პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ იგერიებს ვალერი გელაშვილი ნანუკა ჟორჟოლიანსა და ანი ნადარეიშვილს
როგორ იგერიებს ვალერი გელაშვილი ნანუკა ჟორჟოლიანსა და ანი ნადარეიშვილს

გა­ზე­თი "კვი­რის პა­ლიტ­რა" ვა­ლე­რი გე­ლაშ­ვილ­თან ინ­ტერ­ვი­უს აქ­ვეყ­ნებს, რო­მელ­შიც დე­პუ­ტატ­მა მისი საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბა­ზე, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­ზე, ერეკ­ლე კო­დუ­ა­სა და 2005 წლის თავ­დას­ხმის დე­ტა­ლებ­ზე ისა­უბ­რა. ამა­ვე ინ­ტერ­ვი­უ­ში ვა­ლე­რი გე­ლაშ­ვი­ლი კო­მენ­ტარს აკე­თებს ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი­სა და ანი ნა­და­რე­იშ­ვი­ლის რეპ­ლი­კებ­ზეც. გთა­ვა­ზობთ ფრაგ­მენტს ინ­ტერ­ვი­უ­დან, რომ­ლის სრუ­ლი ვერ­სი­ის წა­კი­თხვა "კვი­რის პა­ლიტ­რის" ახალ ნო­მერ­სა და Kvirispalitra.ge-ზე შე­გიძ­ლი­ათ.

- მას შემ­დეგ, რაც პრო­კუ­რა­ტუ­რამ ერეკ­ლე კო­დუა დამ­ნა­შა­ვედ ცნო, მისი მე­უღ­ლე, ჟურ­ნა­ლის­ტი ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი თქვენს წი­ნა­აღ­მდეგ გა­აქ­ტი­ურ­და.

- ჟორ­ჟო­ლი­ანს ურ­ჩევ­ნია, გა­ჩუმ­დეს - ხვალ მის ქმარს, და­პა­ტიმ­რე­ბის შემ­დეგ, მდგო­მა­რე­ო­ბა რომ არ და­უმ­ძი­მონ, შე­იძ­ლე­ბა ჩემი სი­ტყვა დას­ჭირ­დეს... შე­ვუთ­ვა­ლე ეს, მაგ­რამ მა­ინც არ ჩუმ­დე­ბა. არ მეს­მის, დათ­ვურ სამ­სა­ხურს რა­ტომ უწევს ქმარს? ალ­ბათ, კო­დუ­ას მო­შო­რე­ბა უნდა და მა­ღი­ზი­ა­ნებს, რომ მის წი­ნა­აღ­მდეგ გან­ვე­წყო და უფრო დიდი ხნით ჩაჯ­დეს ცი­ხე­ში.

- სხვა­თა შო­რის, ბა­ჩა­ნა ახა­ლა­ი­ას ცოლი, ანი ნა­და­რე­იშ­ვი­ლიც გა­აქ­ტი­ურ­და თქვენს საქ­მე­ზე.

- ვნა­ხე მისი ნა­წე­რი "ფე­ის­ბუკ­ზე" და ვხვდე­ბი, ამ ქალ­ბა­ტონს რაც აწუ­ხებს. მისი ოჯა­ხი რა­ღაც კუ­თხით თა­ნა­მო­ნა­წი­ლეა ჩემს საქ­მე­ში. ჩემი დაც­ვის მა­შინ­დე­ლი უფ­რო­სი მალ­ხაზ კვა­რა­ცხე­ლია მა­მა­მი­სის პი­რა­დი დაც­ვის უფ­რო­სიც იყო. კვა­რა­ცხე­ლი­ამ იცო­და, რა­საც მიმ­ზა­დებ­და სა­ა­კაშ­ვი­ლის ხრო­ვა. მისი ხე­ლით ბევ­რი რამე გა­ა­კე­თეს. მან გან­გებ და­ა­ზი­ა­ნა ჩემი შე­ჯავ­შნუ­ლი მან­ქა­ნა, რო­მელ­შიც ვე­რა­ვინ შე­მო­აღ­წევ­და და იძუ­ლე­ბუ­ლი გავ­ხდი, სხვა ავ­ტო­მან­ქა­ნით გავ­სუ­ლი­ყა­ვი ქა­ლაქ­ში... როცა ცემა და­მი­წყეს, მო­ვარ­და ბაჩო ახა­ლა­ი­ას ცო­ლისძმა და კვა­რა­ცხე­ლია სას­წრა­ფოდ გა­იყ­ვა­ნა შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან. ეს იმა­ზე მე­ტყვე­ლებს, რომ ნა­და­რე­იშ­ვი­ლის ოჯა­ხიც ჩა­რე­უ­ლია ამ საქ­მე­ში და ამი­ტომ ნერ­ვი­უ­ლო­ბენ.

- ბაჩო ახა­ლა­ი­ას მე­უღ­ლემ ისიც და­წე­რა, რომ თით­ქოს თქვენ ვე­ნე­სუ­ე­ლის მთავ­რო­ბაც გე­ძებ­დათ, მაგ­რამ ვანო მე­რა­ბიშ­ვილ­მა გა­და­გარ­ჩი­ნათ, არ გა­დაგ­ცათ უცხო ქვე­ყა­ნას.

- საქ­მე ის არის, რომ პირ­ვე­ლად 2006 წელს ჩა­ვე­დი ვე­ნე­სუ­ე­ლა­ში. ამ დროს ყვე­ლა­ფე­რი გარ­კვე­უ­ლი მქონ­და სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან. მათ უკვე სა­სიკ­ვდი­ლო­დაც ვყავ­დი გა­მე­ტე­ბუ­ლი. ყვე­ლა­ფერ ამის შემ­დეგ მა­ინ­ტე­რე­სებს, რო­დის გა­და­მარ­ჩი­ნა ვანო მე­რა­ბიშ­ვილ­მა? ეს პრობ­ლე­მა რომ მქო­ნო­და, წე­რილს გაგ­ზავ­ნიდ­ნენ და ხელს შე­უ­წყობ­დნენ ჩემს და­პა­ტიმ­რე­ბას. თან ვე­ნე­სუ­ე­ლის ციხე ისე­თია, რომ იქი­დან ცო­ცხა­ლი ვე­ღარც გა­მო­ვი­დო­დი. მათ ხელს აძ­ლევ­დათ ასეთ ცი­ხე­ში მოხ­ვედ­რი­ლი­ყო კაცი, რომ­ლის მო­შო­რე­ბაც თა­ვად სცა­დეს...

იხი­ლეთ სრუ­ლად kvirispalitra.ge-ზე

როგორ იგერიებს ვალერი გელაშვილი ნანუკა ჟორჟოლიანსა და ანი ნადარეიშვილს

როგორ იგერიებს ვალერი გელაშვილი ნანუკა ჟორჟოლიანსა და ანი ნადარეიშვილს

გაზეთი "კვირის პალიტრა" ვალერი გელაშვილთან ინტერვიუს აქვეყნებს, რომელშიც დეპუტატმა მისი საქმის გამოძიებაზე, მიხეილ სააკაშვილზე, ერეკლე კოდუასა და 2005 წლის თავდასხმის დეტალებზე ისაუბრა. ამავე ინტერვიუში ვალერი გელაშვილი კომენტარს აკეთებს ნანუკა ჟორჟოლიანისა და ანი ნადარეიშვილის რეპლიკებზეც. გთავაზობთ ფრაგმენტს ინტერვიუდან, რომლის სრული ვერსიის წაკითხვა "კვირის პალიტრის" ახალ ნომერსა და  Kvirispalitra.ge-ზე შეგიძლიათ.

- მას შემდეგ, რაც პროკურატურამ ერეკლე კოდუა დამნაშავედ ცნო, მისი მეუღლე, ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი თქვენს წინააღმდეგ გააქტიურდა.

- ჟორჟოლიანს ურჩევნია, გაჩუმდეს - ხვალ მის ქმარს, დაპატიმრების შემდეგ, მდგომარეობა რომ არ დაუმძიმონ, შეიძლება ჩემი სიტყვა დასჭირდეს... შევუთვალე ეს, მაგრამ მაინც არ ჩუმდება. არ მესმის, დათვურ სამსახურს რატომ უწევს ქმარს? ალბათ, კოდუას მოშორება უნდა და მაღიზიანებს, რომ მის წინააღმდეგ განვეწყო და უფრო დიდი ხნით ჩაჯდეს ციხეში.

- სხვათა შორის, ბაჩანა ახალაიას ცოლი, ანი ნადარეიშვილიც გააქტიურდა თქვენს საქმეზე.

- ვნახე მისი ნაწერი "ფეისბუკზე" და ვხვდები, ამ ქალბატონს რაც აწუხებს. მისი ოჯახი რაღაც კუთხით თანამონაწილეა ჩემს საქმეში. ჩემი დაცვის მაშინდელი უფროსი მალხაზ კვარაცხელია მამამისის პირადი დაცვის უფროსიც იყო. კვარაცხელიამ იცოდა, რასაც მიმზადებდა სააკაშვილის ხროვა. მისი ხელით ბევრი რამე გააკეთეს. მან განგებ დააზიანა ჩემი შეჯავშნული მანქანა, რომელშიც ვერავინ შემოაღწევდა და იძულებული გავხდი, სხვა ავტომანქანით გავსულიყავი ქალაქში... როცა ცემა დამიწყეს, მოვარდა ბაჩო ახალაიას ცოლისძმა და კვარაცხელია სასწრაფოდ გაიყვანა შემთხვევის ადგილიდან. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ნადარეიშვილის ოჯახიც ჩარეულია ამ საქმეში და ამიტომ ნერვიულობენ.

- ბაჩო ახალაიას მეუღლემ ისიც დაწერა, რომ თითქოს თქვენ ვენესუელის მთავრობაც გეძებდათ, მაგრამ ვანო მერაბიშვილმა გადაგარჩინათ, არ გადაგცათ უცხო ქვეყანას.

- საქმე ის არის, რომ პირველად 2006 წელს ჩავედი ვენესუელაში. ამ დროს ყველაფერი გარკვეული მქონდა სააკაშვილის ხელისუფლებასთან. მათ უკვე სასიკვდილოდაც ვყავდი გამეტებული. ყველაფერ ამის შემდეგ მაინტერესებს, როდის გადამარჩინა ვანო მერაბიშვილმა? ეს პრობლემა რომ მქონოდა, წერილს გაგზავნიდნენ და ხელს შეუწყობდნენ ჩემს დაპატიმრებას. თან ვენესუელის ციხე ისეთია, რომ იქიდან ცოცხალი ვეღარც გამოვიდოდი. მათ ხელს აძლევდათ ასეთ ციხეში მოხვედრილიყო კაცი, რომლის მოშორებაც თავად სცადეს...

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