მსოფლიო
სამხედრო

24

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 03:34-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 21:35-ზე – კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კაცმა ფეხმძიმე შეყვარებული მოიტაცა და ცეცხლის წაკიდება სცადა
კაცმა ფეხმძიმე შეყვარებული მოიტაცა და ცეცხლის წაკიდება სცადა

ჩი­ნეთ­ში, გუ­ან­დუ­ნის პრო­ვინ­ცი­ა­ში ინ­ცი­დენ­ტი მოხ­და - 36 წლის ლი მუ­ლი­ან­მა 21 წლის ფეხ­მძი­მე შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ქსუ ფანი მათი სა­ერ­თო ბი­ნი­დან მო­ი­ტა­ცა, შემ­დეგ ზურ­გზე საწ­ვა­ვის რე­ზერ­ვუ­ა­რი მი­ა­ბა და ცე­ცხლის მო­კი­დე­ბა სცა­და. ინ­ცი­დენ­ტის ად­გი­ლას პო­ლი­ცია სწრა­ფად მი­ვი­და და ფეხ­მძი­მეს გა­დარ­ჩე­ნა შეძ­ლო.

ფეხ­მძი­მეს ეძი­ნა, რო­დე­საც პარტნი­ორ­მა ლო­გი­ნი­დან გა­ი­ტა­ცა და ავ­ტო­მო­ბილ­ში ძა­ლით ჩას­ვა. პო­ლი­ცია მე­ზობ­ლებ­მა გა­მო­ი­ძა­ხეს. მოგ­ვი­ა­ნე­ბით მან­ქა­ნა­ში ცე­ცხლი გაჩ­ნდა - გო­გო­ნა ავ­ტო­მო­ბი­ლი­დან პო­ლი­ცი­ამ გა­მო­იყ­ვა­ნა, ოფიც­რებ­მა მის სხე­ულ­ზე წა­კი­დე­ბუ­ლი ცე­ცხლის ჩაქ­რო­ბა მო­ას­წრეს. შე­დე­გად, წყვილ­მა სხე­ულ­ზე სე­რი­ო­ზუ­ლი დამ­წვრო­ბა მი­ი­ღო. სი­ცო­ცხლის­თვის სა­ში­ში და­ზი­ა­ნე­ბე­ბით და­ზა­რა­ლე­ბუ­ლე­ბი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. ისი­ნი პა­ლა­ტა­ში გვერ­დიგ­ვერდ წვა­ნან. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ქალს სხე­ულ­ზე სე­რი­ო­ზუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი ჰქონ­და, ექი­მებ­მა ნა­ყო­ფის გა­დარ­ჩე­ნა შეძ­ლეს. რო­გორც პო­ლი­ცი­ე­ლებ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უ­ბარ­ში გა­ნა­ცხა­დეს, ფეხ­მძი­მე­ზე მეტი დამ­წვრო­ბა კაც­მა მი­ი­ღო.

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამ ინ­ცი­დენ­ტის მი­ზე­ზი ქა­ლის ფეხ­მძი­მო­ბაა. ქალი პირ­ვე­ლი ღა­მის შემ­დეგ ფეხ­მძი­მედ დარ­ჩა, სწო­რედ ამი­ტომ წყვილ­მა ერ­თად ცხოვ­რე­ბა გა­და­წყვი­ტა. რო­გორც ჩანს, 6 თვის შემ­დე­გაც კაცი ვერ შე­ე­გუა, რომ მამა უნდა გამ­ხდა­რი­ყო და პარტნი­ო­რის სას­ტი­კად დას­ჯა გა­და­წყვი­ტა.

"გო­გო­ნას ვაფრ­თხი­ლებ­დით, რომ ვიდ­რე ამ კაც­თან ცხოვ­რე­ბას გა­და­წყვეტ­და, კარ­გად გაც­ნო­ბა იყო სა­ჭი­რო. ძა­ლი­ან ვწუხ­ვართ, რომ ჩვე­ნი შიში გა­მარ­თლდა", - ამ­ბობს და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ფეხ­მძი­მის ბიძა, ვუ ჩინი.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია dailymail.co.uk-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

კაცმა ფეხმძიმე შეყვარებული მოიტაცა და ცეცხლის წაკიდება სცადა

კაცმა ფეხმძიმე შეყვარებული მოიტაცა და ცეცხლის წაკიდება სცადა

ჩინეთში, გუანდუნის პროვინციაში ინციდენტი მოხდა - 36 წლის ლი მულიანმა 21 წლის ფეხმძიმე შეყვარებული ქსუ ფანი მათი საერთო ბინიდან მოიტაცა, შემდეგ ზურგზე საწვავის რეზერვუარი მიაბა და ცეცხლის მოკიდება სცადა. ინციდენტის ადგილას პოლიცია სწრაფად მივიდა და ფეხმძიმეს გადარჩენა შეძლო.

ფეხმძიმეს ეძინა, როდესაც პარტნიორმა ლოგინიდან გაიტაცა და ავტომობილში ძალით ჩასვა. პოლიცია მეზობლებმა გამოიძახეს. მოგვიანებით მანქანაში ცეცხლი გაჩნდა - გოგონა ავტომობილიდან პოლიციამ გამოიყვანა, ოფიცრებმა მის სხეულზე წაკიდებული ცეცხლის ჩაქრობა მოასწრეს. შედეგად, წყვილმა სხეულზე სერიოზული დამწვრობა მიიღო. სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებებით დაზარალებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. ისინი პალატაში გვერდიგვერდ წვანან. მიუხედავად იმისა, რომ ქალს სხეულზე სერიოზული დაზიანებები ჰქონდა, ექიმებმა ნაყოფის გადარჩენა შეძლეს. როგორც პოლიციელებმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადეს, ფეხმძიმეზე მეტი დამწვრობა კაცმა მიიღო.

გავრცელებული ინფორმაციით, ამ ინციდენტის მიზეზი ქალის ფეხმძიმობაა. ქალი პირველი ღამის შემდეგ ფეხმძიმედ დარჩა, სწორედ ამიტომ წყვილმა ერთად ცხოვრება გადაწყვიტა. როგორც ჩანს, 6 თვის შემდეგაც კაცი ვერ შეეგუა, რომ მამა უნდა გამხდარიყო და პარტნიორის სასტიკად დასჯა გადაწყვიტა.

"გოგონას ვაფრთხილებდით, რომ ვიდრე ამ კაცთან ცხოვრებას გადაწყვეტდა, კარგად გაცნობა იყო საჭირო. ძალიან ვწუხვართ, რომ ჩვენი შიში გამართლდა", - ამბობს დაზარალებული ფეხმძიმის ბიძა, ვუ ჩინი.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს