­რამ რო­გორც ხე­დავთ, ჩა­მით­რია კი არა, ვე­ღარ ვჩერ­დე­ბი... ჩემს ყო­ველ სვი­რინგს თა­ვი­სი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს, ისე, უბ­რა­ლოდ არც ერთი გა­მი­კე­თე­ბია.

- და­ვუშ­ვათ, მოგ­ბეზ­რდა ესა თუ ის ტატუ, მერე?

- არა მგო­ნია, რომ მომ­ბეზ­რდეს, თან, ყვე­ლა ისეთ ად­გი­ლას მაქვს გა­კე­თე­ბუ­ლი, რომ არ ჩანს, სა­მო­სი ფა­რავს, ანუ მო­ბეზ­რე­ბის მო­მენ­ტი გა­მო­რი­ცხუ­ლია.

- პირ­ვე­ლი ტატუ რო­დის და სხე­უ­ლის რა ნა­წილ­ზე ამო­ის­ვი­რინ­გე?

- პირ­ვე­ლი 3 წლის წინ თით­ზე გა­ვი­კე­თე. ჩემი შვი­ლის სა­ხე­ლი, სან­დრო და­ვი­წე­რე. მე­ო­რე 2 წლის წინ და­ვი­ხა­ტე და არის ლო­ტუ­სი.

ლო­ტუსს სამ­ნა­ი­რი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს, მაგ­რამ მხო­ლოდ ერთს გე­ტყით, რო­გორც იცით, ეს ყვა­ვი­ლი ჭა­ობ­ში იზ­რდე­ბა და არ­ცთუ ლა­მა­ზი კვირ­ტე­ბი აქვს, მაგ­რამ მის­გან ულა­მა­ზე­სი ყვა­ვი­ლი ჩნდე­ბა... ამ ყვე­ლა­ფერს ცოტა რთუ­ლი დატ­ვირ­თვა აქვს, მაგ­რამ ამის შე­სა­ხებ მოკ­ლედ ასე ვი­ტყო­დი.

- გაქვს ასე­ვე "თეთ­რი" ტა­ტუც...

- რაც შე­ე­ხე­ბა "თეთრ" ტა­ტუს, ის სა­ერ­თოდ არ ჩანს, მაგ­რამ რო­გორც კი გა­ვირუ­ჯე­ბი, ის მა­შინ სხე­ულ­ზე თეთ­რად იკ­ვე­თე­ბა, ანუ თავს მხო­ლოდ ნამ­ზე­უ­რის შემ­თხვე­ვა­ში იჩენს...

ერთი თვის წინ სვი­რინ­გი კი­დევ გა­ვი­კე­თე - სა­ჰა­ე­რო ბუშ­ტი, რო­მელ­საც ქვე­მოთ აწე­რია "თა­ვი­სუფ­ლე­ბა".

- ალ­ბათ იმი­ტომ, რომ თა­ვი­სუ­ფა­ლი ადა­მი­ა­ნი ხარ...

- ეს შო­რი­დან და გვერ­დი­დან ჩანს ასე.

- რა, კომ­პლექ­სე­ბი გა­წუ­ხებს?

- ჰო, რა­ღა­ცე­ბი მა­წუ­ხებს (სი­ცი­ლით ამ­ბობს)... მე სუ­ლი­ერ თა­ვი­სუფ­ლე­ბას ვგუ­ლის­ხმობ და არა თა­ვი­სუ­ფალ ქცე­ვას, ჩაც­მას, სა­უ­ბარს და ა.შ.

- კი­დევ აპი­რებ, სხე­უ­ლის მო­ხატ­ვას?

- დიახ, ზურ­გზე წარ­წე­რის გა­კე­თე­ბა მინ­და.

- რა უნდა და­ი­წე­რო?

- მოდი, ამა­ზე ჯერ არ ვი­ლა­პა­რა­კებ...

- სან­დროს ასე მო­ხა­ტუ­ლი დე­დი­კო მოს­წონს?

- კი, გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ჰა­ე­რო ბუშტზე გიჟ­დე­ბა... თა­ვის სა­ხელს, რო­მე­ლიც თით­ზე მა­წე­რია, მე­გობ­რებს აჩ­ვე­ნებს ხოლ­მე.

- ტა­ტუს გა­კე­თე­ბამ რა­ი­მე ხომ არ შეც­ვა­ლა შენს ცხოვ­რე­ბა­ში? ვი­თომ, ახლა უფრო მა­გა­რი ტიპი ხარ?

- შე­იც­ვა­ლა ის, რომ მივ­ხვდი, - ტკი­ვი­ლის მოთ­მე­ნა და დაძ­ლე­ვა შე­მიძ­ლია, მაგ­რამ ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ უფრო მა­გა­რი ტიპი ვარ. თუმ­ცა ამ­ტა­ნი ვყო­ფილ­ვარ. ფეხ­ზე სვი­რინგს სამ­სა­ათ-ნა­ხე­ვა­რი მი­კე­თებ­დნენ. წი­ნას­წარ გა­მაფრ­თხი­ლეს, ყვე­ლა­ზე მტკივ­ნე­უ­ლი ად­გი­ლია და იქ­ნებ, სხვა ნა­წი­ლი შე­არ­ჩი­ოო, არ დავ­ნებ­დი. 3 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში, ტიპი სა­ხე­ზე წყალს მას­ხამ­და, გული რომ არ წამ­სვლო­და.

- რა სა­ჭი­როა ასე­თი მსხვერ­პლი?

- მინ­დო­და...

ლალი ფა­ცია

სპე­ცი­ა­ლუ­რად "ამ­ბე­ბი.გე"-სთვის

იხი­ლეთ ასე­ვე: ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლე­ბის ტა­ტუ­ე­ბი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება

თამუნა მუსერიძეს ვეღარ აჩერებენ - ტელეწამყვანმა სხეულის მოხატვა დაიწყო

თამუნა მუსერიძეს ვეღარ აჩერებენ - ტელეწამყვანმა სხეულის მოხატვა დაიწყო

სხეულის მოხატვა, ანუ ტატუ, იგივე სვირინგი უძველესი დროიდან იღებს სათავეს. ყოველ ხაზს, ფიგურას თავისი დატვირთვა აქვს... თუმცა ზოგი ტატუს უბრალოდ, ისე, მოდისთვის იკეთებს. მაგალითად, ტელეწამყვან თამუნა მუსერიძეს ბოლო დროს გატაცებასავით ექცა სხეულის ამა თუ იმ ნაწილის ამოსვირინგება. ერთი თვის წინ, მარჯვენა ფერდქვეშ საჰაერო ბუშტი დაიხატა...

- ტატუს შენთვის უბრალოდ მოდის ნაწილია თუ რაიმე დატვირთვა აქვს?

- ძალიან მომწონს. თავიდან მეუბნებოდნენ, არ გაიკეთო, თორემ მაგ საქმემ ჩათრევა იცისო. რა თქმა უნდა, არ ვუჯერებდი, მაგრამ როგორც ხედავთ, ჩამითრია კი არა, ვეღარ ვჩერდები... ჩემს ყოველ სვირინგს თავისი მნიშვნელობა აქვს, ისე, უბრალოდ არც ერთი გამიკეთებია.

- დავუშვათ, მოგბეზრდა ესა თუ ის ტატუ, მერე?

- არა მგონია, რომ მომბეზრდეს, თან, ყველა ისეთ ადგილას მაქვს გაკეთებული, რომ არ ჩანს, სამოსი ფარავს, ანუ მობეზრების მომენტი გამორიცხულია.

- პირველი ტატუ როდის და სხეულის რა ნაწილზე ამოისვირინგე?

- პირველი 3 წლის წინ თითზე გავიკეთე. ჩემი შვილის სახელი, სანდრო დავიწერე. მეორე 2 წლის წინ დავიხატე და არის ლოტუსი.

ლოტუსს სამნაირი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ მხოლოდ ერთს გეტყით, როგორც იცით, ეს ყვავილი ჭაობში იზრდება და არცთუ ლამაზი კვირტები აქვს, მაგრამ მისგან ულამაზესი ყვავილი ჩნდება... ამ ყველაფერს ცოტა რთული დატვირთვა აქვს, მაგრამ ამის შესახებ მოკლედ ასე ვიტყოდი.

- გაქვს ასევე "თეთრი" ტატუც...

- რაც შეეხება "თეთრ" ტატუს, ის საერთოდ არ ჩანს, მაგრამ როგორც კი გავირუჯები, ის მაშინ სხეულზე თეთრად იკვეთება, ანუ თავს მხოლოდ ნამზეურის შემთხვევაში იჩენს...

ერთი თვის წინ სვირინგი კიდევ გავიკეთე - საჰაერო ბუშტი, რომელსაც ქვემოთ აწერია "თავისუფლება".

- ალბათ იმიტომ, რომ თავისუფალი ადამიანი ხარ...

- ეს შორიდან და გვერდიდან ჩანს ასე.

- რა, კომპლექსები გაწუხებს?

- ჰო, რაღაცები მაწუხებს (სიცილით ამბობს)... მე სულიერ თავისუფლებას ვგულისხმობ და არა თავისუფალ ქცევას, ჩაცმას, საუბარს და ა.შ.

- კიდევ აპირებ, სხეულის მოხატვას?

- დიახ, ზურგზე წარწერის გაკეთება მინდა.

- რა უნდა დაიწერო?

- მოდი, ამაზე ჯერ არ ვილაპარაკებ...

- სანდროს ასე მოხატული დედიკო მოსწონს?

- კი, განსაკუთრებით საჰაერო ბუშტზე გიჟდება... თავის სახელს, რომელიც თითზე მაწერია, მეგობრებს აჩვენებს ხოლმე.

- ტატუს გაკეთებამ რაიმე ხომ არ შეცვალა შენს ცხოვრებაში? ვითომ, ახლა უფრო მაგარი ტიპი ხარ?

- შეიცვალა ის, რომ მივხვდი, - ტკივილის მოთმენა და დაძლევა შემიძლია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ უფრო მაგარი ტიპი ვარ. თუმცა ამტანი ვყოფილვარ. ფეხზე სვირინგს სამსაათ-ნახევარი მიკეთებდნენ. წინასწარ გამაფრთხილეს, ყველაზე მტკივნეული ადგილია და იქნებ, სხვა ნაწილი შეარჩიოო, არ დავნებდი. 3 საათის განმავლობაში, ტიპი სახეზე წყალს მასხამდა, გული რომ არ წამსვლოდა.

- რა საჭიროა ასეთი მსხვერპლი?

- მინდოდა...

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

იხილეთ ასევე: ცნობილი ქართველების ტატუები

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება