Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

23

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:47-ზე, მთვარე ტყუპშია – შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი, ხილი და ბოსტნეული. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვხუმრობდი, რძლად ასეთი გოგო მინდა-მეთქი" - ეკა ხოფერია მეუღლისა და ანი კეკუას წყვილს საჯაროდ პირველად აფასებს
"ვხუმრობდი, რძლად ასეთი გოგო მინდა-მეთქი" - ეკა ხოფერია მეუღლისა და ანი კეკუას წყვილს საჯაროდ პირველად აფასებს

"ორი ვარ­სკვლა­ვის" კონ­კურ­სან­ტი, ექი­მი, ოტო­რი­ნო­ლა­რინ­გო­ლო­გი მიშა ხუ­ჯა­ძე არ­ცთუ ური­გოდ მო­ნა­წი­ლე­ობს პრო­ექ­ტში. ყო­ველ შემთქვე­ვა­ში, მას შოუ ჯერ არ და­უ­ტო­ვე­ბია და მე­წყვი­ლე ანი კე­კუ­ას­თან ერ­თად ტუ­რი­დან ტურ­ში გა­და­დის.

"ამ­ბე­ბი.გე" მიშა ხუ­ჯა­ძის მე­უღ­ლეს, ტე­ლეჟურ­ნა­ლისტ ეკა ხო­ფე­რი­ას და­უ­კავ­შირ­და.

- რას იტყვი, შოუ მოგ­წონს?

- შოუ ცხა­დია, მომ­წონს და ისიც, რომ მას­ში მიშ­კა მო­ნა­წი­ლე­ობს, - ეს მისი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაა, ყო­ველ­თვის უნ­დო­და, სიმ­ღე­რის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რად შეს­წავ­ლა. თა­ვი­დან, "ორი ვარ­სკვლა­ვი" რომ და­ი­წყო, უმე­ტე­სად ერ­თო­ბო­და, მერე კი, რო­დე­საც მის­თვის ახა­ლი სიმ­ღე­რე­ბი ის­წავ­ლა, მიხ­ვდა, რომ ეს საქ­მე ბევრ დროს მო­ი­თხოვს, რაც მას სამ­წუ­ხა­როდ, არ აქვს. ამას­თან, მზად არ იყო იმის­თვის, რომ სა­ტე­ლე­ვი­ზიო პრო­ექ­ტში ასე ჩარ­თუ­ლი­ყო... მოკ­ლედ, ამ­დე­ნი "ტე­ლე­ვი­ზია" ერთი ოჯა­ხის­თვის ცოტა ბევ­რია (სი­ცი­ლით ამ­ბობს)...

- თუმ­ცა მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, რო­გორც გა­ტყობთ, პრო­ექ­ტით კმა­ყო­ფი­ლე­ბი ხართ...

- ჩვენ ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რე­ბი ვართ იმით, რაც უკვე მოხ­და: ფან­ტას­ტი­კუ­რი ადა­მი­ა­ნე­ბი გა­ვი­ცა­ნით. არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი შე­მად­გენ­ლო­ბაა. ამ ადა­მი­ა­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა ყვე­ლა­ზე დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბაა. მიშ­კა მე­გობ­რობს მიშ­კა ბა­ღა­თუ­რი­ას­თან, გი­ორ­გი მა­ხა­რაშ­ვილ­თან, სა­ლო­მე ღვი­ნი­აშ­ვილ­თან, კოტე თო­ლორ­და­ვას­თან და მათ მე­წყვი­ლე­ებ­თან. მგო­ნი, ეს მას ყვე­ლა­ზე მე­ტად მოს­წონს.

- პე­და­გო­გებ­თან რო­გო­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა აქვს?

- პე­და­გო­გებ­თან (რუსა მორ­ჩი­ლა­ძე, ქეთი გა­ბი­სი­ა­ნი, ზაზა წურ­წუ­მია) გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვს. შოუს და­ტო­ვე­ბა რომ მო­უხ­დეს, ამ­ბობს, რომ მათ­თან სწავ­ლე­ბის პრო­ცე­სი კი ნამ­დვი­ლად და­მაკ­ლდე­ბაო.

- პარტნი­ორ­ზე რას ამ­ბობს?

- ანი კე­კუა ცალ­კე თე­მაა... მიშ­კა ძა­ლი­ან ზრუ­ნავს მას­ზე: მუდ­მი­ვად უნდა, რომ იცო­დეს, რო­გორ არის, და­ის­ვე­ნა თუ არა, ვინ მო­იყ­ვანს და ა.შ. ეს გოგო მარ­თლა რა­ღაც შვი­ლი­ვით გვყავს, რო­მე­ლიც სა­ო­ცა­რი ბავ­შვია. ძა­ლი­ან ნი­ჭი­ე­რი და პო­ზი­ტი­უ­რი ადა­მი­ა­ნია. ვხუმ­რობ­დი, რძლად ასე­თი გოგო მინ­და-მეთ­ქი.

- რა შან­სი აქვს ამ წყვილს პრო­ექ­ტში? მო­ი­გე­ბენ?

- შე­იძ­ლე­ბა არ უნდა ვამ­ბობ­დე, მაგ­რამ პრო­ექ­ტში გა­მარ­ჯვე­ბის­თვის არ მივ­სულ­ვართ. ალ­ბათ, უფრო იმის­თვის მი­ვე­დით, რომ ჩვენს ცხოვ­რე­ბა­ში რა­ღაც სა­ინ­ტე­რე­სო, ახა­ლი ეტა­პი და­წე­ბუ­ლი­ყო და და­ი­წყო. მაგ­რად ვერ­თო­ბით. ჩვენს ცხოვ­რე­ბა­ში პრო­ექ­ტში გა­ტა­რე­ბუ­ლი ეს პე­რი­ო­დი, რო­გორც ერთ-ერთი სა­ინ­ტე­რე­სო და სა­სი­ა­მოვ­ნო ეპი­ზო­დი ისე დარ­ჩე­ბა...

ზო­გა­დად, ვფი­რობ, რომ მსგავს პრო­ექ­ტებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა რომ მი­ი­ღო, მეტი დრო უნდა გქონ­დეს, რად­გა­ნაც ეს სე­რი­ო­ზუ­ლი ამ­ბა­ვია: დგა­ხარ აუ­დი­ტო­რი­ის წი­ნა­შე და მღე­რი. ამი­ტომ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ კარ­გად იმ­ღე­რო და სა­ნამ პრო­ექ­ტში იქ­ნე­ბი, თავი კარ­გად წარ­მო­ა­ჩი­ნო.

- მიშ­კას პრო­ექ­ტის და­ტო­ვე­ბამ რომ მო­უ­წი­ოს?

- რო­დე­საც გავ­ვარ­დე­ბით, კონ­ცერ­ტებ­ზე აუ­ცი­ლებ­ლად ვივ­ლით და შო­უ­ში დარ­ჩე­ნილ მო­ნა­წი­ლე­ებს ვუ­გულ­შე­მატ­კივ­რებთ, რომ­ლე­ბიც ჩვენ­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბი გახ­დნენ.

სულ ბო­ლოს ვი­ტყვი, რომ "ორი ვარ­სკვლა­ვი" შემ­დგა­რი პრო­ექ­ტია. შო­უ­ში ცო­ცხა­ლი ბედ­ნის თან­ხლე­ბით, ცო­ცხლად, სრუ­ლი­ად არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი გა­მო­დი­ან, მა­ყუ­რე­ბე­ლი კი კვი­რი­დან კვი­რამ­დე მათ პროგ­რესს ხე­დავს. ეს სტი­მულს აძ­ლევს სხვა ადა­მი­ა­ნებს, რომ ყვე­ლა­ფე­რი შე­საძ­ლე­ბე­ლია. კი­დევ ერთი თვი­სე­ბა, რაც უკ­ლებ­ლივ ყვე­ლა მო­ნა­წი­ლემ გა­მო­ავ­ლი­ნა, ეს თვი­თი­რო­ნია გახ­ლავთ, ამით ძა­ლი­ან ჯან­სა­ღი გა­რე­მო იქ­მნე­ბა პრო­ექ­ტში. ასე რომ, წარ­მა­ტე­ბებს ვუ­სურ­ვებ ყვე­ლა მო­ნა­წი­ლე­სა და შოუს ავ­ტო­რებს.

ლალი ფა­ცია

სპე­ცი­ა­ლუ­რად "ამ­ბე­ბი.გე"-სთვის

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება

"ვხუმრობდი, რძლად ასეთი გოგო მინდა-მეთქი" - ეკა ხოფერია მეუღლისა და ანი კეკუას წყვილს საჯაროდ პირველად აფასებს

"ვხუმრობდი, რძლად ასეთი გოგო მინდა-მეთქი" - ეკა ხოფერია მეუღლისა და ანი კეკუას წყვილს საჯაროდ პირველად აფასებს

"ორი ვარსკვლავის" კონკურსანტი, ექიმი, ოტორინოლარინგოლოგი მიშა ხუჯაძე არცთუ ურიგოდ მონაწილეობს პროექტში. ყოველ შემთქვევაში, მას შოუ ჯერ არ დაუტოვებია და მეწყვილე ანი კეკუასთან ერთად ტურიდან ტურში გადადის.

"ამბები.გე" მიშა ხუჯაძის მეუღლეს, ტელეჟურნალისტ ეკა ხოფერიას დაუკავშირდა.

- რას იტყვი, შოუ მოგწონს?

- შოუ ცხადია, მომწონს და ისიც, რომ მასში მიშკა მონაწილეობს, - ეს მისი გადაწყვეტილებაა, ყოველთვის უნდოდა, სიმღერის პროფესიონალურად შესწავლა. თავიდან, "ორი ვარსკვლავი" რომ დაიწყო, უმეტესად ერთობოდა, მერე კი, როდესაც მისთვის ახალი სიმღერები ისწავლა, მიხვდა, რომ ეს საქმე ბევრ დროს მოითხოვს, რაც მას სამწუხაროდ, არ აქვს. ამასთან, მზად არ იყო იმისთვის, რომ სატელევიზიო პროექტში ასე ჩართულიყო... მოკლედ, ამდენი "ტელევიზია" ერთი ოჯახისთვის ცოტა ბევრია (სიცილით ამბობს)...

- თუმცა მიუხედავად ამისა, როგორც გატყობთ, პროექტით კმაყოფილები ხართ...

- ჩვენ ძალიან ბედნიერები ვართ იმით, რაც უკვე მოხდა: ფანტასტიკური ადამიანები გავიცანით. არაჩვეულებრივი შემადგენლობაა. ამ ადამიანებთან ურთიერთობა ყველაზე დიდი სიამოვნებაა. მიშკა მეგობრობს მიშკა ბაღათურიასთან, გიორგი მახარაშვილთან, სალომე ღვინიაშვილთან, კოტე თოლორდავასთან და მათ მეწყვილეებთან. მგონი, ეს მას ყველაზე მეტად მოსწონს.

- პედაგოგებთან როგორი დამოკიდებულება აქვს?

- პედაგოგებთან (რუსა მორჩილაძე, ქეთი გაბისიანი, ზაზა წურწუმია) განსაკუთრებული ურთიერთობა აქვს. შოუს დატოვება რომ მოუხდეს, ამბობს, რომ მათთან სწავლების პროცესი კი ნამდვილად დამაკლდებაო.

- პარტნიორზე რას ამბობს?

- ანი კეკუა ცალკე თემაა... მიშკა ძალიან ზრუნავს მასზე: მუდმივად უნდა, რომ  იცოდეს, როგორ არის, დაისვენა თუ არა, ვინ მოიყვანს და ა.შ. ეს გოგო მართლა რაღაც შვილივით გვყავს, რომელიც საოცარი ბავშვია. ძალიან ნიჭიერი და პოზიტიური ადამიანია. ვხუმრობდი, რძლად ასეთი გოგო მინდა-მეთქი.

- რა შანსი აქვს ამ წყვილს პროექტში? მოიგებენ?

- შეიძლება არ უნდა ვამბობდე, მაგრამ პროექტში გამარჯვებისთვის არ მივსულვართ. ალბათ, უფრო იმისთვის მივედით, რომ ჩვენს ცხოვრებაში რაღაც საინტერესო, ახალი ეტაპი დაწებულიყო და დაიწყო. მაგრად ვერთობით. ჩვენს ცხოვრებაში პროექტში გატარებული ეს პერიოდი, როგორც ერთ-ერთი საინტერესო და სასიამოვნო ეპიზოდი ისე დარჩება...

ზოგადად, ვფირობ, რომ მსგავს პროექტებში მონაწილეობა რომ მიიღო, მეტი დრო უნდა გქონდეს, რადგანაც ეს სერიოზული ამბავია: დგახარ აუდიტორიის წინაშე და მღერი. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ კარგად იმღერო და სანამ პროექტში იქნები, თავი კარგად წარმოაჩინო.

- მიშკას პროექტის დატოვებამ რომ მოუწიოს?

- როდესაც გავვარდებით, კონცერტებზე აუცილებლად ვივლით და შოუში დარჩენილ მონაწილეებს ვუგულშემატკივრებთ, რომლებიც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანები გახდნენ.

სულ ბოლოს ვიტყვი, რომ "ორი ვარსკვლავი" შემდგარი პროექტია. შოუში ცოცხალი ბედნის თანხლებით, ცოცხლად, სრულიად არაპროფესიონალი ადამიანები გამოდიან, მაყურებელი კი კვირიდან კვირამდე მათ პროგრესს ხედავს. ეს სტიმულს აძლევს სხვა ადამიანებს, რომ ყველაფერი შესაძლებელია. კიდევ ერთი თვისება, რაც უკლებლივ ყველა მონაწილემ გამოავლინა, ეს თვითირონია გახლავთ, ამით ძალიან ჯანსაღი გარემო იქმნება პროექტში. ასე რომ, წარმატებებს ვუსურვებ ყველა მონაწილესა და შოუს ავტორებს.

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება