"შალვა რამიშვილის შოუს" ეთერში გასვლით ქართულ სატელევიზიო სივრცეში "რუსთავი 2"-სა და "იმედს" შორის კონკურენცია კიდევ უფრო გამძაფრდა, თუმცა არსებული ფონი კონკურენციაზე მეტად დაპირისპირებას ჰგავს.
შოუს პირველი გამოშვებისთვის შალვა რამიშვილმა კონკურენტებზე "თავდასხმის" აგრესიული მეთოდი აირჩია, რაც იმაში გამოიხატა, რომ მაყურებელს "რუსთავი 2"-ს წამყვანის, გიორგი გაბუნიას შეურაცხმყოფელი და დამაკნინებელი Facebook-გვერდი წარუდგინა და დემონსტრაციულად "დაალაიქა".
ამ არაკოლეგიალურ ჟესტს არაერთი უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა, მათ შორის ინგა გრიგოლიასგან, ნინო შუბლაძისგან. ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ მას ეს ხუმრობა საკუთარმა მეუღლემაც კი დაუწუნა.
ატეხილ სკანდალს გამოეხმაურა "რუსთავი 2"-ს გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამიაც. ნიკა გვარამიამ რამიშვილის უხამს საქციელს არანაკლებ უხამსად უპასუხა.
Facebook/ ნიკა გვარამია, "რუსთავი 2"-ს გენერალური დირექტორი:
"მითხრეს რაც იყო ჩემს ჟურნალისტზე და გადავახვიე. ისე მაგას რა მაყურებინებდა, უნიჭო ვადაგასული სირების ჯღანაობას...", - ასე შეაფასა გვარამიან შალვა რამიშვილის ახალი პროექტი.
ასევე იხილეთ: