პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პირველი პაემანი, ტრადიციული ქორწილი და იუმორით დაძლეული ეჭვიანობა - ნათია ფანჯიკიძისა და ირაკლი ალასანიას Love Story
პირველი პაემანი, ტრადიციული ქორწილი და იუმორით დაძლეული ეჭვიანობა - ნათია ფანჯიკიძისა და ირაკლი ალასანიას Love Story

თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის მე­უღ­ლე ნა­თია ფან­ჯი­კი­ძე სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში წლე­ბის წინ მე­უღ­ლის, ამ­ჟა­მად თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრ ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ას ოპო­ზი­ცი­ა­ში გა­დას­ვლის შემ­დეგ მო­ექ­ცა. ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ას ელ­ჩო­ბის დროს შვი­ლებ­თან ერ­თად ამე­რი­კა­ში ცხოვ­რობ­და და პრო­ფე­სი­ულ საქ­მი­ა­ნო­ბას აგ­რძე­ლებ­და. პო­ლი­ტი­კო­სის სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ უფ­რო­სი შვი­ლი, ნი­კუ­შა ალა­სა­ნია, სწავ­ლის გა­საგ­რძე­ლებ­ლად ამე­რი­კა­ში დარ­ჩა, გო­გო­ნა, ეკა, აქ ცხოვ­რობს, მშობ­ლებ­თან ერ­თად. ნა­თია კი ორ ფსი­ქი­ატ­რი­ულ ცენ­ტრში მუ­შა­ობს. ცნო­ბილ ოჯახ­ში და­ი­ბა­და. მა­მა­მი­სი მწე­რა­ლი გუ­რამ ფან­ჯი­კი­ძე გახ­ლდათ, დედა - დალი ფან­ჯი­კი­ძეა, მთარ­გმნე­ლი.

გთა­ვა­ზობთ 2012 წელს ჩა­წე­რილ ინ­ტერ­ვი­უს, სა­დაც ნა­თია მე­უღ­ლი­სა და ოჯა­ხის შე­სა­ხებ სა­უბ­რობს.

- რაც თავი მახ­სოვს, სულ და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლი ვარ, მაგ­რამ ირაკ­ლი ჩემ­ზე უა­რეს დღე­შია. ორი წლით ჩემ­ზე უმ­ცრო­სია და 18 წლის იყო, როცა მისი ცოლი გავ­ხდი. ხში­რად ვე­უბ­ნე­ბი, ირაკ­ლი, რო­გორ შევ­დი­ვარ შენს მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, ოცი წელი გა­ვი­და ჩვე­ნი თა­ნა­ცხოვ­რე­ბი­დან და რამ­დენ­ჯე­რაც თვალს გა­ა­ხელ, სულ მე გხვდე­ბი.

- პირ­ვე­ლად სად შეხ­ვდით მო­მა­ვალ მე­უღ­ლეს?

- უნი­ვე­რის­ტეტ­ში და­ვი­ნა­ხე და მა­ლე­ვე გა­მეც­ნო. რო­გორც მერე მი­თხრა, თა­ვად უფრო ადრე, ერთ კა­ფე­ში შე­მამ­ჩნია. პირ­ვე­ლად ზო­ო­პარკში გა­ვი­სე­ირ­ნეთ, ოღონდ იმი­ტომ არა, რომ ვინ­მეს ვე­მა­ლე­ბო­დით, უბ­რა­ლოდ, უნი­ვერ­სი­ტეტ­თან ახ­ლოს იყო. ბე­ჰე­მო­თი მა­შინ ცო­ცხა­ლი იყო და რა­ტომ­ღაც ქა­ლაქ­ში გი­ვის ეძახ­დნენ. მო­ვი­ნა­ხუ­ლეთ და ის გახ­და ჩვე­ნი პირ­ვე­ლი სე­ირ­ნო­ბის თა­ნა­ზი­ა­რი.

- ირაკ­ლი მალე გა­მო­გი­ტყდათ სიყ­ვა­რულ­ში?

- სა­ერ­თოდ, ძა­ლი­ან ცო­ტას ლა­პა­რა­კობს, მაგ­რამ ყო­ველ­თვის ზუს­ტი იყო და რაც უნ­დო­და, იმას ამ­ბობ­და. მეც ძა­ლი­ან სწრა­ფად, პრან­ჭვის გა­რე­შე გა­ვუმ­ხი­ლე გრძნო­ბე­ბი. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მა­შინ დე­დე­ბი სხვა­ნა­ი­რად გვა­რი­გებ­დნენ. ერთხელ მახ­სოვს, ქუ­ჩა­ში მე და დედა მივ­დი­ო­დით და ვი­ღა­ცამ შე­მომ­ხე­და. პა­ტა­რა ვი­ყა­ვი და და­ვე­ჯღა­ნე. დე­დამ მი­თხრა, რომ ნორ­მა­ლუ­რი გო­გო­ნე­ბი ქუ­ჩა­ში ყვე­ლა­ფერ­ზე არ რე­ა­გი­რე­ბენ, არც პირ­ველ და­პა­ტი­ჟე­ბა­ზე მიჰ­ყვე­ბი­ან ბიჭს კი­ნო­ში. მოკ­ლედ, თავი გა­მო­ტე­ნი­ლი მქონ­და თავ­შე­კა­ვე­ბის პრინ­ცი­პე­ბით, მაგ­რამ ყო­ველ­თვის ში­ნა­გა­ნად ვი­ცო­დი, რომ რო­დე­საც მოგ­წონს, უნდა თქვა. ხში­რად ადა­მი­ა­ნე­ბი თავ­შე­უ­კა­ვებ­ლე­ბი არი­ან ზი­ზღის გა­მო­ხატ­ვა­ში, მაგ­რამ ასე­ვე უხ­ვად არ გას­ცე­მენ სიყ­ვა­რულს. თუ გრძნობ, რომ გიყ­ვარს, ამას რა სჯობს, თქვი!

- ტრა­დი­ცი­უ­ლად და­ო­ჯახ­დით?

- დიახ, რად­გან ირაკ­ლი ტრა­დი­ცი­ე­ბის­მოყ­ვა­რე გახ­ლდათ. ამ­ბობ­და, მე რა მაქვს და­სა­მა­ლი ან რა­ტომ ვარ და­სა­მა­ლიო. მეც ძა­ლი­ან დიდ პა­ტივს ვცემ­დი მა­მას, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა გვქონ­და და არ მინ­დო­და მის­გან გავ­ქცე­უ­ლი­ყა­ვი და სად­მე დავ­მა­ლუ­ლი­ყა­ვი.

- ირაკ­ლის მშობ­ლებ­თან პირ­ვე­ლი შეხ­ვედ­რა გა­იხ­სე­ნეთ...

- ირაკ­ლის მამა სა­ო­ცა­რი, თბი­ლი ადა­მი­ა­ნი გახ­ლდათ. ირაკ­ლი­ვით უთ­ქმე­ლი, მშვი­დი, ჩუმი, ბევ­რს არ ლა­პა­რა­კობ­და, მაგ­რამ სა­ო­ცა­რი სით­ბო და აურა ჰქონ­და. რაც შე­ე­ხე­ბა ირაკ­ლის დე­დას, ღირ­სე­უ­ლი ქალ­ბა­ტო­ნია. ძა­ლი­ან ბევ­რს ნიშ­ნავს, ადა­მი­ა­ნი რო­გორ ხა­რობს, რო­გორ გლო­ვობს, რო­გო­რი ერ­თგუ­ლია, შვი­ლის, შვი­ლიშ­ვი­ლის, რძლის მი­მართ. ის ყო­ველ­თვის იწ­ვევს ჩემ­ში აღ­ფრთო­ვა­ნე­ბას. სა­ო­ცა­რი ქა­ლია, სი­ცო­ცხლის­მოყ­ვა­რე, კარ­გი ექი­მი. მე­უღ­ლე სი­ტყვის უთ­ქმე­ლად იგ­ლო­ვა. ერთი წელი ლო­გი­ნი­დან არ ამ­დგა­რა. წლის­თავ­ზე ადგა და ზედ­მე­ტად აღარ ულა­პა­რა­კია მე­უღ­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბა­ზე. შე­იძ­ლე­ბა წიგ­ნი და­წე­რო ადა­მი­ა­ნუ­რი სევ­დის ამ ფორ­მა­ზე. ძა­ლი­ან ვა­ფა­სებ ამ ქალ­ბა­ტონს და თან, რაც მთა­ვა­რია, მან ირაკ­ლი მა­ჩუ­ქა.

