სარემონტო სამუშაოების გამო დღეს თბილისის რამდენიმე ქუჩას ელექტრომომარაგება შეეზღუდება.
როგორც "ინტერპრესნიუსს" "თელასიდან" აცნობეს, შეზღუდვა მთაწმინდის, საბურთალოს, ჩუღურეთის, კრწანისის, დიდუბის, სამგორის, ნაძალადევის, ისნისა და გლდანის რაიონის რამდენიმე ქუჩას შეეხება.
მთაწმინდის რაიონში, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება ბელინსკის, გუნიას, ჭოველიძის და გოგებაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, ერთსაათიანი მონაცვლეობით შეზღუდვა შეეხება ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას I შესახვევის, ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), ნუცუბიძის, დელისის, ზემო ვეძისის, ვახტანგ ჩიქოვანის, მეგრელიძის, ასათიანის, ზაქარიაძის, კოსტავას, სიმონ ჩიქოვანის, ჭიათურის, ახალშენის, მიცკევიჩის, შმიდტის, ცაგარელის, ბალანჩივაძის, დოლიძის და ლიხაურის ქუჩების მცხოვრებლებს; 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება დიღმის სასწავლო მეურნეობის დასახლების მცხოვრებლებს, ხოლო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება ყაზბეგის გამზირის, ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ჭილაძის და გიორგი ბრწყინვალეს ქუჩების მცხოვრებლებს.
ჩუღურეთის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, ერთსაათიანი მონაცვლეობით შეზღუდვა შეეხება აღმაშენებლის გამზირის, მეუნარგიას, ლელაშვილის, ზაქარიაძის, აჭარის, სამშვილდეს, წყაროს, არგვეთის, მარუაშვილის, ხუდადოვის, გოგი ზაზაშვილის, აგარის, სარკინეთის, აფხაზეთის, უზნაძის, მარჯანიშვილის, სანკტ-პეტერბურგის, არაგვისპირელის, ტერენტი გრანელის, ზურაბ ქვლივიძის, ბოჭორიძის და ვერჰაანის ქუჩების მცხოვრებლებს, ხოლო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება ცხრა ძმის, აფხაზეთის, სამურზაყანოს და აგარის ქუჩების მცხოვრებლებს.
კრწანისის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება გორგასლის და ნადიკვარის ქუჩების მცხოვრებლებს, ხოლო 10:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება გულუას, დიდი ხეივნის და II ხეივნის ქუჩების მცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონში, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება ბათუმის და იამანიძის ქუჩების მცხოვრებლებს.
სამგორის რაიონში, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება აეროპორტის დასახლების და ვარკეთილი-3 I მიკრორაიონის მცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონში, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება სანზონის დასახლების და გუდამაყრის ქუჩის მცხოვრებლებს.
ისნის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება გალავნის, ნიაბის, საინგილოს, ბეთანიის და განთიადის ქუჩების მცხოვრებლებს.
გლდანის რაიონში, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება მუხიანის IV მიკრორაიონის (ნაწილობრივ) და სოფელ გლდანის მცხოვრებლებს; 11:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება იპოლიტოვ-ივანოვის და ზარზმის ქუჩების მცხოვრებლებს, ხოლო 11:0 საათიდან 15:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება გლდანის VII მიკრორაიონის მცხოვრებლებს.
სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.