პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

9

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:10-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 12:52-ზე – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, ეს შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგებათ. იზრდება ტრავმებისა და ძლიერი ნერვული დაძაბულობის ალბათობა. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი.
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნასამართლევი ქართველი ვარსკვლავები - განზრახ მკველელობა, ნარკოტიკის მოხმარება-რეალიზაცია, ყაჩაღობა
ნასამართლევი ქართველი ვარსკვლავები - განზრახ მკველელობა, ნარკოტიკის მოხმარება-რეალიზაცია, ყაჩაღობა

გან­ზრახ მკვე­ლე­ლო­ბა, ნარ­კო­ტი­კის მოხ­მა­რე­ბა-რე­ა­ლი­ზა­ცია, ყა­ჩა­ღო­ბა... - ეს იმ ბრალ­დე­ბე­ბის ჩა­მო­ნათ­ვა­ლია, რო­მელ­თა სა­ფუძ­ველ­ზეც ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი ვარ­სკვლა­ვე­ბი გა­ა­სა­მარ­თლეს, ზო­გი­ერ­თი მათ­გა­ნი კი ცი­ხე­ში რამ­დე­ნი­მე წლის გან­მავ­ლო­ბა­ში იხ­დი­და სას­ჯელს. გთა­ვა­ზობთ ნა­სა­მარ­თლე­ვი ქარ­თვე­ლი ვარ­სკვლა­ვე­ბის ხუ­თე­ულს.

გი­ორ­გი ნა­ზღა­ი­ძე, მო­დე­ლი, ტელე-რა­დიო წამ­ყვა­ნი

მო­დელ გი­ორ­გი ნა­ზღა­ი­ძეს ორ­წლი­ა­ნი პი­რო­ბი­თი სას­ჯე­ლი რამ­დე­ნი­მე თვის წინ მო­ეხ­სნა. ის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა­ში იყო ბრალ­დე­ბუ­ლი. გი­ორ­გი ნა­ზღა­ი­ძე ორი წლის წინ ბა­თუმ­ში მომ­ხდა­რი ჩხუ­ბის გამო და­ა­კა­ვეს. ამ­ბობს, რომ ბიჭ­მა, რო­მე­ლიც სცე­მა, მისი დაჭ­რა ცივი ია­რა­ღით სცა­და. 48 სა­ა­თი­ა­ნი წი­ნას­წა­რი პა­ტიმ­რო­ბის შემ­დეგ ერთი დღე ბა­თუ­მის ცი­ხე­ში დაჰ­ყო და შემ­დეგ პი­რო­ბით გა­მო­უშ­ვეს. გი­ორ­გი ზა­ფხულ­შიც და­ა­კა­ვეს თურ­ქეთ­ში, ის მე­სა­ზღვრეს არ და­ე­მორ­ჩი­ლა და მე­გო­ბარ თა­მუ­ნა მუ­სე­რი­ძეს­თან ერ­თად რამ­დე­ნი­მე სა­ა­თით და­ა­კა­ვეს. ამ­ბო­ბენ, რომ ნა­ზღა­ი­ძე თურ­ქეთ­ში მა­ნამ­დეც იყო და­კა­ვე­ბუ­ლი.

პან­ჩო, მომ­ღე­რა­ლი

მუ­სი­კო­სი პან­ჩო იგი­ვე ლე­ვან მგა­ლობ­ლიშ­ვი­ლი, რამ­დე­ნი­მე წლის წინ პლა­ნის მოხ­მა­რე­ბა­ზე და­ა­კა­ვეს. სას­ჯელს გლ­და­ნის მერ­ვე და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში იხ­დი­და. ამ­ბობს, რომ ცუდი ყო­ფაქ­ცე­ვის­თვის და­ი­სა­ჯა და ერთი წლით ცი­ხე­ში ჩას­ვეს. რო­გორც პან­ჩო იხ­სე­ნებს, გლ­და­ნის მერ­ვე და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში სა­კუ­თა­რი "ცო­ცხით" მი­ვი­და. ამ­ბობს, რომ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა სა­კონ­ცენ­ტრა­ციო ბა­ნა­კი­ვით იყო. "ცი­ხე­ში ნამ­ყო­ფი ვი­ყა­ვი, პა­ტიმ­რებს კონ­ცერ­ტებს ვუ­ტა­რებ­დით ხოლ­მე... შეს­ვლი­სას ოფი­ცერს ვუ­თხა­რი, - სა­ღა­მოს გი­ტა­რას მო­მი­ტა­ნენ და შე­მო­ა­ტა­ნი­ნე-მეთ­ქი. გაკ­ვირ­ვე­ბულ­მა შე­მომ­ხე­და, - თუ იცი, სა­ერ­თოდ სად მოხ­ვდიო?! გი­ტა­რა კი არა, ჩაი და ყავა არ გვქონ­და, რომ დაგ­ვე­ლია... რა­დიო იყო ისე­თი, ყური უნდა მი­გე­დო, რამე რომ მო­გეს­მი­ნა... სხვა საქ­მე რომ არა­ფე­რი მქონ­და, ცი­ხის უფ­რო­სის სა­ხელ­ზე წე­რი­ლებს ვწერ­დი, გი­ტა­რა შე­მო­ა­ტა­ნი­ნეთ-მეთ­ქი, რი­თაც ვხა­ლი­სობ­დი... არა­და, პა­ტიმ­რე­ბი ისეთ სტრეს­ში იყ­ვნენ, ღა­მე­ებს ათე­ნებ­დნენ. ღა­მით ბევ­რს კა­მე­რა­ში უც­ვივ­დე­ბოდ­ნენ, სცემ­დნენ... იმ მწვა­ლებ­ლე­ბის გუნდში ნორ­მა­ლუ­რი ოფიც­რე­ბიც იყ­ვნენ, გა­მი­მარ­თლა, რად­გან მათ­თან მოვ­ხვდი... მთელ ცი­ხე­ში გა­მე­ფე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კე სა­შინ­ლად გვთრგუ­ნავ­და", - იხ­სე­ნებს მუ­სი­კო­სი.

აჩი ფურ­ცე­ლა­ძე, მომ­ღე­რა­ლი

2007 წლის ივ­ნის­ში, ლე­სე­ლი­ძის ქუ­ჩა­ზე ყა­ჩა­ღო­ბა მოხ­და. ორ­გა­ნი­ზე­ბულ­მა ჯგუფ­მა ლომ­ბარ­დის და­ყა­ჩა­ღე­ბა გა­და­წყვი­ტა, თუმ­ცა პატ­რუ­ლის დრო­უ­ლად გა­მო­ჩე­ნის შემ­დეგ ეს ვერ შეძ­ლეს, რა­საც გას­რო­ლა მოჰ­ყვა, რის შე­დე­გად სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრო­მე­ლი მა­მუ­კა გო­გო­ლა­ძე გარ­და­იც­ვა­ლა. ამ ფაქტს დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა მათ შო­რის ექს-პრე­ზი­დენტ სა­ა­კაშ­ვი­ლის­გან. მომ­ხდარ­ზე მომ­ღე­რა­ლი აჩი ფურ­ცე­ლა­ძეც და­ა­კა­ვეს, რო­მელ­მაც 6 თვი­ა­ნი სას­ჯე­ლი მო­ი­ხა­და. მას­თან ერ­თად და­კა­ვე­ბუ­ლი იყო ტე­ლე­წამ­ყვა­ნი თაკო ცქვი­ტი­ნი­ძეც, თუმ­ცა ორი­ვე მათ­გა­ნი ამ გა­უ­გებ­რო­ბა­ში შემ­თხვე­ვით მოხ­ვდა. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ერთ-ერთი თავ­დამ­სხმე­ლი სოსო ქუმ­სი­აშ­ვი­ლი თაკო ცქვი­ტი­ნი­ძის ახ­ლო­ბე­ლი გახ­ლდათ, გას­რო­ლის შემ­დეგ ქუმ­სი­აშ­ვილ­მა დახ­მა­რე­ბის­თვის თა­კოს და­უ­რე­კა და სთხო­ვა, მის­თვის გა­ევ­ლო მან­ქა­ნით. თაკო მე­გობ­რებ­თან ერ­თად შეხ­ვდა ქუმ­სი­აშ­ვილს და სახ­ლში წა­იყ­ვა­ნა. შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან სოსო ქუმ­სი­აშ­ვი­ლის ავ­ტო­მო­ბი­ლი კი აჩი ფურ­ცე­ლა­ძემ გა­მო­იყ­ვა­ნა. გა­მო­ძი­ე­ბამ 5 დღის შემ­დეგ მომ­ხდარ­ზე 8 პირი და­ა­კა­ვა, ორი კი ძებ­ნა­ში იყო. აჩი ფურ­ცე­ლა­ძემ სა­პყრო­ბი­ლე 6 თვე­ში და­ტო­ვა და სა­ცხოვ­რებ­ლად მოს­კოვ­ში წა­ვი­და.

თე­მურ თა­თა­რაშ­ვი­ლი, მომ­ღე­რა­ლი

მომ­ღე­რა­ლი თე­მურ თა­თა­რაშ­ვი­ლი 2006 წელს სა­ნა­პი­რო­ზე და­ა­კა­ვეს. თა­თა­რაშ­ვილს ბრა­ლად წა­უ­ყე­ნეს ნარ­კო­ტი­კე­ბის რე­ა­ლი­ზა­ცია. მო­სა­მარ­თლე მა­მუ­კა ნო­ზა­ძის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, მას 10 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­ე­სა­ჯა, თუმ­ცა რუს­თა­ვის მე­ექ­ვსე და­წე­სე­ბუ­ლე­ბა 2008 წელს მო­უ­ლოდ­ნე­ლად და­ტო­ვა, რის შემ­დე­გაც თა­თა­რაშ­ვი­ლი სა­მუ­შა­ოდ რუ­სეთ­ში გა­ემ­გზავ­რა.

კახა აბუ­აშ­ვი­ლი (კაბუ), მსა­ხი­ო­ბი, მომ­ღე­რა­ლი

რე­პე­რი და მსა­ხი­ო­ბი კაბუ 2007 წელს და­ა­კა­ვეს. თავ­და­პირ­ვე­ლად კაბუ თბი­ლი­სი-სე­ნა­კის ავ­ტო­მა­გის­ტრა­ლის გო­რის მო­ნაკ­ვეთ­ზე მოძ­რა­ო­ბის წე­სე­ბის დარ­ღვე­ვის გამო და­ა­კა­ვეს. შემ­დგო­მი შე­მოწ­მე­ბი­სას აღ­მოჩ­ნდა, რომ ის ნარ­კო­ტი­კე­ბის ზე­მოქ­მე­დე­ბის ქვეშ იყო. სა­სა­მარ­თლომ ის 500 ლა­რით და­ა­ჯა­რი­მა და მე­ო­რე დღეს­ვე გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა.

ანა ქან­თა­რია, ambebi.ge

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?

ნასამართლევი ქართველი ვარსკვლავები - განზრახ მკველელობა, ნარკოტიკის მოხმარება-რეალიზაცია, ყაჩაღობა

ნასამართლევი ქართველი ვარსკვლავები - განზრახ მკველელობა, ნარკოტიკის მოხმარება-რეალიზაცია, ყაჩაღობა

განზრახ მკველელობა, ნარკოტიკის მოხმარება-რეალიზაცია, ყაჩაღობა... - ეს იმ ბრალდებების ჩამონათვალია, რომელთა საფუძველზეც ცნობილი ქართველი ვარსკვლავები გაასამართლეს, ზოგიერთი მათგანი კი ციხეში რამდენიმე წლის განმავლობაში იხდიდა სასჯელს. გთავაზობთ ნასამართლევი ქართველი ვარსკვლავების ხუთეულს.

გიორგი ნაზღაიძე, მოდელი, ტელე-რადიო წამყვანი

მოდელ გიორგი ნაზღაიძეს ორწლიანი პირობითი სასჯელი რამდენიმე თვის წინ მოეხსნა. ის განზრახ მკვლელობაში იყო ბრალდებული. გიორგი ნაზღაიძე ორი წლის წინ ბათუმში მომხდარი ჩხუბის გამო დააკავეს. ამბობს, რომ ბიჭმა, რომელიც სცემა, მისი დაჭრა ცივი იარაღით სცადა. 48 საათიანი წინასწარი პატიმრობის შემდეგ ერთი დღე ბათუმის ციხეში დაჰყო და შემდეგ პირობით გამოუშვეს. გიორგი ზაფხულშიც დააკავეს თურქეთში, ის მესაზღვრეს არ დაემორჩილა და მეგობარ თამუნა მუსერიძესთან ერთად რამდენიმე საათით დააკავეს. ამბობენ, რომ ნაზღაიძე თურქეთში მანამდეც იყო დაკავებული.

პანჩო, მომღერალი

მუსიკოსი პანჩო იგივე ლევან მგალობლიშვილი, რამდენიმე წლის წინ პლანის მოხმარებაზე დააკავეს. სასჯელს გლდანის მერვე დაწესებულებაში იხდიდა. ამბობს, რომ ცუდი ყოფაქცევისთვის დაისაჯა და ერთი წლით ციხეში ჩასვეს. როგორც პანჩო იხსენებს, გლდანის მერვე დაწესებულებაში საკუთარი "ცოცხით" მივიდა. ამბობს, რომ დაწესებულება საკონცენტრაციო ბანაკივით იყო. "ციხეში ნამყოფი ვიყავი, პატიმრებს კონცერტებს ვუტარებდით ხოლმე... შესვლისას ოფიცერს ვუთხარი, - საღამოს გიტარას მომიტანენ და შემოატანინე-მეთქი. გაკვირვებულმა შემომხედა, - თუ იცი, საერთოდ სად მოხვდიო?! გიტარა კი არა, ჩაი და ყავა არ გვქონდა, რომ დაგველია... რადიო იყო ისეთი, ყური უნდა მიგედო, რამე რომ მოგესმინა... სხვა საქმე რომ არაფერი მქონდა, ციხის უფროსის სახელზე წერილებს ვწერდი, გიტარა შემოატანინეთ-მეთქი, რითაც ვხალისობდი... არადა, პატიმრები ისეთ სტრესში იყვნენ, ღამეებს ათენებდნენ. ღამით ბევრს კამერაში უცვივდებოდნენ, სცემდნენ... იმ მწვალებლების გუნდში ნორმალური ოფიცრებიც იყვნენ, გამიმართლა, რადგან მათთან მოვხვდი... მთელ ციხეში გამეფებული სისასტიკე საშინლად გვთრგუნავდა", - იხსენებს მუსიკოსი.

აჩი ფურცელაძე, მომღერალი

2007 წლის ივნისში, ლესელიძის ქუჩაზე ყაჩაღობა მოხდა. ორგანიზებულმა ჯგუფმა ლომბარდის დაყაჩაღება გადაწყვიტა, თუმცა პატრულის დროულად გამოჩენის შემდეგ ეს ვერ შეძლეს, რასაც გასროლა მოჰყვა, რის შედეგად საპატრულო პოლიციის თანამშრომელი მამუკა გოგოლაძე გარდაიცვალა. ამ ფაქტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა მათ შორის ექს-პრეზიდენტ სააკაშვილისგან. მომხდარზე მომღერალი აჩი ფურცელაძეც დააკავეს, რომელმაც 6 თვიანი სასჯელი მოიხადა. მასთან ერთად დაკავებული იყო ტელეწამყვანი თაკო ცქვიტინიძეც, თუმცა ორივე მათგანი ამ გაუგებრობაში შემთხვევით მოხვდა. გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი თავდამსხმელი სოსო ქუმსიაშვილი თაკო ცქვიტინიძის ახლობელი გახლდათ, გასროლის შემდეგ ქუმსიაშვილმა დახმარებისთვის თაკოს დაურეკა და სთხოვა, მისთვის გაევლო მანქანით. თაკო მეგობრებთან ერთად შეხვდა ქუმსიაშვილს და სახლში წაიყვანა. შემთხვევის ადგილიდან სოსო ქუმსიაშვილის ავტომობილი კი აჩი ფურცელაძემ გამოიყვანა. გამოძიებამ 5 დღის შემდეგ მომხდარზე 8 პირი დააკავა, ორი კი ძებნაში იყო. აჩი ფურცელაძემ საპყრობილე 6 თვეში დატოვა და საცხოვრებლად მოსკოვში წავიდა.

თემურ თათარაშვილი, მომღერალი

მომღერალი თემურ თათარაშვილი 2006 წელს სანაპიროზე დააკავეს. თათარაშვილს ბრალად წაუყენეს ნარკოტიკების რეალიზაცია. მოსამართლე მამუკა ნოზაძის გადაწყვეტილებით, მას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, თუმცა რუსთავის მეექვსე დაწესებულება 2008 წელს მოულოდნელად დატოვა, რის შემდეგაც თათარაშვილი სამუშაოდ რუსეთში გაემგზავრა.

კახა აბუაშვილი (კაბუ), მსახიობი, მომღერალი

რეპერი და მსახიობი კაბუ 2007 წელს დააკავეს. თავდაპირველად კაბუ თბილისი-სენაკის ავტომაგისტრალის გორის მონაკვეთზე მოძრაობის წესების დარღვევის გამო დააკავეს. შემდგომი შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ ის ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იყო. სასამართლომ ის 500 ლარით დააჯარიმა და მეორე დღესვე გაათავისუფლა.

ანა ქანთარია, ambebi.ge

"ტაში უნდა დავუკრათ გახარიას..." - როგორ ცხოვრობს პანდემიის დროს თემურ თათარაშვილი და აპირებს თუ არა აღდგომას ეკლესიაში წასვლას

"ეროვნული ბიბლიოთეკა" საზოგადოებას ვირტუალურ მუზეუმში ეპატიჟება - დაათვალიერეთ "დედა ენების" გამოფენა

"ადამიანები მიწას უნდა დაუბრუნდნენ, ვინც თბილისშია და სოფელი მიტოვებული აქვს..." - ეკა ნიჟარაძეს პანდემიის დროს კახეთში მოსავალი მოჰყავს