პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ქმრის მეგობარმა გამაუპატიურა" - ქართველი გოგონას ისტორია, რომელიც მოძალადისგან დაფეხმძიმდა
"ქმრის მეგობარმა გამაუპატიურა" - ქართველი გოგონას ისტორია, რომელიც მოძალადისგან დაფეხმძიმდა

ბოლო დროს გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის გახ­ში­რე­ბუ­ლი ფაქ­ტე­ბის გახ­მა­უ­რე­ბის შემ­დეგ ერ­თმა ქალ­ბა­ტონ­მა დაგ­ვი­რე­კა, - მო­ძა­ლა­დეს სას­ჯე­ლის უმაღ­ლე­სი ზომა უნდა მი­ე­სა­ჯოს, ასეთ­მა მხეც­მა მეც და­მინ­გრია ცხოვ­რე­ბაო - მი­თხრა აკან­კა­ლე­ბუ­ლი ხმით. შეხ­ვედ­რა ვთხო­ვე, რა­ზეც კა­ტე­გო­რი­უ­ლი უარი მი­ვი­ღე. ტე­ლე­ფო­ნით გა­სა­უბ­რე­ბა­ზე კი დამ­თან­ხმდა.

ქალ­ბა­ტონს პი­რო­ბი­თად ნანა და­ვარ­ქვი. აი, რა გვი­ამ­ბო მან:

- მე და ჩემი ქმა­რი ახა­ლი და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვით და ნა­ქი­რა­ვებ ბი­ნა­ში ვცხოვ­რობ­დით. ერთ სა­ღა­მოს, როცა მე­უღ­ლე ღა­მის ცვლა­ში მუ­შა­ობ­და, კა­რის სა­კე­ტი გა­მი­ფუჭ­და. შე­მე­შინ­და, მარ­ტო რო­გორ და­ვი­ძი­ნო ღია კარ­ში-მეთ­ქი და ქმარს და­ვუ­რე­კე, - ამა­ღამ დე­დას­თან გა­ვა­თევ, დი­ლით გა­მო­მი­ა­რე და ერ­თად დავ­ბრუნ­დეთ შინ-მეთ­ქი. უკვე გვი­ა­ნია, სად უნდა წახ­ვი­დე, გუ­რამს (პი­რო­ბი­თი სა­ხე­ლია) და­ვუ­რე­კავ და სა­კეტს გა­ა­კე­თებ­სო, მი­თხრა მე­ზობ­ლად მცხოვ­რებ მე­გო­ბარ­ზე. ცოტა ხან­ში მარ­თლაც მო­ვი­და გუ­რა­მი და სა­კე­ტი შე­ა­კე­თა. მეც მშვი­დად და­ვი­ძი­ნე. შუ­ა­ღა­მი­სას, ღრმა ძილ­ში ვიგ­რძე­ნი, რომ ოთახ­ში ვი­ღაც შე­მო­ვი­და. შე­ში­ნე­ბულ­მა ხელი ღა­მის ნა­თუ­რის­კენ გავ­წიე, ჩარ­თვა კი მო­ვას­წა­რი, მაგ­რამ ყვი­რი­ლი - ვერა, გუ­რა­მი იყო, ჩემი ქმრის მე­გო­ბა­რი და მე­ზო­ბე­ლი, მთვრა­ლი, გა­ბო­რო­ტე­ბუ­ლი... მხე­ცი­ვით მეცა და ფე­რე­ბა და­მი­წყო. ვყვი­რო­დი, მუშ­ტებს ვურ­ტყამ­დი, რაც ძალი და ღონე მქონ­და, ვუ­ძა­ლი­ან­დე­ბო­დი, მაგ­რამ ამა­ოდ... რო­დე­საც გუ­ლის­წა­დი­ლი აის­რუ­ლა, გა­სა­ღე­ბი სა­წოლ­ზე და­მიგ­დო, კი­დევ შევ­ხვდე­ბი­თო, - ჩა­ი­ქირ­ქი­ლა და წა­ვი­და. რო­გორც ჩანს, სა­კე­ტი რომ გა­ა­კე­თა, შე­უმ­ჩნევ­ლად აიღო სა­თა­და­რი­გო გა­სა­ღე­ბი. რას ვი­ფიქ­რებ­დი, თუ ასე­თი ავ­ხორ­ცი და ნა­ძი­რა­ლა იყო. სიმ­წრის­გან ვღ­მუ­ო­დი, წარ­მო­ვიდ­გი­ნე დან­გრე­უ­ლი ოჯა­ხი, სირ­ცხვი­ლი და შე­მე­შინ­და, ამ ამ­ბავს ვე­რა­ვის გა­ვუმ­ხელ­დი... ჩუ­მად გა­და­ვი­ტა­ნე სა­ში­ნე­ლი ტკი­ვი­ლი.

- აპა­ტი­ეთ? ამან უფრო არ გა­ა­თავ­ხე­და?

- და­ვე­მუქ­რე, თუ ჩემს სახ­ლში ფეხს შე­მოდ­გამ ან ჩემი ქმრის გვერ­დით გა­ივ­ლი, მოგ­კლავ-მეთ­ქი. მერე ქმა­რიც და­ვარ­წმუ­ნე - მარ­ტო შინ ვერ ვრჩე­ბი, შიში დამ­ჩემ­და, იქ­ნებ შენს მშობ­ლებ­თან გა­და­ვი­დეთ სა­ცხოვ­რებ­ლად, ან სუ­ლაც ჩე­მე­ბის ახ­ლოს, როცა შინ არ იქ­ნე­ბი, გვერ­დით ვინ­მე რომ მყავ­დეს-მეთ­ქი. დე­დამ­თილ-მა­მამ­თილ­თან გა­დავ­სახ­ლდით. ნე­ტავ თა­ვი­დან­ვე იქ ვყო­ფი­ლი­ყა­ვით. ამ ტკი­ვილს ხომ არ გა­და­ვი­ტან­დი... მო­ძა­ლა­დის­გან შვი­ლი მყავს, მაგ­რამ ამას გვი­ან მივ­ხვდი. რო­დე­საც დავ­ფეხ­მძიმ­დი, კი გამ­კრა გულ­ში, ვა­ი­თუ, ბავ­შვი მის­გან იყოს, მერე რა წყალს მივ­ცე თავი-მეთ­ქი, მაგ­რამ ბი­ჭუ­ნა და­ბა­დე­ბი­დან­ვე ისე მგავ­და, თავი და­ვიმ­შვი­დე, გა­დავ­რჩი-მეთ­ქი და და­ვი­ვი­წყე ის სა­ში­ნე­ლი ღამე, სა­ნამ კი­დევ ერთი სა­ში­ნე­ლი ღამე არ და­მიდ­გა. სამი შვი­ლი გვყავს, უბედ­ნი­ე­რე­სი ოჯა­ხი გვქონ­და, მაგ­რამ ერთ სა­ღა­მოს, რო­დე­საც პო­ლი­ცი­ი­დან დაგ­ვი­რე­კეს, თქვე­ნი ვაჟი ავა­რი­ა­ში მოხ­ვდა, და­შავ­და და რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში­აო, მუხ­ლე­ბი მო­მეკ­ვე­თა. სის­ხლის გა­დას­ხმა სჭირ­დე­ბო­და. მისი სის­ხლის ჯგუ­ფი არც ჩემ­სას და­ემ­თხვა, არც მა­მი­სას. ქმა­რი გა­ოგ­ნე­ბუ­ლი მი­ყუ­რებ­და, - რა ხდე­ბაო. დავ­კარ­გე ფერი, აზ­როვ­ნე­ბის უნა­რი, გა­მახ­სენ­და, რო­გორ გა­მა­უ­პა­ტი­უ­რა ქმრის მე­გო­ბარ­მა და დაჭ­რი­ლი ნა­დი­რი­ვით ავღ­რი­ალ­დი. ერთი კვი­რა გონს არ ვი­ყა­ვი. არ გა­მი­გია, რო­გორ გა­დარ­ჩა ჩემი შვი­ლი. როცა თვა­ლე­ბი გა­ვა­ხი­ლე, ქმა­რი თავ­ზე მად­გა. გა­ნად­გუ­რე­ბულ­მა მკი­თხა, - დაბ­რუნ­დი? ხომ აღარ შე­მა­ში­ნე­ბო და სა­შინ­ლად შემ­რცხვა, რომ ასეთ კაცს მთე­ლი სი­ცო­ცხლე ვა­ტყუ­ებ­დი.

იხი­ლეთ სრუ­ლად kvirispalitra.ge-ზე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

"ქმრის მეგობარმა გამაუპატიურა" - ქართველი გოგონას ისტორია, რომელიც მოძალადისგან დაფეხმძიმდა

"ქმრის მეგობარმა გამაუპატიურა" - ქართველი გოგონას ისტორია, რომელიც მოძალადისგან დაფეხმძიმდა

ბოლო დროს გაუპატიურების გახშირებული ფაქტების გახმაურების შემდეგ ერთმა ქალბატონმა დაგვირეკა, - მოძალადეს სასჯელის უმაღლესი ზომა უნდა მიესაჯოს, ასეთმა მხეცმა მეც დამინგრია ცხოვრებაო - მითხრა აკანკალებული ხმით. შეხვედრა ვთხოვე, რაზეც კატეგორიული უარი მივიღე. ტელეფონით გასაუბრებაზე კი დამთანხმდა.

ქალბატონს პირობითად ნანა დავარქვი. აი, რა გვიამბო მან:

- მე და ჩემი ქმარი ახალი დაქორწინებული ვიყავით და ნაქირავებ ბინაში ვცხოვრობდით. ერთ საღამოს, როცა მეუღლე ღამის ცვლაში მუშაობდა, კარის საკეტი გამიფუჭდა. შემეშინდა, მარტო როგორ დავიძინო ღია კარში-მეთქი და ქმარს დავურეკე, - ამაღამ დედასთან გავათევ, დილით გამომიარე და ერთად დავბრუნდეთ შინ-მეთქი. უკვე გვიანია, სად უნდა წახვიდე, გურამს (პირობითი სახელია) დავურეკავ და საკეტს გააკეთებსო, მითხრა მეზობლად მცხოვრებ მეგობარზე. ცოტა ხანში მართლაც მოვიდა გურამი და საკეტი შეაკეთა. მეც მშვიდად დავიძინე. შუაღამისას, ღრმა ძილში ვიგრძენი, რომ ოთახში ვიღაც შემოვიდა. შეშინებულმა ხელი ღამის ნათურისკენ გავწიე, ჩართვა კი მოვასწარი, მაგრამ ყვირილი - ვერა, გურამი იყო, ჩემი ქმრის მეგობარი და მეზობელი, მთვრალი, გაბოროტებული... მხეცივით მეცა და ფერება დამიწყო. ვყვიროდი, მუშტებს ვურტყამდი, რაც ძალი და ღონე მქონდა, ვუძალიანდებოდი, მაგრამ ამაოდ... როდესაც გულისწადილი აისრულა, გასაღები საწოლზე დამიგდო, კიდევ შევხვდებითო, - ჩაიქირქილა და წავიდა. როგორც ჩანს, საკეტი რომ გააკეთა, შეუმჩნევლად აიღო სათადარიგო გასაღები. რას ვიფიქრებდი, თუ ასეთი ავხორცი და ნაძირალა იყო. სიმწრისგან ვღმუოდი, წარმოვიდგინე დანგრეული ოჯახი, სირცხვილი და შემეშინდა, ამ ამბავს ვერავის გავუმხელდი... ჩუმად გადავიტანე საშინელი ტკივილი.

- აპატიეთ? ამან უფრო არ გაათავხედა?

- დავემუქრე, თუ ჩემს სახლში ფეხს შემოდგამ ან ჩემი ქმრის გვერდით გაივლი, მოგკლავ-მეთქი. მერე ქმარიც დავარწმუნე - მარტო შინ ვერ ვრჩები, შიში დამჩემდა, იქნებ შენს მშობლებთან გადავიდეთ საცხოვრებლად, ან სულაც ჩემების ახლოს, როცა შინ არ იქნები, გვერდით ვინმე რომ მყავდეს-მეთქი. დედამთილ-მამამთილთან გადავსახლდით. ნეტავ თავიდანვე იქ ვყოფილიყავით. ამ ტკივილს ხომ არ გადავიტანდი... მოძალადისგან შვილი მყავს, მაგრამ ამას გვიან მივხვდი. როდესაც დავფეხმძიმდი, კი გამკრა გულში, ვაითუ, ბავშვი მისგან იყოს, მერე რა წყალს მივცე თავი-მეთქი, მაგრამ ბიჭუნა დაბადებიდანვე ისე მგავდა, თავი დავიმშვიდე, გადავრჩი-მეთქი და დავივიწყე ის საშინელი ღამე, სანამ კიდევ ერთი საშინელი ღამე არ დამიდგა. სამი შვილი გვყავს, უბედნიერესი ოჯახი გვქონდა, მაგრამ ერთ საღამოს, როდესაც პოლიციიდან დაგვირეკეს, თქვენი ვაჟი ავარიაში მოხვდა, დაშავდა და რეანიმაციაშიაო, მუხლები მომეკვეთა. სისხლის გადასხმა სჭირდებოდა. მისი სისხლის ჯგუფი არც ჩემსას დაემთხვა, არც მამისას. ქმარი გაოგნებული მიყურებდა, - რა ხდებაო. დავკარგე ფერი, აზროვნების უნარი, გამახსენდა, როგორ გამაუპატიურა ქმრის მეგობარმა და დაჭრილი ნადირივით ავღრიალდი. ერთი კვირა გონს არ ვიყავი. არ გამიგია, როგორ გადარჩა ჩემი შვილი. როცა თვალები გავახილე, ქმარი თავზე მადგა. განადგურებულმა მკითხა, - დაბრუნდი? ხომ აღარ შემაშინებო და საშინლად შემრცხვა, რომ ასეთ კაცს მთელი სიცოცხლე ვატყუებდი.

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

„პრაქტიკულ აკადემიაში“ გრაფიკული დიზაინის პროფესიულ პროგრამაზე ახალი ნაკადის მიღება დაიწყო

როგორია ჩინეთიდან ჩამოსული მოქალაქეების მდგომარეობა, რომლებსაც ბათუმში აკვირდებოდნენ - გამყრელიძის კომენტარი

მალხაზ მაჩალიკაშვილი - "დედას გიტირებთ, ნაძირალათა ხროვა ხართ დღევანდელი ხელისუფლება"