ვნახოთ, ღარიბაშვილის ფალავანი როგორ მოუგებს ჩვენ ფალავანს, - ამის შესახებ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების შეფასებისას ჟურნალისტებს ირაკლი ოქრუაშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, პარასკევს დასახელდება თუ ვინ იქნება მის ნაცვლად გორის მერობის კანდიდატი.
"ილუზიები არასდროს მაწუხებდა. როდესაც პოლიტიკა ეწინააღმდეგება სამართალს, ყოველთვის იმარჯვებდა პოლიტიკა. დღესაც არ მქონია ამის ილუზია. პარასკევს გამოვაცხადებთ გეგმა ბე-ს ანუ ვის დავასახელებთ კანდიდატს და ვნახოთ, როგორ მოუგებს ღარიბაშვილის ფალავანი ჩვენს ფალავანს" - აღნიშნა ოქრუაშვილმა.
მისივე თქმით, ცესკოს გადაწყვეტილება მისთვის რეგისტრაციის გაუქმებაზე, ხელის გადაგრეხვის პრინციპით იყო მიღებული.
თბილისის სააპელაციო სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილის არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. ამ გადაწყვეტილების მიხედვით, ირაკლი ოქრუაშვილს თვითმმართველობის არჩევნებში მერის პოსტზე კენჭისყრის უფლება არ აქვს.