როგორც ოჯახის ახლობლები ამბობენ, ისინი არ ეთანხმებიან ექიმების განცხადებას, რომ ბავშვს თანდაყოლილი პათოლოგიური დაავადება ჰქონდა. მათი განცხადებით, ბავშვის მკურნალმა ექიმმა, იაშვილის კლინიკის პროფესორმა, რესპირატორული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა პაატა გეწაძემ ოჯახს ფორმა 100 არ მისცა, რომ ბავშვი კლინიკიდან გაეყვანათ და სამკურნალოდ ისრაელში გადაეყვანათ. მათივე მტკიცებით, ბავშვს არავითარი პათოლოგია არ ჰქონდა და ექიმისგან მიიღეს დაპირება, რომ კარგად იქნებოდა.
Ambebi.ge ამ წუთებში იმყოფება იაშვილის კლინიკაში, სადაც ჩვენი ჟურნალისტი დეტალურად ეცნობა როგორც ექიმების, აგრეთვე ოჯახისწევრების ვერსიებს. დეტალებს უახლოეს მომავალში მოგაწვდით.შეგახსენებთ, რომ იაშვილის კლინიკაში დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც კლინიკის ექიმებმა აღნიშნული პაციენტის ბაბუის მიერ პაატა გეწაძის ცემასთან დაკავშირებით აქცია გამართეს. ექიმების თქმით, ბოლო დროს ექიმებზე თავდასხმა გახშირდა, რაც მიუღებელია.როგორც ექიმმა ანესთეზიოლოგმა, მაია ჯავახიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, შეშინებული ექიმი კარგი მკურნალი ვერ იქნება და არ შეიძლება, საზოგადოებაში დაინერგოს აზრი, რომ ყველაფერში ექიმია დამნაშავე.
ამასთან, ოჯახის წევრები აპროტესტებენ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ გარდაცვლილი ბავშვის ბაბუა მიმალვაშია. მათი თქმით, ის სახლშია და "ბავშვს დასტირის".
წლინახევრის დავით ვეფხვაძე იაშვილის სახელობის კლინიკაში 25 აპრილს გარდაიცვალა. წინასწარი ინფრომაციით, გარდაცვალების მიზეზი მწვავე რესპირატორული დაავადება გახდა.
ასევე დაგაინტერესებთ: თავდასხმა იაშვილის კლინიკაში - მოხუცებულმა დეპარტამენტის ხელმძღვანელს სახეში მრავლობითი ჭრილობები მიაყენა