- შვი­ლე­ბი გაგ­ვა­ცა­ნით...

- ისეთ ადა­მი­ა­ნებ­ზე მე­სა­უბ­რე­ბით, იძუ­ლე­ბუ­ლი ვარ სულ კარ­გი ვთქვა (იღი­მე­ბა). რაც მთა­ვა­რია, ჩემი შვი­ლე­ბი ადა­მი­ა­ნე­ბი­სად­მი კე­თილ­გან­წყო­ბილ­ნი არი­ან და სწო­რი პრი­ო­რი­ტე­ტე­ბი აქვთ. უფ­რო­სი, ნი­კუ­შა, ამე­რი­კა­ში ცხოვ­რობს. კარ­გად სწავ­ლობს, გო­ნი­ე­რი ბი­ჭია და იუ­მო­რით აღ­სავ­სე. ხა­სი­ა­თით მე და­მემ­სგავ­სა, მა­მა­მის­ზე ბევ­რად მეტს ლა­პა­რა­კობს და ძი­რი­თა­დად ხუმ­რო­ბის ინ­ტო­ნა­ცი­ით. ჰუ­მა­ნის­ტუ­რი ხედ­ვა აქვს და ყო­ველ­თვის მინ­დო­და, ფსი­ქი­ატ­რი გამ­ხდა­რი­ყო. ფი­ზი­კუ­რად ორი­ვე, ეკაც და ნი­კუ­შაც ირაკ­ლის ჰგავს.

- პირ­ვე­ლად თქვე­ნით ქარ­თუ­ლი მე­დია მა­შინ და­ინ­ტე­რეს­და, რო­დე­საც ირაკ­ლი ოპო­ზი­ცი­ა­ში გა­და­ვი­და. თქვე­ნი მშვი­დი ცხოვ­რე­ბა მა­შინ და­ირ­ღვა?

- არა­სო­დეს მქო­ნია პო­პუ­ლა­რო­ბი­სა და სა­ჯა­რო­ო­ბის­კენ მიდ­რე­კი­ლე­ბა. არც ირაკ­ლის... თა­ვის საქ­მეს ყო­ველ­თვის კარ­გად და ხმა­უ­რის გა­რე­შე აკე­თებ­და. 26 წლის ასაკ­ში იმ­დე­ნი გა­ა­კე­თა პან­კი­სის ხე­ო­ბა­ში, მაგ­რამ ამით არა­სო­დეს უტ­რა­ბა­ხია. ჩემი პრო­ფე­სია უფრო ინ­ტი­მუ­რია. ადრე ბავ­შვთა სახ­ლში ვმუ­შა­ობ­დი და ერთი პე­რი­ო­დი მო­დუ­რი გახ­და ბავ­შვე­ბის თემა, სა­ჯა­როდ გა­მოს­ვლა და ამა­ზე სა­უ­ბა­რი, მაგ­რამ მა­ში­ნაც არა­სო­დეს გა­მოვ­სულ­ვარ ტე­ლე­ვი­ზი­ით. რო­დე­საც ადა­მი­ა­ნის სულს ეხე­ბი და მის პრობ­ლე­მას იზი­ა­რებ, შე­იძ­ლე­ბა სუ­ლაც არ იყოს სა­სურ­ვე­ლი ამის სა­ჯა­როდ მო­ყო­ლა, რომ მან სა­კუ­თა­რი თავი ამო­იც­ნოს. მე­ო­რე სა­კი­თხია, რომ შე­იძ­ლე­ბა გლო­ბა­ლუ­რად ისა­უბ­რო პრობ­ლე­მა­ზე. მა­გა­ლი­თად ნარ­კო­მა­ნი­ა­ზე, ოღონდ არა პი­როვ­ნე­ბებ­ზე, არა­მედ და­ა­ვა­დე­ბა­ზე. მე თა­ვად მერ­ჩივ­ნა, რომ ჩემს შე­მო­სა­ზღვრულ სივ­რცე­ში ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, სა­დაც თავს კარ­გად ვგრძნობ.

- ახლა თქვე­ნი მე­უღ­ლე ახა­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი რე­ა­ლო­ბის ეპი­ცენ­ტრშია ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­თან ერ­თად. ნერ­ვი­უ­ლობთ?

- არა, მა­შინ ვღე­ლავ, რო­დე­საც ჩემი შვი­ლი ნი­კუ­შა თბი­ლის­ში ჩა­მო­დის. სა­ნამ შინ მოვა, არ ვი­ძი­ნებ. სხვა შემ­თხვე­ვა­ში აბ­სო­ლუ­ტუ­რად მჯე­რა სი­კე­თის ძა­ლის. რო­დე­საც მარ­თა­ლი ხარ, ღმერ­თი გი­ფა­რავს, მაგ­რამ რო­დე­საც საქ­მე შვილს ეხე­ბა, ვი­ძა­ბე­ბი. 19 წლის ბი­ჭის­თვის იო­ლია პრო­ვო­კა­ცი­ის მო­წყო­ბა. ჩვენს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ზე არ­ცთუ უსა­ფუძ­ვლოდ გვაქვს წარ­მოდ­გე­ნა, რომ ყვე­ლა­ფერ­ზე შე­იძ­ლე­ბა წა­ვიდ­ნენ. თუ არ ჩავ­თვლით ნი­კუ­შას არ­და­დე­გებს, ნაკ­ლე­ბი სტრე­სი ჩემი პრო­ფე­სი­აა. თან იმე­დი მაქვს, რომ ირაკ­ლი არ მა­ნერ­ვი­უ­ლებს. სა­ი­მე­დო ადა­მი­ა­ნია, ძლი­ე­რი. არ მთხოვს, მის მა­გივ­რად გა­დავ­ლა­ხო რა­ღაც პრობ­ლე­მე­ბი. თან, ბა­ტო­ნი ბი­ძი­ნას გა­მო­ჩე­ნის შემ­დეგ ამო­ვი­სუნ­თქე.

- თქვე­ნი მე­უღ­ლე ახალ­გაზ­რდა, სიმ­პა­თი­უ­რი პო­ლი­ტი­კო­სია და ბევრ ქალ­ბა­ტონს მოს­წონს. არა­სო­დეს გი­ეჭ­ვი­ა­ნი­ათ?

- რო­გორ არა, მაგ­რამ იუ­მო­რი ყვე­ლა­ფერ­ში გა­დაგ­ვარ­ჩენს. რო­დე­საც ურ­თი­ერ­თო­ბა ნამ­დვილ მე­გობ­რო­ბა­ზეა დამ­ყა­რე­ბუ­ლი, იქ არის ბრა­ზიც, წყე­ნაც, მაგ­რამ იმ ფა­სე­უ­ლო­ბას ვე­რა­ფე­რი გა­დას­წო­ნის, რაც ოცი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში დაგ­როვ­და.

- რა შე­იც­ვლე­ბა თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში, თუ ირაკ­ლი პრე­ზი­დენ­ტი ან პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი გახ­დე­ბა. მა­შინ ხომ უფრო მე­ტად და­ინ­ტე­რეს­დე­ბა თქვე­ნით სა­ზო­გა­დო­ე­ბა?

- არ ვიცი, რა შე­იც­ვლე­ბა, ვიცი, რომ მე არ შე­ვიც­ვლე­ბი უა­რე­სის­კენ. შე­მიძ­ლია სრუ­ლი­ად დარ­წმუ­ნე­ბით ვთქვა, რომ აქამ­დე ჩე­მით და ჩემი არ­სე­ბო­ბის გამო არც კონ­კრე­ტუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი და მით უმე­ტეს, სა­ქარ­თვე­ლო არ შე­წუ­ხე­ბუ­ლა. ვერც ვე­რა­ნა­ირ შე­საძ­ლო მო­მა­ვალ­ში წარ­მო­მიდ­გე­ნია ვინ­მეს დის­კომ­ფორ­ტი შე­ვუქ­მნა.

პირველი პაემანი, ტრადიციული ქორწილი და იუმორით დაძლეული ეჭვიანობა - ნათია ფანჯიკიძისა და ირაკლი ალასანიას Love Story

პირველი პაემანი, ტრადიციული ქორწილი და იუმორით დაძლეული ეჭვიანობა - ნათია ფანჯიკიძისა და ირაკლი ალასანიას Love Story

თავდაცვის მინისტრის მეუღლე ნათია ფანჯიკიძე საზოგადოების ყურადღების ცენტრში წლების წინ მეუღლის, ამჟამად თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას ოპოზიციაში გადასვლის შემდეგ მოექცა. ირაკლი ალასანიას ელჩობის დროს შვილებთან ერთად ამერიკაში ცხოვრობდა და პროფესიულ საქმიანობას აგრძელებდა. პოლიტიკოსის სამშობლოში დაბრუნების შემდეგ უფროსი შვილი, ნიკუშა ალასანია, სწავლის გასაგრძელებლად ამერიკაში დარჩა, გოგონა, ეკა, აქ ცხოვრობს, მშობლებთან ერთად. ნათია კი ორ ფსიქიატრიულ ცენტრში მუშაობს. ცნობილ ოჯახში დაიბადა. მამამისი მწერალი გურამ ფანჯიკიძე გახლდათ, დედა - დალი ფანჯიკიძეა, მთარგმნელი.

გთავაზობთ 2012 წელს ჩაწერილ ინტერვიუს, სადაც ნათია მეუღლისა და ოჯახის შესახებ საუბრობს.

- რაც თავი მახსოვს, სულ დაოჯახებული ვარ, მაგრამ ირაკლი ჩემზე უარეს დღეშია. ორი წლით ჩემზე უმცროსია და 18 წლის იყო, როცა მისი ცოლი გავხდი. ხშირად ვეუბნები, ირაკლი, როგორ შევდივარ შენს მდგომარეობაში, ოცი წელი გავიდა ჩვენი თანაცხოვრებიდან და რამდენჯერაც თვალს გაახელ, სულ მე გხვდები.

- პირველად სად შეხვდით მომავალ მეუღლეს?

- უნივერისტეტში დავინახე და მალევე გამეცნო. როგორც მერე მითხრა, თავად უფრო ადრე, ერთ კაფეში შემამჩნია. პირველად ზოოპარკში გავისეირნეთ, ოღონდ იმიტომ არა, რომ ვინმეს ვემალებოდით, უბრალოდ, უნივერსიტეტთან ახლოს იყო. ბეჰემოთი მაშინ ცოცხალი იყო და რატომღაც ქალაქში გივის ეძახდნენ. მოვინახულეთ და ის გახდა ჩვენი პირველი სეირნობის თანაზიარი.

- ირაკლი მალე გამოგიტყდათ სიყვარულში?

- საერთოდ, ძალიან ცოტას ლაპარაკობს, მაგრამ ყოველთვის ზუსტი იყო და რაც უნდოდა, იმას ამბობდა. მეც ძალიან სწრაფად, პრანჭვის გარეშე გავუმხილე გრძნობები. მიუხედავად იმისა, რომ მაშინ დედები სხვანაირად გვარიგებდნენ. ერთხელ მახსოვს, ქუჩაში მე და დედა მივდიოდით და ვიღაცამ შემომხედა. პატარა ვიყავი და დავეჯღანე. დედამ მითხრა, რომ ნორმალური გოგონები ქუჩაში ყველაფერზე არ რეაგირებენ, არც პირველ დაპატიჟებაზე მიჰყვებიან ბიჭს კინოში. მოკლედ, თავი გამოტენილი მქონდა თავშეკავების პრინციპებით, მაგრამ ყოველთვის შინაგანად ვიცოდი, რომ როდესაც მოგწონს, უნდა თქვა. ხშირად ადამიანები თავშეუკავებლები არიან ზიზღის გამოხატვაში, მაგრამ ასევე უხვად არ გასცემენ სიყვარულს. თუ გრძნობ, რომ გიყვარს, ამას რა სჯობს, თქვი!

- ტრადიციულად დაოჯახდით?

- დიახ, რადგან ირაკლი ტრადიციებისმოყვარე გახლდათ. ამბობდა, მე რა მაქვს დასამალი ან რატომ ვარ დასამალიო. მეც ძალიან დიდ პატივს ვცემდი მამას, განსაკუთრებული ურთიერთობა გვქონდა და არ მინდოდა მისგან გავქცეულიყავი და სადმე დავმალულიყავი.

- ირაკლის მშობლებთან პირველი შეხვედრა გაიხსენეთ...

- ირაკლის მამა საოცარი, თბილი ადამიანი გახლდათ. ირაკლივით უთქმელი, მშვიდი, ჩუმი, ბევრს არ ლაპარაკობდა, მაგრამ საოცარი სითბო და აურა ჰქონდა. რაც შეეხება ირაკლის დედას, ღირსეული ქალბატონია. ძალიან ბევრს ნიშნავს, ადამიანი როგორ ხარობს, როგორ გლოვობს, როგორი ერთგულია, შვილის, შვილიშვილის, რძლის მიმართ. ის ყოველთვის იწვევს ჩემში აღფრთოვანებას. საოცარი ქალია, სიცოცხლისმოყვარე, კარგი ექიმი. მეუღლე სიტყვის უთქმელად იგლოვა. ერთი წელი ლოგინიდან არ ამდგარა. წლისთავზე ადგა და ზედმეტად აღარ ულაპარაკია მეუღლის გარდაცვალებაზე. შეიძლება წიგნი დაწერო ადამიანური სევდის ამ ფორმაზე. ძალიან ვაფასებ ამ ქალბატონს და თან, რაც მთავარია, მან ირაკლი მაჩუქა.

- შვილები გაგვაცანით...

- ისეთ ადამიანებზე მესაუბრებით, იძულებული ვარ სულ კარგი ვთქვა (იღიმება). რაც მთავარია, ჩემი შვილები ადამიანებისადმი კეთილგანწყობილნი არიან და სწორი პრიორიტეტები აქვთ. უფროსი, ნიკუშა, ამერიკაში ცხოვრობს. კარგად სწავლობს, გონიერი ბიჭია და იუმორით აღსავსე. ხასიათით მე დამემსგავსა, მამამისზე ბევრად მეტს ლაპარაკობს და ძირითადად ხუმრობის ინტონაციით. ჰუმანისტური ხედვა აქვს და ყოველთვის მინდოდა, ფსიქიატრი გამხდარიყო. ფიზიკურად ორივე, ეკაც და ნიკუშაც ირაკლის ჰგავს.

- პირველად თქვენით ქართული მედია მაშინ დაინტერესდა, როდესაც ირაკლი ოპოზიციაში გადავიდა. თქვენი მშვიდი ცხოვრება მაშინ დაირღვა?

- არასოდეს მქონია პოპულარობისა და საჯაროობისკენ მიდრეკილება. არც ირაკლის... თავის საქმეს ყოველთვის კარგად და ხმაურის გარეშე აკეთებდა. 26 წლის ასაკში იმდენი გააკეთა პანკისის ხეობაში, მაგრამ ამით არასოდეს უტრაბახია. ჩემი პროფესია უფრო ინტიმურია. ადრე ბავშვთა სახლში ვმუშაობდი და ერთი პერიოდი მოდური გახდა ბავშვების თემა, საჯაროდ გამოსვლა და ამაზე საუბარი, მაგრამ მაშინაც არასოდეს გამოვსულვარ ტელევიზიით. როდესაც ადამიანის სულს ეხები და მის პრობლემას იზიარებ, შეიძლება სულაც არ იყოს სასურველი ამის საჯაროდ მოყოლა, რომ მან საკუთარი თავი ამოიცნოს. მეორე საკითხია, რომ შეიძლება გლობალურად ისაუბრო პრობლემაზე. მაგალითად ნარკომანიაზე, ოღონდ არა პიროვნებებზე, არამედ დაავადებაზე. მე თავად მერჩივნა, რომ ჩემს შემოსაზღვრულ სივრცეში ვყოფილიყავი, სადაც თავს კარგად ვგრძნობ.

- ახლა თქვენი მეუღლე ახალი პოლიტიკური რეალობის ეპიცენტრშია ბიძინა ივანიშვილთან ერთად. ნერვიულობთ?

- არა, მაშინ ვღელავ, როდესაც ჩემი შვილი ნიკუშა თბილისში ჩამოდის. სანამ შინ მოვა, არ ვიძინებ. სხვა შემთხვევაში აბსოლუტურად მჯერა სიკეთის ძალის. როდესაც მართალი ხარ, ღმერთი გიფარავს, მაგრამ როდესაც საქმე შვილს ეხება, ვიძაბები. 19 წლის ბიჭისთვის იოლია პროვოკაციის მოწყობა. ჩვენს ხელისუფლებაზე არცთუ უსაფუძვლოდ გვაქვს წარმოდგენა, რომ ყველაფერზე შეიძლება წავიდნენ. თუ არ ჩავთვლით ნიკუშას არდადეგებს, ნაკლები სტრესი ჩემი პროფესიაა. თან იმედი მაქვს, რომ ირაკლი არ მანერვიულებს. საიმედო ადამიანია, ძლიერი. არ მთხოვს, მის მაგივრად გადავლახო რაღაც პრობლემები. თან, ბატონი ბიძინას გამოჩენის შემდეგ ამოვისუნთქე.

- თქვენი მეუღლე ახალგაზრდა, სიმპათიური პოლიტიკოსია და ბევრ ქალბატონს მოსწონს. არასოდეს გიეჭვიანიათ?

- როგორ არა, მაგრამ იუმორი ყველაფერში გადაგვარჩენს. როდესაც ურთიერთობა ნამდვილ მეგობრობაზეა დამყარებული, იქ არის ბრაზიც, წყენაც, მაგრამ იმ ფასეულობას ვერაფერი გადასწონის, რაც ოცი წლის განმავლობაში დაგროვდა.

- რა შეიცვლება თქვენს ცხოვრებაში, თუ ირაკლი პრეზიდენტი ან პრემიერ-მინისტრი გახდება. მაშინ ხომ უფრო მეტად დაინტერესდება თქვენით საზოგადოება?

- არ ვიცი, რა შეიცვლება, ვიცი, რომ მე არ შევიცვლები უარესისკენ. შემიძლია სრულიად დარწმუნებით ვთქვა, რომ აქამდე ჩემით და ჩემი არსებობის გამო არც კონკრეტული ადამიანები და მით უმეტეს, საქართველო არ შეწუხებულა. ვერც ვერანაირ შესაძლო მომავალში წარმომიდგენია ვინმეს დისკომფორტი შევუქმნა.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია