საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თბილისში ახალი მაფია შეიქმნა!
თბილისში ახალი მაფია შეიქმნა!

რა ხდე­ბა ღა­მით აღ­მა­შე­ნებ­ლის 123 ნო­მერ­ში დღი­სით, მზი­სით, სა­დაც კომ­პო­ზი­ტორ­თა სახ­ლია მო­თავ­სე­ბუ­ლი? გვე­სა­უბ­რე­ბა ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი კავ­ში­რის ხელ­მძღვა­ნე­ლი, უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი გი­ორ­გი ბურ­ჯა­ნა­ძე.

- აღ­მა­შე­ნებ­ლის გამ­ზი­რის მა­ცხოვ­რებ­ლე­ბი­დან იყო შე­მო­სუ­ლი ინ­ფორმ­ცა­ია, მოგ­ვაქ­ცი­ეთ ყუ­რა­დღე­ბა, რად­გა­ნაც გვი­ან ღა­მით ქალი ვერ გა­მო­სუ­ლა ქუ­ჩა­ში, შე­უ­რა­ცხყო­ფა შე­იძ­ლე­ბა მო­გა­ყე­ნონ, მსუ­ბუ­ქი ყო­ფაქ­ცე­ვის ქა­ლად მი­გი­ღო­ნო და უნდა გი­თხრათ, რომ ამ ადა­მი­ა­ნებ­მა კონ­კრე­ტუ­ლი მი­სა­მარ­თი მიგ­ვი­თი­თეს, ბა­ტო­ნო, და ესაა აღ­მა­შე­ნებ­ლის (ყო­ფი­ლი პლე­ხა­ნო­ვის) #123, კომ­პო­ზი­ტორ­თა კავ­ში­რის შე­ნო­ბა. აქ პირ­ვე­ლი სარ­თუ­ლის ფარ­თი გა­ქი­რა­ვე­ბუ­ლია და, ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მე­პატ­რო­ნე არა­ბია, სა­დაც და­ახ­ლო­ე­ბით გვი­ან ღა­მეს მიმ­დი­ნა­რე­ობს ისე­თი რამე, რაც, რო­გორც გი­თხა­რით, მრცხვე­ნია, რომ თბი­ლის­ში ვცხოვ­რობ. მე ჩარ­თუ­ლი ვი­ყა­ვი აჭა­რა­ში, კერ­ძოდ, გო­ნი­ო­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებ­ში სა­დაც ხდე­ბო­და პროს­ტი­ტუ­ცი­ის გა­მოვ­ლე­ნა და და­ახ­ლო­ე­ბით იგი­ვე ხდე­ბა აქაც.

- ეს, რო­გორც მახ­სოვს, თვე­ე­ბის წი­ნან­დე­ლი პრობ­ლე­მაა, მა­შინ პლე­ხა­ნო­ვე­ლებ­მა აქ­ცი­აც კი მო­ა­წყვეს.

- სი­ტუ­ა­ცია უფრო გამ­წვავ­და, ჩვენ გვაქვს შე­სა­ბა­მი­სი ვი­დე­ო­მა­სა­ლა, რაც ადას­ტუ­რებს იმ ფაქტს, რა­ზეც ახლა ვსა­უბ­რობთ. აქ უცხო­ე­ლებს ჩაჰ­ყავთ არას­რულ­წლო­ვა­ნე­ბი და იქ გარ­ყვნი­ლე­ბის ბუ­დეა. ეს არის სტრიპ­ტი­ზკ­ლუ­ბი და ღა­მის კლუ­ბი ერ­თად და არის ყვე­ლა­ფე­რი, რა­საც მა­მა­კა­ცი მო­ინ­დო­მებს. მოკ­ლედ, ჩაჰ­ყავთ ქა­ლე­ბი და გო­გო­ნე­ბი და სა­ინ­ტე­რე­სო ფაქ­ტია, რომ ქარ­თველ კა­ცებს იქ არ უშ­ვე­ბენ. მინ­და ვთხო­ვო ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს, რომ მსგავ­სი ად­გი­ლე­ბი მკაც­რად იყოს აღ­რი­ცხუ­ლი, რად­გა­ნაც არას­რულ­წლოვ­ნებს შემ­დეგ აქ სექ­სუ­ა­ლუ­რი კუ­თხით იყე­ნე­ბენ.

- ნამ­დვი­ლად არა­ბე­ბი არი­ან მფლო­ბე­ლე­ბი?

- კი და მათ უბ­რა­ლოდ ნა­ქი­რა­ვე­ბი აქვთ ფარ­თი, ჩვენ­მა თა­ნამ­შრო­მელ­მა მო­ა­ხერ­ხა შიგ­ნით შეღ­წე­ვა, თუმ­ცა ბო­ლომ­დე დარ­ბაზ­ში ნამ­დვი­ლად ვერ შე­ვი­და, რად­გა­ნაც გი­თხა­რით, სას­ტი­კად იკ­რძა­ლე­ბა ქარ­თვე­ლი კა­ცის შეს­ვლა იქ, მაგ­რამ მო­ა­ხერ­ხა გა­სა­უბ­რე­ბა დაც­ვას­თან. მო­ვი­ფიქ­რეთ ვერ­სია, რომ ვი­თომ სტუმ­რებს ვე­ლო­დე­ბო­დით უცხო­ე­ლებს და მათ­თვის გვინ­დო­და ქა­ლე­ბი. იქი­დან გვაქვს ეს ინ­ფორ­მა­ცია. აქვე მივ­მარ­თავ იმ ქარ­თვე­ლებს, ვინც ეს ფარ­თი მი­ა­ქი­რა­ვა უცხო­ე­ლებს, მათ ხომ ძა­ლი­ან კარ­გად იცი­ან, ეს ადა­მი­ა­ნე­ბი რა­საც საქ­მი­ა­ნო­ბენ იქ და მარ­ტო ბიზ­ნე­სინ­ტე­რე­სი და ფული არ უნდა იყოს მთა­ვა­რი. ახალ­გაზ­რდო­ბა გვეზ­რდე­ბა და 4000 თუ 5000 დო­ლა­რად არ უნდა ვუ­ჩენ­დეთ ქა­ლაქს ამ­ხე­ლა პრობ­ლე­მას.

- მო­მიყ­ვით, რა გა­არ­კვია თქვენ­მა მო­ნი­ტო­რინ­გის თა­ნამ­შრო­მელ­მა?

- ვი­მე­ო­რებ, იმ ადა­მი­ან­მა თა­ვი­სი თვა­ლით ნახა ყვე­ლა­ფე­რი და შე­სა­ბა­მი­სად, თუ მოწ­მედ დას­ჭირ­და შე­სა­ბა­მის უწყე­ბებს, იტყვის ყვე­ლა­ფერს. სა­უ­ბა­რი იქა­უ­რი დაც­ვის თა­ნამ­შრომ­ლებ­თან ფა­რუ­ლად გვაქვს გა­და­ღე­ბუ­ლი.

- რაზე იყო იქ სა­უ­ბა­რი?

- იმა­ზე, თუ რას სთა­ვა­ზო­ბენ ამ და­წე­სე­ბუ­ლე­ბის მე­პატ­რო­ნე­ე­ბი კლი­ენტს. ესაა სტრიპ­ტი­ზი, ასე­ვე სექ­სუ­ა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბაც. მსუ­ქა­ნი ქალ­ბა­ტო­ნე­ბიც ჰყო­ლი­ათ, რაც ჩა­ნა­წე­რი­დან ჩანს, გამ­ხდრე­ბიც, ქერა ქა­ლე­ბიც, შავგვრემ­ნე­ბიც, გე­მოვ­ნე­ბის მი­ხედ­ვით და, რაც მთა­ვა­რია და რა­მაც გან­სა­კუთ­რე­ბით აღ­მაშ­ფო­თა, რო­გორც შვი­ლე­ბის მამა, ჩა­ნა­წერ­ში ფრა­ზა ის­მის, რომ ჩვენ პა­ტა­რა გო­გო­ე­ბიც გვყავ­სო და ამ ჩემს თა­ნამ­შრო­მელს შეს­თა­ვა­ზეს, რომ ღა­მით მო­დით, 11-12 სა­ათ­ზე, არ­ჩე­ვან­ში რომ მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბაო, მერე ეს გო­გო­ე­ბი მიჰ­ყავ­თო.

- და სად მიჰ­ყავთ?

- მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არის პა­ტა­რა სას­ტუმ­რო­ე­ბი, ასე­ვე კერ­ძო ბი­ნე­ბი, ბუ­ნა­გე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­ა­თობ­რი­ვად ქი­რავ­დე­ბა.

- თა­ვად ამ კლუბს არ აქვს ნომ­რე­ბი?

- ვერ ვი­ტყვი, რაც არ ვიცი. იმის სა­შუ­ა­ლე­ბა ჩვენს თა­ნამ­შრო­მელს არ ჰქონ­და, რომ ეგ და­ე­ფიქ­სი­რე­ბი­ნა. თუმ­ცა, ამის სურ­ვი­ლი გა­მო­ი­ჩი­ნა, მაგ­რამ შიგ­ნით, უკაც­რა­ვად, ვერ შე­ვი­და. შე­იძ­ლე­ბა, შიგ­ნი­თაც არის ნომ­რე­ბი, ეს შე­სა­ბა­მის­მა სამ­სა­ხუ­რებ­მა უნდა შე­ის­წავ­ლონ, სხვას ამის სა­შუ­ა­ლე­ბას იქა­უ­რე­ბი არ მის­ცე­მენ, ფაქ­ტია. რო­გორც მო­ნი­ტო­რინ­გის თა­ნამ­შრო­მელ­მა თქვა, ეს არის ძა­ლი­ან დიდი ფარ­თო­ბი, შუ­ა­გულ­ში არის სტრიპ­ტი­ზის სა­ცეკ­ვაო ად­გი­ლი, მის გარ­შე­მო კი მა­გი­დე­ბია, სა­დაც ხდე­ბა მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი ამ ქა­ლებ­თან. ასა­კი შე­ზღუ­დუ­ლი არ არის არც შემსვლე­ლე­ბის­თვის და არც იმ ქა­ლე­ბის­თვის. ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით, აქ 13-14 წლის ბავ­შვე­ბი ჰყავთ საპ­როს­ტი­ტუ­ცი­ოდ და მე, პი­რა­დად, იქ ერთი არას­რულ­წლო­ვა­ნი გო­გოც რომ და­ვი­ნა­ხო ჩა­სუ­ლი, ბო­ლომ­დე გავ­ყვე­ბი და აუ­ცი­ლებ­ლად იმ­დენს ვი­ზამ, რომ ეს ამ­ბა­ვი აღვკვე­თო. სა­ში­ნე­ლე­ბაა, როცა შენს ქა­ლაქ­ში ჩა­მო­დის უცხო­ე­ლი და იმ ბავ­შვთან, რო­მელ­საც სო­ცი­ა­ლუ­რად ძა­ლი­ან უჭირს, ასეთ რა­მეს ეწე­ვა და ამ ამ­ბის უკან ხომ ისე­თი ხალ­ხი დგას, ვინც ხელი შე­უ­წყო ბავ­შვე­ბის იქ მიყ­ვა­ნას?

- უცხო­ე­ლი კლი­ენ­ტუ­რა­აო, თქვით და ისი­ნიც მხო­ლოდ არა­ბე­ბი არი­ან?

- არა­ბე­ბი, თურ­ქე­ბი და ინ­დო­ე­ლე­ბი. მაგ­რამ ვთქვათ, ჩახ­ვე­დი და გკი­თხეს, ქარ­თვე­ლი ხარ? თუ უპა­სუ­ხე, - კიო, გაგ­დე­ბენ იქი­დან, გახ­სოვთ, ალ­ბათ, რაც მოხ­და რუს­თა­ველ­ზე რეს­პუბ­ლი­კის მო­ედ­ნის ქვე­მოთ, გვი­რაბ­ში, როცა ასე­ვე უცხო­ე­ლე­ბი ყვე­ლას უშ­ვებ­დნენ ღა­მის კლუბ­ში ქარ­თვე­ლის გარ­და? სა­ში­ნე­ლი ჩხუ­ბი რომ იყო. ის თურ­ქე­ბიც ასე ამ­ბობ­დნენ, ეს ჩვე­ნი უფ­ლე­ბა­აო და მორ­ჩა!

- თუ იცით, მომ­ხმა­რე­ბე­ლი ბლო­მად ჰყავთ?

- კი, მთე­ლი ღამე მუ­შა­ობს ეს და­წე­სე­ბუ­ლე­ბა. დღის მან­ძილ­ზე ეს კლუ­ბი და­კე­ტი­ლია და ვერც კი შე­ამ­ჩნევთ, რომ იქ რამე მსგავ­სი ხდე­ბა. სხვა­თა შო­რის, ეს კლუ­ბი არც ღა­მით გა­მო­ირ­ჩე­ვა ჭრე­ლაჭ­რუ­ლა ფე­რე­ბით და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი წარ­წე­რე­ბით, საკ­მა­ოდ სა­დად არის, მაგ­რამ ვინც იცის და ვინც მომ­ხმა­რე­ბე­ლია, იმან ძა­ლი­ან კარ­გად იცის, იქ რა ხდე­ბა. კლი­ენ­ტუ­რა, წე­სით, ასეთ და­წე­სე­ბუ­ლე­ბებს მუდ­მი­ვი ჰყავთ. თუმ­ცა, ხში­რად სტუმ­რე­ბიც მიჰ­ყავთ ხოლ­მე. იმის თქმა მინ­და, რომ ზუს­ტად იცი­ან, ვინ შე­უშ­ვან და ვინ - არა.

- უცხო­ე­ლი ქა­ლე­ბი არ ჰყავთ მომ­სა­ხუ­რე პერ­სო­ნალ­ში?

- არ ვიცი. მა­გა­ზე სა­უ­ბა­რი იმ დღეს არ ყო­ფი­ლა, თუმ­ცა მა­ცხოვ­რებ­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, მარ­ტო ქარ­თვე­ლი ქა­ლე­ბი ჩა­დი­ა­ნო. მათ ისიც გვი­თხრეს, რომ რამ­დენ­ჯერ­მე მომ­ხდა­რა და­პი­რის­პი­რე­ბა მათ­სა და ამ კლუ­ბის დაც­ვას შო­რის, რო­მე­ლიც რა­ტომ­ღაც არ გახ­მა­ურ­დაო. კა­ცებ­მა რო­დემ­დე უნდა უყუ­რონ ამ უმ­სგავ­სო­ბას, როცა მათი შვი­ლე­ბის ტოლა ბავ­შვე­ბი ჩა­დი­ოდ­ნენ ამ კლუ­ბებ­ში და ეტყო­ბა, ჩხუ­ბი იყო, მაგ­რამ ვე­რა­ფერს გახ­დნენ. გა­ვიხ­სე­ნებ გო­ნი­ოს ფაქტს, რაც იქ ჩა­ტარ­და და იმ რე­იდ­ში სა­ხელ­მწი­ფო სტრუქ­ტუ­რე­ბიც იყო ჩარ­თუ­ლი, მაგ­რამ ხაზ­გას­მით მინ­და აღ­ვნიშ­ნო, რომ მხო­ლოდ ათი დღის მან­ძილ­ზე მოხ­და ამ პროს­ტი­ტუ­ცი­ის და­პა­უ­ზე­ბა და დღეს ის ყა­ზა­ხე­ბი, თუ თურ­ქმე­ნე­ბი ისევ დგა­ნან იმა­ვე ად­გი­ლებ­ზე და არა­ფე­რი არ შეც­ვლი­ლა. აჭა­რა­ში სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნო­ე­ბი თა­ვად უწყო­ბენ ხელს ამ ბიზ­ნე­სის აყ­ვა­ვე­ბას, რაც არ უნდა, სამ­წუ­ხა­რო იყოს ჩვენ­თვის. ფაქ­ტია, რომ ეს სე­რი­ო­ზუ­ლი შე­მო­სა­ვა­ლია, მაგ­რამ ასე­თი ფული არა­ვის შერ­გე­ბია და არც არა­ვის შე­ერ­გე­ბა.

- ფული ახ­სე­ნეთ და და­ახ­ლო­ე­ბით რა ღირს იმ კლუბ­ში სექსმომ­სა­ხუ­რე­ბა?

- და­ახ­ლო­ე­ბით 50 დო­ლა­რი­დან ას დო­ლა­რამ­დე სა­ა­თი.

- და რა­ზეა ეს თან­ხა და­მო­კი­დე­ბუ­ლი? არას­რულ­წლო­ვა­ნე­ბი მეტი ღირს?

- მო­დით, ეს გა­მო­ი­ძე­ბამ და­ად­გი­ნოს, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა გა­არ­კვი­ონ. ჩემ­მა თა­ნამ­შრო­მელ­მა იკი­თხა, სამ სტუ­მარ­ზე რამ­დე­ნი დაგ­ვჭირ­დე­ბა თან­ხაო და პა­სუ­ხია, - 3000 დო­ლა­რი, ეს კარ­გად ის­მის ჩა­ნა­წერ­ში. ამა­ში შე­დის მა­გი­დის ხარ­ჯიც, შედმგო­მი მომ­სა­ხუ­რე­ბაც და სას­ტუმ­როც. ამ ქა­ლებ­მა მშვე­ნივ­რად იცი­ან, სად წა­იყ­ვა­ნონ კლი­ენ­ტე­ბი, ვინ სად შე­იყ­ვა­ნონ და რა ფას­ში. კი­დევ ერთი თემა: ამას წი­ნათ გლ­დან­ში ერთ-ერთ სა­უ­ნა­ში შე­იყ­ვა­ნეს სამი თურ­ქი მო­ქა­ლა­ქე, წი­ნას­წარ თან­ხა გა­და­ახ­დე­ვი­ნეს და 5 წუ­თის შემ­დეგ ეს თურ­ქე­ბი სა­უ­ნის ე.წ. "ვი­ში­ბა­ლებ­მა" გა­მო­ყა­რეს წიხ­ლის­კვრით იმ სა­უ­ნი­დან იმ მი­ზე­ზით, რომ ქა­ლებს შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნე­სო და ასე­თი შემ­თხვე­ვე­ბი ხდე­ბა. ანუ ქა­ლაქ­ში არის უკვე ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი ჯგუ­ფი, რო­მე­ლიც ამა­ზე მუ­შა­ობს. იმ კონ­კრე­ტულ შემ­თხვე­ვა­ში არა­ნა­ი­რი სექსმომ­სა­ხუ­რე­ბა არ მომ­ხდა­რა, უბ­რა­ლოდ, ვერ მო­ას­წრეს, მაგ­რამ თურ­ქებ­მა ფული და­კარ­გეს. ეს ახა­ლი მა­ფი­აა, თან უსაფრ­თხო, რად­გა­ნაც არა­ვის აწყობს, გა­მო­ვი­დეს ტე­ლე­ვი­ზორ­ში და თქვას, ასე დამ­მარ­თე­სო. ამ შემ­თხვე­ვა­ში უცხო­ე­ლებ­მა იცი­ან, რომ ამ­ბის გამ­ჟღავ­ნე­ბა მეტი პრობ­ლე­მაა. ამი­ტომ არ უღირთ ამ 100 და 200 დო­ლა­რის გა­მო­დევ­ნე­ბა, რომ მერე პო­ლი­ცი­ას­თან ჰქონ­დეთ საქ­მე... ჩვენ მა­შინ მოგ­ვა­კი­თხეს ამ თურ­ქებ­მა და დავ­პირ­დით, რომ ამ ამ­ბავს გა­მო­ვიკ­ვლევ­დით, მაგ­რამ თავი შორს და­ი­ჭი­რეს, ესო ფაქ­ტად გი­თხა­რი­თო, თქვეს. ეს იყ­ვნენ ტრა­ი­ლე­რის მძღო­ლე­ბი და თავი აა­რი­დეს საქ­მის გამ­წვა­ვე­ბას. ხვდე­ბით საით მივ­დი­ვართ? ანუ ამ ბიზ­ნეს­მა მუ­ტა­ცია გა­ნი­ცა­და და გა­მო­ძალ­ვის სახე მი­ი­ღო. ეს სა­კი­თხი კი, რაც პლე­ხა­ნოვ­ზე ხდე­ბა, მი­სა­ხე­დია. მა­ინ­ტე­რე­სებს, ამ კავ­ში­რის ხელ­მძღვა­ნე­ლი რას იტყვის ამ ფაქ­ტზე.

