თეა წულუკიანი - დისკრიმინაციის ნიშნების დაზუსტება ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერისთვის აუცილებელია

თეა წულუკიანი - დისკრიმინაციის ნიშნების დაზუსტება ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერისთვის აუცილებელია

ეკლესიაში არის ჯგუფი, რომელიც ალბათ უნდა იყოს ამ განცხადების წყარო და მე მათი აბსოლუტურად მესმის, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა , თეა წულუკიანმა "მაესტროს" გადაცემა "სუბიექტურ აზრში" ჩართვისას განაცხადა. ამით იუსტიციის მინისტრი "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის განცხადებას გამოეხმაურა.

თეა წულუკიანის აზრით, უბრალოდ უსაფუძვლოა დღეს არსებული შეშფოთება ამ კანონპროექტთან დაკავშირებით. როგორც მინისტრმა აღნიშნა, სასულიერო პირებთან კონსულტაცია და პატრიარქის განცხადებაც, ადასტურებს და ეკლესია ამას ცალსახად ამბობს, რომ ძალადობა იმ ადამიანების მიმართ, ვინც არიან განსხვავებულები, არის დაუშვებელი.

წულუკიანის განცხადებით, საპატრიარქოსა და ეკლესიაში ვისთან ჰქონდა მას და მის გუნდს კონსულტაციები, ამას ხმამაღლა არ გააჟღერებს, რადგან "როგორც ერთ-ერთი მორწმუნე მართლმადიდებელი, დიდ პატივს სცემს ეკლესიას". "ამიტომ მე არ მჩვევია სპეკულაციები - ამას შევხვდი, იმას შევხვდი, რადგან ეს არ არის დასაშვები. მაგრამ კონსულტაციები იყო საკმაოდ მაღალ დონეზე", - აღნიშნა მინისტრმა.

მისი თქმით, სასულიერო პირებთან კონსულტაციების დროს ჰქონდა ახსნილი და კიდევ ერთხელ ახსნის ამ საკითხს. "კონსტიტუციაში დღესაც იგულისხმება სექსუალური უმცირესობების დაცვა და ამას რაიმე ტიპის შიდა აშლილობა და შფოთვა დღემდე არ მოჰყოლია. უბრალოდ, კანონში ამის დაზუსტება და არა მხოლოდ ამის, არამედ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების შეტანა, რომელიც დღეს კონსტიტუციაში "და სხვათი" არის მოხსენიებული, ასაკოვანი ხალხი, რასაც კონსტიტუცია ასევე "და სხვას" უწოდებს, ასევე დისკრიმინაციის სხვა ნიშნების დაზუსტება აუცილებელია იმისთვის, რომ ჩვენ ხელი მოვაწეროთ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას რამდენიმე კვირაში. ეს არის ქვეყნისთვის გაცილებით უფრო დიდი სიკეთე, მათ შორის ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისთვის, ეროვნული გამთლიანებისთვის, ვიდრე უსაფუძვლო შფოთვა იმასთან დაკავშირებით, რომ ამგვარმა დაზუსტებებმა არ გამოწვიოს რაღაც შიდა არეულობა. ერთადერთი, რაც არის მთავარი, მე ასე მეჩვენება, რომ არც კონსტიტუცია, არც იუსტიციის მიერ შემუშავებული კანონპროექტი და არც მთავრობის მიერ პარლამენტში გაგზავნილი სახეცვლილი ვერსია არამც და არამც არ უყრის და ვერ ჩაუყრის საფუძველს საქართველოში ერთსქესიან ქორწინებას, არც ერთი სქესის თანაცხოვრების პირობებში ბავშვის აყვანის უფლებას", - განაცხადა წულუკიანმა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი პარლამენტს მიმართავს, გადადოს კანონპროექტის "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" მოცემული სახით მიღება.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა