კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

6

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:10-ზე, მთვარე ლომში იქნება 08:37-დან რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა მოგზაურობის, შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადაადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პროდუქტები, რომელიც ყველაზე მეტად გაძვირდა
პროდუქტები, რომელიც ყველაზე მეტად გაძვირდა

ბოლო რამ­დე­ნი­მე თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ზო­გი­ერ­თი და­სა­ხე­ლე­ბის პრო­დუქ­ტი თვალ­ში­სა­ცე­მად გაძ­ვირ­და და აღარც იაფ­დე­ბა. ამ პე­რი­ოდ­ში ზოგ ნა­წარმ­ზე ფას­მა 20-30%-ით, ზოგ­ზე კი 100-200%-ით მო­ი­მა­ტა. ექ­სპერ­ტე­ბი პრო­დუქ­ტის ფა­სე­ბის ზრდას, ერთი მხრივ, ლა­რის კურ­სის ვარ­დნას და სე­ზო­ნუ­რო­ბას, მე­ო­რე მხრივ კი ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბულ მო­ნო­პო­ლი­ებს უკავ­ში­რე­ბენ.

სიძ­ვი­რის ლი­დე­რო­ბა მე­დი­კა­მენ­ტებ­მა, ბოსტნე­ულ­მა, რძის ნა­წარმ­მა და ჰი­გი­ე­ნურ­მა სა­შუ­ა­ლე­ბებ­მა იგდო ხელთ. მა­გა­ლი­თად, კარ­ტო­ფი­ლი 200%-ითაა გაძ­ვი­რე­ბუ­ლი, ხოლო მე­დი­კა­მენ­ტე­ბი, სა­შუ­ა­ლოდ, 20-25%-ით.

"პრო­დუქ­ტე­ბის გაძ­ვი­რე­ბის მი­ზე­ზი შე­იძ­ლე­ბა ბევ­რი რამ იყოს, მათ შო­რის, კურ­სის ვარ­დნაც, მაგ­რამ უფრო მთა­ვა­რი - მო­ნო­პო­ლი­ე­ბია. უმე­ტეს­წი­ლად ფა­სე­ბის მა­ტე­ბის მთა­ვა­რი მი­ზე­ზი კარ­ტე­ლუ­რი შე­თან­ხმე­ბე­ბია. რო­დე­საც ბა­ზარ­ზე სულ რამ­დე­ნი­მე მო­თა­მა­შეა, ისი­ნი თან­ხმდე­ბი­ან და ამა თუ იმ პრო­დუქტზე ფასს ამის მი­ხედ­ვით წე­ვენ მაღ­ლა", - აცხა­დებს ექ­სპერ­ტი სო­ცი­ა­ლურ-ეკო­ნო­მი­კურ სა­კი­თხებ­ში ნო­დარ კა­პა­ნა­ძე.

ისევ გაძ­ვირ­და მე­დი­კა­მენ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც 2012 წლის არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ გა­ი­აფ­და. ფარ­მა­ცევ­ტე­ბი წამ­ლე­ბის გაძ­ვი­რე­ბას ლა­რის გა­უ­ფა­სუ­რე­ბას უკავ­ში­რე­ბენ, თუმ­ცა ისიც აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ 2013 წლის და­სა­წყის­ში, რო­დე­საც "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ" და­პი­რე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბა და­ი­წყო, ყვე­ლა სა­აფ­თი­ა­ქო ქსელ­ში წა­მა­ლი გა­ი­აფ­და. იმ პე­რი­ოდ­ში კი ლარი არ გამ­ყა­რე­ბუ­ლა, ეროვ­ნუ­ლი ვა­ლუ­ტის კურ­სი კარ­გა ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში სტა­ბი­ლუ­რი იყო.

მა­გა­ლი­თად, ბავ­შვის ხვე­ლე­ბის წა­მა­ლი "პუ­რო­ქ­სა­ნი", და­ახ­ლო­ე­ბით, სამი თვის წინ 15 ლარი ღირ­და, ახლა 19 ლა­რია. "პულ­მო­ლა­ნი" კი 12 ლა­რი­დან 18 ლა­რამ­დე გაძ­ვირ­და. ფარ­მა­ცევ­ტე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ფას­მა ყვე­ლა ჯგუ­ფის მე­დი­კა­მენ­ტებ­ზე მო­ი­მა­ტა, გან­სა­კუთ­რე­ბით კი ან­ტი­ბი­ო­ტი­კებ­ზე.

2013 წლის და­სა­წყის­ში სა­ერ­თო სუ­რა­თის შე­საქ­მნე­ლად "ბიზ­ნეს-რე­ზო­ნან­სმა" რამ­დე­ნი­მე მე­დი­კა­მენ­ტის ფა­სე­ბი შე­ა­და­რა ერ­თმა­ნეთს (რა ღირ­და 2012 წლის არ­ჩევ­ნე­ბამ­დე და არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ). ამ შე­და­რე­ბი­სას გა­ი­ა­ფე­ბა თვალ­ში სა­ცე­მი იყო. ამ­ჯე­რად ისევ ამ მე­დი­კა­მენ­ტე­ბის ფა­სე­ბით და­ვინ­ტე­რეს­დით და მათი გაძ­ვი­რე­ბა ასე­ვე თვალ­ში­სა­ცე­მია.

მე­დი­კა­მენ­ტი "ატო­რი­სი" (20 მგ. 30 აბი) თბი­ლი­სის აფ­თი­ა­ქებ­ში რამ­დე­ნი­მე თვის წი­ნათ 11,90 ლარი ღირ­და, ამ­ჯე­რად მისი ღი­რე­ბუ­ლე­ბა 12,30-12-35 ლა­რია. "რო­ცე­ფი­ნი" (1 მგ-იანი) - 12,35 ლარი ღირ­და, შემ­დეგ - 13,50 ლარი იყო, ამ­ჯე­რად მისი ღი­რე­ბუ­ლე­ბა 16,30-17-20 ლა­რია. "ენ­ტე­რო­ლი" 6,60 ლარი ღირ­და, დღეს სხვა­დას­ხვა აფ­თი­აქ­ში - 6,7-7,30 ლა­რია, "ნოშ­პა" 5,40 ლა­რი­დან 6,60 ლა­რამ­დე გაძ­ვირ­და და ა.შ.

იმის გამო, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ფარ­მა­ცევ­ტულ ბა­ზარ­ზე მე­დი­კა­მენ­ტე­ბის თით­ქმის 80% იმ­პორ­ტი­რე­ბუ­ლია, მათი ფასი ეროვ­ნუ­ლი ვა­ლუ­ტის კურ­სის მი­ხედ­ვით დგინ­დე­ბა. ბოლო თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ლარი, და­ახ­ლო­ე­ბით, 8%-ით გა­უ­ფა­სურ­და და ამ მაჩ­ვე­ნე­ბელს მე­დი­კა­მენ­ტე­ბის ასე­თი მას­შტა­ბუ­რი გაძ­ვი­რე­ბა არ უნდა გა­მო­ეწ­ვია.

ექ­სპერ­ტი სო­ცი­ა­ლურ-ეკო­ნო­მი­კურ სა­კი­თხებ­ში ნო­დარ კა­პა­ნა­ძე საკ­ვებ და პირ­ვე­ლა­დი მოხ­მა­რე­ბის პრო­დუქ­ტე­ბის გაძ­ვი­რე­ბას არა იმ­დე­ნად ლა­რის კურ­სის ვარ­დნას, არა­მედ უფრო მო­ნო­პო­ლი­ებს უკავ­ში­რებს.

"ზო­გა­დად, პრო­დუქ­ტე­ბის გაძ­ვი­რე­ბა ცუ­დად მოქ­მე­დებს ღა­რიბ მო­სახ­ლე­ო­ბა­ზე და ძა­ლი­ან აზა­რა­ლებს მათ. გან­სა­კუთ­რე­ბით, თვალ­ში­სა­ცე­მია ეს, რო­დე­საც ხდე­ბა სურ­სა­თის გაძ­ვი­რე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა ლა­რის კურსს, ისე არ და­ცე­მუ­ლა, რომ პრო­დუქ­ტის გაძ­ვი­რე­ბა­ზე ასე­თი გავ­ლე­ნა მო­ეხ­დი­ნა. შე­იძ­ლე­ბა თა­მა­მად ით­ქვას, რომ სა­მომ­ხმა­რებ­ლო ბა­ზარ­ზე კვე­ბის პრო­დუქ­ტე­ბის გაძ­ვი­რე­ბა ლა­რის კურ­სის ზრდას­თან პირ­და­პირ კავ­შირ­ში არ არის.

პრო­დუქ­ტე­ბის გაძ­ვი­რე­ბის მი­ზე­ზი შე­იძ­ლე­ბა ბევ­რი რამ იყოს, მათ შო­რის, კურ­სის ვარ­დნაც, მაგ­რამ უფრო მთა­ვა­რი - მო­ნო­პო­ლი­ე­ბია. რამ­დე­ნად მო­ნო­პო­ლი­ზე­ბუ­ლია სა­მომ­ხმა­რებ­ლო ბა­ზა­რი, ეს ცალ­კე კვლე­ვის სა­გა­ნია და ის ან­ტი­მო­ნო­პო­ლი­უ­რის გა­სარ­კვე­ვია. მე მა­ინც ვფიქ­რობ, რომ ფა­სე­ბის მა­ტე­ბის მთა­ვა­რი მი­ზე­ზი კარ­ტე­ლუ­რი შე­თან­მე­ბე­ბია. რო­დე­საც ბა­ზარ­ზე სულ რამ­დე­ნი­მე მო­თა­მა­შეა, ისი­ნი თან­ხმდე­ბი­ან და ამა თუ იმ პრო­დუქტზე ფასს ამის მი­ხედ­ვით წე­ვენ მაღ­ლა", - გა­ნა­ცხა­და კა­პა­ნა­ძემ.

რაც შე­ე­ხე­ბა სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის, უფრო კონ­კრე­ტუ­ლად კი გლე­ხის მიერ წარ­მო­ე­ბულ პრო­დუქ­ტებ­ზე ფა­სე­ბის ზრდას, ექ­სპერ­ტი ამას ზო­გა­დად გაძ­ვი­რე­ბის თა­ნამ­დევ პრო­ცესს უწო­დებს.

"რო­დე­საც ადა­მი­ა­ნის შე­მო­სავ­ლის წყა­რო არის ყვე­ლი, მან ის უნდა გა­ყი­დოს ძვი­რად, რომ გაძ­ვი­რე­ბუ­ლი სა­პო­ნი იყი­დოს, ანუ ფა­სე­ბი ერ­თმა­ნეთ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. შე­სა­ბა­მი­სად, როცა იმ­პორ­ტი­რე­ბუ­ლი სა­ქო­ნე­ლი ძვირ­დე­ბა, ად­გი­ლობ­რი­ვი მწარ­მო­ე­ბე­ლი - გლე­ხი - სა­კუ­თარ პრო­დუქტს აძ­ვი­რებს, რათა სხვა რამ იყი­დოს.

რაც შე­ე­ხე­ბა მო­რიგ გაძ­ვი­რე­ბას, მისი პროგ­ნო­ზი შე­უძ­ლე­ბე­ლია იმ მარ­ტი­ვი მი­ზე­ზის გამო, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში მო­სახ­ლე­ო­ბის მსყიდ­ვე­ლო­ბი­თი უნა­რი საკ­მა­ოდ და­ბა­ლია. მთავ­რო­ბამ კი, არა მგო­ნია, შეც­დო­მა და­უშ­ვას და დიდი ფუ­ლა­დი მასა გა­მო­უშ­ვას მი­მოქ­ცე­ვა­ში", - დას­ძი­ნა კა­პა­ნა­ძემ.

სტა­ტის­ტი­კის ექ­სპერ­ტის სოსო არჩვა­ძის თქმით, სა­ქარ­თვე­ლოს შიდა ბაზ­რის ფასი ძა­ლი­ან და­უ­ახ­ლოვ­და მსოფ­ლიო ბაზ­რის ფასს.

"თით­ქმის გა­ორ­მა­გე­ბაა. 2003 წელს ად­გი­ლობ­რი­ვი ფა­სე­ბი მსოფ­ლიო ბაზ­რის ფა­სებ­თან შე­სა­ბა­მი­სო­ბა­ში 31% იყო, 2013 წლის ბო­ლოს მდგო­მა­რე­ო­ბით კი - 60%-ია. ჩვენ უფრო მა­ღა­ლი დონე გვაქვს მსოფ­ლიო ფა­სებ­თან, ვიდ­რე ეკო­ნო­მი­კის მო­თხოვ­ნა და სა­შუ­ა­ლე­ბაა. თუ გვინ­და წარ­მო­ე­ბის გა­ფარ­თო­ე­ბა და იმ­პორ­ტის ჩა­ნაც­ვლე­ბა სა­მა­მუ­ლო პრო­დუქ­ცი­ით, სტი­მუ­ლი­რე­ბა უნდა გან­ხორ­ცი­ელ­დეს. ლა­რის დე­ვალ­ვა­ცია კი ამ მხრივ ერთ-ერთი გზაა", - აცხა­დებს სოსო არჩვა­ძე.

ელზა წიკ­ლა­უ­რი

გა­ზე­თი "რე­ზო­ნან­სი"

პროდუქტები, რომელიც ყველაზე მეტად გაძვირდა

პროდუქტები, რომელიც ყველაზე მეტად გაძვირდა

ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ზოგიერთი დასახელების პროდუქტი თვალშისაცემად გაძვირდა და აღარც იაფდება. ამ პერიოდში ზოგ ნაწარმზე ფასმა 20-30%-ით, ზოგზე კი 100-200%-ით მოიმატა. ექსპერტები პროდუქტის ფასების ზრდას, ერთი მხრივ, ლარის კურსის ვარდნას და სეზონურობას, მეორე მხრივ კი ქვეყანაში არსებულ მონოპოლიებს უკავშირებენ.

სიძვირის ლიდერობა მედიკამენტებმა, ბოსტნეულმა, რძის ნაწარმმა და ჰიგიენურმა საშუალებებმა იგდო ხელთ. მაგალითად, კარტოფილი 200%-ითაა გაძვირებული, ხოლო მედიკამენტები, საშუალოდ, 20-25%-ით.

"პროდუქტების გაძვირების მიზეზი შეიძლება ბევრი რამ იყოს, მათ შორის, კურსის ვარდნაც, მაგრამ უფრო მთავარი - მონოპოლიებია. უმეტესწილად ფასების მატების მთავარი მიზეზი კარტელური შეთანხმებებია. როდესაც ბაზარზე სულ რამდენიმე მოთამაშეა, ისინი თანხმდებიან და ამა თუ იმ პროდუქტზე ფასს ამის მიხედვით წევენ მაღლა", - აცხადებს ექსპერტი სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებში ნოდარ კაპანაძე.

ისევ გაძვირდა მედიკამენტები, რომლებიც 2012 წლის არჩევნების შემდეგ გაიაფდა. ფარმაცევტები წამლების გაძვირებას ლარის გაუფასურებას უკავშირებენ, თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ 2013 წლის დასაწყისში, როდესაც "ქართულმა ოცნებამ" დაპირებების შესრულება დაიწყო, ყველა სააფთიაქო ქსელში წამალი გაიაფდა. იმ პერიოდში კი ლარი არ გამყარებულა, ეროვნული ვალუტის კურსი კარგა ხნის განმავლობაში სტაბილური იყო.

მაგალითად, ბავშვის ხველების წამალი "პუროქსანი", დაახლოებით, სამი თვის წინ 15 ლარი ღირდა, ახლა 19 ლარია. "პულმოლანი" კი 12 ლარიდან 18 ლარამდე გაძვირდა. ფარმაცევტების ინფორმაციით, ფასმა ყველა ჯგუფის მედიკამენტებზე მოიმატა, განსაკუთრებით კი ანტიბიოტიკებზე.

2013 წლის დასაწყისში საერთო სურათის შესაქმნელად "ბიზნეს-რეზონანსმა" რამდენიმე მედიკამენტის ფასები შეადარა ერთმანეთს (რა ღირდა 2012 წლის არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგ). ამ შედარებისას გაიაფება თვალში საცემი იყო. ამჯერად ისევ ამ მედიკამენტების ფასებით დავინტერესდით და მათი გაძვირება ასევე თვალშისაცემია.

მედიკამენტი "ატორისი" (20 მგ. 30 აბი) თბილისის აფთიაქებში რამდენიმე თვის წინათ 11,90 ლარი ღირდა, ამჯერად მისი ღირებულება 12,30-12-35 ლარია. "როცეფინი" (1 მგ-იანი) - 12,35 ლარი ღირდა, შემდეგ - 13,50 ლარი იყო, ამჯერად მისი ღირებულება 16,30-17-20 ლარია. "ენტეროლი" 6,60 ლარი ღირდა, დღეს სხვადასხვა აფთიაქში - 6,7-7,30 ლარია, "ნოშპა" 5,40 ლარიდან 6,60 ლარამდე გაძვირდა და ა.შ.

იმის გამო, რომ საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე მედიკამენტების თითქმის 80% იმპორტირებულია, მათი ფასი ეროვნული ვალუტის კურსის მიხედვით დგინდება. ბოლო თვეების განმავლობაში ლარი, დაახლოებით, 8%-ით გაუფასურდა და ამ მაჩვენებელს მედიკამენტების ასეთი მასშტაბური გაძვირება არ უნდა გამოეწვია.

ექსპერტი სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებში ნოდარ კაპანაძე საკვებ და პირველადი მოხმარების პროდუქტების გაძვირებას არა იმდენად ლარის კურსის ვარდნას, არამედ უფრო მონოპოლიებს უკავშირებს.

"ზოგადად, პროდუქტების გაძვირება ცუდად მოქმედებს ღარიბ მოსახლეობაზე და ძალიან აზარალებს მათ. განსაკუთრებით, თვალშისაცემია ეს, როდესაც ხდება სურსათის გაძვირება. რაც შეეხება ლარის კურსს, ისე არ დაცემულა, რომ პროდუქტის გაძვირებაზე ასეთი გავლენა მოეხდინა. შეიძლება თამამად ითქვას, რომ სამომხმარებლო ბაზარზე კვების პროდუქტების გაძვირება ლარის კურსის ზრდასთან პირდაპირ კავშირში არ არის.

პროდუქტების გაძვირების მიზეზი შეიძლება ბევრი რამ იყოს, მათ შორის, კურსის ვარდნაც, მაგრამ უფრო მთავარი - მონოპოლიებია. რამდენად მონოპოლიზებულია სამომხმარებლო ბაზარი, ეს ცალკე კვლევის საგანია და ის ანტიმონოპოლიურის გასარკვევია. მე მაინც ვფიქრობ, რომ ფასების მატების მთავარი მიზეზი კარტელური შეთანმებებია. როდესაც ბაზარზე სულ რამდენიმე მოთამაშეა, ისინი თანხმდებიან და ამა თუ იმ პროდუქტზე ფასს ამის მიხედვით წევენ მაღლა", - განაცხადა კაპანაძემ.

რაც შეეხება სოფლის მეურნეობის, უფრო კონკრეტულად კი გლეხის მიერ წარმოებულ პროდუქტებზე ფასების ზრდას, ექსპერტი ამას ზოგადად გაძვირების თანამდევ პროცესს უწოდებს.

"როდესაც ადამიანის შემოსავლის წყარო არის ყველი, მან ის უნდა გაყიდოს ძვირად, რომ გაძვირებული საპონი იყიდოს, ანუ ფასები ერთმანეთზეა დამოკიდებული. შესაბამისად, როცა იმპორტირებული საქონელი ძვირდება, ადგილობრივი მწარმოებელი - გლეხი - საკუთარ პროდუქტს აძვირებს, რათა სხვა რამ იყიდოს.

რაც შეეხება მორიგ გაძვირებას, მისი პროგნოზი შეუძლებელია იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ საქართველოში მოსახლეობის მსყიდველობითი უნარი საკმაოდ დაბალია. მთავრობამ კი, არა მგონია, შეცდომა დაუშვას და დიდი ფულადი მასა გამოუშვას მიმოქცევაში", - დასძინა კაპანაძემ.

სტატისტიკის ექსპერტის სოსო არჩვაძის თქმით, საქართველოს შიდა ბაზრის ფასი ძალიან დაუახლოვდა მსოფლიო ბაზრის ფასს.

"თითქმის გაორმაგებაა. 2003 წელს ადგილობრივი ფასები მსოფლიო ბაზრის ფასებთან შესაბამისობაში 31% იყო, 2013 წლის ბოლოს მდგომარეობით კი - 60%-ია. ჩვენ უფრო მაღალი დონე გვაქვს მსოფლიო ფასებთან, ვიდრე ეკონომიკის მოთხოვნა და საშუალებაა. თუ გვინდა წარმოების გაფართოება და იმპორტის ჩანაცვლება სამამულო პროდუქციით, სტიმულირება უნდა განხორციელდეს. ლარის დევალვაცია კი ამ მხრივ ერთ-ერთი გზაა", - აცხადებს სოსო არჩვაძე.

ელზა წიკლაური

გაზეთი "რეზონანსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია