მოზაიკა
საზოგადოება
სამართალი

18

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე, მთვარე მორიელშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
პოლიტიკა
წიგნები
კონფლიქტები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გამელოტებაზე მეოცნებე "მორცხვი ია" და "მოკრძალებული ენძელა"
გამელოტებაზე მეოცნებე "მორცხვი ია" და "მოკრძალებული ენძელა"

ნი­ნე­ლი ჩერ­ტკო­ე­ვა­სა და აღ­ვი­რახ­სნი­ლი მი­გე­ლის სა­ხით, "კო­მე­დი შოუს" მსა­ხი­ო­ბებ­მა - თათა სუ­ლუ­აშ­ვილ­მა და მიშ­კა ცინ­ცა­ძემ ახა­ლი პერ­სო­ნა­ჟე­ბი შექ­მნეს. სკეტ­ჩებ­ში მათი ეგ­ზო­ტი­კუ­რი წყვი­ლი მოს­წავ­ლე­ებს ცეკ­ვას ას­წავ­ლის. პა­რა­ლე­ლუ­რად, მა­მა­კა­ცე­ბის შებ­მის ხე­ლოვ­ნე­ბის სკო­ლა აქვთ გახ­სნი­ლი...

თათა-ნი­ნე­ლი ჩერ­ტკო­ე­ვა­სა და მიშ­კა-მი­გელ­თან ინ­ტერ­ვი­უმ მხი­ა­რუ­ლად ჩა­ი­ა­რა. სად მთავ­რდე­ბა ხუმ­რო­ბა და სად იწყე­ბა სი­მარ­თლე - ეს სა­კი­თხი მკი­თხვე­ლის­თვის მოგ­ვინ­დვია, რად­გან რო­გორც მსა­ხი­ო­ბებ­მა გვი­თხრეს, მხი­ა­რუ­ლე­ბა ის­ტე­რი­კა­ში "გა­და­უ­ვი­დათ". ამას­თა­ნა­ვე ისიც აღ­ნიშ­ნეს, რომ სი­გა­რეტ­საც კი არ ეწე­ვი­ან...

- თქვე­ნი "ცე­ცხლო­ვა­ნი წყვი­ლი" პირ­ვე­ლად ვინ შე­ნიშ­ნა, ვინ აღ­მო­გა­ჩი­ნათ?

მიშ­კა:

- ერ­თმა­ნე­თი შევ­ნიშ­ნეთ!

თათა:

- მა­ნამ­დე კი მახ­სოვს, სიზ­მა­რი ვნა­ხე: ცა გა­იხ­სნა და ვი­ღაც ეტ­ლით და­ეშ­ვა. ეტ­ლის უკან უც­ნო­ბი მე­ლო­ტი კაცი მოქ­რო­და... სამ­სა­ხურ­ში მი­სულს უცებ რა­ღაც ძა­ლამ მი­თხრა, რომ სიზ­მარ­ში ნა­ნა­ხი მე­ლო­ტი კაცი მიშა უნდა ყო­ფი­ლი­ყო. თავ­და­პირ­ვე­ლად, რო­ლის­თვის ეტ­ლის გა­მო­ყე­ნე­ბა ვცა­დეთ, მაგ­რამ მო­უქ­ნე­ლი აღ­მოჩ­ნდა, და­უ­ო­კე­ბელ­მა მი­შამ კი "ფრთე­ბი გა­შა­ლა"!.. ტი­პა­ჟე­ბის შექ­მნა­ში ერ­თმა­ნე­თის გა­რეგ­ნო­ბა და კოს­ტი­უ­მე­ბი ხელს ძა­ლი­ან გვი­წყობს.

მიშ­კა:

- ერთხელ ქუ­ჩა­ში ძაღ­ლი გა­მო­მე­კი­და. ამი­ტომ სამ­სა­ხურ­ში დაგ­ლე­ჯი­ლი ტან­საც­მლით მი­ვე­დი. მი­თხრეს, ერთი წუ­თი­თო, და თავ­ზე პა­რი­კი და­მა­დეს!..

- რე­ა­ლუ­რად, ცეკ­ვას­თან რო­გო­რი "ურ­თი­ერ­თო­ბა" გაქვთ?

თათა:

- გა­და­სა­რე­ვი: ათწლე­დი და­ვამ­თავ­რე - "სუ­ხიშ­ვი­ლებ­ში" სა­მე­ჯლი­სო­ებს ვცეკ­ვავ­დი. პე­და­გო­გის გვარ-სა­ხე­ლი არ მახ­სოვს...

მიშ­კა:

- პა­რა­ლე­ლუ­რად, ჭად­რაკ­ში ემ­ზა­დე­ბო­და იმა­ვე მას­წავ­ლე­ბელ­თან.

თათა:

- ბად­როს მტყორ­ცნე­ლიც ვი­ყა­ვი. ერთი კვი­რა უბან­ში კა­ლათ­ბურთზეც დავ­დი­ო­დი - ახ­ლობ­ლის მამა მამ­ზა­დებ­და.

მიშ­კა:

- მგო­ნი, ცეკ­ვას­თან ჩემი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა სკეტ­ჩებ­ში ნათ­ლად ჩანს. ახლა ქორ­წი­ლის გა­დახ­დას ვა­პი­რებ, სა­დაც "ქარ­თუ­ლის" შეს­რუ­ლე­ბა მო­მი­წევს. შე­იძ­ლე­ბა, არ მე­ტყო­ბა, მაგ­რამ ნერ­ვი­უ­ლო­ბის­გან გავ­ჭა­ღა­რავ­დი.

თათა:

- იცი, მიშა რო­გო­რი პარტნი­ო­რია? ყვე­ლა ილეთს ით­ვი­სებს: ილე­თი "მი­ე­ცი" - ის უკვე ძლი­ე­რი ხდე­ბა!

მიშ­კა:

- ილე­თი და 12 დღე მჭირ­დე­ბა.

თათა:

- მხო­ლოდ 11 დღე­ში შე­იძ­ლე­ბა და­ით­რგუ­ნოს.

- ქალ­ბა­ტო­ნი ნი­ნე­ლი ჩერ­ტკო­ე­ვას მოგ­ვა­რე ცნო­ბი­ლი მო­ცეკ­ვა­ვე ხომ არ შეგ­ხმი­ა­ნე­ბი­ათ?

- მი­მე­სი­ჯებს, მაგ­რამ პა­სუხს არ ვცემ.

მიშ­კა:

- ჩემ­ზე ზე­წო­ლის მცდე­ლო­ბა იყო: ბა­ტონ გო­ჩას ალ­ბათ, ეთერ­ში გა­სუ­ლი ჩვე­ნი სკეტ­ჩი არ მო­ე­წო­ნა. ამი­ტომ ღა­მით უბან­ში დამ­ხვდა და მე­ცეკ­ვა.

თათა:

- შენ რა ქენი?

მიშ­კა:

- რო­გორც შე­მეძ­ლო, ქა­ლის "პარ­ტია" შე­ვას­რუ­ლე.

- მი­გე­ლის წარ­მო­შო­ბის შე­სა­ხე­ბაც მოგ­ვი­ყე­ვით.

- ეს ტიპი ცოტა ხანს იტა­ლი­ა­ში თუ ეს­პა­ნეთ­ში მოღ­ვა­წე­ობ­და (ცეკ­ვა­ზე ყველ­გან და­დი­ო­და). ეს­პა­ნეთ­ში რუ­სუ­ლი სკო­ლა და­ამ­თავ­რა. ცო­ტა­თი რუ­სუ­ლი აქ­ცენ­ტი ამი­ტომ გა­მოჰ­ყვა. დედა ქარ­თვე­ლი ჰყავს და ქარ­თუ­ლიც ამი­ტომ იცის.

- ქალ­ბა­ტო­ნი ნი­ნე­ლის და ბა­ტონ მი­გელს მა­მა­კა­ცე­ბის შებ­მის ხე­ლოვ­ნე­ბის სკო­ლა აქვთ გახ­სნი­ლი. "თქვენ­თან" სწავ­ლა რა ღირს?

- 300 უზალ­თუ­ნი.

თათა:

- მოს­წავ­ლე თუ მონ­დო­მე­ბუ­ლია და სწავ­ლის­კენ მი­ის­წრაფ­ვის, "სკიდ­კებ­საც" ვა­კე­თებთ. ასაკ­საც გა­აჩ­ნია: თუკი მოს­წავ­ლე გარ­და­ტე­ხის ასაკ­შია, მის­თვის სწავ­ლა უფრო ძვი­რია, რად­გან სწავ­ლის პრო­ცე­სი რთუ­ლია. 30-35 წლის "ბავ­შვი" უფრო გა­მოც­დი­ლია და ყვე­ლა­ფერ­ში "მოგ­ყვე­ბა" - მას­თან მუ­შა­ო­ბა იო­ლია.

- ქალ­ბა­ტო­ნებს მა­მა­კა­ცე­ბის შებ­მას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი რჩე­ვე­ბი გა­უზი­ა­რეთ.

მიშ­კა:

- უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, დი­ლით, უზ­მო­ზე აუ­ცი­ლებ­ლად ქო­ქო­სის აბა­ზა­ნა უნდა მი­ი­ღონ: მი­გე­ლის მსგავ­სი მა­მა­კა­ცე­ბი ქო­ქოს­სა და მის არო­მატ­ზე გიჟ­დე­ბი­ან! ვარ­დის ფურ­ცლებ­სა და რძე­ში ბა­ნა­ო­ბაც რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია.

თათა:

- კანი კი ლი­მო­ნის ესენ­ცი­ით უნდა და­ი­ნა­მონ.

მიშ­კა:

- თუ ლი­მო­ნის ესენ­ცია არ არის, "ერევ­ნის ხსნა­რიც" შე­იძ­ლე­ბა.

თათა:

- ასე­ვე - ვაშ­ლის ძმა­რიც, მაგ­რამ ერთი კოვ­ზი ვაშ­ლის ძმა­რი აუ­ცი­ლებ­ლად ამა­ვე რა­ო­დე­ნო­ბის წყალ­ში უნდა გა­ა­ზა­ვონ, კანი რომ არ და­ეწ­ვათ.

- რე­ა­ლუ­რა­დაც "ცე­ცხლო­ვა­ნე­ბი" ხართ?

- სა­კუ­თარ თავს "ცე­ცხლო­ვანს" ვერ ვუ­წო­დებ, უფრო - "მორ­ცხვი ია" ვარ.

მიშ­კა:

- მე კი - "კდე­მა­მო­სი­ლი ენ­ძე­ლა".

- თათა, სულ "შემ­ტე­ვი" ქა­ლე­ბის რო­ლებს ას­რუ­ლებ...

- ნე­ტავ, ხალ­ხმა იცო­დეს, რო­გო­რი სათ­ნო, მორ­ჩი­ლი და ალა­ლი ვარ...

მიშ­კა:

- ვი­საც არ სჯე­რა, კლავს!

თათა:

- გუ­შინ და­ბა­დე­ბის დღის ცენ­ტრში სა­ღა­მოს წამ­ყვა­ნი გახ­ლდით. ერთი კაცი მე­უბ­ნე­ბო­და, - კარ­გი კა­ხუ­რი ღვი­ნო მაქვს და, რო­გორც კაი მო­ქე­ი­ფემ და კაი დამ­რტყმელ­მა ქალ­მა, ბავ­შვი მი­დღეგ­რძე­ლეო. ძა­ლი­ან ეწყი­ნა, უარი რომ ვუ­თხა­რი. მო­ქე­ი­ფეს ვგა­ვარ?.. მარ­თლა მა­ინ­ტე­რე­სებს.

მიშ­კა:

- არა, დამ­რტყმელ­სა და პუ­რის მჭა­მელს კი ჰგავ­ხარ, მაგ­რამ არ­ღან­ზე მო­ქე­ი­ფეს - არა.

თათა:

- ჰო, არ­ღა­ნი მთრგუ­ნავს.

მიშ­კა:

- რად­გან სკეტ­ჩებ­ში ვმო­ნა­წი­ლე­ობთ, ხალ­ხს ჰგო­ნია, რომ რე­ა­ლურ ცხოვ­რე­ბა­შიც სულ ვღა­და­ობთ, "ვმა­ი­მუ­ნობთ", "ვბაც­ნობთ"... სუფ­რას­თან თუ მოვ­ხვდი, ელი­ან, რომ წა­მოვ­ხტე­ბი, მა­გი­და­ზე შევ­დგე­ბი და ცეკ­ვას და­ვი­წყებ. ნელ-ნელა ხალ­ხს იმედს ვუწ­ბი­ლებ, რა ვქნა?!

თათა:

- სახ­ლში ყოფ­ნი­სას დღე ისე გა­დის, რომ ზედ­მე­ტად 10 წი­ნა­და­დე­ბა­საც არ ვამ­ბობ. სიმ­შვი­დე მომ­წონს. მიყ­ვარს წვნი­ა­ნი კერ­ძე­ბი და ნა­ტუ­რა­ლუ­რი წვე­ნი.

- მიშ­კა, გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე "ნი­ნე­ლი ჩერ­ტკო­ე­ვას­გან" ექ­სპრომ­ტად გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ უხეშ ილე­თებს რო­გორ ეგუ­ე­ბი?

- ეს "ჩემი" ტემ­პე­რა­მენ­ტის ბრა­ლია: მე ვა­ი­ძუ­ლებ! ამი­ტომ შე­იძ­ლე­ბა, ნი­ნე­ლიმ მოს­წავ­ლის ფეხი ჩა­მარ­ტყას... მი­გე­ლი აღ­ვი­რახ­სნი­ლი მა­მა­კა­ცია - ცოტა თავ­ნე­ბა და ზო­მი­ე­რად მკაც­რი.

თათა:

- ყვე­ლა­ზე მე­ტად ჩემს გმირს მი­გე­ლის ჩაც­მუ­ლო­ბა მოს­წონს: ტყა­ვის ტრუ­სი, ფა­ჩუ­ჩე­ბი, ფრთე­ბი და მათ­რა­ხი, მე­ლოტ თავს კი - სა­ერ­თოდ, "ჭკუ­ი­დან გა­დაჰ­ყავს"!..

მიშ­კა:

- ნი­ნე­ლი სი­მე­ლო­ტე­ზე თა­ვა­დაც ოც­ნე­ბობს, მაგ­რამ თმა მა­ინც ამოს­დის. ამი­ტომ მი­გე­ლის თეთ­რი შუ­რით შურს.

- თათა, მიშ­კას ცეკ­ვის ნიჭი რო­გორ შე­ნიშ­ნე?

მიშ­კა:

- ანეკ­დოტს ვკი­თხუ­ლობ­დი. უეც­რად რა­ღაც "წა­ვი­ცეკ­ვე". თა­თამ ეს "და­ი­ჭი­რა"...

თათა:

- ძა­ლი­ან კარ­გია, გა­ჩერ­დი-მეთ­ქი, - ვუ­თხა­რი და "წელ­ჩაგ­დე­ბუ­ლი" გა­ვა­ჩე­რე.

მიშ­კა:

- 12 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში "წელ­ჩაგ­დე­ბუ­ლი" ვი­ყა­ვი, სა­ნამ თათა ფიქ­რობ­და.

თათა:

- მერე მუ­სი­კა ჩავ­რთე, მიშ­კამ წელი "ამო­აგ­დო" და ასე და­ი­ბად­ნენ თქვენ­თვის უკვე ცნო­ბი­ლი პერ­სო­ნა­ჟე­ბი.

- სა­ზო­გა­დო­ე­ბის­გან რო­გო­რი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა გაქვთ?

მიშ­კა:

- 3 ბავ­შვს ცეკ­ვა­ში ვამ­ზა­დებ...

თათა:

- ეს რა ოხე­რია, კაცო! მე ჯერ­ჯე­რო­ბით ერთი მოს­წავ­ლე - 5 წლის ვა­ლე­რი მყავს.

მიშ­კა:

- ვა­ლე­რი ნი­ჭი­ე­რი გო­გოა. უბ­რა­ლოდ, ასე­თი სა­ხე­ლი აქვს: ბე­ბი­ა­მის­საც ასე ერ­ქვა და მის პა­ტივ­სა­ცე­მად და­არ­ქვეს.

- "კო­მე­დი არხზე" სე­რი­ალ "სამ­ზა­რე­უ­ლოს" გახ­მო­ვა­ნე­ბას აღარ აპი­რებთ?

- ახა­ლი სე­ზო­ნი ჯერ­ჯე­რო­ბით არ გვი­ყი­დია. ჩვე­ნი ცეკ­ვის შე­სას­წავ­ლი სკო­ლე­ბის ამ­ბა­ვი კარ­გად თუ წა­რი­მარ­თა, "სამ­ზა­რე­უ­ლოს" ახალ სე­ზონ­საც ვი­ყი­დით.

თათა:

- სე­რი­ალს მე ვყი­დუ­ლობ, მაგ­რამ ერთი ბავ­შვის მომ­ზა­დე­ბით ნა­შოვ­ნი ფუ­ლით ამას ვერ შევ­ძლებ. 6-7 ბავ­შვი მჭირ­დე­ბა.

ეთო ყორ­ღა­ნაშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ავტოსაგზაო შემთხვევა სამგორში - თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომანქანა ველოსიპედით მოძრავ მოქალაქეს დაეჯახა.

გამელოტებაზე მეოცნებე "მორცხვი ია" და "მოკრძალებული ენძელა"

გამელოტებაზე მეოცნებე "მორცხვი ია" და "მოკრძალებული ენძელა"

ნინელი ჩერტკოევასა და აღვირახსნილი მიგელის სახით, "კომედი შოუს" მსახიობებმა - თათა სულუაშვილმა და მიშკა ცინცაძემ ახალი პერსონაჟები შექმნეს. სკეტჩებში მათი ეგზოტიკური წყვილი მოსწავლეებს ცეკვას ასწავლის. პარალელურად, მამაკაცების შებმის ხელოვნების სკოლა აქვთ გახსნილი...

თათა-ნინელი ჩერტკოევასა და მიშკა-მიგელთან ინტერვიუმ მხიარულად ჩაიარა. სად მთავრდება ხუმრობა და სად იწყება სიმართლე - ეს საკითხი მკითხველისთვის მოგვინდვია, რადგან როგორც მსახიობებმა გვითხრეს, მხიარულება ისტერიკაში "გადაუვიდათ". ამასთანავე ისიც აღნიშნეს, რომ სიგარეტსაც კი არ ეწევიან...

- თქვენი "ცეცხლოვანი წყვილი" პირველად ვინ შენიშნა, ვინ აღმოგაჩინათ?

მიშკა:

- ერთმანეთი შევნიშნეთ!

თათა:

- მანამდე კი მახსოვს, სიზმარი ვნახე: ცა გაიხსნა და ვიღაც ეტლით დაეშვა. ეტლის უკან უცნობი მელოტი კაცი მოქროდა... სამსახურში მისულს უცებ რაღაც ძალამ მითხრა, რომ სიზმარში ნანახი მელოტი კაცი მიშა უნდა ყოფილიყო. თავდაპირველად, როლისთვის ეტლის გამოყენება ვცადეთ, მაგრამ მოუქნელი აღმოჩნდა, დაუოკებელმა მიშამ კი "ფრთები გაშალა"!.. ტიპაჟების შექმნაში ერთმანეთის გარეგნობა და კოსტიუმები ხელს ძალიან გვიწყობს.

მიშკა:

- ერთხელ ქუჩაში ძაღლი გამომეკიდა. ამიტომ სამსახურში დაგლეჯილი ტანსაცმლით მივედი. მითხრეს, ერთი წუთითო, და თავზე პარიკი დამადეს!..

- რეალურად, ცეკვასთან როგორი "ურთიერთობა" გაქვთ?

თათა:

- გადასარევი: ათწლედი დავამთავრე - "სუხიშვილებში" სამეჯლისოებს ვცეკვავდი. პედაგოგის გვარ-სახელი არ მახსოვს...

მიშკა:

- პარალელურად, ჭადრაკში ემზადებოდა იმავე მასწავლებელთან.

თათა:

- ბადროს მტყორცნელიც ვიყავი. ერთი კვირა უბანში კალათბურთზეც დავდიოდი - ახლობლის მამა მამზადებდა.

მიშკა:

- მგონი, ცეკვასთან ჩემი დამოკიდებულება სკეტჩებში ნათლად ჩანს. ახლა ქორწილის გადახდას ვაპირებ, სადაც "ქართულის" შესრულება მომიწევს. შეიძლება, არ მეტყობა, მაგრამ ნერვიულობისგან გავჭაღარავდი.

თათა:

- იცი, მიშა როგორი პარტნიორია? ყველა ილეთს ითვისებს: ილეთი "მიეცი" - ის უკვე ძლიერი ხდება!

მიშკა:

- ილეთი და 12 დღე მჭირდება.

თათა:

- მხოლოდ 11 დღეში შეიძლება დაითრგუნოს.

- ქალბატონი ნინელი ჩერტკოევას მოგვარე ცნობილი მოცეკვავე ხომ არ შეგხმიანებიათ?

- მიმესიჯებს, მაგრამ პასუხს არ ვცემ.

მიშკა:

- ჩემზე ზეწოლის მცდელობა იყო: ბატონ გოჩას ალბათ, ეთერში გასული ჩვენი სკეტჩი არ მოეწონა. ამიტომ ღამით უბანში დამხვდა და მეცეკვა.

თათა:

- შენ რა ქენი?

მიშკა:

- როგორც შემეძლო, ქალის "პარტია" შევასრულე.

- მიგელის წარმოშობის შესახებაც მოგვიყევით.

- ეს ტიპი ცოტა ხანს იტალიაში თუ ესპანეთში მოღვაწეობდა (ცეკვაზე ყველგან დადიოდა). ესპანეთში რუსული სკოლა დაამთავრა. ცოტათი რუსული აქცენტი ამიტომ გამოჰყვა. დედა ქართველი ჰყავს და ქართულიც ამიტომ იცის.

- ქალბატონი ნინელის და ბატონ მიგელს მამაკაცების შებმის ხელოვნების სკოლა აქვთ გახსნილი. "თქვენთან" სწავლა რა ღირს?

- 300 უზალთუნი.

თათა:

- მოსწავლე თუ მონდომებულია და სწავლისკენ მიისწრაფვის, "სკიდკებსაც" ვაკეთებთ. ასაკსაც გააჩნია: თუკი მოსწავლე გარდატეხის ასაკშია, მისთვის სწავლა უფრო ძვირია, რადგან სწავლის პროცესი რთულია. 30-35 წლის "ბავშვი" უფრო გამოცდილია და ყველაფერში "მოგყვება" - მასთან მუშაობა იოლია.

- ქალბატონებს მამაკაცების შებ­მასთან დაკავშირებული რჩევები გა­უზიარეთ.

მიშკა:

- უპირველეს ყოვლისა, დილით, უზმოზე აუცილებლად ქოქოსის აბაზანა უნდა მიიღონ: მიგელის მსგავსი მამაკაცები ქოქოსსა და მის არომატზე გიჟდებიან! ვარდის ფურცლებსა და რძეში ბანაობაც რეკომენდებულია.

თათა:

- კანი კი ლიმონის ესენციით უნდა დაინამონ.

მიშკა:

- თუ ლიმონის ესენცია არ არის, "ერევნის ხსნარიც" შეიძლება.

თათა:

- ასევე - ვაშლის ძმარიც, მაგრამ ერთი კოვზი ვაშლის ძმარი აუცილებლად ამავე რაოდენობის წყალში უნდა გააზავონ, კანი რომ არ დაეწვათ.

- რეალურადაც "ცეცხლოვანები" ხართ?

- საკუთარ თავს "ცეცხლოვანს" ვერ ვუწოდებ, უფრო - "მორცხვი ია" ვარ.

მიშკა:

- მე კი - "კდემამოსილი ენძელა".

- თათა, სულ "შემტევი" ქალების როლებს ასრულებ...

- ნეტავ, ხალხმა იცოდეს, როგორი სათნო, მორჩილი და ალალი ვარ...

მიშკა:

- ვისაც არ სჯერა, კლავს!

თათა:

- გუშინ დაბადების დღის ცენტრში საღამოს წამყვანი გახლდით. ერთი კაცი მეუბნებოდა, - კარგი კახური ღვინო მაქვს და, როგორც კაი მოქეიფემ და კაი დამრტყმელმა ქალმა, ბავშვი მიდღეგრძელეო. ძალიან ეწყინა, უარი რომ ვუთხარი. მოქეიფეს ვგავარ?.. მართლა მაინტერესებს.

მიშკა:

- არა, დამრტყმელსა და პურის მჭამელს კი ჰგავხარ, მაგრამ არღანზე მოქეიფეს - არა.

თათა:

- ჰო, არღანი მთრგუნავს.

მიშკა:

- რადგან სკეტჩებში ვმონაწილე­ობთ, ხალხს ჰგონია, რომ რეალურ ცხოვრებაშიც სულ ვღადაობთ, "ვმაიმუნობთ", "ვბაცნობთ"... სუფრასთან თუ მოვხვდი, ელიან, რომ წამოვხტები, მაგიდაზე შევდგები და ცეკვას დავიწყებ. ნელ-ნელა ხალხს იმედს ვუწბილებ, რა ვქნა?!

თათა:

- სახლში ყოფნისას დღე ისე გადის, რომ ზედმეტად 10 წინადადებასაც არ ვამბობ. სიმშვიდე მომწონს. მიყვარს წვნიანი კერძები და ნატურალური წვენი.

- მიშკა, გადასაღებ მოედანზე "ნინელი ჩერტკოევასგან" ექსპრომტად განხორციელებულ უხეშ ილეთებს როგორ ეგუები?

- ეს "ჩემი" ტემპერამენტის ბრალია: მე ვაიძულებ! ამიტომ შეიძლება, ნინელიმ მოსწავლის ფეხი ჩამარტყას... მიგელი აღვირახსნილი მამაკაცია - ცოტა თავნება და ზომიერად მკაცრი.

თათა:

- ყველაზე მეტად ჩემს გმირს მიგელის ჩაცმულობა მოსწონს: ტყავის ტრუსი, ფაჩუჩები, ფრთები და მათრახი, მელოტ თავს კი - საერთოდ, "ჭკუიდან გადაჰყავს"!..

მიშკა:

- ნინელი სიმელოტეზე თავადაც ოცნებობს, მაგრამ თმა მაინც ამოსდის. ამიტომ მიგელის თეთრი შურით შურს.

- თათა, მიშკას ცეკვის ნიჭი როგორ შენიშნე?

მიშკა:

- ანეკდოტს ვკითხულობდი. უეცრად რაღაც "წავიცეკვე". თათამ ეს "დაიჭირა"...

თათა:

- ძალიან კარგია, გაჩერდი-მეთქი, - ვუთხარი და "წელჩაგდებული" გავაჩერე.

მიშკა:

- 12 საათის განმავლობაში "წელჩაგდებული" ვიყავი, სანამ თათა ფიქრობდა.

თათა:

- მერე მუსიკა ჩავრთე, მიშკამ წელი "ამოაგდო" და ასე დაიბადნენ თქვენთვის უკვე ცნობილი პერსონაჟები.

- საზოგადოებისგან როგორი გამოხმაურება გაქვთ?

მიშკა:

- 3 ბავშვს ცეკვაში ვამზადებ...

თათა:

- ეს რა ოხერია, კაცო! მე ჯერჯერობით ერთი მოსწავლე - 5 წლის ვალერი მყავს.

მიშკა:

- ვალერი ნიჭიერი გოგოა. უბრალოდ, ასეთი სახელი აქვს: ბებიამისსაც ასე ერქვა და მის პატივსაცემად დაარქვეს.

- "კომედი არხზე" სერიალ "სამზარეულოს" გახმოვანებას აღარ აპირებთ?

- ახალი სეზონი ჯერჯერობით არ გვიყიდია. ჩვენი ცეკვის შესასწავლი სკოლების ამბავი კარგად თუ წარიმართა, "სამზარეულოს" ახალ სეზონსაც ვიყიდით.

თათა:

- სერიალს მე ვყიდულობ, მაგრამ ერთი ბავშვის მომზადებით ნაშოვნი ფულით ამას ვერ შევძლებ. 6-7 ბავშვი მჭირდება.

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება