პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვწუხვარ, რომ "პროფილზე" "დარტყმა" მძიმე არტილერიით გვიწევს - ნოე სულაბერიძე გადაცემის დეტალებზე
ვწუხვარ, რომ "პროფილზე" "დარტყმა" მძიმე არტილერიით გვიწევს - ნოე სულაბერიძე გადაცემის დეტალებზე

"ცე­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბის" მე­ო­თხე სე­ზო­ნი გა­სულ კვი­რას და­ი­წყო და უკვე დიდი რა­ო­დე­ნო­ბით მყუ­რე­ბე­ლი ყავს... მარ­თა­ლია, ჩი­ვი­ან, კაშ­კა­შა ვარ­სკვლა­ვე­ბი არ მო­ნა­წი­ლე­ო­ბე­ნო, მაგ­რამ თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნი თა­ვის სფე­რო­ში წარ­მა­ტე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნია ხომ მა­ინც არის?...

სა­ინ­ტე­რე­სოა, რა­ტომ ჰყავს "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვებს" ბევ­რი მა­ყუ­რე­ბე­ლი, რა­ტომ იმ­სა­ხუ­რებს სა­ყო­ველ­თაო ყუ­რა­დღე­ბას და რა­ტომ არის მუდ­მი­ვად რე­ი­ტინ­გუ­ლი?

"ამ­ბე­ბი.გე" პრო­ექ­ტის გე­ნე­რა­ლურ პრო­დი­უ­სერ ნოე სუ­ლა­ბე­რი­ძეს ესა­უბ­რა.

- "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვებს" იმი­ტომ უყუ­რებს მა­ყუ­რე­ბე­ლი, რომ კარ­გი შოუა, წარ­მა­ტე­ბუ­ლია, მშვე­ნი­ე­რი მო­ნა­წი­ლე­ე­ბი ჰყავს და კომ­პე­ტენ­ტუ­რი ჟი­უ­რი...

- მე­ო­თხე სე­ზონ­ზე 10 კონ­კურ­სან­ტი რა­ტომ გყავთ?

- ახლა ასე გა­დავ­წყვი­ტეთ, შე­მოდ­გო­მით ისევ 13 კონ­კურ­სან­ტი გვე­ყო­ლე­ბა...

- და ჩვე­უ­ლებ­რივ ადა­მი­ა­ნებ­საც ექ­ნე­ბათ საშულება, მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღონ პრო­ექ­ტში ისე­ვე, რო­გორც წინა სე­ზონ­ზე ქეთი ხა­ტი­აშ­ვი­ლი ჩა­ერ­თო, რო­მელ­საც ძა­ლი­ან გა­უ­მარ­თლა?

- დიახ, ასე იქ­ნე­ბა...

- "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბი" ეთერ­ში იმ დროს გა­დის, როცა კონ­კუ­რენტ არხზე, ასე­ვე რე­ი­ტინ­გუ­ლი გა­და­ცე­მა "პრო­ფი­ლია". ასე რა­ტომ ხდე­ბა, როცა პრა­იმ ტა­იმ­ში, ერ­თმა­ნე­თის პა­რა­ლე­ლუ­რად, რე­ი­ტინ­გუ­ლი გა­და­ცე­მე­ბი ჯდე­ბა ხოლ­მე? პრაქ­ტი­კუ­ლად, ერ­თმა­ნეთს მა­ყუ­რე­ბელს არ­თმევთ...

- ეს ჩემი გა­და­სა­წყვე­ტი არ არის, ამას არ­ხე­ბი თა­ვად წყვე­ტენ, თუმ­ცა ვწუხ­ვარ, რომ ასეთ რე­ი­ტინ­გულ გა­და­ცე­მა­ზე "დარ­ტყმა" მძი­მე არ­ტი­ლე­რი­ით გვი­წევს. ბოლო ხუთ­შა­ბათ­მა კი­დევ ერთხელ და­ა­დას­ტუ­რა, რომ მარ­თლაც დიდი გან­სხვა­ვე­ბა იყო ჩვენ­სა და "პრო­ფილს" შო­რის, რე­ი­ტინ­გში დიდი სხვა­ო­ბით მო­ვუ­გეთ, თუმ­ცა ყვე­ლა გა­და­ცე­მას თა­ვი­სი მა­ყუ­რე­ბე­ლი ჰყავს...

- "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბის" მე­სა­მე სე­ზო­ნის მსვლე­ლო­ბი­სას სულ იყო რა­ღაც ბრძო­ლა - ხან შენ აქ­ვეყ­ნებ­დი რე­ი­ტინ­გე­ბის შე­დე­გებს, ხან ისი­ნი წერ­დნენ რა­ღა­ცას. რე­ი­ტინ­გე­ბის შე­დე­გე­ბის ასე გა­მო­აშ­კა­რა­ვე­ბა რა სა­ჭი­როა?

- მე უბ­რა­ლოდ, ვპა­სუ­ხობ­დი იმ ადა­მი­ა­ნებს, ვინც სკეპ­ტი­კუ­რად უყუ­რებ­და "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვებს" და მის შე­სა­ხებ ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ას ავ­რცე­ლებ­და. ახლა ამას აღარ ვა­კე­თებ, რად­გა­ნაც ასე­თი საქ­ცი­ე­ლი არას­წო­რი მგო­ნია. თუმ­ცა "ფე­ი­ბუქ­ში" ისეთ ტენ­დენ­ცი­ას ვხე­დავ, რომ გარ­კვე­უ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი მა­ინც არ ის­ვე­ნე­ბენ და ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით რა­ღა­ცებს აქ­ვეყ­ნე­ბენ. ვი­მე­ო­რებ, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ "პრო­ფილს" ბო­ლოს დიდი სხვა­ო­ბით მო­ვუ­გეთ, არა­ფე­რი გა­მო­მიქ­ვეყ­ნე­ბია. მაგ­რამ, რო­გორც ჩანს, ყვე­ლას ასე­თი მიდ­გო­მა არ აქვს... ისე, მი­მაჩ­ნია, რომ მა­ყუ­რებ­ლის ამ ნი­უ­ან­სებ­ში ჩა­რე­ვა, არას­წო­რია.

- "ორ ვარ­სკვლა­ვის" პა­რა­ლეურად ორ­შა­ბათს "რუს­თა­ვი 2"-ზე "X ფა­ტო­რი" გა­დის... ასეთ დროს რო­გორ არის "ორი ვარ­სკვლა­ვის" საქ­მე?

- ძა­ლი­ან კარ­გად, თით­ქმის თა­ნაბ­რად მივ­დი­ვართ, ცო­ტა­თი გვი­გე­ბენ, მაგ­რამ "რუს­თა­ვი 2" იმ მას­შტა­ბებ­სა და ზღვარს, რა­საც ის მე­გაპ­რო­ექ­ტე­ბით აღ­წევ­და, სა­ნამ "ორი ვარ­სკვლა­ვი" ეთერ­ში იქ­ნე­ბა, ვე­ღარ მი­აღ­წევს.

- დღეს "ორი ვარ­სკვლა­ვის" ჟი­უ­რის მე­ო­თხე (ცვა­ლე­ბა­დი) წევ­რი ვინ არის?

- ეს თვი­თონ მო­ნა­წი­ლე­ებ­მაც არ იცი­ან, სი­ურპრი­ზად ვი­ნა­ხავ, ამი­ტომ ვერ ვი­ტყვი.

ლალი ფა­ცია

სპე­ცი­ა­ლუ­რად "ამ­ბე­ბი.გე"-სთვის

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

ვწუხვარ, რომ "პროფილზე" "დარტყმა" მძიმე არტილერიით გვიწევს - ნოე სულაბერიძე გადაცემის დეტალებზე

ვწუხვარ, რომ "პროფილზე" "დარტყმა" მძიმე არტილერიით გვიწევს - ნოე სულაბერიძე გადაცემის დეტალებზე

"ცევავენ ვარსკვლავების" მეოთხე სეზონი გასულ კვირას დაიწყო და უკვე დიდი რაოდენობით მყურებელი ყავს... მართალია, ჩივიან, კაშკაშა ვარსკვლავები არ მონაწილეობენო, მაგრამ თითოეული მათგანი თავის სფეროში წარმატებული ადამიანია ხომ მაინც არის?...

საინტერესოა, რატომ ჰყავს "ცეკვავენ ვარსკვლავებს" ბევრი მაყურებელი, რატომ იმსახურებს საყოველთაო ყურადღებას და რატომ არის  მუდმივად რეიტინგული?

"ამბები.გე" პროექტის გენერალურ პროდიუსერ ნოე სულაბერიძეს ესაუბრა.

- "ცეკვავენ ვარსკვლავებს" იმიტომ უყურებს მაყურებელი, რომ კარგი შოუა, წარმატებულია, მშვენიერი მონაწილეები ჰყავს და კომპეტენტური ჟიური...

- მეოთხე სეზონზე 10 კონკურსანტი რატომ გყავთ?

- ახლა ასე გადავწყვიტეთ, შემოდგომით ისევ 13 კონკურსანტი გვეყოლება...

- და ჩვეულებრივ ადამიანებსაც ექნებათ საშულება, მონაწილეობა მიიღონ პროექტში ისევე, როგორც წინა სეზონზე ქეთი ხატიაშვილი ჩაერთო, რომელსაც ძალიან გაუმართლა?

- დიახ, ასე იქნება...

- "ცეკვავენ ვარსკვლავები" ეთერში იმ დროს გადის, როცა კონკურენტ არხზე, ასევე რეიტინგული გადაცემა "პროფილია". ასე რატომ ხდება, როცა პრაიმ ტაიმში, ერთმანეთის პარალელურად, რეიტინგული გადაცემები ჯდება ხოლმე? პრაქტიკულად, ერთმანეთს მაყურებელს ართმევთ...

- ეს ჩემი გადასაწყვეტი არ არის, ამას არხები თავად წყვეტენ, თუმცა ვწუხვარ, რომ ასეთ რეიტინგულ გადაცემაზე "დარტყმა" მძიმე არტილერიით გვიწევს. ბოლო ხუთშაბათმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მართლაც დიდი განსხვავება იყო ჩვენსა და "პროფილს" შორის, რეიტინგში დიდი სხვაობით მოვუგეთ, თუმცა ყველა გადაცემას თავისი მაყურებელი ჰყავს...

- "ცეკვავენ ვარსკვლავების" მესამე სეზონის მსვლელობისას სულ იყო რაღაც ბრძოლა - ხან შენ აქვეყნებდი რეიტინგების შედეგებს, ხან ისინი წერდნენ რაღაცას. რეიტინგების შედეგების ასე გამოაშკარავება რა საჭიროა?

- მე უბრალოდ, ვპასუხობდი იმ ადამიანებს, ვინც სკეპტიკურად უყურებდა "ცეკვავენ ვარსკვლავებს" და მის შესახებ ცრუ ინფორმაციას ავრცელებდა. ახლა ამას აღარ ვაკეთებ, რადგანაც ასეთი საქციელი არასწორი მგონია. თუმცა "ფეიბუქში" ისეთ ტენდენციას ვხედავ, რომ გარკვეული ადამიანები მაინც არ ისვენებენ და ამ მიმართულებით რაღაცებს აქვეყნებენ. ვიმეორებ, მიუხედავად იმისა, რომ "პროფილს" ბოლოს დიდი სხვაობით მოვუგეთ, არაფერი გამომიქვეყნებია. მაგრამ, როგორც ჩანს, ყველას ასეთი მიდგომა არ აქვს... ისე, მიმაჩნია, რომ მაყურებლის ამ ნიუანსებში ჩარევა, არასწორია.

- "ორ ვარსკვლავის" პარალეურად ორშაბათს "რუსთავი 2"-ზე "X ფატორი" გადის... ასეთ დროს როგორ არის "ორი ვარსკვლავის" საქმე?

- ძალიან კარგად, თითქმის თანაბრად მივდივართ, ცოტათი გვიგებენ, მაგრამ "რუსთავი 2" იმ მასშტაბებსა და ზღვარს, რასაც ის მეგაპროექტებით აღწევდა, სანამ "ორი ვარსკვლავი" ეთერში იქნება, ვეღარ მიაღწევს.

- დღეს "ორი ვარსკვლავის" ჟიურის მეოთხე (ცვალებადი) წევრი ვინ არის?

- ეს თვითონ მონაწილეებმაც არ იციან, სიურპრიზად ვინახავ, ამიტომ ვერ ვიტყვი.

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება