საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მერობის 12 კანდიდატიდან 12-ვე მამაკაცი - რით ხსნიან გენდერულ დისბალანსს "ქართულ ოცნებაში"
მერობის 12 კანდიდატიდან 12-ვე მამაკაცი - რით ხსნიან გენდერულ დისბალანსს "ქართულ ოცნებაში"

სამ­წუ­ხა­როდ, არ­ჩე­ვა­ნი არ იყო ფარ­თო და ეტყო­ბა, ტრა­დი­ცი­აც მოქ­მე­დებს, - ასე ხსნის სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის ერთ-ერთი ლი­დე­რი გია ვოლ­სკი იმ ფაქტს, რომ სა­ხე­ლი­სუფ­ლო კო­ა­ლი­ცი­ამ მე­რის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე ასარ­ჩე­ვი 12 კან­დი­და­ტი­დან 12-ვე მა­მა­კა­ცი და­ა­სა­ხე­ლა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი" და­ინ­ტე­რეს­და, ანა­ლო­გი­უ­რი გა­მე­ორ­დე­ბა თუ არა გამ­გებ­ლე­ბის კან­დი­და­ტე­ბის წარ­დგე­ნის შემ­თხვე­ვა­ში, რო­მელ­თა რა­ო­დე­ნო­ბაც 59-ს შე­ად­გენს.

რო­გორც გია ვოლ­სკი გან­მარ­ტავს, "მა­ინც და მა­ინც მა­მა­კა­ცე­ბის შერ­ჩე­ვა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" თვით­მი­ზა­ნი არ არის".

"სა­ერ­თოდ, რო­გორც ჩანს, გენ­დერუ­ლი ბა­ლან­სის სა­კი­თხი ქარ­თულ პო­ლი­ტი­კა­ში უფრო სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მაა, ვიდ­რე ერთი შე­ხედ­ვით შე­იძ­ლე­ბა გე­გო­ნოს. სამ­წუ­ხა­როა, რომ მე­რო­ბის კან­დი­დატ­თა შო­რის ქა­ლე­ბის შე­მად­გენ­ლო­ბა არ არის. იმე­დია, გამ­გებ­ლებს, თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლოს წევ­რებს შო­რის ქა­ლე­ბი გა­მოჩ­ნდე­ბი­ან. ამას­თან, ეს ის პრობ­ლე­მა არ არის, რო­მე­ლიც "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" ან რო­მე­ლი­მე პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ას ახა­სი­ა­თებს. პრობ­ლე­მა არის ქვეყ­ნის მას­შტა­ბით და ამ სა­კი­თხებ­ზე აუ­ცი­ლებ­ლად ვი­მუ­შა­ვებთ. "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" პო­ლიტ­საბ­ჭოს შე­მად­გენ­ლო­ბა­ში რამ­დე­ნი­მე მდი­ვა­ნია, მათ შო­რის ერთი - მა­ნა­ნა კო­ბა­ხი­ძე ქალ­თა სა­კი­თხებ­ზეა კონ­ცენ­ტრი­რე­ბუ­ლი. იმე­დი მაქვს, უკვე მო­მავ­ლის­თვის ქა­ლე­ბი აქ­ტი­უ­რად გა­მოჩ­ნდე­ბი­ან. ქა­ლებ­მაც უნდა იაქ­ტი­უ­რონ, ხე­ლოვ­ნუ­რი შერ­ჩე­ვა ხშირ შემ­თხვე­ვა­ში არ გა­მო­დის, მაგ­რამ და­ბალ რგოლ­ზე, პარ­ტი­ულ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­ში უნდა წა­მოვ­წი­ოთ ქალი კან­დი­და­ტე­ბი. სამ­წუ­ხა­როდ, არ­ჩე­ვა­ნი არ იყო ფარ­თო და ეტყო­ბა, ტრა­დი­ცი­აც მოქ­მე­დებს - ქა­ლე­ბი ცო­ტა­ნი არი­ან პო­ლი­ტი­კა­ში, რაც სამ­წუ­ხა­როა. პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ის თვით­მი­ზა­ნია არ არის მა­ინ­ცა და მა­ინც მა­მა­კა­ცე­ბი ჰყავ­დეთ. ეს არის რე­ა­ლო­ბა, რო­მელ­საც თვა­ლი უნდა გა­ვუს­წო­როთ და ვი­მუ­შა­ოთ. იმე­დი მაქვს, სულ ცოტა ხან­ში, თუნ­დაც მო­მა­ვა­ლი სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის­თვის მან­დი­ლოს­ნე­ბი თა­ვის სი­ტყვას იტყვი­ან და მყა­რად და­იმ­კვიდ­რე­ბენ ად­გილს", - გა­ნუ­ცხა­და "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" გია ვოლ­სკიმ.

ცნო­ბის­თვის, გენ­დერუ­ლი ბა­ლან­სის დაც­ვის მი­მარ­თუ­ლე­ბით სა­არ­ჩევ­ნო კა­ნონ­მდებ­ლო­ბა და "მო­ქალ­ქე­თა პო­ლი­ტი­კუ­რი გა­ერ­თი­ა­ნე­ბე­ბის შე­სა­ხებ" კა­ნო­ნი პარ­ტი­ე­ბის­თვის და­მა­ტე­ბი­თი და­ფი­ნან­სე­ბის გა­მო­ყო­ფას ით­ვა­ლის­წი­ნებს, "თუკი მათ სა­არ­ჩევ­ნო სი­ა­ში გან­სხვა­ვე­ბუ­ლი სქე­სის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი იქ­ნე­ბი­ან". ეს თან­ხა გა­ი­ზარ­და "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით - კერ­ძოდ, "ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ ძა­ლა­ში შე­დის მუხ­ლი, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, პარ­ტია, რო­მე­ლიც სა­ბი­უ­ჯე­ტო და­ფი­ნან­სე­ბას იღებს, მი­ი­ღებს და­ნა­მატს სა­ბა­ზო და­ფი­ნან­სე­ბის 30%-ის ოდე­ნო­ბით, თუ პარ­ტი­ის ან შე­სა­ბა­მი­სი სა­არ­ჩევ­ნო ბლო­კის პარ­ტი­ულ სი­ა­ში კან­დი­დატ­თა პირ­ველ, მე­ო­რე და ყო­ველ მომ­დევ­ნო ათე­ულ­ში ერ­თი­მე­ო­რი­სა­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი სქე­სის წარ­მო­მად­გე­ნი­ლი იქ­ნე­ბა, სულ მცი­რე - 30%-ით".

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

რუბრიკის სხვა სიახლეები

მერობის 12 კანდიდატიდან 12-ვე მამაკაცი - რით ხსნიან გენდერულ დისბალანსს "ქართულ ოცნებაში"

მერობის 12 კანდიდატიდან 12-ვე მამაკაცი - რით ხსნიან გენდერულ დისბალანსს "ქართულ ოცნებაში"

სამწუხაროდ, არჩევანი არ იყო ფართო და ეტყობა, ტრადიციაც მოქმედებს, - ასე ხსნის საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი გია ვოლსკი იმ ფაქტს, რომ სახელისუფლო კოალიციამ მერის თანამდებობაზე ასარჩევი 12 კანდიდატიდან 12-ვე მამაკაცი დაასახელა.

"ინტერპრესნიუსი" დაინტერესდა, ანალოგიური გამეორდება თუ არა გამგებლების კანდიდატების წარდგენის შემთხვევაში, რომელთა რაოდენობაც 59-ს შეადგენს.

როგორც გია ვოლსკი განმარტავს, "მაინც და მაინც მამაკაცების შერჩევა "ქართული ოცნების" თვითმიზანი არ არის".

"საერთოდ, როგორც ჩანს, გენდერული ბალანსის საკითხი ქართულ პოლიტიკაში უფრო სერიოზული პრობლემაა, ვიდრე ერთი შეხედვით შეიძლება გეგონოს. სამწუხაროა, რომ მერობის კანდიდატთა შორის ქალების შემადგენლობა არ არის. იმედია, გამგებლებს, თბილისის საკრებულოს წევრებს შორის ქალები გამოჩნდებიან. ამასთან, ეს ის პრობლემა არ არის, რომელიც "ქართულ ოცნებას" ან რომელიმე პოლიტიკურ პარტიას ახასიათებს. პრობლემა არის ქვეყნის მასშტაბით და ამ საკითხებზე აუცილებლად ვიმუშავებთ. "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს შემადგენლობაში რამდენიმე მდივანია, მათ შორის ერთი - მანანა კობახიძე ქალთა საკითხებზეა კონცენტრირებული. იმედი მაქვს, უკვე მომავლისთვის ქალები აქტიურად გამოჩნდებიან. ქალებმაც უნდა იაქტიურონ, ხელოვნური შერჩევა ხშირ შემთხვევაში არ გამოდის, მაგრამ დაბალ რგოლზე, პარტიულ ორგანიზაციებში უნდა წამოვწიოთ ქალი კანდიდატები. სამწუხაროდ, არჩევანი არ იყო ფართო და ეტყობა, ტრადიციაც მოქმედებს - ქალები ცოტანი არიან პოლიტიკაში, რაც სამწუხაროა. პოლიტიკური პარტიის თვითმიზანია არ არის მაინცა და მაინც მამაკაცები ჰყავდეთ. ეს არის რეალობა, რომელსაც თვალი უნდა გავუსწოროთ და ვიმუშაოთ. იმედი მაქვს, სულ ცოტა ხანში, თუნდაც მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის მანდილოსნები თავის სიტყვას იტყვიან და მყარად დაიმკვიდრებენ ადგილს", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" გია ვოლსკიმ.

ცნობისთვის, გენდერული ბალანსის დაცვის მიმართულებით საარჩევნო კანონმდებლობა და "მოქალქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონი პარტიებისთვის დამატებითი დაფინანსების გამოყოფას ითვალისწინებს, "თუკი მათ საარჩევნო სიაში განსხვავებული სქესის წარმომადგენლები იქნებიან". ეს თანხა გაიზარდა "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებით - კერძოდ, "ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ ძალაში შედის მუხლი, რომლის თანახმადაც, პარტია, რომელიც საბიუჯეტო დაფინანსებას იღებს, მიიღებს დანამატს საბაზო დაფინანსების 30%-ის ოდენობით, თუ პარტიის ან შესაბამისი საარჩევნო ბლოკის პარტიულ სიაში კანდიდატთა პირველ, მეორე და ყოველ მომდევნო ათეულში ერთიმეორისაგან განსხვავებული სქესის წარმომადგენილი იქნება, სულ მცირე - 30%-ით".

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა