სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"როდესაც წმინდა გიორგი გვსტუმრობს, არაფრის მეშინია" - რატომ დაბრძანდება ხატი ოჯახებში
"როდესაც წმინდა გიორგი გვსტუმრობს, არაფრის მეშინია" - რატომ დაბრძანდება ხატი ოჯახებში

ხატი ქრის­ტი­ა­ნულ რე­ლი­გი­ა­ში იესო ქრის­ტეს, ღვთის­მშობ­ლის, მო­ცი­ქუ­ლე­ბი­სა და წმინ­და­ნე­ბის ფერ­წე­რუ­ლი ან რე­ლი­ე­ფუ­რი გა­მო­სა­ხუ­ლე­ბაა. მარ­თლმა­დი­დე­ბელ ეკ­ლე­სი­ა­ში ხატი ტაძ­რის სიწ­მინ­დეა და ღმერ­თთან ურ­თი­ერ­თო­ბის ერთ-ერთ გზას წარ­მო­ად­გენს. ეკ­ლე­სი­ა­ში უძ­ვე­ლე­სი დრო­ი­დან თაყ­ვანს სცემ­დნენ წმინ­და გა­მო­სა­ხუ­ლე­ბებს. ქრის­ტი­ა­ნო­ბის დევ­ნის შე­წყვე­ტის შემ­დეგ და­ი­წყო ხატ­წე­რის გან­ვი­თა­რე­ბა, IV სა­უ­კუ­ნე­ში კი ხატი სა­ბო­ლო­ოდ დამ­კვიდ­რდა ეკ­ლე­სი­ა­ში, მი­უ­ხე­და­ვად იმ დიდი რე­ლი­გი­უ­რი მოძ­რა­ო­ბი­სა, რო­მე­ლიც ის­ტო­რი­ა­ში ხატ­მებ­რძო­ლე­ო­ბის სა­ხე­ლით არის ცნო­ბი­ლი.

ზო­გი­ერ­თი ხატი სას­წა­ულ­მოქ­მე­დე­ბი­თაა ცნო­ბი­ლი. ასე­თე­ბია: ივე­რი­ის ღვთის­მშო­ბე­ლი, სამ­ხე­ლი­ა­ნი ღვთის­მშო­ბე­ლი, წილკ­ნის, მან­გლი­სის, სი­ო­ნის, ყა­ზა­ნის, იე­რუ­სა­ლი­მის ღვთის­მშო­ბე­ლი, ლო­მი­სის წმინ­და გი­ორ­გი და ბევ­რი სხვა.

ამ­ჯე­რად მინ­და, ჩვენ­ში ბოლო დროს დამ­კვიდ­რე­ბულ ტრა­დი­ცი­ა­ზე ვი­სა­უბ­როთ, რა­საც ოჯა­ხებ­ში ეკ­ლე­სი­ე­ბი­დან ხა­ტე­ბის მიბ­რძა­ნე­ბა ჰქვია.

ლიკა ახვლე­დი­ა­ნი, ლო­მი­სის წმინ­და გი­ორ­გის სა­ხე­ლო­ბის გლ­და­ნის ტაძ­რის მრევ­ლი:

- 8 წლის წინ, მო­ძღვა­რი არ მყავ­და, მაგ­რამ ვი­ცო­დი, რომ ლო­მი­სის წმინ­და გი­ორ­გის სას­წა­ულ­მოქ­მე­დი ხატი ამა­ვე სა­ხელ­წო­დე­ბის ეკ­ლე­სი­ი­დან ოჯა­ხებ­ში დაბ­რძან­დე­ბო­და. მა­შინ ეს შე­და­რე­ბით ახა­ლი ტრა­დი­ცია იყო, რო­მელ­საც სა­ფუძ­ვე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის, ილია II-ის ლოც­ვა-კურ­თხე­ვით ჩა­ე­ყა­რა. ნახ­სე­ნე­ბი ხატი ჩემს ნა­თე­სავ­თა­ნაც მი­აბ­რძა­ნეს და იყო ისე­თი შემ­თხვე­ვე­ბიც, როცა მას მი­რო­ნი სდი­ო­და... სურ­ვი­ლი გა­მიჩ­ნდა, ეს ხატი ჩემ­თან სახ­ლშიც დაბ­რძა­ნე­ბუ­ლი­ყო. იმ პე­რი­ოდ­ში გა­ვი­ცა­ნი მო­ძღვა­რი, რო­მე­ლიც ორ­გა­ნი­ზე­ბას უწევ­და ხა­ტის ტაძ­რი­დან ოჯა­ხებ­ში მიბ­რძა­ნე­ბას (მამა ირაკ­ლი კუ­თხაშ­ვი­ლი დღეს ჩემი მო­ძღვა­რია). იმის შემ­დეგ ეს სიწ­მინ­დე სახ­ლში რამ­დენ­ჯერ­მე, რამ­დე­ნი­მე დღით მეს­ტუმ­რა. ყო­ვე­ლი მისი მობ­რძა­ნე­ბა ჩვე­ნი ოჯა­ხის­თვის უდი­დე­სი დღე­სას­წა­უ­ლია... ასეთ დროს ჩვენ­თან მის მო­სა­ლო­ცად, მე­ზობ­ლე­ბი, ნა­თე­სა­ვე­ბი, უცხო ადა­მი­ა­ნე­ბი მო­დი­ან ხოლ­მე. რაც მეტი ადა­მი­ა­ნი მოვა და გუ­ლით მო­ი­ლო­ცავს, მის­თვი­საც კარ­გია და სა­ერ­თოდ, დიდი მად­ლია. ეს ტრა­დი­ცია ზო­გა­დად, ქრის­ტი­ა­ნე­ბის და­ახ­ლო­ე­ბას უწყობს ხელს. ამ დროს სახ­ლიც იკურ­თხე­ბა... მამა ხში­რად აღ­ნიშ­ნავს, - რო­დე­საც ეს ხატი ჩვენ­თა­ნაა დაბ­რძა­ნე­ბუ­ლი, ასე მგო­ნია, წმინ­და გი­ორ­გი გვსტუმ­რობს და იმ პე­რი­ოდ­ში ქვე­ყა­ნა რომ და­ინ­გრეს, არაფ­რის მე­ში­ნი­აო. და­ცუ­ლო­ბის შეგ­რძნე­ბა აქვს. იმ დროს ყვე­ლა გა­ხა­რე­ბუ­ლია და ცდი­ლობს, უფრო უკე­თე­სი იყოს, ვიდ­რე სხვა დროს არის. ყვე­ლა კრძალ­ვი­თაა სავ­სე და არა­ფერს აშა­ვებს... ყო­ველ­დღე ხა­ტის წი­ნა­შე იკი­თხე­ბა და­უჯ­დო­მე­ლი ანუ შე­სა­ბა­მი­სი ლოც­ვა; შე­გიძ­ლია ასე­ვე, ხატ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რაც წა­ი­კი­თხო, რო­მე­ლიც მას თან დაჰ­ყვე­ბა. წმინ­და გი­ორ­გი ჩვენ­თან პირ­ველ წელს რომ მობ­რძან­და, ის წელი ჩემი წინსვლი­სა და წარ­მა­ტე­ბის აღ­მოჩ­ნდა. ამას ხა­ტის მობ­რძა­ნე­ბას ვუ­კავ­ში­რებთ.

თა­მარ მე­ნაბ­დე, წმინ­და ნი­ნოს სა­ხე­ლო­ბის ტაძ­რის მრევ­ლი:

- 2005 წელი იყო. დიდი მარ­ხვა იწყე­ბო­და. დედა ექიმ­თან ახ­ლო­ბელს გაჰ­ყვა და თვი­თო­ნაც გა­ე­სინ­ჯა. აღ­მოჩ­ნდა, რომ ჯანრ­თე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მა ჰქონ­და. ოპე­რა­ცია გარ­და­უ­ვა­ლი იყო, თან, ბო­ლომ­დე არ ვი­ცო­დით, ეს ოპე­რა­ცია რა შე­დეგს გა­მო­ი­ღებ­და. გვე­ში­ნო­და... ვი­ცო­დი, რომ არ­სე­ბობ­და ღვთის­მშობ­ლის სწრაფლშემსმე­ნე­ლი ხატი, რო­მელ­საც შეს­წევ­და ძალა, სწრა­ფად გა­ნე­კურ­ნა ადა­მი­ა­ნი, ამი­ტომ გა­მიჩ­ნდა იდეა, ჩვე­ნი ოჯა­ხის სა­ხე­ლით და­მე­წე­რი­ნე­ბი­ნა ღვთის­მშობ­ლის სწრაფლშემსმე­ნე­ლი ხატი და ეკ­ლე­სი­ის­თვის შე­მე­წი­რა. თან, ძა­ლი­ან მინ­დო­და, ის ოჯა­ხებ­შიც დაბ­რძა­ნე­ბუ­ლი­ყო, ოღონდ ამ ყვე­ლა­ფერ­ზე, მო­ძღვრის­გან კურ­თხე­ვა მჭირ­დე­ბო­და. მამა რე­ვაზ­მა აზრი მო­მი­წო­ნა, კურ­თხე­ვა მომ­ცა, დამ­ლო­ცა და ჩვე­ნი ტაძ­რის მხატ­ვარს და­მა­კავ­ში­რა... მხატ­ვარს ასე­თი სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლო საქ­მის­თვის მომ­ზა­დე­ბა სჭირ­დე­ბო­და და მთე­ლი მარ­ხვის პე­რი­ო­დი ამას და­უთ­მო. მერე ამის შე­სა­ხებ მრევ­ლმაც შე­ი­ტყო და ადა­მი­ა­ნე­ბი, ვი­საც რამ­დე­ნი შე­ეძ­ლო, ხა­ტის­თვის შე­სა­წი­რავს სწი­რავ­დნენ. ისე მოხ­და, რომ ამ ხა­ტის და­სა­წე­რი თან­ხა თვი­თონ მრევ­ლმა გა­ი­ღო. აღ­დგო­მის შემ­დეგ ხა­ტის შექ­მნა ძა­ლი­ან მალე დას­რულ­და. იმ პე­რი­ოდ­ში დე­დამ ოპე­რა­ცია გა­ი­კე­თა და ღვთის შე­წევ­ნით, ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად დას­რულ­და...

- ახალ­და­წე­რი­ლი სწრაფლშემსმე­ნე­ლი ხატი პირ­ვე­ლად ვის ოჯახ­ში მიბ­რძან­და?

- ხატი პირ­ვე­ლად მამა რე­ვა­ზის ოჯახ­ში მიბ­რძან­და, მერე კი იმ ხალ­ხთან, ვინც შე­მო­წი­რუ­ლო­ბე­ბი გა­ი­ღეს. ვრცე­ლი სია იყო გა­კე­თე­ბუ­ლი... ყვე­ლა აღ­ნიშ­ნავს, რომ თბი­ლი ხა­ტია. მხატ­ვარ­მა მი­თხრა, რომ ის ქარ­თუ­ლი ხატ­წე­რის ნორ­მე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით შე­ას­რუ­ლა... მოკ­ლედ, ის ყვე­ლას უყ­ვარს და ამ­ბო­ბენ, რომ ოჯა­ხებ­ში დიდი სით­ბო შე­აქვს. არა­ერ­თი სას­წა­უ­ლიც მო­უხ­დე­ნია... ერთხელ ჩვე­ნი მრევ­ლის წევ­რმა სხვა ტაძ­რი­დან მო­იყ­ვა­ნა სა­ო­ცა­რი პრობ­ლე­მით დამ­ძი­მე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­მაც ითხო­ვა, ხატი გა­მა­ტა­ნე­თო, და წა­აბ­რძა­ნა. ერთ კვი­რა­ში და­მი­რე­კა და მი­თხრა, - ისე­თი სას­წა­უ­ლე­ბი მო­ახ­დი­ნა, გთხოვ, ორი კვი­რა კი­დევ და­მი­ტო­ვო­თო...

- რო­გორც ვიცი, მას მი­რო­ნიც სდი­ო­და.

- ხატი შექ­მნი­დან დიდ­ხანს დაბ­რძან­დე­ბო­და ოჯა­ხებ­ში ისე, რომ მე თვი­თონ შინ არც მი­მიბ­რძა­ნე­ბია. მერე რო­გორ­ღაც მი­ვე­ცი თავს ამის უფ­ლე­ბა და სწო­რედ მა­შინ, მი­რო­ნი წარ­მოს­დინ­და... ვი­საც ამის არ სჯე­რა, გა­უ­ჭირ­დე­ბა გა­გე­ბა, მაგ­რამ ვინც მორ­წმუ­ნეა, ის გა­ი­გებს, რა­საც ვამ­ბობ. ეს ყვე­ლა­ფე­რი ამო­უც­ნო­ბი რამ არის, ნამ­დვი­ლი სას­წა­უ­ლია... ისე, რაც შე­ე­ხე­ბა მი­რონ­დე­ნას, სახ­ლში ამ ხა­ტის მიბ­რძა­ნე­ბამ­დე ეკ­ლე­სი­ი­დან სხვა ხა­ტიც (წმ. იო­ა­კი­მე­სა და წმ. ანას) მი­მიბ­რძა­ნე­ბია და მი­რო­ნი მა­საც გად­მო­უ­ვი­და. იმ პე­რი­ოდ­ში არა მარ­ტო მას, არა­მედ სახ­ლში ჩემს ყვე­ლა ხატს და­ე­დი­ნა მი­რო­ნი... გარ­და ამი­სა, კი­დევ ერთი სა­ო­ცა­რი რამ მოხ­და: ჩემი სა­წო­ლის გა­და­სა­ფა­რე­ბელს ჯვრე­ბი გა­მო­ე­სა­ხა. ჯვრე­ბით ისე მო­ი­ჭე­და, რო­გორც ცა - ვარ­სკვლა­ვე­ბით.

- რო­გორ გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­და?

- წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ცხი­მი რომ და­ე­ცე­მა ქსო­ვილს, გა­რეგ­ნუ­ლად ასეთ შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას ტო­ვებ­და. მო­ძღვარ­მა მი­თხრა, - ასე­თი რა­ღა­ცე­ბის გამო ხიბლში არ უნდა ჩა­ვარ­დე, არ უნდა ჩათ­ვა­ლო, რაკი შენს თავს ასე­თი რა­ღა­ცე­ბი ხდე­ბა, სხვე­ბის­გან რა­ი­მე­თი გა­მორ­ჩე­უ­ლი ხარ; არც სა­სო­წარ­კვე­თი­ლე­ბა­ში უნდა ჩა­ვარ­დე, ეს ყვე­ლა­ფე­რი უბე­დუ­რე­ბის ნიშ­ნად არ აღიქ­ვა; ფაქ­ტია, რომ ღმერ­თი რა­ღა­ცას მი­გა­ნიშ­ნებს, გაფრ­თხი­ლებს, რომ მე­ტად გაძ­ლი­ერ­დე რწმე­ნა­შიო. სხვა­თა შო­რის, ხა­ტე­ბის მი­რონ­დე­ნა­სა და ჯვრე­ბის გა­მო­სახ­ვას მოჰ­ყვა ის გან­საც­დე­ლი, რო­მე­ლიც დე­დის ავად­მყო­ფო­ბის სა­ხით გვეწ­ვია... იმ ყვე­ლაფ­რის შემ­დეგ მუ­შა­ო­ბა და­ვი­წყე. მი­რონ­მდი­ნა­რე ხა­ტე­ბი ცოტა უყუ­რა­დღე­ბოდ მი­ვა­ტო­ვე, კან­დე­ლი კი სულ ენთო მათ­თან. მოკ­ლედ, არ ვიცი რო­გორ, მაგ­რამ ხა­ტე­ბის კუ­თხე­ში ხან­ძა­რი გაჩ­ნდა და ბევ­რი და­იწ­ვა. თუმ­ცა იმ დამ­წვა­რი ხა­ტე­ბი­დან მი­რონ­დე­ნა რა­ღაც პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში მა­ინც გრძელ­დე­ბო­და...

და­ვით გო­ცი­რი­ძე, წმინ­და სა­მე­ბის (ძვე­ლი) ტაძ­რის დე­კა­ნო­ზი:

- რო­გორც ვიცი, სა­ქარ­თვე­ლო­ში ამ ტრა­დი­ცი­ას ჩვე­ნი კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის, ილია II-ის კურ­თხე­ვით ჩა­ე­ყა­რა სა­ფუძ­ვე­ლი. ეს ალ­ბათ მომ­დი­ნა­რე­ობს სა­ხა­რე­ბი­დან, იე­სოს სი­ტყვე­ბი­დან: "შე­იკ­რი­ბოს ორი ან სამი კაცი ჩემ­და სა­სა­უბ­როდ და მე მათ­თან ვარ"... ეკ­ლე­სი­ის ხა­ტის მოძ­რა­ო­ბას სხვა­დას­ხვა ოჯახ­ში, ოჯა­ხურ სიმ­შვი­დეს უწყობს ხელს. ამას­თან, იმ პე­რი­ოდ­ში მო­ძღვა­რი სახ­ლსაც აკურ­თხებს (სახ­ლი წე­ლი­წად­ში სამ-ოთხჯერ უნდა იკურ­თხოს; ჩა­ნა­წე­რიც არ­სე­ბობს კურ­თხე­ვან­ში: არა­სა­სურ­ვე­ლი სტუ­მა­რიც რომ გეწ­ვი­ოს, მა­ში­ნაც კი აკურ­თხე) - ეს რამ­ხე­ლა რა­მეს ნიშ­ნავს! სახ­ლი ხომ თა­ვის­თა­ვად, ყო­ვე­ლი ადა­მი­ა­ნის­თვის ეკ­ლე­სია და სიწ­მინ­დეა!

და­სა­ნა­ნია, რომ დღეს ის ახალ­გაზ­რდა, ენერ­გი­ით სავ­სე თა­ო­ბა, რო­მელ­საც ხვა­ლინ­დე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მო­მა­ვა­ლი ჰქვია, ზოგ­ჯერ ისე­თი არა­სა­სურ­ვე­ლი საქ­მე­ე­ბის კე­თე­ბით არის და­კა­ვე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც არც კა­ცის­გან და არც ღმერ­თის­გან არ არის მო­წო­ნე­ბუ­ლი... რო­დე­საც ოჯახ­ში ხატი მობ­რძან­დე­ბა, მე­ზობ­ლე­ბი, ნა­თე­სა­ვე­ბი, ახ­ლობ­ლე­ბი მო­დი­ან, იკ­რი­ბე­ბი­ან და ხატს და­უჯ­დო­მელს თუ პა­რაკ­ლისს უკი­თხა­ვენ, სა­უბ­რო­ბენ წმინ­დან­თა ცხოვ­რე­ბა­ზე, ქრის­ტე­ზე, ღმერ­თზე და მად­ლით იმუხ­ტე­ბი­ან. ამ დროს სი­კე­თე წარ­მო­იქ­მნე­ბა. ასე­თი ფორ­მით ლოც­ვა მი­ზან­შე­წო­ნი­ლია და სუ­ლის­თვის სა­სარ­გებ­ლოა. სუ­ლის სა­ცხო­ნე­ბე­ლია. ყო­ვე­ლი წუთი უფ­ლის წი­ნა­შე თით­ქმის დათ­ვლი­ლია. ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბა სა­მა­რა­დი­სო არ არის, აქ ხომ დრო­ე­ბით ვართ! ამი­ტომ დრო ღვთის დი­დე­ბა­ში, კე­თი­ლი საქ­მე­ე­ბის კე­თე­ბა­სა და ათი მცნე­ბის შეს­რუ­ლე­ბა­ში უნდა გა­ვა­ტა­როთ, რად­გა­ნაც ეს გზაა სწო­რედ მა­ცხო­ნე­ბე­ლი.

ლალი ფა­ცია

ჟურ­ნა­ლი ”გზა”

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

"როდესაც წმინდა გიორგი გვსტუმრობს, არაფრის მეშინია" - რატომ დაბრძანდება ხატი ოჯახებში

"როდესაც წმინდა გიორგი გვსტუმრობს, არაფრის მეშინია" - რატომ დაბრძანდება ხატი ოჯახებში

ხატი ქრისტიანულ რელიგიაში იესო ქრისტეს, ღვთისმშობლის, მოციქულებისა და წმინდანების ფერწერული ან რელიეფური გამოსახულებაა. მართლმადიდებელ ეკლესიაში ხატი ტაძრის სიწმინდეა და ღმერთთან ურთიერთობის ერთ-ერთ გზას წარმოადგენს. ეკლესიაში უძველესი დროიდან თაყვანს სცემდნენ წმინდა გამოსახულებებს. ქრისტიანობის დევნის შეწყვეტის შემდეგ დაიწყო ხატწერის განვითარება, IV საუკუნეში კი ხატი საბოლოოდ დამკვიდრდა ეკლესიაში, მიუხედავად იმ დიდი რელიგიური მოძრაობისა, რომელიც ისტორიაში ხატმებრძოლეობის სახელით არის ცნობილი.

ზოგიერთი ხატი სასწაულმოქმედებითაა ცნობილი. ასეთებია: ივერიის ღვთისმშობელი, სამხელიანი ღვთისმშობელი, წილკნის, მანგლისის, სიონის, ყაზანის, იერუსალიმის ღვთისმშობელი, ლომისის წმინდა გიორგი და ბევრი სხვა.

ამჯერად მინდა, ჩვენში ბოლო დროს დამკვიდრებულ ტრადიციაზე ვისაუბროთ, რასაც ოჯახებში ეკლესიებიდან ხატების მიბრძანება ჰქვია.

ლიკა ახვლედიანი, ლომისის წმინდა გიორგის სახელობის გლდანის ტაძრის მრევლი:

- 8 წლის წინ, მოძღვარი არ მყავდა, მაგრამ ვიცოდი, რომ ლომისის წმინდა გიორგის სასწაულმოქმედი ხატი ამავე სახელწოდების ეკლესიიდან ოჯახებში დაბრძანდებოდა. მაშინ ეს შედარებით ახალი ტრადიცია იყო, რომელსაც საფუძველი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით ჩაეყარა. ნახსენები ხატი ჩემს ნათესავთანაც მიაბრძანეს და იყო ისეთი შემთხვევებიც, როცა მას მირონი სდიოდა... სურვილი გამიჩნდა, ეს ხატი ჩემთან სახლშიც დაბრძანებულიყო. იმ პერიოდში გავიცანი მოძღვარი, რომელიც ორგანიზებას უწევდა ხატის ტაძრიდან ოჯახებში მიბრძანებას (მამა ირაკლი კუთხაშვილი დღეს ჩემი მოძღვარია). იმის შემდეგ ეს სიწმინდე სახლში რამდენჯერმე, რამდენიმე დღით მესტუმრა. ყოველი მისი მობრძანება ჩვენი ოჯახისთვის უდიდესი დღესასწაულია... ასეთ დროს ჩვენთან მის მოსალოცად, მეზობლები, ნათესავები, უცხო ადამიანები მოდიან ხოლმე. რაც მეტი ადამიანი მოვა და გულით მოილოცავს, მისთვისაც კარგია და საერთოდ, დიდი მადლია. ეს ტრადიცია ზოგადად, ქრისტიანების დაახლოებას უწყობს ხელს. ამ დროს სახლიც იკურთხება... მამა ხშირად აღნიშნავს, - როდესაც ეს ხატი ჩვენთანაა დაბრძანებული, ასე მგონია, წმინდა გიორგი გვსტუმრობს და იმ პერიოდში ქვეყანა რომ დაინგრეს, არაფრის მეშინიაო. დაცულობის შეგრძნება აქვს. იმ დროს ყველა გახარებულია და ცდილობს, უფრო უკეთესი იყოს, ვიდრე სხვა დროს არის. ყველა კრძალვითაა სავსე და არაფერს აშავებს... ყოველდღე ხატის წინაშე იკითხება დაუჯდომელი ანუ შესაბამისი ლოცვა; შეგიძლია ასევე, ხატთან დაკავშირებული ლიტერატურაც წაიკითხო, რომელიც მას თან დაჰყვება. წმინდა გიორგი ჩვენთან პირველ წელს რომ მობრძანდა, ის წელი ჩემი წინსვლისა და წარმატების აღმოჩნდა. ამას ხატის მობრძანებას ვუკავშირებთ.

თამარ მენაბდე, წმინდა ნინოს სახელობის ტაძრის მრევლი:

- 2005 წელი იყო. დიდი მარხვა იწყებოდა. დედა ექიმთან ახლობელს გაჰყვა და თვითონაც გაესინჯა. აღმოჩნდა, რომ ჯანრთელობასთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემა ჰქონდა. ოპერაცია გარდაუვალი იყო, თან, ბოლომდე არ ვიცოდით, ეს ოპერაცია რა შედეგს გამოიღებდა. გვეშინოდა... ვიცოდი, რომ არსებობდა ღვთისმშობლის სწრაფლშემსმენელი ხატი, რომელსაც შესწევდა ძალა, სწრაფად განეკურნა ადამიანი, ამიტომ გამიჩნდა იდეა, ჩვენი ოჯახის სახელით დამეწერინებინა ღვთისმშობლის სწრაფლშემსმენელი ხატი და ეკლესიისთვის შემეწირა. თან, ძალიან მინდოდა, ის ოჯახებშიც დაბრძანებულიყო, ოღონდ ამ ყველაფერზე, მოძღვრისგან კურთხევა მჭირდებოდა. მამა რევაზმა აზრი მომიწონა, კურთხევა მომცა, დამლოცა და ჩვენი ტაძრის მხატვარს დამაკავშირა... მხატვარს ასეთი საპასუხისმგებლო საქმისთვის მომზადება სჭირდებოდა და მთელი მარხვის პერიოდი ამას დაუთმო. მერე ამის შესახებ მრევლმაც შეიტყო და ადამიანები, ვისაც რამდენი შეეძლო, ხატისთვის შესაწირავს სწირავდნენ. ისე მოხდა, რომ ამ ხატის დასაწერი თანხა თვითონ მრევლმა გაიღო. აღდგომის შემდეგ ხატის შექმნა ძალიან მალე დასრულდა. იმ პერიოდში დედამ ოპერაცია გაიკეთა და ღვთის შეწევნით, ყველაფერი კარგად დასრულდა...

- ახალდაწერილი სწრაფლშემსმენელი ხატი პირველად ვის ოჯახში მიბრძანდა?

- ხატი პირველად მამა რევაზის ოჯახში მიბრძანდა, მერე კი იმ ხალხთან, ვინც შემოწირულობები გაიღეს. ვრცელი სია იყო გაკეთებული... ყველა აღნიშნავს, რომ თბილი ხატია. მხატვარმა მითხრა, რომ ის ქართული ხატწერის ნორმების გათვალისწინებით შეასრულა... მოკლედ, ის ყველას უყვარს და ამბობენ, რომ ოჯახებში დიდი სითბო შეაქვს. არაერთი სასწაულიც მოუხდენია... ერთხელ ჩვენი მრევლის წევრმა სხვა ტაძრიდან მოიყვანა საოცარი პრობლემით დამძიმებული ადამიანი, რომელმაც ითხოვა, ხატი გამატანეთო, და წააბრძანა. ერთ კვირაში დამირეკა და მითხრა, - ისეთი სასწაულები მოახდინა, გთხოვ, ორი კვირა კიდევ დამიტოვოთო...

- როგორც ვიცი, მას მირონიც სდიოდა.

- ხატი შექმნიდან დიდხანს დაბრძანდებოდა ოჯახებში ისე, რომ მე თვითონ შინ არც მიმიბრძანებია. მერე როგორღაც მივეცი თავს ამის უფლება და სწორედ მაშინ, მირონი წარმოსდინდა... ვისაც ამის არ სჯერა, გაუჭირდება გაგება, მაგრამ ვინც მორწმუნეა, ის გაიგებს, რასაც ვამბობ. ეს ყველაფერი ამოუცნობი რამ არის, ნამდვილი სასწაულია... ისე, რაც შეეხება მირონდენას, სახლში ამ ხატის მიბრძანებამდე ეკლესიიდან სხვა ხატიც (წმ. იოაკიმესა და წმ. ანას) მიმიბრძანებია და მირონი მასაც გადმოუვიდა. იმ პერიოდში არა მარტო მას, არამედ სახლში ჩემს ყველა ხატს დაედინა მირონი... გარდა ამისა, კიდევ ერთი საოცარი რამ მოხდა: ჩემი საწოლის გადასაფარებელს ჯვრები გამოესახა. ჯვრებით ისე მოიჭედა, როგორც ცა - ვარსკვლავებით.

- როგორ გამოიყურებოდა?

- წარმოიდგინეთ, ცხიმი რომ დაეცემა ქსოვილს, გარეგნულად ასეთ შთაბეჭდილებას ტოვებდა. მოძღვარმა მითხრა, - ასეთი რაღაცების გამო ხიბლში არ უნდა ჩავარდე, არ უნდა ჩათვალო, რაკი შენს თავს ასეთი რაღაცები ხდება, სხვებისგან რაიმეთი გამორჩეული ხარ; არც სასოწარკვეთილებაში უნდა ჩავარდე, ეს ყველაფერი უბედურების ნიშნად არ აღიქვა; ფაქტია, რომ ღმერთი რაღაცას მიგანიშნებს, გაფრთხილებს, რომ მეტად გაძლიერდე რწმენაშიო. სხვათა შორის, ხატების მირონდენასა და ჯვრების გამოსახვას მოჰყვა ის განსაცდელი, რომელიც დედის ავადმყოფობის სახით გვეწვია... იმ ყველაფრის შემდეგ მუშაობა დავიწყე. მირონმდინარე ხატები ცოტა უყურადღებოდ მივატოვე, კანდელი კი სულ ენთო მათთან. მოკლედ, არ ვიცი როგორ, მაგრამ ხატების კუთხეში ხანძარი გაჩნდა და ბევრი დაიწვა. თუმცა იმ დამწვარი ხატებიდან მირონდენა რაღაც პერიოდის განმავლობაში მაინც გრძელდებოდა...

დავით გოცირიძე, წმინდა სამების (ძველი) ტაძრის დეკანოზი:

- როგორც ვიცი, საქართველოში ამ ტრადიციას ჩვენი კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის კურთხევით ჩაეყარა საფუძველი. ეს ალბათ მომდინარეობს სახარებიდან, იესოს სიტყვებიდან: "შეიკრიბოს ორი ან სამი კაცი ჩემდა სასაუბროდ და მე მათთან ვარ"... ეკლესიის ხატის მოძრაობას სხვადასხვა ოჯახში, ოჯახურ სიმშვიდეს უწყობს ხელს. ამასთან, იმ პერიოდში მოძღვარი სახლსაც აკურთხებს (სახლი წელიწადში სამ-ოთხჯერ უნდა იკურთხოს; ჩანაწერიც არსებობს კურთხევანში: არასასურველი სტუმარიც რომ გეწვიოს, მაშინაც კი აკურთხე) - ეს რამხელა რამეს ნიშნავს! სახლი ხომ თავისთავად, ყოველი ადამიანისთვის ეკლესია და სიწმინდეა!

დასანანია, რომ დღეს ის ახალგაზრდა, ენერგიით სავსე თაობა, რომელსაც ხვალინდელი საქართველოს მომავალი ჰქვია, ზოგჯერ ისეთი არასასურველი საქმეების კეთებით არის დაკავებული, რომელიც არც კაცისგან და არც ღმერთისგან არ არის მოწონებული... როდესაც ოჯახში ხატი მობრძანდება, მეზობლები, ნათესავები, ახლობლები მოდიან, იკრიბებიან და ხატს დაუჯდომელს თუ პარაკლისს უკითხავენ, საუბრობენ წმინდანთა ცხოვრებაზე, ქრისტეზე, ღმერთზე და მადლით იმუხტებიან. ამ დროს სიკეთე წარმოიქმნება. ასეთი ფორმით ლოცვა მიზანშეწონილია და სულისთვის სასარგებლოა. სულის საცხონებელია. ყოველი წუთი უფლის წინაშე თითქმის დათვლილია. ადამიანის ცხოვრება სამარადისო არ არის, აქ ხომ დროებით ვართ! ამიტომ დრო ღვთის დიდებაში, კეთილი საქმეების კეთებასა და ათი მცნების შესრულებაში უნდა გავატაროთ, რადგანაც ეს გზაა სწორედ მაცხონებელი.

ლალი ფაცია

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)