ეს ჩვენც გვა­ინ­ტე­რე­სებს და ამი­ტომ და­ვუ­კავ­შირ­დით კომ­პო­ზი­ტორ­თა კავ­ში­რის ხელ­მძღვა­ნელს კომ­პო­ზი­ტორ კახა ცა­ბა­ძეს.

- (უკი­დუ­რე­სად გა­ღი­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ხმით) ას­ჯერ იყ­ვნენ უკვე მო­სუ­ლე­ბი და მიბ­რძან­დით და ნა­ხეთ, რაა. მე ვიცი, რომ არ არის და რო­გორ ვამ­ტკი­ცო?

- რას ნიშ­ნავს, "მე ვიცი, რომ არ არის?"

- მე ნამ­ყო­ფი ვარ და ვიცი, რაც არის, ხო? ხოდა, ახლა რო­გორ ვამ­ტკი­ცო მე? მე მაგ ფარ­თზე მოს­მე­ნი­ლი მაქვს, რომ 4000 დო­ლარს ვი­ღებ 2003 წლი­დან და 2008 წელს მი­ვე­დი მანდ. თუ გინ­დათ, თვი­თონ...

- საქ­მე ისაა, რომ მე იქ არა­ვინ მი­მიშ­ვებს ღა­მით და დღი­სით ეს და­წე­სე­ბუ­ლე­ბა არ მუ­შა­ობს. ვინც მი­ვი­და, მას აქვს ფა­რუ­ლი ჩა­ნა­წე­რი ამ კლუ­ბის შე­სა­ხებ.

- (პა­უ­ზა) ნუ, რა ვიცი, ეგე­ბა მაგ ადა­მი­ანს ნო­მე­რი ეშ­ლე­ბა და ან ცდე­ბა? ხო შე­იძ­ლე­ბა, არა? მე რა ვამ­ტკი­ცო?

ამის შემ­დეგ უკვე ვუ­კავ­შირ­დე­ბით ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის ხელ­მძღვა­ნელს ნინო გი­ორ­გო­ბი­ანს.

- ცხა­დია, რე­ა­გი­რე­ბას მო­ვახ­დენთ, ხომ ხე­დავთ რამ­დე­ნი მა­სა­ლა გვაქვს პროს­ტი­ტუ­ცი­ის სა­კი­თხზე და რამ­დენ ადა­მი­ანს ვი­ჭერთ სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით? მოგ­ვი­ტა­ნოს ბა­ტონ­მა ბურ­ჯა­ნა­ძემ ეს მა­სა­ლა და აუ­ცი­ლებ­ლად მო­ვახ­დენთ რე­ა­გი­რე­ბას.

თა­მარ ოქ­რუ­აშ­ვი­ლი

გა­ზე­თი "ქრო­ნი­კა"

თბილისში ახალი მაფია შეიქმნა!

თბილისში ახალი მაფია შეიქმნა!

რა ხდება ღამით აღმაშენებლის 123 ნომერში დღისით, მზისით, სადაც კომპოზიტორთა სახლია მოთავსებული? გვესაუბრება ანტიკორუფციული კავშირის ხელმძღვანელი, უფლებადამცველი გიორგი ბურჯანაძე.

- აღმაშენებლის გამზირის მაცხოვრებლებიდან იყო შემოსული ინფორმცაია, მოგვაქციეთ ყურადღება, რადგანაც გვიან ღამით ქალი ვერ გამოსულა ქუჩაში, შეურაცხყოფა შეიძლება მოგაყენონ, მსუბუქი ყოფაქცევის ქალად მიგიღონო და უნდა გითხრათ, რომ ამ ადამიანებმა კონკრეტული მისამართი მიგვითითეს, ბატონო, და ესაა აღმაშენებლის (ყოფილი პლეხანოვის) #123, კომპოზიტორთა კავშირის შენობა. აქ პირველი სართულის ფართი გაქირავებულია და, ჩვენი ინფორმაციით, მეპატრონე არაბია, სადაც დაახლოებით გვიან ღამეს მიმდინარეობს ისეთი რამე, რაც, როგორც გითხარით, მრცხვენია, რომ თბილისში ვცხოვრობ. მე ჩართული ვიყავი აჭარაში, კერძოდ, გონიოში მიმდინარე პროცესებში სადაც ხდებოდა პროსტიტუციის გამოვლენა და დაახლოებით იგივე ხდება აქაც.

- ეს, როგორც მახსოვს, თვეების წინანდელი პრობლემაა, მაშინ პლეხანოველებმა აქციაც კი მოაწყვეს.

- სიტუაცია უფრო გამწვავდა, ჩვენ გვაქვს შესაბამისი ვიდეომასალა, რაც ადასტურებს იმ ფაქტს, რაზეც ახლა ვსაუბრობთ. აქ უცხოელებს ჩაჰყავთ არასრულწლოვანები და იქ გარყვნილების ბუდეა. ეს არის სტრიპტიზკლუბი და ღამის კლუბი ერთად და არის ყველაფერი, რასაც მამაკაცი მოინდომებს. მოკლედ, ჩაჰყავთ ქალები და გოგონები და საინტერესო ფაქტია, რომ ქართველ კაცებს იქ არ უშვებენ. მინდა ვთხოვო შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ მსგავსი ადგილები მკაცრად იყოს აღრიცხული, რადგანაც არასრულწლოვნებს შემდეგ აქ სექსუალური კუთხით იყენებენ.

- ნამდვილად არაბები არიან მფლობელები?

- კი და მათ უბრალოდ ნაქირავები აქვთ ფართი, ჩვენმა თანამშრომელმა მოახერხა შიგნით შეღწევა, თუმცა ბოლომდე დარბაზში ნამდვილად ვერ შევიდა, რადგანაც გითხარით, სასტიკად იკრძალება ქართველი კაცის შესვლა იქ, მაგრამ მოახერხა გასაუბრება დაცვასთან. მოვიფიქრეთ ვერსია, რომ ვითომ სტუმრებს ველოდებოდით უცხოელებს და მათთვის გვინდოდა ქალები. იქიდან გვაქვს ეს ინფორმაცია. აქვე მივმართავ იმ ქართველებს, ვინც ეს ფართი მიაქირავა უცხოელებს, მათ ხომ ძალიან კარგად იციან, ეს ადამიანები რასაც საქმიანობენ იქ და მარტო ბიზნესინტერესი და ფული არ უნდა იყოს მთავარი. ახალგაზრდობა გვეზრდება და 4000 თუ 5000 დოლარად არ უნდა ვუჩენდეთ ქალაქს ამხელა პრობლემას.

- მომიყვით, რა გაარკვია თქვენმა მონიტორინგის თანამშრომელმა?

- ვიმეორებ, იმ ადამიანმა თავისი თვალით ნახა ყველაფერი და შესაბამისად, თუ მოწმედ დასჭირდა შესაბამის უწყებებს, იტყვის ყველაფერს. საუბარი იქაური დაცვის თანამშრომლებთან ფარულად გვაქვს გადაღებული.

- რაზე იყო იქ საუბარი?

- იმაზე, თუ რას სთავაზობენ ამ დაწესებულების მეპატრონეები კლიენტს. ესაა სტრიპტიზი, ასევე სექსუალური მომსახურებაც. მსუქანი ქალბატონებიც ჰყოლიათ, რაც ჩანაწერიდან ჩანს, გამხდრებიც, ქერა ქალებიც, შავგვრემნებიც, გემოვნების მიხედვით და, რაც მთავარია და რამაც განსაკუთრებით აღმაშფოთა, როგორც შვილების მამა, ჩანაწერში ფრაზა ისმის, რომ ჩვენ პატარა გოგოებიც გვყავსო და ამ ჩემს თანამშრომელს შესთავაზეს, რომ ღამით მოდით, 11-12 საათზე, არჩევანში რომ მიიღო მონაწილეობაო, მერე ეს გოგოები მიჰყავთო.

- და სად მიჰყავთ?

- მიმდებარე ტერიტორიაზე არის პატარა სასტუმროები, ასევე კერძო ბინები, ბუნაგები, რომლებიც საათობრივად ქირავდება.

- თავად ამ კლუბს არ აქვს ნომრები?

- ვერ ვიტყვი, რაც არ ვიცი. იმის საშუალება ჩვენს თანამშრომელს არ ჰქონდა, რომ ეგ დაეფიქსირებინა. თუმცა, ამის სურვილი გამოიჩინა, მაგრამ შიგნით, უკაცრავად, ვერ შევიდა. შეიძლება, შიგნითაც არის ნომრები, ეს შესაბამისმა სამსახურებმა უნდა შეისწავლონ, სხვას ამის საშუალებას იქაურები არ მისცემენ, ფაქტია. როგორც მონიტორინგის თანამშრომელმა თქვა, ეს არის ძალიან დიდი ფართობი, შუაგულში არის სტრიპტიზის საცეკვაო ადგილი, მის გარშემო კი მაგიდებია, სადაც ხდება მოლაპარაკებები ამ ქალებთან. ასაკი შეზღუდული არ არის არც შემსვლელებისთვის და არც იმ ქალებისთვის. ჩვენი ინფორმაციით, აქ 13-14 წლის ბავშვები ჰყავთ საპროსტიტუციოდ და მე, პირადად, იქ ერთი არასრულწლოვანი გოგოც რომ დავინახო ჩასული, ბოლომდე გავყვები და აუცილებლად იმდენს ვიზამ, რომ ეს ამბავი აღვკვეთო. საშინელებაა, როცა შენს ქალაქში ჩამოდის უცხოელი და იმ ბავშვთან, რომელსაც სოციალურად ძალიან უჭირს, ასეთ რამეს ეწევა და ამ ამბის უკან ხომ ისეთი ხალხი დგას, ვინც ხელი შეუწყო ბავშვების იქ მიყვანას?

- უცხოელი კლიენტურააო, თქვით და ისინიც მხოლოდ არაბები არიან?

- არაბები, თურქები და ინდოელები. მაგრამ ვთქვათ, ჩახვედი და გკითხეს, ქართველი ხარ? თუ უპასუხე, - კიო, გაგდებენ იქიდან, გახსოვთ, ალბათ, რაც მოხდა რუსთაველზე რესპუბლიკის მოედნის ქვემოთ, გვირაბში, როცა ასევე უცხოელები ყველას უშვებდნენ ღამის კლუბში ქართველის გარდა? საშინელი ჩხუბი რომ იყო. ის თურქებიც ასე ამბობდნენ, ეს ჩვენი უფლებააო და მორჩა!

- თუ იცით, მომხმარებელი ბლომად ჰყავთ?

- კი, მთელი ღამე მუშაობს ეს დაწესებულება. დღის მანძილზე ეს კლუბი დაკეტილია და ვერც კი შეამჩნევთ, რომ იქ რამე მსგავსი ხდება. სხვათა შორის, ეს კლუბი არც ღამით გამოირჩევა ჭრელაჭრულა ფერებით და განსაკუთრებული წარწერებით, საკმაოდ სადად არის, მაგრამ ვინც იცის და ვინც მომხმარებელია, იმან ძალიან კარგად იცის, იქ რა ხდება. კლიენტურა, წესით, ასეთ დაწესებულებებს მუდმივი ჰყავთ. თუმცა, ხშირად სტუმრებიც მიჰყავთ ხოლმე. იმის თქმა მინდა, რომ ზუსტად იციან, ვინ შეუშვან და ვინ - არა.

- უცხოელი ქალები არ ჰყავთ მომსახურე პერსონალში?

- არ ვიცი. მაგაზე საუბარი იმ დღეს არ ყოფილა, თუმცა მაცხოვრებლები ამბობენ, მარტო ქართველი ქალები ჩადიანო. მათ ისიც გვითხრეს, რომ რამდენჯერმე მომხდარა დაპირისპირება მათსა და ამ კლუბის დაცვას შორის, რომელიც რატომღაც არ გახმაურდაო. კაცებმა როდემდე უნდა უყურონ ამ უმსგავსობას, როცა მათი შვილების ტოლა ბავშვები ჩადიოდნენ ამ კლუბებში და ეტყობა, ჩხუბი იყო, მაგრამ ვერაფერს გახდნენ. გავიხსენებ გონიოს ფაქტს, რაც იქ ჩატარდა და იმ რეიდში სახელმწიფო სტრუქტურებიც იყო ჩართული, მაგრამ ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ მხოლოდ ათი დღის მანძილზე მოხდა ამ პროსტიტუციის დაპაუზება და დღეს ის ყაზახები, თუ თურქმენები ისევ დგანან იმავე ადგილებზე და არაფერი არ შეცვლილა. აჭარაში სამართალდამცავი ორგანოები თავად უწყობენ ხელს ამ ბიზნესის აყვავებას, რაც არ უნდა, სამწუხარო იყოს ჩვენთვის. ფაქტია, რომ ეს სერიოზული შემოსავალია, მაგრამ ასეთი ფული არავის შერგებია და არც არავის შეერგება.

- ფული ახსენეთ და დაახლოებით რა ღირს იმ კლუბში სექსმომსახურება?

- დაახლოებით 50 დოლარიდან ას დოლარამდე საათი.

- და რაზეა ეს თანხა დამოკიდებული? არასრულწლოვანები მეტი ღირს?

- მოდით, ეს გამოიძებამ დაადგინოს, სამართალდამცავებმა გაარკვიონ. ჩემმა თანამშრომელმა იკითხა, სამ სტუმარზე რამდენი დაგვჭირდება თანხაო და პასუხია, - 3000 დოლარი, ეს კარგად ისმის ჩანაწერში. ამაში შედის მაგიდის ხარჯიც, შედმგომი მომსახურებაც და სასტუმროც. ამ ქალებმა მშვენივრად იციან, სად წაიყვანონ კლიენტები, ვინ სად შეიყვანონ და რა ფასში. კიდევ ერთი თემა: ამას წინათ გლდანში ერთ-ერთ საუნაში შეიყვანეს სამი თურქი მოქალაქე, წინასწარ თანხა გადაახდევინეს და 5 წუთის შემდეგ ეს თურქები საუნის ე.წ. "ვიშიბალებმა" გამოყარეს წიხლისკვრით იმ საუნიდან იმ მიზეზით, რომ ქალებს შეურაცხყოფა მიაყენესო და ასეთი შემთხვევები ხდება. ანუ ქალაქში არის უკვე ორგანიზებული ჯგუფი, რომელიც ამაზე მუშაობს. იმ კონკრეტულ შემთხვევაში არანაირი სექსმომსახურება არ მომხდარა, უბრალოდ, ვერ მოასწრეს, მაგრამ თურქებმა ფული დაკარგეს. ეს ახალი მაფიაა, თან უსაფრთხო, რადგანაც არავის აწყობს, გამოვიდეს ტელევიზორში და თქვას, ასე დამმართესო. ამ შემთხვევაში უცხოელებმა იციან, რომ ამბის გამჟღავნება მეტი პრობლემაა. ამიტომ არ უღირთ ამ 100 და 200 დოლარის გამოდევნება, რომ მერე პოლიციასთან ჰქონდეთ საქმე... ჩვენ მაშინ მოგვაკითხეს ამ თურქებმა და დავპირდით, რომ ამ ამბავს გამოვიკვლევდით, მაგრამ თავი შორს დაიჭირეს, ესო ფაქტად გითხარითო, თქვეს. ეს იყვნენ ტრაილერის მძღოლები და თავი აარიდეს საქმის გამწვავებას. ხვდებით საით მივდივართ? ანუ ამ ბიზნესმა მუტაცია განიცადა და გამოძალვის სახე მიიღო. ეს საკითხი კი, რაც პლეხანოვზე ხდება, მისახედია. მაინტერესებს, ამ კავშირის ხელმძღვანელი რას იტყვის ამ ფაქტზე.

ეს ჩვენც გვაინტერესებს და ამიტომ დავუკავშირდით კომპოზიტორთა კავშირის ხელმძღვანელს კომპოზიტორ კახა ცაბაძეს.

- (უკიდურესად გაღიზიანებული ხმით) ასჯერ იყვნენ უკვე მოსულები და მიბრძანდით და ნახეთ, რაა. მე ვიცი, რომ არ არის და როგორ ვამტკიცო?

- რას ნიშნავს, "მე ვიცი, რომ არ არის?"

- მე ნამყოფი ვარ და ვიცი, რაც არის, ხო? ხოდა, ახლა როგორ ვამტკიცო მე? მე მაგ ფართზე მოსმენილი მაქვს, რომ 4000 დოლარს ვიღებ 2003 წლიდან და 2008 წელს მივედი მანდ. თუ გინდათ, თვითონ...

- საქმე ისაა, რომ მე იქ არავინ მიმიშვებს ღამით და დღისით ეს დაწესებულება არ მუშაობს. ვინც მივიდა, მას აქვს ფარული ჩანაწერი ამ კლუბის შესახებ.

- (პაუზა) ნუ, რა ვიცი, ეგება მაგ ადამიანს ნომერი ეშლება და ან ცდება? ხო შეიძლება, არა? მე რა ვამტკიცო?

ამის შემდეგ უკვე ვუკავშირდებით შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელს ნინო გიორგობიანს.

- ცხადია, რეაგირებას მოვახდენთ, ხომ ხედავთ რამდენი მასალა გვაქვს პროსტიტუციის საკითხზე და რამდენ ადამიანს ვიჭერთ საქართველოს მასშტაბით? მოგვიტანოს ბატონმა ბურჯანაძემ ეს მასალა და აუცილებლად მოვახდენთ რეაგირებას.

თამარ ოქრუაშვილი

გაზეთი "ქრონიკა"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია